შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
სიყვარულო, ნიჭო სრულო, წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე, ჯერ აკვანო ნეტარების, მერმე კუბოვ და სამარე! დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ, უგზო-უკვლოდ მოარული! სად არს შენი დასაბამი? ან სადა გაქვს დასასრული? ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის, ყველას კი ჰსურს, რომ გემონოს!.. ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს სიცოცხლე არ შეუწონოს? დიდის ხნობით… მაღალ გრძნობით თუმც არავის არ ახარებ და წამიერ სიტკბოებას საუკუნოდ წაამწარებ, მაგრამ მაინც ყველა გეძებს!.. ცოცხალმა ვით დაგიწუნოს? ვინ არის, რომ იმ ერთს წამში არ გასწირავს საუკუნოს?!
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას. ძილგატეხილი და არეული ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე შეკრთება, ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს. ქართული ზეცა, ქართული ზვარი, მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა… ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ისე მიყვარხარ, რომ წაგართმევ უბედურებას, ისე დაგხედავ რომ აგაცილო ეჭვის აჩრდილიც, ისე გალაღებ რომ გაოცდეს თუნდაც ბუნება ათასი გრძნობით, . ირონიის დაჰკრავს აჩრდილი....იმდენს ვიცეკვებ რომ წამერთვას აზრი და გონი, იმდენ ლექსს დავწერ სისულელეს არგანაგონის.....ყველას გაჩუქებ და ყველაფერს სანთლად დაგინთებ.........დილის სიოთი და ღამის წვიმით გეტყვი ნაფიქრებს.....რომ დაიძინებ დაგესიზმროს თეთრი აჩრდილი....... მთვარის ნათელის ქონდეს მანდილი....
ვზივარ და სიყვარულს ველოდები... ის კი ოცნებებში იმალება ღამეა,ქრებიან ვარსკვლავები, ვტირი,მეცრემლება წამწამები, ჩემთვის აღასოდეს გათენდება ღმერთო სად დამტოვე ნაწამები?... ჩემი სიყვარული იწვეთება არ დადნეს შეიცოდე,მოასწარი მე შენთან,შენთან მაქვს სათხოვარი სანთელს ავანთებ და ვილოცებ, მეც მათთან ერთად ავტირდები ღმერთო სიყვარული დამილოცე, მარტო ნუ დამტოვებ გევედრები.
მენატრებოდი, ისე ძლიერ მენატრებოდი, რომ ღამისეულ სიზმარეთში მსტუმრობდი მუდამ... მენატრებოდი, ტკივილამდე მენატრებოდი, ამქვეყნად ყველა ბედნიერის ღიმილის მშურდა... მომნატრებია ყველაფერი, რასაც ატყვია შენი შეხება, მოკრძალება, მზერა ბავშვური... მომნატრებია ყველა გრძნობა და ყველა განცდა, რაც სიყვარულის ძალით არის ცაში ასული. შორსა ხარ ძლიერ... ვეღარასდროს მოგაწვდენ სითბოს... ალბათ ეს ლექსიც არაფრისთვის დამიწერია... გული მათბობდა, გული გახდა ჩემი მეუფე, გული, რომელიც გონებისთვის მხოლოდ მტერია
თქვენ ვერ გაიგეთ სიყვარულის ურჩი ბუნება, ვერც მე გავიგე _ ჩაქრება და უცებ ნათდება... როცა მგონია მიმატოვა, მაშინ ბრუნდება, მე გამაგდებს და თავად ჩემში მოკალათდება
გაგებუტები... თოვლის ფიფქი როცა დამათოვს... რაც უნდა მეთქვა, დაე, ისევ დარჩეს უთქმელი... აღარ მაქვს ძალა, აღარც შენთან აღარ ვკამათობ... შენ და სიცოცხლეს ერთდროულად გაგებუტებით.
ხეს მოსწყდა ფოთოლი...ნეტა რა იდარდა? ეს გული დაღონდა...იქნებ სხვა უყვარდა... ხეს მოსწყდა ფოთოლი, ის ქარმა მოწყვიტა... ტიროდა ეს გული...ცრემლი ვინ მოწმინდა?! ქარი ქრის და ფოთლებს ძალუმად აქანებს... მივდივარ და გულიც რაღაცას მაბარებს... ხეს მოსწყდა ფოთოლი და როგორ განვიცდი?! მიტირის ეს გული...რატომ? ეს არ ვიცი... ხეს მოსწყდა ფოთოლი ნეტა ვინ იდარდა??? მე სხვასთან რა მინდა?! მე ხომ ის მიყვარდა... აჰა, ეს სანთლები, ოღონდაც არ ჩაქრეს! სხვასთან მე რა მინდა, თუნდაც ის შენ გგავდეს... მიდიხარ და მტოვებ....წყვდიადი ბნელია... წაიღე ეს გული, გაგათბობს, ცხელია... იქნება მოგწყურდეს, წყალს კი ვინ მოგიტანს? წაიღე ეს ცრემლი, ის წყურვილს მოგიკლავს... წასულხარ და გული ლოდინით დაღლილა შეხედე ახალი კვირტები გაშლილა... მე გული ტრფობისთვის, ერთისთვის გავხსენი... კვლავ ცვივა ფოთლები...