↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 309 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ყველანი იმ გზაზე ვდგავართ , დორადო, გადახვევითაც ვერ გადავუხვევთ, შანსი არაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დილა მშვიდობისა ქართველო ქალებო დედებო ჩემთან გათენდა.
ორივეს გელოდებით,ორივესკი არა ყველას გელოდებით.და დაგხვდებით
როგორც ქართველ დიასახლისს შეეფერება.ოღონდ ჩამოდით
ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და ერთხელაც უნდა წავიდეთ .სადაც ვიქროა კიდე იქ გაწყდეს.მოდით ,მოდით ყველას გაგწვდებით და გაგიმასპინძლდებით ხიზილალიანი ბლინებით. გადასაკრავს კიდევ
ვიშოვნით ბლომად. ვინც არა ქინცარა ნეტავ მართლა რაა?

დორადო ჩემთან მოდის ბუბუსუნა შენც წამოჰყევი რააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ხალხო რატომ აოფებთ თემას, ჩათი არ არსებობს, რომ იქ მოიკითხოთ და მოისიყვარულოთ ერთმანეთი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანა ჩემგან კარმა ეხლავე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემი დღიური, ეულად დარჩენილი, დამტვერილი, თაროდან შემომცქერის და მისკენ მიწვევს. მიწვევს, რათა ჩემი სევდა გავუზიარო. ვეცოდები მეგობარს და მისი ფურცლები იდუმლად ჩამჩურჩულებენ ყურში: აქა ვართ ჩვენ, შენთანა ვართ, ჩვენ მოგისმენთ რა გიჭირს და გილხინს, არავის არ ვეტყვით, ჩვენ ხომ შენი ერთგული მეგობრები ვართო. მე, მეღიმება, მოწიწებით ვიღებ დღიურს ხელში, მტვერს ვაცლი და უდიდესი სიფრთხილით ვფურცლავ. ჩემში ყველაფერი ერთად აბობოქრდა: სამშობლო, ნათესავები, მეგობრები, ომი, მიტოვებული სახლ- კარი, ემიგრანტობა და სიყვარული. რამდენ რაიმეზე უნდა ვიფიქრო არ ვიცი.
ძვირფასო, ვისაც ეს დღიური გეძღვნება, ნუ მიწყენ მაგრამ ამ ბოლო დროს, შენი თავი და საკუთარი თავიც კი დამავიწყა ომმა. ამ ომმა ჩემი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი წარმტაცა. თვალებდანამული დავსტირი იმ გმირებს, რომლებიც ზუსტად 40 დღის წინ დაიღუპნენ იმ უთანასწორო ბრძოლაში ცეცხლოვან გველეშაპთან. ვაი მათი დედების ცოდვააააა,- ოხრავს ჩემი გული, კვნესის სული და ხატებთან დამხობილი, მამაო ჩვენოს უკვე მერემდენედ ვიმეორებ აღარც ვიცი. ღმერთო! შეგვინდე დანაშაული თუ რაიმე გვაქვს შენს წინაშე და ნუ მოშლი ამ წალკოთ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ქვია. ღმერთო, შენ დაუმტვრიე ჩვენს მტერს ხმალი და ნუ გადააშენებ ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს. ღმერთო, შენ გადაარჩინე საქართველო და ყველა ქართველი გაამრავლე და განავრცე.ღმერთო, გადმოგვხედე შენი მოწყალე თვალით, გადმოგვაფარე შენი კალთა და დაგვიფარე ყველა ავისა და ბოროტისაგან. ღმერთო, ღმერთო, ღმერთო იმეორებს წამდაუწუმ ჩემი გამშრალი ტუჩები, ხოლო სანთელი კი ნელ-ნელა იღვენთება და ბოლოს ქვრება კიდეც. სამარადჟამო ხსოვნა ჩვენს ქართველ გმირებს, ვინც სამშობლოს შესწირა თავი.ჩემი თვალის უპედან დაგორებული ცრემლი დღიურის ფურცელს დაეცა, მერე ნაწერზე გაიშალა და ერთ დიდ ლაქად გადაიქცა. ცრემლის დიდ ლაქად. უსაზღვროა ყველა ქართველის მწუხარება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემთან რომ იყო, გავიგებდი შენს გულისტკივილს,
დასახმარებლად ყოვლისშემძლე შევიქმნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ავიხდენდი მე ყველა სურვილს,
რადგან მწვერვალი სურვილების შენ იქნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ოცნებაში გაგიყოლებდი,
დავიოკებდი სისხლძარღვებში მოწოლილ ვნებას...
ჩემთან რომ იყო, სულიერად გავშიშვლდებოდი,
დაგანახებდი სხვა გრძნობათა ფარულ დინებას...
ჩემთან რომ იყო, გავუძლებდი უალერსობას,
შევეჩვეოდი სიძულვილით აღსავსე მზერას,
ჩემთან რომ იყო, გულს იმგვარად გავაცოცხლებდი,
რომ აჰყოლოდა შემოდგომის ფოთოლთა რხევას...
ჩემთან რომ იყო... საყვარელო, ჩემთან რომ იყო,
მე ჩავახშობდი სივრცეებში ყოველგვარ ბოროტს,
ჩემთან რომ იყო, რა სიხარულს მოვესწრებოდი!
რა სიხარული მომიღებდა შენს გვერდით ბოლოს!
ჩემთან რომ იყო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
დესპანელებო დაწერეთ რაიმე დღიურები. ნინიკარა, კუკუტინა ვიცი რომ აქა ხართ ჩემო საყვარელო გოგონებო, მოიშველიეთ თქვენი ხატოვნება და ჩვეული ფანტაზია.გკოცნით და გეხუტებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
სად და ზესტაფონში ჩემი აზრით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოასწარით,თორემ გაზაპხულზე ყვირილამ იცის ადიდება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ყვირილა ქართულია,ადიდდება,აყვირდება,მაგრამ მხოლოდ სიყვარულით.
არა მგონია მატარებელმა აჯობოს,ტივი უფრო გამოგვადგება
=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზესტაფონში კარგია , სიამოვნებით წამოგყვებოდით ერთი ბილეთი დამიჯავშნეთ რაა გთხოვთ :) :) :) :) :) :) :) მერე კი ჩემთან დაგპატიჯებდით მთელ მატარებელს , ყვირილას დარდი ნუ გაქვთ არც მაგას ეშლება იმერული სტუმარმასპინძლობა :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე თუ ვინმე დამპატიჟებს, ბილეთებზე არ მექნება საზრუნავი, ოღონდ თქვენ ჩასხედით მაგ მატარებელში და ადგილი თუ არ დარჩება, ფეხით გამოვეკიდები:) . იმერული სტუმართმასპინძლობაოოოოოოოოოო; რო დევიწყებდით გურიიდან და ჩამევიდოდით ზესტაფონში, მთელ ქუთეისს რო ჩამოვუვლიდით რიონის გაყოლებაზეეეეეეე:) :) (ეხ, კარგია ხანდახან ოცნება მაინც:( )

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
გურია იმერეთად რატომ გადავაქციე არ ვიცი=haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad
გურული ხარ? მეც=lol= მიყვარხარ

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 309 posts ] 
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი
დესპანი