↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია!
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
თვრამეტი წელი...და დასრულდა ბავშვის ასაკი:
ტანი ყვავილი,დახატული თითქოს გოგენის,
მე, როგორც ქისას,დავატარებ გრძნობას გასაკვირს
და არვინ იცის,რა ფიქრი და ეშხი მოგველის!

მსურს,მოვიდე და სიყვარულით მოგეალერსო,
იქნებ ამ გრძნობას სიჩუმეში შენაც მოელი,
მაგრამ რა გიყო,შენ მძიმე ხარ ჩემი ლექსივით
და ამავე დროს ტაიტივიტ მიუწვდომელი.

სიმონ ჩიქოვანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან მომდევს ქარები.
სადაც უნდა სევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო,
ღვინოს დააბრალებენ!
ო,ძვირფასო,ჯვარზე მაგეს,
გაქრა გიჯი ოცნება,
ვკოცნი,ვკოცნი მე სენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...

გაქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.

მითხარ, სადღაა მამაპაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?

მას ნუღარ ვტირით, რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროს ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საგზლად ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -

რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყოველტვის, როცა დავერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
ასრიალდება უშორეს ძღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით,უღონოდ,მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდსა და გვირილებს
მოგონებებში ვიჩერ თანაბრად.
ეს იყო წინათ,დიდი ხნის წინათ
სად,როდის,რისთVის?არ ვიცი არა!
იყვენ ოდესგაც და მიეძინათ
ღელავს ფოტლების მწყობრი კამარა,
მას შემდეგ ბედი და ილაქანი
ქარის სიმძიმიტ გადაიხარა,
სენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისტვის ან ვისტან?არ ვიცი არა
ეს იყო წინათ,დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოტლების კვნესა
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჯი ვიყავ,ის კი პრინცესა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
წყევა მაქვს საკურველისა,
მუხანათისა, ჭრელისა,
საწუთოს წამთა მქნელისა,
დიდების დამცემელისა.

ჩემგან საწუთოს ჩივილი,
ჰსცანით თუ მრუდად ყივილი,
მაქვან მრავალი ტკივილი,
გულკვნესით აღმონთხივილი.

ბევრი ჰყავს ჩემებრ მდურავი,
ჰხამს ზღვათა მჯდომი მცურავი!
ვის მისგან დასაბურავი,
უნდა ჰსთმოს, მიჰსცეს თურ ავი.

ვინ მისი მიმნდობარია,
წამ ერთის მეგობარია,
მიჰსცეს ლახვართა მწვდარია,
ბოროტ გრძელ, შვება მდარია.

«წყეულ ხარ» - ბევრი ჰსჩივისა,
მაქებრად არვინ გივისა,
ჰნათობ, ვით ცეცხლი თივისა,
ცხელ და წამ, მაგრამ ცივისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.

მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.

მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
წავიდა,ცხოვრება წავიდა,
ვიჩქარე,ამაოდ ვიჩქარე,
ვერაფერს დავიწყებ თავიდან,
არაფერს აღარ ცვლის სიჩქარე.

დაბერდა,ოცნება დაბერდა,
თვალებში ჩამდგარა ლოდინი,
მომავალს ამაოდ ვაგებ და
მხრებს მაწევს სიმძიმე ლოდივით.

გაკაფეს,ის ტევრიც გაკაფეს,
განცადელს მიმზადებს ვერაგი,
და არად დაგიდევთ საკაბეს,
რამეთუ მამძიმებს პერანგიც.

წამართვეს,გრძნობები წამართვეს,
დამტოვეს დაცლილი სხეულით,
ამაოდ ვავედრებ მამაღმერთს,
სულშიგან შემძვრალა წყეული.

მკვდარია,იმედი მკვდარია,
სიცოცხლე ვეღარსად დავმალე,
სიკვდილი,ვაი რომ ბრალია
და მაინც იჭრება სამარე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სინანული

მოვიდა წვიმა,
წვიმა წკრიალა,
დატოვა ცრემლი და
ჩაიარა...
მოვარდა ქარი,
ქარი გრიალა,
დატოვა მტვერი და
ჩაიარა...
მზე აშრობს ქვებად
ქცეულ იარებს,
მოხვედი შენ და
შენც ჩაიარე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
სომეხი
ქართველს უამბობდა, პიტალო სახით
უსმენდათ ფრანგი,
ამრეზილი წვრილ-წვრილი ხალხით...
„რა ვიხარეო, -
თქვა სომეხმა, - რაფრად დანაყა,
რა ჩხუბს ვუყურე,
ერთმა კაცმა ოთხი გალახა,
რომელსაც მოსდო,
სათითაოდ ადგილზე დასვა,
მიაწყ-მოაწყო
და თავის გზით გასწია კაცმა...“
„ვენაცვალეო
შიგ ჯიგარში! - (სომეხი იდგა)
სად უყურეო,
თუ კაცი ხარ?!“ - ქართველმა ჰკითხა.
ფრანგს გაეცინა:
„რა ხალხია, ეს რაებს ბლანდავს!
არ კითხულობსო
დალოცვილი მტყუანს და მართალს!“
„ამას უყურე! -
თქვა სომეხმა, - რა ბრძანეთ აქო!
ვაჟკაცობისა
რა გესმისო, შე მართლა ფრანგო!“
და თქვა ქართველმაც
იდეური თანხმობით დოსტთან:
„ერთი - ყოველთვის მართალია
ათთან და ოცთან!“
„ცოტანი ხართო!
ვერ გასულხართ, ვერც გახვალთ გაღმა! -
რიცხობრიობის
გაწუხებთო საკითხი!“ -
ფრანგმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს,
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია,
სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია;
ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია,
ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.

ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა
გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით,
იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება,
რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...

მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების,
(გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!),
კაცთა შორის ძმობა - , ბედნიერება,
ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.

რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება,
ის ოცნება - ჟამმა დაასამარა,
შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები,
სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:

გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, -
მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს.
სატალახო გზებით სრულყოფისაკენ!
მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს;
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან დამდევს ქარები.
სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო,-
ღვინოს დააბრალებენ.
ო, ძვირფასო, ჯვარზე მაცვეს,
გაქრა გიჟი ოვნება,
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს,
ხომ შეიძლება მომავალ დღეთა,
გარდასულ დღეთა ბედზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ
დაჯდე და დარდი ამოიმღერო,
დძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ-
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბედს გავურბოდი,
და გული გავხსენ.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, უხილავზე.
ბედს გავურბოდი,
მაინც რას ვეძებ.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, სილურჯეზე.
ბედს გავურბოდი,
მე უფრო ასე.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, დაღუპვაზე.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი