↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე საქართველოში მასმედია არ დგას ისეთ დონ ეზე როგორსაც ჩვენი ერი იმსახურებს.არავინ არავის აძლევს უფლებას ნამდვილი ჭესმარიტება იყვეს ნატქვამი.არც ოპოზიცია უქნია ღმერთს.ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.ყველასთან მქონია შეხება და ვიცი რითი სუნთქავენ.ჩვენი ბედკრული ხალხი არავის ადარდებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
ინგუშეთში გამოუცხადებელი ომი მძვინვარებს

“ომონმა” ანგარიში არ გაუწია იმას, რომ სახლში ორი მშვიდობიანი მოსახლე რჩებოდა და ძებნილ მოჯაჰედებს ცეცხლი გაუხსნა

[მიხეილ ლაბაძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში]
ინგუშეთის რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია – ოპოზიციური ინგუშური ვებგვერდი ingushetia.org ირწმუნება, რომ რეგიონში დღეს არსებული განუკითხაობა და ქაოსი ექს-პრეზიდენტ მურათ ზიაზიკოვისა და ძმათა მისთა უთავბოლო მმართველობის ლოგიკური შედეგია.

- “განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უკანონობა ყველაზე მეტად კანონდამცველებს შორისაა გამეფებული: ისინი დღისით-მზისით, განუკითხავად ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას და მათ ტერორისტებად და “ბოევიკებად” ნათლავენ, რათა თავიანთი უსამართლო ქმედებანი დაფარონ”, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც ინგუშურ ვებ-გვერდზე გამოქ¬ვეყნდა.

კვირას, 11 იანვარს ინგუშეთის “ომონმა”, რომელიც უშუალოდ რესპუბლიკის პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევქუროვს ექვემდებარება, დაბა ორჯონიკიძევსკაიაში (ე.წ. სტანიცა) მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გაანადგურეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების ოთხი წევრი, თუმცა როგორც გამოირკვა, ოთხიდან ორი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე იყო და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

სპეცოპერაცია დილით ადრე დაიწყო. წინასწარი მონაცემებით “ომონმა” მიიმწყვდია ორი მოჯაჰედი. ესენი იყვნენ ძმები ბურუჟევები, რომლებმაც ძალოვნებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მიმალვა მშვიდობიან მოსახ¬ლე¬თა ეზოების გავლით სცადეს. ძალოვნებმა ისინი იმრან აბდურაჰმანოვის ეზოში მიიმწყვდიეს და ცეცხლი გაუხსნეს.

აბდურაჰმანოვების სახლში იმ დროისათვის იმყოფებოდნენ დიასახლისი როზა ბულგუჩევა და მისი ორი შვილი – მოჰამად და ასლან აბდურაჰმანოვები. სროლის ხმაზე გარეთ გამოსულ დიასახლისს “ომონმა” სახლის დატოვება უბრძანა. როზა ბულგუჩევა ბრძანებას კი დაემორჩილა, მაგრამ შვილების გაფრთხილება ვეღარ მოასწრო, რადგანაც მათ ეძინათ.

“ომონმა” ანგარიში არ გაუწია იმას, რომ სახლში ორი მშვიდობიანი მოსახლე რჩებოდა და ძებნილ მოჯაჰედებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შედეგად აბდურაჰმანოვების სახლს ხანძარი გაუჩნდა და მოჯაჰედებიცა და მასპინძლებიც ცოცხლად ჩაიფერფლნენ.

იმავე დღეს რუსულმა “მე-5 არხმა” გაავრცელა სიუჟეტი ორჯონიკიძევსკაიაში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე, რომელშიაც ითქვა, რომ ოთხივე დაღუპულ “ბოევიკზე” ძებნა იყო გამოცხადებული. როგორც “მე-5 არხს” ФСБ-ს ინგუშეთის განყოფილების პრესცენტრის თანამშრომელმა დამირ როსინმა განუცხადა, ინგუშ ძალოვნებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მისამართზე მყოფი პირები ეჭვმიტანილნი იყვნენ სტანიცა აჩლიყში (რუს. აჩალუკი) მილიციის ქვეგანაყოფსა და სამგლოვიარო პროცესიაზე თავდასხმაში, ასევე ორჯონიკიძევსკაიაში მილიციელის მკვლელობაში. მისივე თქმით, მილიციამ სპეცოპერაციის ჩატარების შემდგომ იქვე აღმოაჩინა დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.

ამასთან, ingushetia.org-ის ინფორმაციით დაღუპულებს – 23 წლის მოჰამად და 22 წლის ასლან აბდურაჰმანოვებს მოჯაჰედებთან საერთო არაფერი ჰქონიათ: პირველი აეროპორტის თანამშრომელი იყო, მეორე კი მობილური ტელეფონებით ვაჭრობდა.

ძმებს მამაც 20 წლის გარდაცვლილი ჰყავდათ და დედას თავად არჩენდნენ. ძალოვნებს, რომლებმაც აბდურაჰმანოვების ოჯახში გვარის გამგრძელებელიც აღარავინ დატოვეს, თავი არ შეუწუხებიათ იმის აღნიშვნით, რომ ძმები მოჰამად და ასლან აბდურაჰმანოვები სპეცოპერაციას შემთხვევით ემსხვერპლნენ. პირიქით – მათ განაცხადეს, რომ ყველა დაღუპული ოფიციალურად ძებნილი იყო.

ყოველივე ზემოთქმული ცხადჰყოფს, რომ დღესდღეობით რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ინგუშეთში არსებული ვითარების შენარჩუნება შეესაბამება, ვინაიდან საყოველთაო განუკითხაობის პირობებში კრემლის მესვეურთათვის უფრო ადვილია, ფიზიკურად გაანადგურონ ეროვნული მოძრაობის აქტივისტები თუ სხვა “არასაიმედო” პირები.

გარდა ამისა, სპეცოპერაციების შედეგად ძირითადად მაინც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები იღუპებიან, რაც ინგუშების გენოფონდის განადგურებას ნიშნავს.

ამიტომაც, ცხადია ფედერალური ხელისუფლება თითქმის ყოველთვის თვალს ხუჭავს ინგუშეთში არსებულ განუკითხაობაზე და მეტიც – რუსების აზრით, ყველა ინგუში მამაკაცი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, პოტენციურ “ბოევიკად” შეიძ¬ლება ჩაითვალოს.

სწორედ ასეთი შეხედულების გამო დღეს რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე ძალოვნები ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკავებენ ახალგაზრდებს, რასაც ამ უკანასკნელთა ახლობლების საპასუხო ქმედებები მოჰყვება, იქნება ეს მილიციის განყოფილებებზე თავდასხმები თუ ცალკეულ თანამშრომელთა გატაცება დაკავებულზე გაცვლის მიზნით. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსახლეობა და ძალოვნები ინგუშეთში აშკარად უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამ მხრივ სიტუაცია განსაკუთრებით უმართავია ინგუშეთის მთიან ნაწილში – ჯარიახის რაიონში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც საქართველოს, ჩეჩნეთს და ჩრდილოეთ ოსეთს ესაზღვრება.

აქ, რელიეფის თავისებურებათა გამო, ტერიტორიის სრული კონტროლი შეუძლებელია. ამით სარგებლობენ არამარტო ინგუში, არამედ ჩეჩენი მოჯაჰედებიც და მოჯაჰედებად გადაცმული პროვოკატორები. ისინი სწორედ აქედან პერიოდულად ესხმიან თავს მილიციის ქვეგანყოფილებებს, სამხედროთა ბლოკპოსტებსაб თუ სამრეწველო ობიექტებს.

მაგალითად, ჩრდილოეთ ოსეთში გამომავალი გაზეთი “სევერნაია ოსეტია” აღნიშნავდა, რომ დეკემბრის თვის პირველ კვირაში, დარიალის ხეობაში მილიციის ქვეგანყოფილებებს რამდენიმეჯერ დაესხნენ თავს ინგუშეთიდან, კერძოდ კი არმხის ხეობიდან (მას დარიალის ხეობისგან კავკასიონის ერთ-ერთი გვერდითი ქედი ჰყოფს) გადმოსული “ბოევიკები”.

ამ მიზნით ფედერალურმა ძალებმა და ინგუშეთის “ომონმა” არმხის ხეობაში მაშინვე ჩაატარეს სპეცოპერაცია, რასაც ორიოდე მხცოვანი ინგუში მწყემსი ემსხვერპლა, ხოლო ნამდვილ “ბოევიკებს” ვერსად მიაგნეს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ინგუშები, როგორც პატივმოყვარე მთიელები, პირად შეურაცხყოფად იღებენ მათს სოფლებში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა უბრალო გამოჩენასაც კი.

ვეინახური (ჩაჩნურ-ინგუშური) ადათის მიხედვით, სოფელში, თემსა თუ გვარში შემოხიზნულ დამნაშავეთა გაცემის საკითხი უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. ცხადია, რუსული ადმინისტრაციული ორგანოები უხუცესებს ანგარიშს არათუ არ უწევენ, არამედ მათ საბჭოებს უკანონოდაც კი მიიჩნევენ.

ბელგიაში გამომავალი ინგუშური გაზეთის “ქორთამუყა ღალღაიჩიეს” ცნობით, მილიციელებმა სწორედ უხუცესთა საბჭოს წევრობის გამო დააკავეს სოფელ მუჟიჩიეს 79 წლის მცხოვრები, ვინმე ზელიმხან ბექოვი, რომელსაც ოფიციალურად “ბოევიკებთან თანამშრომლობა” დაჰბრალდა.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ინგუშეთში მოსკოვი გამოუცხადებელ ომს აწარმოებს და ინგუშებს ინგუშების ხელითვე ანადგურებს. დავძენთ იმასაც, რომ კრემლმა მეზობელ ჩეჩნეთში აშკარა საომარი კამპანიებით ასე თუ ისე, მისთვის მისაღები “წესრიგი” დაამყარა და ხელისუფლების სათავეში პრორუსული რამაზან კადიროვი მოიყვანა.

მაგრამ, ინგუშეთმა პრორუსული მურათ ზიაზიკოვის აშკარა მხარდაჭერით ასევე დიდად იზარალა. ამიტომაცაა, რომ ამჯერად მოსკოვიდან ყველაფერს ფარულად, თუმცა უსასტიკესი მეთოდებით აგვარებენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
დღეს თავი შევიკავოდ ყველაფრისაგან,გარდა
მილოცვებისა და კარგი ამბებისა.
არ დავიგრუზოთ,ვიქეიფოთ და ვიმხიარულოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახოო გილოცავ ძველით ახალ წელს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენც გილოცავ ჩემო ლეილა,სულ მუდამ
ასეთი გულიანი და კეთილშობილი ყოფილიყავი,
არავის და არაფერს არ შეეცვალოს,შენი სუფთა
ბუნება.გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნიკო ორველაშვილი: ენერგოდამოუკიდებლობის საკითხში საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი იდიოტური გამონაკლისი
13 იან. '09

ინტერვიუ

თბილისი.12.01.09.მედიანიუსი.

ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტი ნიკო ორველაშვილი, „ენგურჰესის“ 10-წლიანი მართვის უფლებით რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთვის“ გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მემორანდუმს კი, რომელიც საქართველოსა და ამ კომპანიას შორის 2008 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა, სრულ იდიოტიზმს და ბრიყვულ ნაბიჯად აფასებს. ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ ნიკო ორველაშვილს ესაუბრა.

- როცა მთელი ევროპა და ყველა თავმოყვარე სახელმწიფო იმაზე ფიქრით არის დაკავებული, როგორ მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა რუსეთისგან, საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი იდიოტური გამონაკლისი, რომლის ხელისუფლებამაც უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და მისი ენერგოსისტემის ბურჯი, რომელიც საქართველოს უქმნიდა ენერგოდამოუკიდებულებას, გადააბარა რუსებს.

- თანაც 10 წლით?
-10 წელი ჯერ კიდევ კაცმა არ იცის, რა არის, რამდენს გულისხმობს. სხვათაშორის, სერიოზული კვლევა ჩატარდა ბრიტანეთში: რას ნიშნავს, როცა ქალი ამბობს 1 წუთს, აღმოჩნდა, რომ 1 წუთი უდრის 23 წუთს, რუსული ათი წელი რამდენს უდრის, ჯერ ჩვენ არ ვიცით.

- გამოსავალი რა იქნება?
- გამოსავალი ერთადერთია, ერიც და ბერიც, საქართველოს რეალური გულშემატკივრები, იქნება ეს ბრიუსელი თუ პარიზი, ან სტრასბურგი თუ ჟენევა. ვისაც სიტყვა ეთქმის, ის დროა, რომ ალაპარაკდნენ და როგორმე საქართველოს ეს დამღუპველი ინიციატივა შეაჩერონ, რადგან ჯერჯერობით ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის. ეს არის მემორანდუმი ხეთაგურსა - „ინტერ რაოს“ შორის.

- ხეთაგური ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ხომ ვერ მიიღებდა?
- ხეთაგური, ბუნებრივია, სააკაშვილის ნების გარეშე ვერაფერზე ხელს ვერ მოაწერდა. ეს კიდევ იმის დასტურია, რომ სააკაშვილი და საქართველო არიან აბსოლუტურად შეუთავსებადი. სააკაშვილი დღეს მზად არის გაყიდოს მიწა-წყალიც და ყველა ეროვნული სიმდიდრეც, ოღონდაც რამენაირად გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.

- ხეთაგურის განცხადებით, მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის კონტროლს და შესაბამისად, ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებას.
- არა, ეს რეალურად სულ სხვანაირადაა. ყველაზე მწარე რეალობა ის არის, რომ რუსეთმა მოინდომა ოფიციალურად გააფორმოს სამხედრო ნადავლი. ყველაზე ძვირფასი შენაძენი მისთვის „ენგურჰესია“. ეს ნადავლი თავისთავად არა მხოლოდ ფასეული და ღირებულია, არამედ გაცილებით მნივშნელოვანია კავკასიაში, იმიტომ, რომ ვინც აკონტროლებს „ენგურჰესს“, ის აკონტროლებს ვითარებას მთლიანად საქართველოს ენერგეტიკაში, შესაბამისად, ეკონომიკასა და პოლიტიკაშიც.

როგორ მოახერხეს რუსებმა სააკაშვილის დაყოლიება ამაზე? სააკაშვილს დღეს აქვს უამრავი კუდი გაბარებული რუსეთში და ყველა სიკეთესთან ერთად, შეშინებულიცაა. რაც არ უნდა იყვირონ მისმა ფანებმა, რომ მიშა მაგარია, მიშა როგორი მაგარი იყო, გამოჩნდა გორში კუშნერთან ერთად ვიზიტის დროს. ამიტომ მიშას შეშინებას ბევრი არა ფერი უნდოდა. ეტყობა რუსებმა მიშას ფეხები დაუბაკუნეს, ჰოდა სააკაშვილმა ხეთაგურს მითითება მისცა, რომ აჩუქე „ენგურჰესიო“, ეს ხომ ბრიყვაობაა იმის თქმა რომ „ენგურჰესი“ გავყიდეთ, მაგრამ ჩვენია. ასეთი საკენკი საკუთარ წიწილებს დაუყარონ.

- მაშ, ამ საქმეში აფხაზური ფაქტორი იგნორირებულია?
- კიდევ ერთი ტრაგედია, რასაც ამ ყველაფერში ვხედავ: „ენგურჰესი“ იყო ის ბოლო ეკონომიკური ერთეული და ქართულ-აფხაზური კოლექტივი, რომელიც ერთად მუშაობდა და სადაც იყო უდიდესი ადამიანური სითბო. ეს იყო მოდელი იმისა, როგორ უნდა მომხდარიყო ურთიერთობის აღდგენა და როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენა. ამის ფასი იყო ის 40 პროცენტი გამომუშავებული ელექტროენერგიისა, რომელიც აფხაზებს მიჰქონდათ „ენგურჰესიდან“ და ამაში ფულს არ იხდიდნენ, მაგრამ ეს გვიღირდა. იმიტომ, რომ ამით ფიქსირდებოდა ჩვენი ერთიანობა. დღეს რა გამოდის, რუსები გვეუბნებიან, რომ აქამდე მუქთად იძლეოდით მაგ წილს და ახლა ჩვენ ფულს გადაგიხდით, ანუ ამით რუსები ყიდულობენ აფხაზების წილს და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ეს მოდელი ინგრევა.

- დღევანდელი მემორანდუმი აგვისტოს მოვლენების შედეგია?
- რა თქმა უნდა. ყველა სახელმწიფოს ერთადერთი მიზანი და ფუნქცია არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. ჩვენ „ენგურჰესიდან“ ენერგეტიკის სექტორში საკუთარი მოხმარების 80 პროცენტს თვითონვე ვაწარმოებდით და ლომის წილი „ენგურჰესზე“ მოდიოდა. ეს ობიექტი კი სამართავად გადავეცით ოკუპანტ სახელმწიფოს.

- მემორანდუმში მითითებულია, რომ ქართველები და რუსები ერთობლივად გააკონტროლებენ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ქართველი იქნება.
- იცით რას გეტყვით, ვარდიკო ნადიბაიძესაც ქართული სახელი და გვარი ჰქონდა, გახსოვთ, ალბათ ყველას კარგად. რამდენად ქართულ საქმეებს აკეთებდა, ეს სხვა ამბავია.

მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება www.humanrights.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
"კაცს,რომელიც ეკლესიაში სააკაშვილის
პორტრეტით შევიდა,შვილი გარდაეცვალა.
ქალბატონი კი,რომელიც სააკაშვილის
წინასაარჩევნო კლიპის ერთ-ერთი მთავარი
ფიგურა იყო,არჩევნებიდან მეხუთე დღეს მოკვდა."

როგორ არ მინდოდა დღევანდელ დღეს/რაიმე
ცუდ ამბავს შევხებოდით,მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის მერე
ჭკუაზე აღარა ვარ ადამიანი.
გამოვლენ ასეთი ხალხი და პატრიოტობას
დაგვიმტკიცებენ.
ჩემი ნება რომ იყოს,თემურ შაშიაშვილს,ეკლესიაში
შესვლას ავუკრძალავდი,ეგ არაკაცი,სცხვენოდეს.

ბოდიშს მოგიხდით,ჩემო კარგებო,
ძალიან ვარ აღელვებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ვაიმეეე რა სიყრუეაა,გაგიჟდები რაა კაცი,აღარა მაქვს სურვილი უკვე რამე
წავიკითხო,თუ ის პოლიტიკას ეხება,ამდენი სიბინძურე უარყოფითად გმუხტავს,
ხოდა წავედი ეხლა მოლში რომ, ჩემი უარყოფითი ენერგია დავხარჯოოო=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რუსეთის ფარული და ღია ინტერესები საქართველოში

საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა რუსეთი უფრო აზარალა, ვიდრე საქართველო. რუსეთი წყალსაც წაუღია, ჩვენ ჩვენს თავსა და ქვეყანას მივხედოთ. აქამდე ისე ჩანდა, რომ რუსეთმა საქართველოსთან ომით, მართლაც და, მიზანს ვერ მიაღწია _ პროამერიკული ხელისუფლება ვერ შეცვალა, ანუ მთავარი გეგმა შესასრულებელი დარჩა. დიახ, აღიარა აფხაზეთის და "სამხრეთ-ოსეთის" დამოუკიდებლობა, ახალგორში დიდი თავის ტკივილი გაგვიჩინა, არანაკლები _ პერევში.

თუმცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთს მიზანი მიუღწეველი დარჩა, საერთაშორისო ასპარეზზე თავი შეირცხვინა, აგრესორის ნიღაბი ჩამოიხსნა და ეს ყველაფერი ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს _ დაკარგულსაც დავიბრუნებთ და ევრო-ამერიკულ კურსსაც უფრო შეუქცევადს გავხდითო.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კი მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს. კერძოდ, ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთმა საქართველოში იმაზე მეტს მიაღწია ამ ომით, ვიდრე ამას ჩვენი პრეზიდენტი "ჩოთქით" უთვლის.

პირველ რიგში, გასახსენებელია ეუთოს მისიის შეწყვეტა საქართველოში. ეუთოს სარუსეთოდ რომ ემუშავა, რუსეთი არ დაბლოკავდა ვენაში მისიის ვადის გაგრძელებას, ეუთოს დამკვირვებლები საჩვენოდ მომგებიან ფაქტებს, დასკვნებს აფიქსირებდნენ და ამით, კაცმა არ იცის, რუსებს და სეპარატისტებს როდის, რა დონეზე შეექმნებათ პრობლემები.

რუსეთი დაბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს საქართველოში. ესეც რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს _ გაეროს დამკვირვებლებზე აგვისტოს ომის მერე, კოდორსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ქართველთა ეთნოწმენდის შემდეგ, რუსეთს რომ არ აწყობს, ისეთ ფაქტებს გამოამზეურებდა და რაც ნაკლები იქნება ასეთი ფაქტები, უკეთესი რუსებისა და სეპარატისტების და უარესი _ ჩვენთვის.

ერთადერთი შანსი, გაეროს მისია დარჩეს საქართველოში, ის არის, რომ გაერომ რუსეთი აღიაროს კონფლიქტის მონაწილე მხარედ, ამის მერე მას ავტომატურად ჩამოერთმევა არათუ ვეტოს, ხმის უფლებაც უშიშროების საბჭოში. მაგრამ ცნობს გაერო რუსეთს მხარედ, როცა ის შუამავლობას იბრალებდა. ორივე _ ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებში?

შეძლებს მისთვის ვეტოს წართმევას ამ საშინელ ზამთარში, როცა ნახევარი ევროპა რუსულ გაზზეა დამოკიდებული? ევროპა და რუსული გაზი სავაჭრო თემად იქცა დიდი ხანია და ამ ეტაპზე, რუსეთი გაეროს ლიდერ ქვეყნებს, გაზის მიცემის საფასურად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საქართველოში გაეროს მისიის შეწყვეტას ხომ არ მოსთხოვს?

გამორიცხული ნამდვილად არ არის, იმდენი "სავაჭრო საშუალება" დაუგროვდა ევროპა-ამერიკასთან რუსეთს მარტო საქართველოს საკითხებში _ პერევი, ახალგორი, ეუთოს, გაეროს მისია და ა. შ.

ძალიან საეჭვო ვითარებასა და დროს გააფორმა შეთანხმება საქართველოს მთავრობამ რუსულ ენერგოკომპანია "იტერასთან" "ენგურჰესის" ერთობლივი მართვის შესახებ.

ენერგეტიკის მინისტრი ხეთაგური გვიმტკიცებს, ცუდი და საგანგაშო არაფერი მომხდარა. 10-წლიანი კონტრაქტია და 25 მილიონ დოლარს მოგვიტანს წელიწადში, იმ ფულს, რასაც "ენგურჰესისაგან" მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურად აფხაზი სეპარატისტები "ტეხავდნენ", ახლა მივიღებთ _ რუსეთი გადაგვიხდისო.

არ ვიცი, რა საფუძველი აქვს დაიჯეროს ბატონმა ხეთაგურმა, რომ ბაღაფშზე ნაკლები გაიძვერები და გადამგდებები მისი გამზრდელ-აღმზრდელი პუტინი და მისი კლანია. რუსეთის ხელისუფლებას დღემდე ასობით უცხოური კომპანია და სახელმწიფო ედავება ფულს. საერთაშორისო სასამართლო არბიტრაჟებმაც დააკისრეს, წლებია, უკაცრავად და, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია პუტინს.

მეორეც, 5 თვეც არ გასულა იმ საშინელი აგრესიისაგან, რაც რუსეთმა თავს დაგვატეხა, გადაგვიარა, სულში ჩაგვაფურთხა და... სამართავად "ენგურჰესს" ვაძლევთ _ ერთადერთ ობიექტს, რომელსაც დღემდე ქართველები და აფხაზები ერთად ვაკონტროლებდით. ხეთაგური გვიმტკიცებს, არანაირი საფრთხე ამაში არ არის, "ენგურჰესის" 100-პროცენტიანი წილის მფლობელი საქართველოს ხელისუფლებააო.

აუ, რამხელა შეღავათი და რკინისებური არგუმენტია, ბატონო ალექსანდრე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკონტროლო პაკეტს 100%-იანი წილით დღესაც საქართველოს ხელისუფლება "აკონტროლებს", მაგრამ ვინ არის ამ რეგიონების რეალური დე ფაქტო მმართველი, კარგად მოგეხსენებათ. ფრთხილად იყავით, იგივე არ დაემართოს "ენგურჰესს" და თოფის გაუსროლად, ემანდ ფუკასავით არ აგაცალოთ, მერე ამოიჩარე 100%-იანი სახელმწიფოს ნაწილი და მაგ პაკეტით იარეთ ევროპულ სასამართლოებში.

ეს კიდევ არაფერი. ქვეყანასთან დიპლომატიური კავშირი არ არსებობს, 5 თვის წინ ლამის ქვეყანა ნაცარტუტად გვიქციეს და სახელმწიფო კომპანიასთან როგორ ფორმდება ხელშეკრულება? რამდენად კანონიერია ეს? ამაზე, ალბათ, საერთაშორისო სამმართველოსა და დიპლომატიის მცოდნენი დაასველებენ ენას.

წარმოიდგინეთ ერთი, 5 თვის მერე (თუ ომი ახლავე შეწყდა) ისრაელმა პალესტინის რომელიმე კომპანიასთან კონტაქტი გააფორმოს, რაიმე ებრაული კომპანიის ერთობლივ მართვაზე, ანდა პირიქით _ იგივე შესთავაზონ პალესტინელებმა ებრაელებს! აბსურდია, არა? დიახ, აბსურდია! ასეთივე აბსურდი, ოღონდ სამომავლოდ დიდი უბედურება მგონია "ინტერ-რაოსა": და "ენგურჰესის" ალიანსი, ხეთაგური კი გვამშვიდებს _ მერე რა რომ აბსურდია, ყველაფერი რიგზეაო. "არა, თუ ბნელა, კი ბატონო, მარა დღე როა"...

ვაშაძის 4-წლიანი მოღვაწეობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მისი ორმაგი, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობა პრეზიდენტმა ისე გადაყლაპა, როგორც უპოვართა სასადილოში მირთმეული ბორშჩის ულუფა. რა ხდება? რუსეთუმეობა აღარ არის "გრეხი"?

თუ რუსეთთან მოლაპარაკე კაცი სჭირდებოდა პრეზიდენტს, საამისოდ სხვებიც მოიძებნებიან, რუსეთის მოქალაქეები რომ არ არიან და იქაურ საგარეო უწყებებში რომ არ უმუშავიათ. ჩნდება ეჭვი, რუსეთის ზეწოლით ხომ არ დანიშნა ვაშაძე სააკაშვილმა მინისტრად? რაიმე ფარულ, იძულებით გარიგებას ხომ არ ჰქონდა ადგილი? ძალიან მინდა სხვაგვარად ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის, ეს ოხერი, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, აქეთკენ გამირბის ფიქრები _ ამერიკასთან მთლად ჩარჩო-ხელშეკრულებას არა, მაგრამ ქარტიას აფორმებ და ქართველ დიპლომატებში რუსულ წრეებთან ყველაზე დაახლოებული კაცის ხელით?

ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ვაშაძის დანიშვნას რუსეთის პოლიტელიტის ერთსულოვანი აღფრთოვანება _ სააკაშვილმა ძლივს ერთი ნორმალური მინისტრი მოიყვანა მთავრობაში, ვაშაძე პროფესიონალია და რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ბევრ სასიკეთოს შეიტანსო.

ასევე ერთსულოვნად და ცალსახად დადებითად ახასიათებს რუსული მედია გრიგოლ ვაშაძეს _ მის ქება-დიდებაშია, რა ვიცი, კაცო, ცოტა დავიბენი. თუ აქამდე "ნაციონალები" დაგვკიჟინებდნენ, რუსული პოლიტიკოსები და მედია ვისაც აქებს, ის ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი და ვისაც აძაგებს _ ის სწორედ ჩვენი მეგობარიაო. ამათი პროპაგანდით ჯორჯ ბუში, კონდოლიზა რაისი და ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს ყველაზე დიდი მეგობრები მგონია, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი, "ჰესბოლა", უგო ჩავესი, ძმები _ ფიდელ და რაულ კასტროები და დანიელ ორტეგა კი საქართველოს მტრები.

ახლა კი ცოტა დავიბენი, ისე აქებს ვაშაძეს რუსულ-ქართული მედია, რუსულ-ქართული პოლიტელიტა. იქნებ განმიმარტონ "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა _ ხალხო, დავივიწყოთ ის აქსიომა, რომ ვისაც რუსეთი აქებს, საქართველოს მტერია?

რუსეთთან ომმადე და ომის შემდეგაც, წამი წამზე ველოდი, რომ კახა ბენდუქიძეს ნიჩაბზე დადებდნენ და მოისროდნენ. ღიად არ გახმაურებულა, მაგრამ კულუარულად გახმაურდა, ამ კაცს რუსეთის ეკონომიკური ინტერესების ლობირება "ნაციონალთა" არაერთმა ლიდერმაც წამოაყვედრაო.

ახლა ეს თემაც მიყუჩდა, ბენდუქიძე ისევ მყარად ზის და კვლავ წარმატებით აგრძელებს ქართული ქონების გასხვისებას. დიდი ეჭვი გვაქვს, "იტერ-რაოსა" და "ენგურჰესს" შორის კონტრაქტში ეგ კაციც უნდა იყოს გარეული, მაგრამ ფაქტები ჯერ არ გამაჩნია ამის დამადასტურებელი.

ბენდუქიძის მოფამფალებული პოზიციის ხელახლა გამყარება გაფიქრებინებს კაცს _ რუსეთმა ხომ არ გადაარჩინა ეს კაცი და რაიმე საიდუმლო გარიგების ობიექტად ხომ არ იქცა?

დიდ ეჭვს იწვევს ქართული არმიის სახმელეთო და სამხედრო-საჰაერო ძალების ამარა დარჩენა, პრეზიდენტმა სამხედრო-საზღვაო ძალები გააუქმა და სანაპირო დაცვის სამსახურს შეუერთა. კი ბატონო, აგვისტოს ომის დროს რუსებმა ლამის ერთი კატარღა არ დაგვიტოვეს და ორი უწყების გაერთიანება, ამ ეტაპზე, იქნება ოპტიმალური იყოს, ბოლოს და ბოლოს, საბიუჯეტო თანხები დაიზოგა, მაგრამ უცნაურია, რომ თავდაცვის უწყება შ.ს. სამინისტროს დაუქვემდებარეს, პირიქით რომ ყოფილიყო, უფრო გასაგები იქნებოდა.

თან არ დაგვავიწყდეს, საქართველო საზღვაო ფლოტს წლების მანძილზე აშენებდა, გვეხმარებოდა ამერიკა, თურქეთი, უკრაინა _ ფულით, ტექნიკითა და ინსტრუქტორებით, იყო უამრავი ერთობლივი წვრთნები და ქართული მედიით მუდამ იმაზე ისმებოდა აქცენტი, რომ ეს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად კეთდებოდა, რომ ნატოს მოთხოვნა იყო მისივე სტანდარტების სამხედრო-საზღვაო ფლოტი საქართველოსთვის.

რა მოხდა ახლა? მარტივად რომ ვთქვათ, ორი კითხვის დასმა მომიწევს: როდის გვატყუებდა ხელისუფლება, როცა საზღვაო ფლოტს აძლიერებდა, თუ როცა აუქმებდა? ხომ არ იგრძნობა ამ გადაწყვეტილებაში რუსეთის ზეწოლა საქართველოს, გნებავთ, სხვა სახელმწიფოებში, რათა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილ-მომზადებული კიდევ ერთი ფლოტი მოიშოროს შავი ზღვის აკვატორიაში, თანაც მისდამი მტრულად განწყობილი ქვეყნისა?

შედეგი ისეთია, რუსეთს რომ გაუხარდება. ვისაც საპირისპიროს მტკიცება შეუძლია, ამტკიცოს, ბატონო.

აი, ფაქტები განსჯისთვის. ძალიან, ძალიან გამიხარდება, ჩემი ეჭვები უსაფუძვლო გამოდგეს და რუსეთი საქართველოსთან ბრძოლიდან მთლად გავერანებული და გაპარტახებული გამოვიდეს, ჩვენ _ წელგამართულნი და ტერიტორიებშემომტკიცებულნი, მაგრამ ეს ფაქტები მაინც ღირს დასაფიქსირებლად, გასაანალიზებლად და დასკვნების გამოსატანად.

იმედია, ვისაც არ დაეზარება, ასეც მოიქცევა.

ლევან ჯავახიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი საპრეზიდენტო "სეილი"

ექსპერტთა ნაწილი აღიარებს, რომ შესაძლოა, საქართველოში, საპარლამენტოსთან ერთად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც დაინიშნოს. საინტერესოა, ვინ შეიძლება ვიხილოთ საპრეზიდენტო კანდიდატის როლში, ვინ რუსეთის თამაშს ითამაშებს, ვინ _ ამერიკისას და ვინ _ ევროამერიკულს? "დამოუკიდებელ" კანდიდატთა უკან რომელი ქვეყნები და მათი ინტერესები უნდა მოვიაზროთ?

"ჯორჯიან თაიმსი" შეეცადა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას იმ ლეგალური ინფორმაციებისა და ქართველ პოლიტლიდერთა უკვე ფორმირებული და შეურყეველი იმიჯის გათვალისწინებით.

ირაკლი ალასანია ახალი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. ერთი შეხედვით, გაწონასწორებული, ჭკუადამჯდარი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს _ ხასიათს დიპლომატიურმა კარიერამაც დაამჩნია სიდინჯის კვალი. ამერიკის ჯერაც დაუკომპლექტებელი ადმინისტრაცია ლუპით სწავლობს ალასანიას _ მის წარსულს, გეგმებს, შესაძლოა, გარემოცვასა და პარტნიორებსაც.

თამამად შეიძლება მას ამერიკული პროექტი ვუწოდოთ, თუ იგი შედგა. თუმცა ოპოზიციას მასთან არაერთი კითხვა აქვს და მათზე მოუწევს პასუხის გაცემა. ერთი კითხვა ასეთია _ გაეროს რეზოლუციებში წლების მანძილზე რუსი სამშვიდობოების როლი დადებითად იყო წარმოდგენილი და მათ აფხაზეთში, ყოველ 6 თვეში ერთხელ მანდატს უგრძელებდნენ. ეს ხდებოდა მაშინაც, როცა ალასანია ელჩი იყო. ბოლო ასეთი რეზოლუცია გაერომ ივნისში მიიღო, როცა აშკარა გახდა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა. გაერო ამ დასკვნებს ქართულ-აფხაზური და რუსული ინფორმაციის საფუძველზე იღებდა. რატომ არ გაუჩნდა ირაკლი ალასანიას პროტესტის გრძნობა, როცა საქართველოს საგარეო სამინისტროდან გაეროში გაგზავნილ ამ სისულელეებს კითხულობდა, რატომ ხმამაღლა ერთხელ მაინც არ გააპროტესტა მაშინ, როცა "ნაცმოძრაობის" ლიდერთა სავარძლებს საფრთხე არ ემუქრებოდა და რატომ აძლევდა ამ დასკვნებს ვიზას, რათა ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს განეხილა?

ალასანიამ კარგად იცოდა რუსების "მშვიდობისმყოფელობის" ამბავი და ელჩობა არ ნიშნავს იმას, რომ, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი გიბრძანებს, ყველაფერზე უყოყმანოდ აქნიო თავი.

პაატა დავითაია თავის დროზე შეპირდა ალასანიას, რომ მასზე არაერთ მაკომპრომეტირებელ დოკუმენტს დადებს. ბევრი მითქმა-მოთქმაა მისი წარსულის _ "მხედრიონთან" კავშირის შესახებ. საფუძვლიანი ჟურნალისტური გამოძიება ამ ყველაფერს გაარკვევს, თუ მანამდე ამერიკის სპეცსამსახურებმა რაიმე არ მოუხლართეს, რომლითაც, შესაძლოა, დაბლოკონ ალასანიას კანდიდატურა.

ნინო ბურჯანაძეც თავს ამერიკულ პროექტად "ასაღებს". ის "ვარდების რევოლუციის" დროს იყო ამგვარი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა რუსული მედია ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობს "ნინო ანზოროვნას" შესაძლო გაპრეზიდენტებაზე, საფიქრალია, რუსეთს უფრო აწყობს მისი კანდიდატურა, ვიდრე ამერიკას.

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური კარიერის უსინდისობის პიკი ის 43 შეკითხვა იყო, რომელიც "ნაციონალებს" პრესით გაუგზავნა, არადა, ბარე ასჯერ 43 შეკითხვა აქვს მასთან საზოგადოებას, მაგრამ მათზე პასუხის გაცემას ან თავს არიდებს, ან მედიასთან ისე გულუბრყვილო ტონით საუბრობს, თითქოს ვერ ამჩნევდა, ვერ ხედავდა, ქვეყანაში რა ხდებოდა. რაც ავი და ცუდი უქნია ამ ხელისუფლებას, სააკაშვილის ბრალია, რაც ავი ასცდა და განერიდა _ ჩემი დამსახურებააო. ასეთია "ფქვილის პრინცესას" ლოგიკა.

ანზორ ბურჯანაძის ფქვილის სპეკულაციით, ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოტანილი ფოთის პორტიდან აორთქლებული ათეულათასობით ტონა ფქვილით გამდიდრებულ მის ოჯახს გვიან, მაგრამ პასუხის გაცემა მაინც მოუწევს იმ ხალხისათვის, რომლებიც ღამეებს პურის რიგში ათენებდნენ. ჰუმანიტარული დახმარება კი ხან სომხეთში და ხან სად იყიდებოდა.

"ფქვილის მაფიის" მაშინდელი თავკაცი ანზორ ბურჯანაძე იყო _ ჯერ პურპროდუქტების მინისტრი ერქვა, მოგვიანებით _ კორპორაციის თავმჯდომარე. ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილს არაერთხელ წამოუწევენ წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის კაპიკებად ხელში ჩაგდების საკითხს, მამამისს კი _ ვაკის რაიონის გამგეობის შენობის (ტელევიზიის გვერდით) და პურპროდუქტების კორპორაციის შენობაში 3 სართულის პრივატიზაციის თემას _ რატომ, რა დამსახურებისთვის გადაეცა კაცს ამხელა ქონება?

ეს მხოლოდ წვერია იმ აისბერგისა, რომელსაც ბურჯანაძეების უკანონოდ შეძენილი ქონება ჰქვია. კორუფციის მორევში გამოზრდილ პოლიტიკოსს ამერიკა, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს, რადგან მისი კომპრომეტირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ბურჯანაძეს უფრო რუსებთან გაუიოლდება საქმის დაჭერა, სადაც ოლიგარქია იქაური პოლიტელიტის ცხოვრების წესია, ისევე როგორც შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში იყო ჩვენში.

ზურაბ ნოღაიდელი პრემიერი იყო და რაღა გასაკვირია, პრეზიდენტობა მოინდომოს? საპრეზიდენტო ამბიცია მასაც ექნება და პარტიაც ჩამოაყალიბა, მაგრამ ეგეც რუსული პროექტია, მიუხედავად იმისა, ბევრი გაუკეთებია საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ქვეყანაში თუ არა. მას ამერიკა იმავე მიზეზით არ დაუჭერს მხარს, რა მიზეზითაც ბურჯანაძეს _ ყელამდეა გასვრილი კორუმპირებულ ჩინოვნიკთა ორივე თაობაში _ შევარდნაძის და სააკაშვილის დროინდელებში _ საპატიო ადგილი უკავია. ეს ქვეყანამ, ხალხმაც იცის, თუ ფაქტებს მოგვთხოვს ბატონი ზურაბი _ სიამოვნებით! მისი ყოფილი თანაგუნდელები იხვეწებიან მათ გამოქვეყნებას.

ირაკლი ოქრუაშვილმა რუსეთს იმდენი აგინა, იმდენი ლანძღა ეს ქვეყანა, წესით, იქ მისი მხარდამჭერი კაცი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ პოლიტიკას, სიყვარულისა არ იყოს, რას გაუგებ, ჩემო ოლღა?!

ოქრუაშვილმა რაც ბადრი პატარკაციშვილის თამაში ითამაშა, რომელიც აშკარად რუსულ "მელნიცაზე" ასხამდა წყალს, მას შემდეგ მრავალი ეჭვი გაჩნდა. შესაძლოა, მასაც დაუჭიროს მხარი რუსეთმა, თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკა მხარს არ დაუჭერს.

სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის გამყარება სწორედ ოქრუაშვილის უდიდესი დამსახურებაა. მისი წყალობით მოხდა დემოკრატიული ინსტიტუტების დარბევა, დახურვა და ფეხქვეშ გათელვა დემოკრატიული ღირებულებებისა. დღეს მისი თანაპარტიელები რომ გაჰყვირიან, 28000 პატიმარია ქვეყანაში და ეს საშინელებაოო, ავიწყდებათ, რომ სწორედ ოქრუაშვილის გენპროკურორობის, შ.ს. მინისტრობის პერიოდში შევიდა უამრავი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, მისი მოთხოვნით არაერთ დანაშულზე დამძიმდა სასჯელი და მრავალი სახის ადმინისტრაციული დანაშაული გადაკვალიფიცირდა და ს.ს. კოდექსში გადაინაცვლა, ან ადმინისტრირება გამკაცრდა, მათ შორის, ფინანსური ხასიათის დანაშაულობებზე.

ასე რომ, დღეს იმ 28000 პატიმრიდან ნახევარზე მეტი მაინც ოქრუაშვილის უწყებების მიერ მომზადებული, პარლამენტის მიერ კანონად ქცეული კანონპროექტების წყალობით ზის ციხეში.
ოქრუაშვილი, შესაძლოა, დიდი პატრიოტია და, ალბათ, ასეცაა, მას თავისებურებად ესახება ქვეყნის გადარჩენა, მაგრამ, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველოში დემოკრატიაზე ლაპარაკიც სასაცილო იქნება. ასეთ პოლიტიკოსს ობამას კარზე არ მიიღებენ.

ლევან გაჩეჩილაძე _ უკვე ნამღერი სიმღერაა _ პრემიერა შედგა, ჰიპობის პერიოდმა გაიარა და მისი კანდიდატად განხილვა უკვე არც ღირს. თან აღარც ის ეროვნული საბჭო არსებობს, რომლის კანდიდატიც იყო. წარსული მოვლენების გათვალისწინება-გახსენებით, ეს ქალაქურ-ხიბლიანი კაცი ისე იქცა პატარკაციშვილის მარიონეტად, მგონი, გვიანღა მიხვდა. ამ ეტაპზე მას, ვფიქრობთ, არც ამერიკა და არც რუსეთი არ დაუჭერენ მხარს.

წარსულის გათვალისწინებით, გიორგი თარგამაძესაც აქვს შანსი. თარგამაძე ფრთხილი, მოზომილი პოლიტიკოსია და ჭკვიანურადაც აიწყო ხელმეორედ პოლიტიკური კარიერა. პატარკაციშვილის თამაშიდან მხოლოდ გიორგი გამოვიდა მოგებულიც და მშრალიც.

შალვა ნათელაშვილი ცდილობს, აქეთაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და იქითაც, ამერიკასთანაც. "ნაციონალებმა" მოახერხეს მისთვის პრორუსული იმიჯის შექმნა. მისი თანაპარტიელები პატარკაციშვილთან კავშირშიც ამხილეს, მეტიც _ ფინანსურ ალიანსში და ეს ძალიან არ აწყობდათ "ლეიბორისტებს", რომლებმაც, თვე არ გავა, ნიქსონის ცენტრში ნათელაშვილის არნახული გამოსვლით თავი არ მოიწონონ. რაღაც დონეზე, შესაძლოა, ამერიკაც განიხილავდეს ნათელაშვილს, მაგრამ ეს ის დონე არ არის, რომელიც საპრეზიდენტო სავარძლის ბედს წყვეტს. ნათელაშვილი იმ პოლიტიკოსად რჩება საზოგადოებაში, რომელიც თავისი ორატორული ნიჭითა და მოსწრებული პასუხებით ხალხს მხიარულ გუნებაზე აყენებს.

კონსტანტინე გამსახურდიას აქვს საპრეზიდენტო შანსები, მაგრამ ისიც იმ ქვაბში აღმოჩნდა, რომელსაც "ეროვნული საბჭო" ერქვა და თავისი არაერთი ქმედებით რუსეთის საქმეს აკეთებდა. გამსახურდია სხვაზე ადრე მიხვდა, თუ მიახვედრეს ამას და საბჭოს გაერიდა. მას ევროპის რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსი კი უჭერს მხარს, მაგრამ ისინი ვერ წყვეტენ ჩვენში პირველი კაცის ბედს. მოკლედ, გამსახურდიამ დროულად უნდა დაიწყოს იმ მოკავშირეებთან კავშირის დამყარება, რომლებიც მის გაპრეზიდენტებას უზრუნველყოფენ. ისე, ნიკა გვარამიას ცნობილი ტელეფილმის წყალობით, საზოგადოების ნაწილში ისიც რუსეთის კაცად მოიაზრება.

ახლებისა და ალასანიას ალიანსი თუ შედგა, მაშინ დავით გამყრელიძე პრემიერობას დასჯერდება, მაგრამ, თუ ალიანსი არ შედგა, ის დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატად უნად განვიხილოთ. რუსეთი თუ ამერიკა? ალბათ, ორივე, რადგან ცალსახად მემარჯვენეებს არავის თამაში არ უთამაშიათ. არც რუს აგენტურასთან მათი სატელეფონო ჩანაწერები გამოქვეყნებულა.

ეს კაცი, შესაძლოა, ორივე ძალას აწყობდეს. ხდება ასე, როცა ორი ზესახელმყიფოთაგან ვერც ერთი აღწევს თავისას, კომპრომისულ კანდიდატზე თანხმდება, ვიდრე გადამწყვეტ უპირატესობას მოიპოვებენ ამა თუ იმ ქვეყანაში და ცალსახად თავიანთ კაცს დასვამენ. გამყრელიძემ დაამტკიცა, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება მისაღებია. მისი თანაგუნდელები ბურჯანაძეს "კაბიან გიგა ბოკერიას" ეძახდნენ, მაგრამ, როცა ბურჯანაძე გაოპოზიციონერდა, "ნაციონალთა" სიძულვილმა ისინი მოსალაპარაკებლად ერთ მაგიდასთან დასვა.

თუ ეს ქვეყნის გადასარჩენად გადადგმული კომპრომისი იყო გამყრელიძისგან და არა სიძულვილითა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, ღმერთმა გაუმარჯოს! თუ არადა, პოლიტიკაში უზნეობის ზეიმთან გვქონია საქმე და, თუ მართლა ყველა უზნეო მეთოდი მისაღებია ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაშინ არც "მემარჯვენეებისგან" უნდა ველოდოთ ბურჯანაძეზე უკეთესს.

არ არის გამორიცხული, ამერიკელები შორს არ წავიდნენ და ისევ "ნაციონალებში" მოიძიონ ისეთი ფიგურა, რომელსაც სუფთა წარსულიც აქვს, საზოგადოებისთვისაც მისაღებია (ბურჯანაძეზე და ნოღაიდელზე მეტად მაინც), სააკაშვილის მიერ დაწყებულ საქმესაც გააგრძელებს – რუსეთისგან საქართველოს ჩამოცილების პოლიტიკას, საქართველოს ნატოში ინტეგრირების გზას.

ასეთი კაცი დავით ბაქრაძეა, რომელსაც ოპოზიციამ, მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის მიუხედავად, ორად ორი "კომპრომატი" დაუდო. ერთი, რომ ბურჯანაძის თანაგუნდელი იყო (იმ ბურჯანაძისა, რომელსაც ახლა თავად ეკურკურებიან) და ამის წყალობით მოხვდა "ნაციონალთა" საპარლამენტო სიაში 2003 წელს. მერე კი, ოპოზიციაში გადასულ ბურჯანაძეს თან არ გადაყვა და ეს უმადურობად ჩაუთვალეს – ქალმა პოლიტიკაში მოიყვანა და უღალატაო.

თავად ბურჯანაძემ ცესკო-ში საარჩევნო სიების შეტანის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე რომ უღალატა თანაგუნდელებს, ეს თითქოს არაფერი.

მეორეც – ბაქრაძე აგვისტოს ომის დროს ხალხს ჩანგლებით რუსეთის ტანკებთან საბრძოლველად მოუწოდებდაო. ეს რომ მართლა ემოციური განცხადება იყო, ფაქტია, მაგრამ რამდენად მართებული, ამას რუსეთის მომავალი ქმედებები გამოაჩენს.

რუსეთის ჯარი ჯერაც არ გასულა საქართველოდან და კაცმა არ იცის, იქნებ მართლა საძებარი გაგვიხდეს ჩანგლები. ბაქრაძეს ოპოზიცია და ამ განწყობის საზოგადოება ერთადერთ მინუსად "ნაციონალურობას" უთვლის, მაგრამ იგივე ოპოზიცია იმასაც აღიარებს – თუ ვინმესთან კონსტრუქციული და რაიმეს მიღწევაა შესაძლებელი, სულ რამდენიმე "ნაციონალია" და ერთ-ერთი – დათო ბაქრაძეო. რუსეთს რომ არ ეპიტნავება ბაქრაძე, ეს ფაქტია – რუსული მედიის გაცნობა საკმარისია საამისოდ.

ამერიკელთა მხარდაჭერა, გარკვეულწილად გია მაისაშვილსაც ექნება. ეს კაცი კეთილშობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, არც პატრიოტული მუხტი აკლია და ბაქრაძესავით კონსტრუქციულია, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი წვალებით გავიგე მაისაშვილის გამოსვლებიდან და საგაზეთო ჟურნალ-ინტერვიუებიდან.

ყველა ვალდებული ხომ არ არის, რომ იწვალოს? მე ჩემმა პროფესიულმა მოვალეობამ მაიძულა, მაგრამ ხალხმა რა ქნას, ბატონო გია, იქნებ უფრო ეფექტური პიარ-ტექნოლოგიები გამოგეყენებინათ, რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს თქვენი სათქმელი, მით უფრო, თქვენი ეკონომიკური გეგმისა, რომელსაც, რაღა დაგიმალოთ და, ბევრმა ვერაფერი გაუგო.

P.S: მაშ ასე, საპრეზიდენტო კანდიდატთა ერთი ნაწილი გასაყიდად უკვე გამოტანილია. ხალხმა მათ შორის ყველაზე საუკეთესო უნდა აარჩიოს. ვინ შეიძლება იყიდოს საკუთარი ხმის მეშვეობით საზოგადოებამ? ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ყველაფერი მაშინ გამოჩნდება, როდესაც დიდი საპრეზიდენტო "სეილი" დაიწყება.
ქეთი სესიაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
კაი რა ხალხო.. აღარ დაიღალეთ ამდენი არჩევნებით?...
არადა ამ ხალხსაც რომ კიდევ ნდობა აქვს პოლიტიკოსების მიკვირს...
რა ოპოზიცია და რა პოზიცია ვის რაში ადარდებს ან ტერიტორიული მთლიანობა ან ხალხის გაჭირვება ან სამუშაო ადგილების შექმნა... მაგრამ ერთი რამე ადარდებთ ყველას პრეზიდენტი ერქვას ან მინისტრი, მანქანა ემსახურებოდეს, ოჯახი უზრუნველყოფილი ყავდეს...

ან რა კანდიდატები გამოჩნდა გაგეცინება სატირელი რომ არ იყვეს... ბურჯანაძე ნინოჩკა !გინდა მიშა ყოფილა გინდა ნინო რა განსხვავებაა ვერ გავიგე, რომელი თამარ დედოფალი მაგი გვყავს საქართველოს ინტერესებს თავისი შესწიროს და ფეხშიშველა დადიოდეს ტაძარში სამშობლოს დასალოცათ....

ალასანია? ესეც ხომ მიშას დანიშნული იყო ავიწყდება ყველას, მიშამ აქცია პოლიტიკურ ფიგურად თორემ ვინ იცნობდა საერთოდ ალასანიას? რაღამც გაეროში ინგლისურად საუბრობდა (ნეტავ მიეღწია რამეს მაინც)ამის გულისათვის უნდა ავახტუნოთ სავარძელზე?...

შალიკო ნათელაშვილი- პენსიაზე გავიდეს აჯობებს, ისე კარგად ყვირის ხოლმე ყოველშემთხვევაში მისი მატარებელი ჩავლილია...

სალომე ზურაბიშვილი- ესეც მიშამ არ ჩამოათრია და საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო? გამახსენეთ აბა მისი მინისტრობის პერიოდში რა გაკეთდა ისეთი გახსენებად ღირდეს ან თუ რომელიმე ქვეყანასთან გაუმჯობესდა ურთიერთობა... ან ადამიანმა რომელმაც თავისი მშობლიური ენა არ იცის ვერ მოთხოვ პატრიოტიზმს...

მიშა?- აგვისტოს ომი რომ არ მოხდარიყო ისევ აირჩევდა ხალხი, ახლა არა მგონია ენდოს მოსახლეობა მაგრამ რა აზრი აქვს, გააყალბებს არჩევნებს და შერჩება...

ხომ არ აჯობებდა ისევ მიშა იყოს თუ მილიონი დოლარები დაიხარჯოს ისევ არჩევნებზე.. როგორ გგონიათ ის თანხა ბიუჯეტს არ აკლდება და ქვეყნის ეკონომიკას არ აზიანებს?...

ვის მისი სწამს არ ვიცი.. პირადად ღმერთის მწამს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
В ряде СМИ на минувшей неделе также появилась информация о том, что некая радикальная группировка «Патриоты Грузии» готовит теракты в Москве, Санкт-Петербурге и Сочи. Якобы «грузинские патриоты» намерены привлекать для своих акций смертников из проживающих в этих городах беженцев из Абхазии. Кроме того, в Москве может быть применен новый вид теракта: массовый расстрел людей в центре города. Глава ГУВД Москвы Владимир Пронин уже заявил, что столичная милиция никогда и «не расслаблялась». При этом он напомнил, что в последние годы в Москве произошло столько терактов, сколько не было ни в одной столице мира. Что касается Сочи, то в этом городе, по словам Александра Бортникова, чекисты уже предотвратили ряд терактов.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
На церемонии инаугурации 44-го президента США, Барака Обамы, которая пройдет 20 января, будет присутствовать и первая леди Грузии. Сандра Руловс поедет в Вашингтон для присутствия на церемонии принесения присяги Бараком Обамой, сообщает «GHN».
После визита в США, первая леди Грузии посетит Голландию и Бельгию, где она проведет встречи в парламенте Голландии и членами сената.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Грузия может оформить соглашение о стратегическом партнерстве с Россией, в случае уважения Москвой принципа территориальной целостности Грузии. Об этом в среду заявил журналистам глава МИД Грузии Григол Вашадзе.
«Если Россия научится уважать три фундаментальных принципа - территориальную целостность, суверенитет и независимость Грузии, то не будет проблем. Нам даже не нужен прямой рейс – я пешком пойду в Москву, чтобы оформить точно такое же, как с США, соглашение с Россией», - отметил Вашадзе.

По словам министра, за последние дни российская пресса, политики и чиновники не скрывают свое крайнее раздражение по поводу того, что Грузия и США оформили Хартию о стратегическом партнерстве.

«Это очень четкое послание в адрес России, что нужно защищать нормы и принципы международного права и цивилизованного поведения - в этом случае международная репутация России повысится», - сказал Вашадзе.

Церемония подписания Хартии между США и Грузией, которая предусматривает расширение партнерских связей и сотрудничества между двумя странами в сфере обороны, безопасности, экономики, энергетики, демократических реформ, дипломатии и культуры, состоялось 9 января в Вашингтоне. Документ подписали министр иностранных дел Грузии Григол Вашадзе и госсекретарь США Кондолиза Райс.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
დღეს საქართველოს არ ყავს ღირსეული კანდიდატი პრეზიდენტობისთვის.დაიღალა ხალხი ამდენი არჩევნებით,და მათვის არაფერი კეთდება.ყველა სკამისთვის იბრძვის.აბა ჯონდი ბაღათურიას,გია თორთლაძეს,დავითაიას და ა.შ.რა უნდათ პარლამენტში.მათ აბარიათ ჩვენი ხალხის ბედი.ვაი საქართველოვ და ქართველობავ.ჯანდაცვის მინისტრი ამერიკიდან ჩამოიყვანეს.ვიფიქრეთ ეგ არის და გვეშველაო,მაგრამ აქაც შევცდით.სანამ სულით ხორცამდე პატრიოტი,ქართველი ხალხის დესპანი არ გამოჩნდება,არაფერი გვეშველება.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი