Zvigeni wrote:ციტატა:
პაში ბოღმა გალაპარაკებს შენ თორემ ჟვანიას მკვლელობა და სანდრო გირგვლიანისას არ მიაწერდი პრეზიდენტს. ჟვანია გაიგუდა ბუნებრივი აირით როდესაც იმყოფებოდა ბოიფრიენდთან... სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, თავის დროზე ჩატარდა გამოძიება ობიექტურად, მეტი ობიექტურობა რომ ყოფილიყო გამოძიება პირადად ჩაატარა შეერთებულმა შტატებმა, ფედერალურმა ბიურომ, ექსპერტიზაც ჩატარდა როგორც საქართველოში ასევე ამერიკაში. რა არის აქ გაუგებარი არ ვიცი. თუ არ ვცდები ღრმად ჩახედული არა ვარ მაგრამ სანდრო გირგვლიანის მკვლელი დააკავეს დიდი ხნის უკან და იხდის სასჯელს. ბიჭების დახვრეტაში არ ვიცი რას გულისხმობ ...მაგ მეორე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა მემგონი და სააკაშვილი არა მგონია ამდენი წლის იყოს. ოქრუაშვილი დაკავებულია კორუფციული საქმიანობისათვის. რატომ ცდილობთ ყველაფერი შეატრიალოთ , ბოდიში ყველასთან და \"ტრაკიდან\" უყუროთ?
არა ჩემო კარგო ჟვანია არ გაგუდულა იმ გაზით და არც სანდოს მკვლელები ზიან ციხეში(დამკვეთები ყოველ შემთხვევაში) და ბიჭების დახვრეტას რაც შეეხება ბევრია ასეთი, თუნდაც ბუტა რობაქიძე და რამდენი ერთი ჩამოგითვალო...განუკითხავობაა ჩვენს ქვეყანაში და ალბათ საშველიც არ გვაქვს იმიტომ რომ ყველა სათავისოდ გააკეთებს ყველაფერს ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, მე აღარ მაქვს ამათი რწმენა და აღარც ამ სახელმწიფოში მინდა ცხოვრება, მაგრამ მიწევს

ალბათ ყველა ის ვინც აქ არ ცხოვრობთ რაღაც მომენტში ბედნიერები ხართ რომ ამას ვერ ხედავთ ბოლომდე და მკაფიოდ.არც ოქრუაშვილია ფრთა შესხმული ანგელოზი და მერწმუნე არავინ არ ცდილობს ამას, უბრალოდ არსებობს რაღაცეები რაც უნდა დასაბუთდეს და გაირკვეს,თუნდაც მისი ბრალდებების შემდეგ და ვფიქრობ მისი დაკავება იმ მომენტისათვის გაუმართლებელი იყო, ან მანამდე შეეძლოთ ან....
არაფერი აღარ ეშველება სახელმწიფოს სადაც ყველა სკამისკენ და ჯიბისკენ იყურება, სადაც სახლებიდან უკანონოდ ყრიან ხალხს და სადაც გლეხი ვაზს ჩეხავს

(
ძალიან მინდა ეს ყველაფერი კოშმარული სიზმარი იყოს, მაგრამ ეს მწარე რეალობაა...
ადვილია ყველაფერზე ლაპარაკი როცა არ გიწევს ამ მწარე რეალობასთან ცხვირით შეჯახება...
იმედია ყველაფერი ნელ ნელა დალაგდება,მაგრამ...