↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ქართველებო ჩემი გულის სიხარულებო,სიყვარულებო. მომენატრეეეთ!!!!!!მიყვარხაააართ!!!!=ko= =ko=
ჩემი დევები გავაცილე დღეს,წავიდნენ.გული დამიმძიმდა.:( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჯიმი დაბრუნდაშვილი – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში.

გამარჯობათ ძვირფასო ქართველებო! 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამედიცინო ცენტრის გახსნას ლტოლვილთა სოფელში, სოფელ წეროვანთან ახლოს.
გთხოვთ, იხილოთ ფოტო-მასალა და მადლობის წერილი ყველას, ვინც დაგვეხმარა. მოკითხვით ჯიმი დაბრუნდაშვილი. 721 647 748

მოგესალმებით ყველას!

აგვისტოს ომის საშინელ დროს, როდესაც ლტოლვილად იქცა რამოდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქე, მაშინ ჩვენ და ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ წამოგვეწყო რაიმე პროექტი, რომლითაც ამ გაჭირვებულ ხალხს დავეხმარებოდით. ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა ე.წ. მობილური კლინიკის ”Hand for Help” (www.hendforhelp.cz) მონტაჟი სამაჩაბლოს რეგიონში (ამჟამად უკვე სოფელ წეროვანში). ეს პროექტი შედგა სათვისტომოს, ”ჰენდ ფორ ჰელპ”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით.
ამ კვირაში ფოსტით მივიღე ოფიციალური წერილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან. სამინისტრო მადლობას გვიხდის გაწეულ სამუშაოზე. მობილური კლინიკა უკვე მზადაა და ფუნქციონირებს, მაგრამ ამ საქმის გაგრძელება კიდევ იქნება.
ამ წერილით მინდა უღრმესი მადლობა მოვუხადო პირადად ყველას ვინც გვერდში ამომიდგა: საქართველოს მწვანეთა მოძრაობის აღმასრულებელ მდივანს ქალბატონ რუსუდან სიმონიძეს, რომელმაც ურთიერთობა დაამყარა ჩვენსა (”ჩეხურ მხარეს”) და ჯანდაცვის სამინისტორს შორის. დროული კორესპონდენციით ყველა მოთხოვნები დროულად გადასცა, მოაწყო შეხვედრა. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრის მოადგილეს ბატონ ზურა უტიაშვილს, რომელმაც მიღებული კლინიკის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, თავი მოუყარა მათ ხელთ არსებული ყველა რესურსებს, მოგვაწოდა დოკუმენტაცია ჩეხური მხარის პირობების დასაკმაყოფილებლათ, რამაც ხელი შეუწყო პროექტის მოცემულ ვადებში დამთავრებას. მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ალანიას, მან შექმნა ჩვენი სათვისტომოს ვებ გვერდი. ეს ვებ გვერდი თამაშობს დიდ როლს ჩეხეთის საზოგადოებაში საქართველოს გასაცნობად (www.samshoblo.net). მადლობას ვუხდი ქალბატონ ბლანკა ხორვატოვას, რომელთანაც ერთად შევადგინე საგრანტო პროექტი. ასევე დიდი მადლობა ბატონ კარელ დოლანსკის დაუღალავი მუშაობისთვის (პროეტის დირექტორს).
მობილური კლინიკა შედგება საოპერაციო დარბაზისგან და პაციენტების შენობისგან. გრანტის საფასურია ათი ათასობით ევრო (დაწვრილებითი ანგარიში გამოქვეყნდება ამა წლის მარტში) და ამას დაემატა სათვისტომოს სახელით აგროვებული თანხაც, დაახლოვებით ორი ათასი ლარის ექვივალენტი. რისთვისაც დიდი მადლობა – რადიო თავისუფლების პრაღის მთელ ქართულ რედაქციას, ბატონ გიორგი ალანიას, ზურა ლალიაშვილს, პეტრა ლედვინკოვას, სერგო ახვლედიანს და კიდევ ორ ანონიმურ მოქალაქეს (http://samshoblo.net/page.php?6) (რა თქმა უნდა მეც). არსებული თანხის დახარჯვის ფაქტურა მალე გამოქვეყნდება. შეიძლება ეს თანხა მავანს არასაკმარისად მოეჩვენოს, მაგრამ მაგალითად თუ შევადარებთ აქ მცხოვრები ჩეჩნების, ინგუშების, აზერბაიჯანელების, სომხების აქტიურობას, მაშინ უნდა ითქვას, რომ ქართველებს ერთმანეთის სოლიდარობა არ გვაკლია. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა არის დონორთა კონფერენციის ორგანიზატორი. მათი (კერძოდ კი ბატონ ალექსანდრე ვონდრას) ინიციატივით ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად მსოფლიოში აგროვდა 4 მილიარდ ნახევარზე მეტი დოლარი. ამ თანხების დიდი ნაწილი წავა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად.

პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი
ქართული სათვისტომოს ”სამშობლო” in The Czech Republic
dadidube.jimi@gmail.com +420 721 647 748

www.fereidani.ge
ქვეთავი 104.

ალბათ, რამდენჯერ უტირიათ საქართველოდან აყრილ ქართველებს ფერეიდანში?! ალბათ, რამდენჯერ გამოპარულან ირანიდან, გამოუვლიათ ჰორიზონტზე ცის გუმბათად ქცეულ, შვიდფერა ცისარტყელაში და შემოსულან მათთვის მირაჟად ქცეულ სამშობლოში, საქართველოში – "სიზმრად". ალბათ რამდენს თვალის ჩინიც კი წარსთმევიათ საზღაპროდ ქცეულ საქართველოსკენ ყურებით! 400 წელი; – გულის ქვეშ კრძალვით, სიყვარულით შეუნახავთ ძვირფასი განძი – "ხატება საქართველოსი". თქვენ, "400 წლის" ფერეიდნელო ქართველებო! – კმარა "ინქ" ყოფნა! – „ანქ“ გელით! ეს არის, თქვენი სულიერი ტკივილით ტკივილმიყენებული, აქაური ქართველების სულის ამოძახილი! ნაზიბროლა წითელაშვილი.
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 41 (ქვეყანა უცნობია).

მიიტანეთ სახე მონიტორთან ისე, რომ ცხვირის წვერს ეხებოდეს, მოადუნეთ თვალები და მიაჩერდით ნახატს ისე, თითქოს სურათის მიღმა იყურებით. როცა თქვენი თვალები შეწყვეტენ რომელიმე გარკვეული წერტილის ფიქსირებას, ნელ-ნელა დაშორდით ეკრანს (წამში ერთი სანტიმეტრით), გაჩერდით იმ მანძილზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, წიგნს კითხულობთ ხოლმე და გააგრძელეთ სურათის დაჟინებით ყურება. შესაძლოა თავიდან ვერაფერი დაინახოთ, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ, რამდენჯერმე კიდევ სცადეთ და ისეთ შედეგს მიიღებთ, რომ აღფრთოვანებისგან წამოიყვირებთ კიდეც.
www.fereidani.ge
ქვეთავი 75 „გოლე ლაალე ვააჟეგუნ“ – „მესამე თვალი“ – ისტრუქცია.

აკროსტიკი

ა-კურა – ძველო სოფელო,
კ-ურთხეულ კახეთისაო,
უ-ფლისგან გერგო მთა-ბარი
რ-წმენა გაქვს სამებისაო,
ა-ხარე ბაღ-ვენახები,
ს-აუფლო სიწმინდისაო!

მარიამ (ცინარი) ხმიადაშვილი
2009 წლის ქრისტეშობისთვე
www.fereidani.ge
ქვეთავი 103 „გიორგი ამუზაშვილი – სოფელი აკურა“.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ელჩო, ეეეეეეეეე ჩემნაირო!!! ჩვენკიდენავა ფერეიდანში წავიღეთ 21 ძირი რქაწითელი! მთასვლელების ზურგჩანთაში დამალული. ერთი კვირტიც კი არ გაცდენილა, მაშ ეს სასწაული არ არის? მეორე მოგზაურობაში მიწერია კარგად...

ციცის! არ მოიწყინო ჩემო კარგო, გულის გადაყოლება თუ გინდა 75-ში შეიხედე და "მესამე თვალი" ნახე, ახლა ავტვირთე ინსტრუქცია!

ფიცხელას! ხომ აზრზე ხარ ახლა რეებიც ხდება?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ჩემო ლომებო.
გესალმებათ თქვენი მახო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუას გაუმარჯოს !!!ეხლავე გადავლახავ საზღვარს და შევალ ფერეიდანში .75-ში შევიხედავ და მოგახსენებ რას დავინახავ ,მერე კი 104-ში შევიცუნცულებ და თვალს გადავავლებ და გულიანად წავიკითხავ შენს ნამოღვაწარს.გავიქეცი ეხლა ფერეიდანში=ko= =ko= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი,იმედია მიცნობ ფერეიდანის
ქუჩებში მოსეირნე მახოს,თვალი არ ამარიდო=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ნეტავ ასეთი კარგები რატომ ხართ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენი ბრალია ჩემო გუგუავ ყველაფერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ხოო, ახლა მე დამაბრალე ყველაფერი... როგორ მეტყობა არა? სახლში ჯერ-ჯერობით მარტო ვარ და კომპიტერს არ ვეშვები :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობა შენს გოგონას,შენი თავი რომ
ჩვენ დაგვითმო ცოტა ხნით.დღეს ალბათ ისვენებ
და არ მოგვაკლებ სიახლეებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
1) კურდღელია
2)გამოქვაბული და რომბია შიგ
3)მინდორზე 2 ცხოველია ყურებიანი ვერ გავიგე რა ცხოველია
4)დაბლა მინდორია ყვავილებით და დატოვლილი მთებია
5)ხე და ბუჩქია
6)დახვეული სპირალია ბოლოში დაწვრილებული
7)წარწერაა"მეჯიკ 3D"
8)ყვავილებია ტერასებად
9)შველია და პეპლები
10)ხარია
11)ცხენი
12)ისევ გამეორებაა "სპირალი"
13)სივრცეა სადაც რავს კომფორტულად ვიგრძნობდი ერტბალის დავამატებდი და იფფფ წამოგორება
14)ზედ ხედია მწყობრად ჩაწყობილი პირამიდებისავით (ზალიან მომეწონა
15)დინოზავრი პირდაღებული და პატარა არ ვიცი რა დავარქვა ალბათ ხვლიკი
16)გველეშაპი
17)დაბურული ტყე ცისფერი ცით
18)პეპელა
19)მორბენალი ცხოველია არ ვიცი რას მივამსგავსო
სულ მოვუნდი 20 წუთი არც კი
გუგუააა როგორ შეაფასებ ჩემს პასუხებს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გერმანელებმა “ერისიონის” წევრებს გახდა მოსთხოვეს

[თამარ ლომსაძე, ”ვერსია”]
“ეს ქართული საგანძურია და ამას მხოლოდ ჯემალ ჭკუასელი ვერ მოუვლის”, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჯემალ ჭკუასელმა. ძნელია, არ დაეთანხმო. როცა საქმე ქართულ სიმღერასა და ცეკვას ეხება, იქ დიდ სიფრთხილე გვმართებს. თუმცა, ადამიანური ბუნებისთვის უცხო არ არის “სხვის ბოსტანში ქვების სროლა”. “ერისიონსაც” არაერთი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ჩვენ მოგვწონს თუ არა, ნაკლი რეალურად არსებობს თუ არა, ფაქტი ერთია - ეს ანსამბლი მსოფლიომ აღიარა და ქართული ლეგენდა უწოდა - ლეგენდა, რომელიც ჩვენს ისტორიასა და კულტურას წარმოაჩენს...

“ერისიონი” ახალი პროგრამით წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე, პარტნიორებიც შეგიცვლიათ, რა გახდა ამის მიზეზი?
- პარტნიორები შევიცვალეთ იმიტომ, რომ წამოგვიყენეს მოთხოვნა - შეცვალეთ კოსტიუმები. ბიჭებმა კი წელსზევით უნდა გაიხადონ, სხვაგვარად გერმანიაში ვერ წამოხვალთო...

გახდა რატომ მოგთხოვეს?
- სადაც წავედით, ყველგან უდიდესი წარმატება მოვიპოვეთ.. ჰოდა, იმ ფრანგს, გერმანელსა თუ ამერიკელს უნდა, თავისი რაღაც შეიტანოს, რომ მერე “ხასანბეგურაც” გადაგიკეთოს, “ჩაკრულოც” და ბოლოს გითხრას - ჩემიაო... არადა, ჩვენ გვეწერა კონტრაქტში, რომ არ შეიცვლებოდა კოსტიუმები, მუსიკა და არ გაჟღერდებოდა სხვა ქვეყნის ნაწარმოები... მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ სიმდიდრეს ჯემალ ჭკუასელი ვერ მოუვლის და ვერც ჩემზე დიდები ამ საქმეში... ჩემს კოლეგებს კი - დიდებსაც და პატარებსაც ვურჩევ - ნუ გათითოკაცდებით, ამ ყველაფერს ჩვენგან უნდა გაფრთხილება თორემ ამერიკელი, ძალიანაც რომ უნდოდეს, ამას ვერ შეძლებს.

რამდენადაც ცნობილია, ეს იქნება “საერთაშორისო შოუ” და უკვე ჩუმად ქირქილებენ, რომ ანსამბლი სხვა მიმართულებით იხრება...
- გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც დაგვიფინანსეს კონცერტი, სულ ესაა. ღმერთმა ინებოს, ასე გაგრძელდეს, ეს ყველაფერი ერთი პიროვნების საკუთრება ხომ არაა? ეს არის ჩვენი და გაგვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. “საერთაშორისო შოუ” კი სუფთა ქართულია, ქართული სულით... სამწუხაროა, რომ ზოგიერთები ვერ იგებენ ერთ რამეს - ჩვენ ფოლკლორული კი არა, პროფესიული ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ვართ. ანსამბლი, რომელმაც აიტანა სცენაზე სიმღერა და გადაწყვიტა, ეს აჩვენოს მთელ მსოფლიოს იმ სახით, რა სახითაც მსოფლიო ამას მიიღებს. ოღონდ, არავითარი გადახვევა ქართულიდან! ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთი ფოლკლორული სიმღერა, ნამდვილი შესრულებით, ათ “ერისიონს” სჯობია.

თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ იმაზეც, რომ ქართული ფოლკლორი ძალიან ცუდ დღეშია.
- მართალია, ჩვენ არა ვართ ფოლკლორული ანსამბლი, მაგრამ ვართ პირველწყაროს ერთგულები. სხვაგვარად, ყველაფერი ორ დღეში დაგვენგრეოდა თავზე. ამიტომ, აუცილებლად ყველაფერი უნდა იყოს სუფთა ქართული. ოღონდ, ყური უნდა მივუგდოთ საუკუნესა და იმ ქვეყნის მოთხოვნებს, სადაც გაგვაქვს ჩვენი ხელოვნება. საზოგადოება კი უნდა განვითარდეს ფოლკლორის ნიადაგზე. კი, შესანიშნავად მღერიან ახალგაზრდები, ძალიან კარგი ანსამბლებია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისში ვერ გადავარჩენთ ქართულ ფოლკლორს. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. აქ სხვა მიდგომა უნდა. სხვანაირად გადაშენდება ჩვენი უძვირფასესი განძი. ჩვენ რას ვაკეთებთ?.. მსოფლიოს ვაცნობთ, რომ ასეთი ხალხური სიმღერები და ცეკვები გვაქვს.

თუმცა, ხანდახან ირკვევა, რომ რაც ხალხური გვგონია, სინამდვილეში, ავტორი ჰყავს. როგორც ეს “შატილის ასულოს” შემთხვევაში მოხდა, არა?
- ამდენი წელია, ეს სასამართლო გრძელდება... და რისთვის? - იმისთვის, რომ “ერისიონი” დაინგრეს... მაგის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. 1959 წელს მე ვმღეროდი ამ სიმღერას... ერთი თუში ბიჭი იყო ჩამოსული და მან მასწავლა... ამ დროს კი, თავად ვითომავტორი ამბობდა, სიმღერა 1961 წელს დავწერე და ჩემს ცოლს, ფატიმას მივუძღვენიო. ეს ყველაფერი იყო გამიზნული...

გამიზნული ვის მიერ? ლონგიშვილს რატომ უნდა ნდომებოდა “ერისიონის” “დანგრევა”?
- არა, ამას სხვები ცდილობდნენ.

და ვინ არიან ეს “სხვები”, ბოლოს და ბოლოს, იქნებ გაგვიმხილოთ?
- არ დავიწყებ ამის გარჩევას... პირველ რიგში თქვენი რესპოდენტი (გიორგი უშიკიშვილს გულისხმობს - ავტ.)... მტერი ყველა დიდ წამოწყებას ჰყავს. ეს ყველგან ასეა და არა მხოლოდ საქართველოში. მაგრამ ჩვენ პატარა ერი ვართ და როცა ამბობენ, 21-ე საუკუნეში “ერისიონმა” გალაქტიკა გაარღვიაო, ამას ცოტათი მაინც უნდა დავუგდოთ ყური.

მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ როგორც თქვენ უწოდეთ, “ჩემი რესპოდენტი” ცუდ საქმეს არ აკეთებს...
- მხოლოდ ის ვიცი, რომ დიდ საქმეს უდგას სათავეში და რას აკეთებს, ამას ჯერ ვერ მივხვდი. ხომ არავის ჰგონია, რომ ამ ყმაწვილის მტერი ვარ? უბრალოდ, არ იქცევა სწორად. როცა ამბობს, არ მღერიან იმას, რაც საჭიროაო, მაშინ ისიც თქვას, რა უნდა ვიმღეროთ - “კეკელა და მარო”? თუ დიდებული “ჩაკრულო” შევასრულოთ ისე, როგორც მაშინ მღეროდნენ, ათწლეულების წინ? აი, ამ ყველაფერს სჭირდება ცოდნა და გააზრება... თორემ, ეგ ადამიანი არც ჩემი განსასჯელია და არც ჩემი კოლეგა. რამდენჯერ ვთხოვე - გაჩერდი და შენი საქმე აკეთე-მეთქი... მან ისიც კი არ იცის, რომ “ერისიონის” მსგავსი ანსამბლები დოტაციის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებენ.

ხომ ამბობდნენ კიდეც, “ერისიონს” დაფინანსება უწყდებაო?
- ესეც გავრცელებული ჭორია. მათ უნდათ, ხალხს დაანახონ, რომ ანსამბლი ისეთი მდიდარია, დაფინანსება არაფერში სჭირდება... არადა, მხოლოდ იმას ვამბობ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, ერთად დავსახოთ გზები, როგორ გადავარჩინოთ ხალხური შემოქმედება-მეთქი, სულ ვიმეორებ - უნდა დავუბრუნოთ ქართული სიმღერა სოფელს. იქნებ, სხვამ უკეთ იცის, ეს როგორ გავაკეთოთ და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ სწორედ...

დამეთანხმეთ, ქართული სიმღერა ფონოგრამით ნამდვილად ვერ გადარჩება, რასაც თქვენ საკმაოდ ხშირად გსაყვედურობენ...
- ძალიან ძნელია ამის გაგება, როცა შიდა სამზარეულოს არ იცნობ... არავითარი ფონოგრამა არ არსებობს, მითუმეტეს - სიმღერისა. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, სიმღერა ჩანაწერზე შეგვესრულებინა... არის მხოლოდ ერთი დეტალი - კონცერტის დროს, ძალიან ჩუმად მიყვება მუსიკალური ჩანაწერი, მხოლოდ საცეკვაო მუსიკისა... და ისიც, ძალიან იშვიათად. ეს არის ერთგვარი დაზღვევა - უცებ აპარატურა თუ გაითიშა, კონცერტი რომ არ ჩაიშალოს. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მსგავსი შემთხვევა, თუმცა, მაყურებელს არაფერი უგრძვნია. მაგრამ ეს, კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ საცეკვაო მუსიკის შემთხვევაში ხდება, თორემ სიმღერაზე კატეგორიული ტაბუ მაქვს დადებული. მაგრამ ამას უნდა წესიერად მოსვლა და კითხვა - როგორ ხდება? და არა კიჟინი შორიდან, ასე და ასე აკეთებენო...

მე, ძალიანაც რომ მოვინდომო, არავინ დამანებებს, გავაფუჭო შოუ... ამ “ბატონებმა” კი არ იციან არც შოუს გაკეთება და არც მისი არეალი, სულ ცოტა რაღაც მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული, რომ ამაზე ილაპარაკო. ახალგაზრდობამ კი არ უნდა გმართოს, არამედ შენ უნდა მართო გონივრულად საკუთარი ახალგაზრდობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახო დაგინახე მაგრამ ისე გამირბინე თვალწინ, ვეღარ მოვასწარი დაძახება=haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი=haa= =haa= =haa= =sher= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ციცის!
ფანტასტიურია! დღეს მაგ ინსტრუქციას რომ ვაკეთებდი ერთი ჩემი თანამშრომელი მომიახლოვდა, როგორ არ ეცადა მაგრამ ვერაფერი ვერ დაინახა, მერე ესღა მითხრა კომპიუტერიდან არ შეიძლებაო, არადა სხვამ სათვალითაც კი შეძლო დაენახა, ერთი სიტყვით მთელი გაწევ-გამოწევა გვქონდა, მერე ვიფიქრე ხომ არ ამოვიღო=თქო? არავითარ შემთხვევაში! შენმა პასუხებმა დამარცმუნეს იმაში რომ დატოვების ღირსია ნამდვილად!

მახოს!
წერილი გამოგიგზავნე... სოპს აუცილებლად შენს მაგივრად ცხვირზე ვაკოცებ, დაბადების დღეზეა წასული :)

ტელმან!
მესმის მაგ პრობლემის... ერთმა ჩემმა მეგობარმა ფრანგ რეჟისორთან კონტრაქტი იმიტომ ჩაშალა რომ კადრში არ გაიხადა (მამაკაცია) მითხრა, ახლა მარტო გახდაზე და ნარკოტიკებზე იღებენ ფილმებსო... ეტყობა კონცერტებზეც იგივე ხდება... საით მივდივართ?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი