↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:
”ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,
მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,
მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!”
ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი
მოიცვამდა ჭალებსა, ქრიდა ნიავი ნელი.
და როს სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,
ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.
მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია გლახ რული.
აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარული
გალობა ყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული;
ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული.
თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცლმითა,
ფრთა ფრთას ჰკრა და აღმაღლდა, მსტვინავი ლმობის ხმითა.
უხმო ყოველთა სირთა: ”მოდით და შემოკრბითა,
მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?”
”განთიადით ღამედმდე შევფრფინვიდი კოკრობას,
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;
მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:
მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
itmaster
ლინკი არ იხსნება,იქნებ შეასწორო.
მადლობა წინასწარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
****

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე - არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწვეს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები - ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს, -
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას, -
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.
და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.
იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.
არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიკვდილს მე როდი შევუშინდები,
იგი ძმა,მუდამ ჩვენს მხარეზეა,
მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ გავს და უარესია.
აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,
არც მაისი და არც პოეზია,
მაშ გაუმარჯოსს იმგვარ სიცოცლხეს,
სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!
გალაქტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..
მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..
შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
შუაგულ ცეცხლში გადავარდნილი.
გეცვას ქართული კაბა, ქათიბი,
წმინდა სამოსი ჩვენი დედების,
იყავი მუდამ ასე ნატიფი
და ნურასოდეს ნუ დაბერდები!
რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით
მაინც გხედავდეს ალავერდობას
და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი
ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!
იყავი მუდამ შეუშიშარი,
აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,
და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,
მოწამე არჩილ მეფის ასული.
ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური!
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას,
ცაში იფრინო მაინც...
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას,
მაგრამ მიყვარდე მაინც...
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო,
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც...
ხომ შეიძლება გული გაიყოს
და ვსულდგმულობდე მაინც...
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს
და სიყვარულის მორევს
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ,
დიდი ტკივილი ესაა სწორედ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რომელი ხარ ცათა შინა,
და აღარა ქვეყანასა ზედა, უწყოდე
ჩვენ შეგვეშინდა ერთმანეთის დღის სინათლეზე
და სიბნელეს მივაშურეთ,
სადაც ვჩანდით გაურკვევლად, ვჩანდით ამარა კონტურების
და თანდათან გვავიწყდებოდა როგორები ვართ სინამდვილეში.
დღესაც ასეა,
ძველი ბელადის სახელობის ქუჩით დავყავარ მამას სახლამდე.
და მამა შიშობს ხელი არ გაეშვას,
მე პირიქით ვცდილობ გაქცევას,
მაგრამ მამა ძლიერია, თანაც მზრუნველი.
ეს ერთი ძველი ნაბიჯია, რომელიც ვიღაცამ გადადგა ჩვენამდე,
და ისეთი რწმენით წავიდა, რომ ამ ნაბიჯში უნდა ვიცხოვროთ
და თქვა რომ,
მე და ჩემმა ღმერთმა და
მე და თქვენმა ღმერთმა -
ასეც და ისეც, მოზილავენ ქალები შვილებს
და საშოებში პურებივით ჩაიკრავენ.
ასეც და ისეც, თუ აყმუვლდა შიმშილი კაცში
უსათუოდ ვინმეს კბილს გაკრავს.
ასეც და ისეც, ხიზილალით მაძღარი ქალი
ბავშვის ნცვლად ქვირითს დაყრის,
და ქვეყნისთვის გამოზრდის თევზებს.
ასეც და ისეც, გაიხდიან ბავშვები ციგებს,
და სხვა ბავშვები ჩაიცვამენ,
სანამ სამშობლოს ჩააცმევენ,
როგორც სკოლაში წასვლის წინ პალტოს,
თბილს და ძველმოდურს გვაცმევდა დედა
ძალით და ხათრით.
ასეც და ისეც, ზღვას ჩაეზრდება მუცელში მთვარე
და ზღვა წყლებს დაღვრის,
როცა თვის ბოლოს მეთევზის ბადით ამოიყრება
თევზთან ერთად მთვარის ნამსხვრევი
და ჭამის დროს ყელში გაჩხერით
აგვატკიებს სიცოცხლის სიყვარულს.
ასეც და ისეც, დამთავრდება ყველაფერი ისევ თავიდან
და ისევ თავიდან დაიწყება.
რადგანაც მამებს, ჩვენ დავყავართ ისევ იმ ქუჩით.
და მე და ჩემმა ღმერთმა
და მე და მისმა ღმერთმა
ჩვენ გვეშინია ერთმანეთის,
ჩვენ გვეშინია ერთმანეთის
ამ ქუჩაზე როცა მივდივართ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი და, პირიქით.....
უიმედოობას-იმედი და, პირიქით....
სიძულვის-სიყვარული და, პირიქით....
მტობას-მეგობრობა და, პირიქით....
უბერდურებას-ბედნიერება და, პირიქით....
სიმარტოვეს-ადამიანის შეძენა და, პირიქით....
ავდარს-დარი და, პირიქით.....
სიბნელეს-სინათლე და, პირიქით.....
ტკივილს-შვება და, პირიქით.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოალის,
აყოვდებიან იანი,
გაიბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრიანი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ოფოფა სავარცხლიანი.
წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი,
გუგული-დ' მერცხალიც მოვლენ,
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
„შენაც გაშალე მკლავია!“
ცაც ხომ ხმას მოსცემს მაღლითა
მიწის სიცოცხლით ფუილსა,
მოსქდება წვიმა ხშირადა,
დაბლა მაიღებს შხუილსა;
ზედ დაეხვევა ელვაცა
შავის ღრუბლების ხუილსა.
გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ,
ლაღს მოვისურვებთ მღერასა,
ჩვენც შევუფერებთ კიჟინით
ყოვლგნივ ბუნების ლხენასა,
იმედი ბევრად სჯობია
უაზრო ბედისწერასა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
შემომღუღუნე , ჩონგურო

შემომღუღუნე, ჩონგურო,
აკვნესდი,ამაკვნესია;
მორწყე და ააბიბინე
გულს ვარდი დანათესია,
ჩემთვის კვნესაში სილაღე
რამდენი ჩანალესია!...
ამოჟღარუნდი ხმატკბილად,
ატირდი,ამატირია!...
ჩემთვის ღვთის პირით ტირილში
სამოთხე დანაპირია,
ტირილით გაუმთელდება
გულს მოტეხილი პირია.
ანგელოზთ გუნდში კი ვმღერი
მაშინ,როს აქა ვტირია.
თვალს ნუ მარიდებ, ლამაზო,
ჩემკენ მოიღე პირია.
შენს მზერას ჩონგურის ხმაზე
რაღა სამოთხე სჭირია?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ზოგჯერ სიგიჟე ისე მოგივლის
გინდა რომ მთელი ძალით იყვირო.
მიწას ჩასძახო. ზეცას ასძახო:
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!
გინდა ქვეყანა შემოიობინო
ყველას აუწყო. ყველას აცნობო.
გვერდში მდგომს ყურში მაგრად ჩასძახო.
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!
თოვლის ფიფქს ამცნო და წვიმას უთხრა.
ძირს დაიხარო. ჭიას ახარო.
ვარდი დასუნთქო.გული გაუხსნა:
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!
გული ვერ იტევს საზღვრებს გადაღმა
გადადის ძალა სიყვარულისო.
და მთელ ცხოვრებას შენი გზით აწერ:
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!
თუ სიყვარული გაგყვა მეგზურად
თუნდ ეს სიგიჟე გადაიტანო
ბედნიერი ხარ. თუ შეგეძლება
რომ კვლავ იყვირო მ ი ყ ვ ა რ ს ო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი ფიქრები ,მხოლოდ შენ მოგსდევს,
ქრის ქარიშხალი,მთებია ახლო,
მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე
და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო.
ცხოვრება ისე ვერ შემინახავს
მოვა დრო და მე ისევ დავთვრები
ახლაც მწყურია მე შენი ნახვა
ახლაც გიგონებ და მენატრები
ტ.გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი