↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარულო, ნიჭო სრულო,
წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე,
ჯერ აკვანო ნეტარების,
მერმე კუბოვ და სამარე!
დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ,
უგზო-უკვლოდ მოარული!
სად არს შენი დასაბამი?
ან სადა გაქვს დასასრული?
ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის,
ყველას კი ჰსურს, რომ გემონოს!..
ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს
სიცოცხლე არ შეუწონოს?
დიდის ხნობით… მაღალ გრძნობით
თუმც არავის არ ახარებ
და წამიერ სიტკბოებას
საუკუნოდ წაამწარებ,
მაგრამ მაინც ყველა გეძებს!..
ცოცხალმა ვით დაგიწუნოს?
ვინ არის, რომ იმ ერთს წამში
არ გასწირავს საუკუნოს?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისეთ ლექსებს წერთ,მე პას.მარტო გეტყვით მიყვარხართოოოოოოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე მიყვარხარ, რომ წაგართმევ უბედურებას, ისე დაგხედავ რომ აგაცილო ეჭვის აჩრდილიც, ისე გალაღებ რომ გაოცდეს თუნდაც ბუნება ათასი გრძნობით, . ირონიის დაჰკრავს აჩრდილი....იმდენს ვიცეკვებ რომ წამერთვას აზრი და გონი, იმდენ ლექსს დავწერ სისულელეს არგანაგონის.....ყველას გაჩუქებ და ყველაფერს სანთლად დაგინთებ.........დილის სიოთი და ღამის წვიმით გეტყვი ნაფიქრებს.....რომ დაიძინებ დაგესიზმროს თეთრი აჩრდილი....... მთვარის ნათელის ქონდეს მანდილი....

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
იოანე გენატალეო =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვზივარ და სიყვარულს ველოდები...
ის კი ოცნებებში იმალება
ღამეა,ქრებიან ვარსკვლავები,
ვტირი,მეცრემლება წამწამები,
ჩემთვის აღასოდეს გათენდება
ღმერთო სად დამტოვე ნაწამები?...
ჩემი სიყვარული იწვეთება
არ დადნეს შეიცოდე,მოასწარი
მე შენთან,შენთან მაქვს სათხოვარი
სანთელს ავანთებ და ვილოცებ,
მეც მათთან ერთად ავტირდები
ღმერთო სიყვარული დამილოცე,
მარტო ნუ დამტოვებ გევედრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
"შენს სიახლოვეს გული რად ითხოვს?
ან უშენობას რატომ განვიცდი?
რად მენატრები, რომ შემეკითხო,
ვერ გიპასუხებ, რადგან არ ვიცი..."

მოლოდინი ეჭვებისგან დამიხსნია,
მაინც რწმენად დამისახავს რაც არ მწამდა
და დღეს ის რაც ჩემი ბედის დაისია,
მომყოლია სიზმარ-ცხადის გასაყართან.

რაღა დამრჩა?სევდიანი ფოთოლცვენა,
დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი...
მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა,
გიჟი ვარ და მაპატიეთ ყველაფერი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მენატრებოდი, ისე ძლიერ მენატრებოდი,
რომ ღამისეულ სიზმარეთში მსტუმრობდი მუდამ...
მენატრებოდი, ტკივილამდე მენატრებოდი,
ამქვეყნად ყველა ბედნიერის ღიმილის მშურდა...
მომნატრებია ყველაფერი, რასაც ატყვია
შენი შეხება, მოკრძალება, მზერა ბავშვური...
მომნატრებია ყველა გრძნობა და ყველა განცდა,
რაც სიყვარულის ძალით არის ცაში ასული.
შორსა ხარ ძლიერ... ვეღარასდროს მოგაწვდენ სითბოს...
ალბათ ეს ლექსიც არაფრისთვის დამიწერია...
გული მათბობდა, გული გახდა ჩემი მეუფე,
გული, რომელიც გონებისთვის მხოლოდ მტერია

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ ძლიერ,
და ეს სიტყვები სხვისთვის არ თქმულა.
ეს ნაზი გრძნობა, რამაც დამთრგუნა,
ოდეს ყოფილა ჩემში მალულად.

ეხლა კი როცა სიმშვიდე გაჰქრა
და მღელვარებამ დაისადგურა,
სახე იცვალა ირგვლივ ყოველმა
და ყველაფერი გამომზეურდა.

მე შენ მიყვარხარ, ნუთუ ეს მე ვთქვი
მე სიყვარულის არა მესმოდა,
ეხლა კი შევსცქერ შენს ლამაზ თვალებს
და ჩემი გულიც მგზნებარედ ფეთქავს.

ეს მონატრების უზომო განცდა
რაა, რომ ასე უზომოდ მძაფრავს,
და ვარსკვლავების ციმციმი ცაზე
ჩემში კვლავ უცნობ,დიდ სევდას აღძრავს.

ბუნებაც თითქოს განმიდგა განძრახ,
ზურგი მაქციეს კლდოვანმა მთებმაც
და ღამე შენ ლანდს, გაცისკროვნებულს
კლდიდან გადმომსკდარ ნაკადულს ატანს.

შენი ხმა მესმის ყოველ კუთხიდან,
შეუკრავთ პირი ნაზ ყვავილებსაც.
ვერ გხედავ, მაგრამ ვგრძნობ რომ აქა ხარ
დამკვიდრებულხარ ჩემს გულში მარად..

არ იღწერება ეს გრძნობა, რა ვქნა
და არც პოეტის სიტყვები ჰხატავს,
თუ დაინახავ მხოლოდ ერთს გეტყვი
უბრალოდ გეტყვი
მე შენ მიყვარხარ!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ვეძებ ენას,
რომლითაც მიყვარს,
აზრისკენ გზას რომ
უცებ გაიგნებს.
მე შენ გეძებდი...
ახლა კი_სიტყვას,
რომელსაც გეტყვი
და შენ გაიგებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
თქვენ ვერ გაიგეთ
სიყვარულის ურჩი ბუნება,
ვერც მე გავიგე _
ჩაქრება და უცებ ნათდება...
როცა მგონია მიმატოვა,
მაშინ ბრუნდება,
მე გამაგდებს და
თავად ჩემში
მოკალათდება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაგებუტები...
თოვლის ფიფქი როცა დამათოვს...
რაც უნდა მეთქვა,
დაე, ისევ დარჩეს უთქმელი...
აღარ მაქვს ძალა,
აღარც შენთან აღარ ვკამათობ...
შენ და სიცოცხლეს
ერთდროულად გაგებუტებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენთან დავრჩები,
სანამ მთვარე
მზეს შეხვდებოდეს

:) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
სულ ერთი ცეცხლის წაკიდებად
ღირდა სიცოცხლე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხეს მოსწყდა ფოთოლი...ნეტა რა იდარდა?
ეს გული დაღონდა...იქნებ სხვა უყვარდა...
ხეს მოსწყდა ფოთოლი, ის ქარმა მოწყვიტა...
ტიროდა ეს გული...ცრემლი ვინ მოწმინდა?!
ქარი ქრის და ფოთლებს ძალუმად აქანებს...
მივდივარ და გულიც რაღაცას მაბარებს...
ხეს მოსწყდა ფოთოლი და როგორ განვიცდი?!
მიტირის ეს გული...რატომ? ეს არ ვიცი...
ხეს მოსწყდა ფოთოლი ნეტა ვინ იდარდა???
მე სხვასთან რა მინდა?! მე ხომ ის მიყვარდა...
აჰა, ეს სანთლები, ოღონდაც არ ჩაქრეს!
სხვასთან მე რა მინდა, თუნდაც ის შენ გგავდეს...
მიდიხარ და მტოვებ....წყვდიადი ბნელია...
წაიღე ეს გული, გაგათბობს, ცხელია...
იქნება მოგწყურდეს, წყალს კი ვინ მოგიტანს?
წაიღე ეს ცრემლი, ის წყურვილს მოგიკლავს...
წასულხარ და გული ლოდინით დაღლილა
შეხედე ახალი კვირტები გაშლილა...
მე გული ტრფობისთვის, ერთისთვის გავხსენი...
კვლავ ცვივა ფოთლები...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი