↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე
საიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები...
დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებს
სხვისი უბისკენ გააპარებენ.
გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში,
თითქოსდა მართლაც უნახესო ცას გასაღები.
მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს, ტოლებთან, ლხინში,
თავის ნათქვამად გაასაღებენ.
არ იკითხავენ, რა აწუხებს, რა ულხინს ოჯახს,
მათი გაფრენით ვინ იხარა, ან ვინ ეწამა...
დაიკოს ნატიფ თეთრ ხელებით დავარცხნილ ქოჩორს
სხვას მიუშვერენ გასაწეწავად.
ნათელ თვალებზე დაუტოვებს ნაკვალევს წლები,
თუმცა თვალები აღასოდეს არ ხუნდებიან.
და ბოლოს მაინც, ნაომარნი, დაღლილნი გზებით,
მშობელ კერასთან დაბრუნდებიან.
აღარ დახვდებათ აღარც დედა და აღარც მამა,
და ბალღებივით ყრუ ქვითინი აუვარდებათ.
მაგრად დაგმანულ ცივ ფანჯრებზე, შხამად თუ წამლად
იკანკალებენ შავი ფარდები.
მხრებს ჩამოყრიან, როგორც ქარით დალეწილ რტოებს,
დანამულ თვალებს შეავლებენ ეზოს ცირცელებს...
ისევ იტყვიან მამის ნათქვამ სადღეგრძელოებს
და დედას ისევ ცოცხალივით დაიფიცებენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
სულ რამდენიმე წლის წინ,
ყვიტელ ფოტლებიტ ტრობა
ხედავს ვარსკვავტა ციმციმს
მოგონებატა გრძნობა.
სარამოებრად დილებს
რარაც საოცრად ითქვა
იწვევს ბავშვების ჩრდილებს
დავიწყებული კიტხვა
ამასაც ნახავს ფარცა
სერამებული არის,
ტუ ერთადერთი დარჩა
გამოსავალი მთვარეს.
მკრტალი გაცურდა ალი,
ცა დააშუქა წყნარ სულს,
იქ მშვენიერი ქალი
გაჰყვა მშვენიერ წარსულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
კაცი?... კაცი ოხერია, – თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება.
სახლში ცოლი თუ გაწყრება, – შუბლს იწმენდენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.
კაცი?... კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე.
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
წარბი თუ არ გაუხსენი – წავა, არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
ან მანქანას გააგელვებს, ანდა ვაგონს გაჰყვება,
ვინმე გვერდში თუ არ უდგას, იქნებ არც ენაღვლება.
ქალი?... ქალი მხნედ გაუძლებს, ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს.
რაც არ უნდა სუსტი იყოს, შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.
თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.
მარტოობის წლები მკერდში გაეყრება ხანჯლებად,
შემოდგომის ყვავილივით ზეზეურად დასჭკნება.
ქალს?... ქალს მარტო ნუ დასტოვებთ, სანამ ქვეყნად არსებობთ.
ქალი? ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
მზეო ამოდი,ამოდი
ნუ ეფარები მთას,
ლამაზი ქალი დამზრალა
მიუალერსე მას,
მიუალერსე უტხარი,
რომ სიყვარული გწვავს,
ტორემ ქალია იცოდე
წავა გაყვება სხვას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არც იშვიათად,
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე.
მაგნიტოფონის ლენტივით უცებ
წყდებოდა ფიქრი და ლაპარაკი.
მოედებოდა ქუჩებს ჩურჩული
– ულამაზესი გოგო ქალაქის...
არც იშვიათად ასეც ხდებოდა,
გოგო ვიღაცას ესალმებოდა
– ეს გაუმარჯოს ლოდინს და იმედს
და გულუბრყვილო ბუნებას, კაცთა.
მან გაიარა და გამიღიმა
და დარდი ჩემი, თოვლივით გადნა.
ეს იყო წინათ:
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე.
და როგორ მოხდა არ ვიცი ბოლოს,
როს გახევებულ ბიჭების თვალწინ
გაუჩინარდა საღამოს ბინდში,
ულამაზესი გოგო ქალაქის.
ლაპარაკი და ჩურჩული მიწყდა,
ასე დასრულდა ერთი არაკიც,
– ბედნიერია, ვინც დაივიწყა,
ულამაზესი გოგო ქალაქის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლალისფრად დანაფერი
ალექსანდრული გვინიტ
გადღეგრძელო ან რა პირით
ღამის ხუთზე დილით.
ამიტომაც ხუთივე ჩიქას
სიტყვა ტუ ვთქვა ენა გახმეს
სენს სახელზე ტრობა მიყვარს
სენსას ვარქმევ სახელს.
თვალწინ სენი ხატი მიდგას
ეს სენ მოსდგომიხარ ფანჯრებს
გულში ვიმეორებ სიტყვას,
შიშით ხელი არ წერს.
ეს სენ ამ პირველი ჩიქიტ!
გულზე დადებული მჯიგიტ!
სენ ერთადერთშ,შენ ერტადერთს
ხუთუ ჩიქა რიგით!
ვწუხ,თვალდახელშუა გკარგე,
ვწუხ,ვგონებდისიტყვით გქარგე! სიტყვა,სიტყვა მებარა და
სიტყვიტაც ვერ გარგე!
ფიქრი აბზრიალებს ჯარას,
სტრიქონს წადგმა უჩირს ბიჯის,
სძინავს ქალაქს,სძინავს ჯალაბს,
დაძინება მიჩირს.
ასე სიკვდილამდე გასტან
ლექსიტ შნოს და ჯავარს ვკიცხავ,
ხელნაწერის მივყრი დასტას
ძილის ყამალს ვისხამ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიკეთეს ზოგჯერ კოჭებამდე აცვია კაბა
და თალხი კაბით წყნეთიდან მოდის.
მოაქვს მაწონი, იმედივით თეთრი და გრილი,
მოაქვს სიმშვიდე, ოქროყანის ალვების ჩრდილი,
შემოგთავაზებს ოქროსფერი ზაფრანის აცმას,
რაღაცის თესლებს დაგიტოვებს, რაღაცის მარცვალს...
შემდეგ ბრუნდება დაქანცული და ცაცხვის ძირას
სიკეთე იშლის ჭაღარა ნაწნავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბედნიერი იყო ჩემთვის იყო და არის
სიცილი ცოლის
სიცილი დედის
და საერთოდ ,
სიცილი ქალის!
არის ქალთაგან პირველის და პირველზე მეტის,
თოვლებ სპეტაკი
მშპობ;იური
სიცილი
დედის!
არის მეორე,ხმას გამოსცემს რომელიც ბროლის
მოსიყვარულის,სემწყნარებლის
სიცილი
ცოლის.
და კიდევ კიდევ,ფუი ეშმაკს,იყო და არის,
აატაცებულის,მშვენიერის,ოცნებიტ მტვრალის,
გამომწვევი და
ხორციელი
სიცილი
ქალის...
იყო ცხოვრება,იყო სისხლის,ცრემლის ღვარები
ესეც ხომ იყო-
იცინოდნენ
ჩვენთვის
ქალები!
ზღერდა გიტარა,მთვარის შუქი
მიადგა ქალწულს,
ვიგონებ სიყრმეს,
ოქროსუბანს,
ბავშვობას წარსულს,
ის იცინოდა,იცინოდა ნატელში მთვარის,
თიტქოს პირველად გავიგონე,
სიცილი
ქალის.
თორმეტო წლისას გამეღვიძა უსიერ ტყეში,
ვთქვი
ეს რა ხდება
რა გრძნობაა,
რა ხდება ჩემში!
ვთქვი იოცინიან რანაირი ეშხიტ ქალები
ვთქვი
რას ,რას ნიასნავს
ქალის ხმაში
ვერცხლის ზარები!
სიტყვა აზრია,რით არ არის სიცილიც სიტყვა,
სიტყვა რომელიტაც
აზრი
მეტის სიცხადიტ ითქვა!
იყო ცხოვრება,იყო სისხლის,ცრემლის გვარები,
ესეც ხომ იყო-
იცინოდნენ
ჩვენტვის
ქალები!
ესეც ხომ არის-სასოებით,იმედიტ ხვალის,
ხეს ცხოვრებისას
აშრიალებს
სიცილი
ქალის...
ოფ გზას სოფლისას რა გალევდა,ანუ რა გალევს
აწ გზას გასავლელს,
რომ არ იყოს
სიცილი
ქალის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,
სურათი რამე კარგზე მგლოვარი,
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ბარათი, სისხლის ცრემლ-ნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი,
წიგნი რამ ომით მონაპოვარი,
საფერფლე მამის დანატოვარი-
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
როდესაც მციდნენ და ეჩვით მკითხეს,
რას ვამჯობინებ,
მძლავრს რომელ სიტხეს,
ვეკუტვნი რომელს,სახელდობრ ბანაკს,
ვსვავ ორსი რომელს
ღვინოს თU არაყს,
მე ვუპასუხე ჯერ იყო ვისაც,
რომ გაჩნია
ეგ მიზეზს სმისას
ტუ მაგალიტად,კაცს შევხვდი კაცურს,
ტუ გულს უხარის,
ვსვავ ყურძნის ნაწურს,
ღმერთO სენ მოგვეც მიზეზი ლხინის,
ვარ რათქმაუნდა
ბანაკსი ღვინის,
ხოლო ტუ ლხინის მიზეზი არ ცანს,
თუ გულში ვიგაც
აბრუნებს ხანჯალს,
ან უფერული დღეების წყება,
ერთმანეთშ ებმის,
რაც ხშირად ხდება,
მაშინ,როგორც რამ სატკივრის წამალს,ანუ ძილისას
მატრობელს ფრტამალს,
ვსვავ კოკობ ჩიკით იისფერ არაყს
და...წუთისოფლის
მივტოპავ ტალახს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
მიქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც,
შენ განშორებას უფრო ნანობდი
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა.
ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული.
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.
ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი
და როიალიც ტიროდა წარსულს.
ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცული,
იდგა მიწასთან ღამე გვიანი.
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული
და მომაჩერდი თვალცრემლიანი.
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
საკუთარი სულის მიმართ
ჯორდანო ბრუნო

შენ, მთაო, ფესვი მიწის გულში გაქვს ჩატანილი,
გარნა მწვერვალნი ცათა ბჭემდე შეგიწვდენია.
გონო, შენ საგანთ უზეშთაეს სამანს შემოსწერ,
ზესკნელში ზევსს და ქვესკნელში სულთ ზიარებული.
ნუ მოიძარცვავ მაშ უფლებას, იქ ნუ დაებმი,
სადაც პირქუში აქერონი წყალს მოაქანებს;
ზეშთა ბუნებას შესწვდი – ეჰეი –უფსკრულებიდან,
რამეთუ ღმერთთან მიახლება ცეცხლად აღგაგზნებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი?
სად არს აღმტაცის სიყვარულის ტანჯვა, სამოთხე?
განძრცვილვარ გრძნობით, უდროოდა მეკვეთნენ ფრთენი,
გაზაფხულია, მე კი ვდგევარ ვით უფოთლო ხე.
აღმესპნენ იგი საოცარნი ყრმობის სიზმარნი,
გულმა დაჰკარგა იმ სიზმრების სარწმუნოება...
თვალ-წინ მიყრია უკეთესნი ყვავილნი მჭკნარნი,
მომიკვდა ეჭვ-ქვეშ მაცხოვარი თვით სასოება.
ჭკვამ მოჰკვეთა ფრთა ჩემ ჭაბუკ დღის ლაღსა გრძნობასა,
ცივად დაარქვა ”ფუჭი ალი” ღვთიურ ტრფობასა,
მან დამინგრია წმინდა გრძნობის წმინდა ტაძარი...
ვაი, მას, ვინცა ჭაბუკობას ჭაბუკ არ არის!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ამბავი

გურამ პეტრიაშვილი

გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე
ამბავი მოხდა უმაგალითო :
ქალი მისულა უყელსაბამო,
უბრილიანტო, უმარგალიტო,

უმანქანო და უმდიდრულქურქო,
უსაყურო და უსამაჯურო,
უქმრო, უშვილო და უღიმილო,
უჯამაგირო, უსამსახურო. . .

მისულა ქალი მაღალ დარბაზში
და არხეინი შეძრულა ხალხი :
ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში
კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.

მერე ისეთი რამე მომხდარა,
კინაღამ ყველა გადარეულა :
ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია
და ცრემლი კაცად გადაქცეულა.

ქალს დაუწყია ცრემლკაცთან ცეკვა
და კაცის მკერდზე დაუდევს თავი. . .
ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი
და კაცსაც სცმია სამოსი შავი.

გაშეშებული მდგარა სუყველა. . .
გაშტერებოდა სუყველას თვალი,
ლამაზი იყო სანახაობა :
როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი.

ისე ლამაზი, ისე ლამაზი. . .
წამოუვიდა ყველას ცრემლები. . .
გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა
აყვავებული თეთრად ტყემლები. . .

და ყვავილების იმ თეთრ ღრუბელში
ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი. . .
ძირს დარჩა უცებ დაბრძენებული
უწინ ცრემლების არმცოდნე ხალხი. . .

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი