↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გეოპოლიტიკური დღიური: ყოფილი საბჭოთა კავშირი - დიდი თამაშის მორიგი რაუნდი

საქართველოს დახმარება ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან არასდროს ყოფილა განსაკუთრებით ენერგიული, ხოლო რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველომ აშკარად წააგო

პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, უზბეკეთში 22 იანვარს გაემგზავრა თავის უზბეკ კოლეგასთან, ისლამ ქარიმოვთან შესახვედრად. ვიზიტის ოფიციალური მიზანი იყო მოლაპარაკებები ენერგეტიკის სფეროში, მაგრამ ის მიმდინარეობს აშშ-ს ჯარების სარდლის გენერალ დევიდ პეტრეუსის ვიზიტის კვალდაკვალ. პეტრეუსმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას ალტერნატიული მარშრუტის შექმნაზე შუა აზიის ქვეყნებიდან ავღანეთში საწვავის გადასატანად, რაც შეამცირებს შეერთებული შტატების და ნატოს დამოკიდებულებას პაკისტანზე.

უკანასკნელი 8 დღის განმავლობაში პეტრეუსი ეწვია ყაზახეთს, თურქმენეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, ავღანეთს და პაკისტანს. მაგრამ არ უთქვამს, თუ რა მარშრუტს ანიჭებს შეერთებული შტატები უპირატესობას - რუსეთს თუ, ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ჯერ-ჯერობით ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საუბარია არასამხედრო ტვირთზე. უფრო ფართო შეთანხმება ამერიკულ სამხედრო ტრანზიტზე უფრო მასშტაბურ და რთულ მოლაპარაკებებს მოითხოვდა არა მხოლოდ ამ ქვეყნებთან, არამედ კრემლთანაც, მათ ყოფილ გამგებელთან.

კავკასია
ერთ-ერთი შესაძლებელი მარშრუტი შესაძლოა დაწყებულიყო თურქეთიდან კავკასიის მიმართულებით - კონკრეტულად კი საქართველოსა და აზერბაიჯანზე გავლით. აქედან მარშრუტი შესაძლოა წასულიყო რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში სარკინიგზო ხაზით ან დაკავშირებოდა ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვის გავლით (რუსეთის გვერდის ავლით). საომხეთი არ ფიგურირებს არცერთ ვარიანტში მთელი რიგი მიზეზების გამო - ის აშკარად პრორუსული ქვეყანაა, სადაც რუსეთს მსხვილი სამხედრო ბაზა აქვს, ხოლო სომხეთის მეზობლები არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, რომელთაც ჩაკეტილი აქვთ საზღვრები, რაც ამ ტრანზიტს პრაქტიკულად არარეალურს ხდის.

საქართველო - ეს არის ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე ხიდი დაწვა. ყოფილ საბჭოთა ქვეყანას სახმელეთო საზღვარი აქვს თურქეთთან და გასასვლელი შავ ზღვაზე. ეს საქართველოს აქცევს ერთ-ერთად, იმ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკიდან, რომელთაც რეალისტური შანსები აქვთ თავიანთი ეკონომიკის რეორიენტირება მოახდინონ რუსეთიდან ევროკავშირზე და მიიღონ სამხედრო დახმარება შეერთებული შტატებისგან რუსეთის წინააღმდეგ. რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს წარმატება გარანტირებული ექნება.

საქართველოს დახმარება ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან არასდროს ყოფილა განსაკუთრებით ენერგიული, ხოლო რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველომ აშკარად წააგო. გადამწყვეტი მომენტი 2008 წლის აგვისტოში გათამაშდა, რომლის შედეგადაც 7’000-მდე რუსი სამხედრო დღემდე იმყოფება საქართველოს ტერიტორიებზე. გარდა ამისა, რუსი სამხედროები განლაგებულნი არიან სომხეთში, მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ საქართველოს საზღვრებთან, რითაც ორივე ფლანგიდან გარშემორტყმულნი არიან ქვეყანას. რუსეთს სრულიად უპრობლემოდ შეუძლია შეწყვიტოს ნებისმიერი სახის მიწოდება, რომელიც მას თვალში არ მოუვა.

აზერბაიჯანის გეოგრაფიული მდებარეობა კიდევ უფრო მეტად დელიკატურია, ვიდრე საქართველოსი. ბაქომ იცის, რომ მას არ ექნება საბჭოური კავშირების გაწყვეტის შანსი, თუ ამას არ გააკეთებს საქართველო. ეს აიძულებს ბაქოს რუსეთთან ურთიერთობებში იმდენად დამთმობი იყოს, რამდენადაც ხისტად იქცევა საქართველო. მისი გეოგრაფიული მდებარეობის მგრძნობელობა ითხოვს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას.

ამავე მიზეზით ვაშინგტონს თუ საქართველოსა და აზერბაიჯანის გამოყენება სურს, ფაქტიურად არ რჩება ვარინატი გარდა იმისა, რომ მოელაპარაკოს რუსეთს.

ცენტრალური აზია
ცენტრალურ აზიას სულ სხვა ტიპის პრობელემები აქვს - თითოეული ამ ქვეყნიდან მიისწრაფვის თავისი შიდა სიძნელეების გადალახვისკენ, აშშ ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას, ხოლო რუსეთი აწესებს შეზღუდვებს. ცენტრალური აზიის ზოგიერთი სახელმწიფოს უბრალოდ ყიდვა შეიძლება, ერთნი თავიანთ თამაშს თამაშობენ, სხვებმა მტკიცედ გადაწყვიტეს დაელოდონ მოსკოვის ნებართვას, მსგავს გარიგებაზე შეერთებულ შტატებთან. როგორი შეთანხმებაც არ უნდა დადოს შეერთებულმა შტატებმა - კასპიის ზღვის გავლით ტრანზიტზე, ან პირდაპირ რუსეთის ტერიტორიაზე, ავღანეთზე ხელმისაწვდომობა ჩრდილოეთის მხრიდან შეუძლებელია ცენტრალური აზიის თუნდაც ერთ ქვეყანასთან შეთანხმების გარეშე.

ყაზახეთი
ყაზახეთი - ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი ფართობის მქონე და რეგიონალური პოლიტიკის თავისებური დამდგენელი. მაგრამ მისი ტერიტორია საკმაოდ დიდია, რომ კონტროლირება გაუწიოს მცირერიცხოვანმა მოსახლეობამ. გარდა ამისა, ყაზახეთს რუსეთთან აქვს დაახლოებით 1’000 მილზე გადაჭიმული საზღვარი და მასზეა დამოკიდებული ნავთობისა და გაზის დასავლეთში ტრანზიტის კუთხითაც. მოსკოვს მუჭში აქვს მოქცეული ყაზახეთის ეკონომიკა, შემოსავლები და სხვა რესურსები. რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ყაზახეთი ცდილობდა მოეძებნა ექსპორტის ალტერნატივა თავისი მდიდარი ენერგორესურსებისთვის, მათ შორის იგულისხმებოდა ენერგო გადაზიდვები კასპიის ზღვის გავლით და ჩინეთში. მაგრამ ამგვარი მარშრუტების ჩამოყალიბება არ დასრულებულა და ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთს ჭირდება მოსკოვის ნებართვა ვაშინგტონთან ნებისმიერ მოლაპარაკებაზე. ამიტომ ის ვერ გაბედავს გარისკოს და იმოქმედოს მარტომ.

ტაჯიკეთი და ყირგიზეთი
ტაჯიკეთი და ყირგიზეთი - ძირითადად მთიანი ქვეყნებია, რომლებიც არ განიხილებიან სერიოზულ, ავღანეთში ტვირთების გადასაზიდ ალტერნატიულ ვარიანტებად. სტალინმა ისე შეცვალა ორივე ქვეყნის საზღვარი, რომ სრულიად უგულებელყოფილი იყო გეოგრაფიული და ეთნიკური რეალიები. კარტოგრაფიული ჩარევა არცერთ სახელმწიფოს არ აძლევს შანს იყოს წარმატებული გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მათ მუდმივად არასტაბილურ და ღარიბ სახელმწიფოდ აქცევს, ამიტომ ამ ქვეყნების ხელისუფლებები შესაძლოა უბრალოდ იყიდოს ამერიკამ ან რუსეთმა. შეერთებული შტატები დაინტერესებულია ორი მიზეზის გამო. პირველი - აშშ ექსპლუატაციას უწევს ВВС ”მანას” ბაზას ბიშკეკის (რუსებს თავიანთი ბაზა აქვთ მეზობლად) მახლობლად. მეორე - ორივე სახელმწიფოს მცირე გავლენა აქვს ავღანეთზე, რამდენადაც იმყოფებიან ნარკოტრაფიკის მთავარ მარშრუტებზე.

ყირგიზეთმა მოიწვია ამერიკელი და რუსი სამხედორები არა იდელოგიური მოსაზრებებით, არამედ იმიტომ, რომ საშინლად სჭირდება ფული, რომლესაც ორივე მხარე უხდის არენდაში.

ამიტომ ყირგიზეთი იმის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, ვინც უფრო დიდ თანხას შესთავაზებს. Stratfor-ის მონაცემებით, პეტრეუსმა გადასახადის გაზრდა შესთავაზა ”მანას” ბაზის გამოყენებისთვის 80 მილიონიდან 150 მილიონამდე წელიწადში. მაგრამ ყირგიზეთი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რომ ფულისთვის მიმართავს მოსკოვსაც. ხოლო მოსკოვმა, როგორც ცნობილია შესთავაზა 2 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული ამერიკელების გასაძევებლად.

იმისათვის, რომ არცერთმა შუა აზიის სახელმწიფომ არ გააფორმოს სეპარატისტული შეთანხმება ამერიკელებთან, ყველა რეგიონალური ლიდერი მომდევნო კვირაში გამოძახებულია მოსკოვში.

უზბეკეთი
უზბეკეთი - რეგიონის ჯოკერია. ეს სახელმწიფო ფლობს რეგიონალურ ჰეგემონურ ამბიციებს და სხვებზე უკეთ შეუძლია მოსკოვს გამოწვევა ესროლოს. როგორც ტაჯიკეთის და ყირგიზეთის შემთხვევაში, უზბეკეთის საზღვრები - სტალინის მანიპულაციების პროდუქტია. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დაესუსტებინა ქვეყანა, სტალინმა ის არაგამიზნულად გააძლიერა. უზბეკები ყველა მეზობელ სახელმწიფოში ცხოვრობენ, რაც ტაშკენტს შესაძლებლობას აძლევს თითოეულის პოლიტიკაში ჩაერიოს. ის ასევე არის თვითკმარი სახელმწიფო სურსათ-სანოვაგის და ენერგიის წარმოებაში. და რაც მთავარია, ის არ ესაზღვრება რუსეთს.

მაგრამ უზბეკეთი ესაზღვრება ავღანეთს. ფაქტიურად შეერთებული შტატებისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციური პარტნიორია. მას არა მხოლოდ გააჩნია საავტომობილო და სარკინიგზო კავშირი ავღანეთთან, ასევე საბჭოთა სამხედრო ბაზა, რომელიც უკვე გამოიყენეს ამერიკელებმა, მან ბოლო თვეებში ასევე დაამტკიცა, რომ მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ომისა, არ ეშინია რუსეთის რისხვის.

ტრადიციულად (თვით საბჭოთა დროშიც), უზბეკეთი წინააღმდეგობას უწევდა მოსკოვს. ბოლო პერიოდში უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი ფიქრობს რუსეთთან ისეთი ალიანსებიდან გამოსვლაზე, როგორიცაა ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება და კოლექტიური უსაფრთხოების თანხმობის ორგანიზაცია. გარდა ამისა, ამ ორგანიზაციის ბოლო ოფიციალურ სამიტზე 2008 წლის დეკემბერში ქერიმოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრ, პუტინთან შეხვედრის ნაცვლად პეტრეუსთან შესახვედრად გაემგზავრა.

რუსეთმა იცის, რომ ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიდრეკილია ვაშინგტონის თხოვნის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ 22 იანვარს პრეზიდენტი მედვედევი ტაშკენტში ჩადის, რომ განიხილოს უზბეკეთთან არსებული ვარიანტები. თუმცა, უცნობია, რით მიდის მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან, მათრახით თუ თაფლაკვერებით.

თურქმენეთი
ცენტრალური აზიის ბოლო სახელმწიფო, რომლის გეოგრაფიული მდებარეობაც საქართველოს მსგავსად ისეთია, რომ საშუალებას აძლევს მოცილდეს რუსეთს. თურქმენეთი არ ესაზღვრება რუსეთს. მას საზღვარი აქვს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ რეგიონულ სახელმწიფოსთან, ირანთან. ინფრასტრუქტურა, რომელიც მას რუსეთთან აკავშირებს, გადის არა ერთ, არამედ ორ სახელმწიფოზე. და ბოლოს, რუსეთი დამოკიდებულია თურქმენული გაზის ექსპორტზე (და არა პირიქით), რაც მნიშვნელოვნად ართულებს რუსეთის მცდელობას, განახორციელოს თავისი გავლენა ცენტრლური აზიის შორეულ კუთხეში.

თუ საჭირო გახდება ენეგრორესურსების მიწოდების ქსელის შექმნა რუსეთზე გვერდის ავლით, მაშინ თურქმენეთი ითამაშებს ძირითად როლს ამერიკულ სატრანზიტო გეგმებში. მართალია, არცთუ ისე ადვილია, მაგრამ შესაძლებელია სარკინიზგო გზით თურქეთიდან საქართველოსა და აზერბაიჯანზე გავლით კასპიის ზღვამდე დაკავშირება თურქმენეთის პორტში. ხოლო შემდეგ თურქმენეთიდან ავღანეთში მოხვედრა სახმელეთო გზით.

თურქმენეთი ტრადიციულად ცდილობდა განზე მდგარიყო შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში. თუმცა, მრავალწლიანი ლიდერის საფარმურატ ნიაზოვის სიკვდილის შემდეგ ამ ცენტრალურაზიურმა სახელმწიფომ სხვადასხვა პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური სტრატეგიების განხილვა დაიწყო. შეერთებული შტატებისთვის თურქმენეთი მიმზიდველია არა მხოლოდ ავღანეთთან უშუალო კავშირის გამო, არამედ დაცარიელებული სამხედრო ობიექტების გამოც ავღანური საზღვრების სიახლოვეს, რაც შესაძლოა გამხდარიყო პოტენციური შემცვლელი ძვირადღირებული რისკის მატარებელი ВВС ”მანასის” ბაზის.

მაგრამ უკანასკნელ პერიოდში მოსკოვმა აშხაბადთან პოზიციები გაიმყარა - ძირითადად რუსულ-ქართული ომის შედეგად, რითაც ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას დაუმტკიცა, რომ კონტროლის აღდგენისთვის მოსკოვი მზადაა ძალა გამოიყენოს.

და, ბოლოს რუსეთი
მართალია შეერთებულ შტატებსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ურთიერთობები რთული და ჩახლართულია, მოლაპარაკებები ყველა ქვეყანასთან საბოლოო ჯამში დამოკიდებულია რუსეთის თანხმობაზე. მაგრამ ვაშინგტონმა იცის, რომ მოსკოვი ითხოვს სამაოდ დიდ საფასურს ამისათვის. საქმე ის კი არაა, რომ რუსეთს შეერთებული შტატების მარცხი სურს ავღანეთში - მოსკოვი არ განიცდის დიდ სიყვარულს ისლამისტების მიმართ. უბრალოდ, რუსეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობა - გამოიყენოს შეერთებული შტატების რთული სამხედრო მდგომარეობა საკუთარი გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.

პრესსა.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სასამართლო - ჯარისკაცული პატივისა და ღირსების წინააღმდეგ

ნათია იმერლიშვილი
ნინო გუდავაძე
ლანა ბლიაძე

2008 წლის 6 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო გარიგება დადო აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დეზერტირობაში ბრალდებულ ორ ჯარისკაცთან. გარიგების თანახმად, ჯარისკაცებს თავდაპირველად წაყენებული ბრალდება - დეზერტირობა ბრძანების შეუსრულებლობის მუხლით შეეცვალათ. მათ თავისუფლების სანაცვლოდ, უარი თქვეს საქმის არსებით განხილვაზე და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. საპროცესო გარიგება ბრალდებულთა ადვოკატებმა ითხოვეს. მათ ეს ჩათვალეს ჯარისკაცებისთვის თავისუფლების მოპოვების უმოკლეს გზად - პრეზიდენტის ამნისტიის მოლოდინში. 17 დეკემბერს, ბარბარობას, ჯარისკაცები, მართლაც, შეიწყალეს და თვისუფლება აჩუქეს. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ შეწყალებული ჯარისკაცები: ზურაბ ხორბალაძე და გიორგი მესხი დარწმუნებულები არიან, რომ ობიექტური და სამართლიანი სასამართლო მათ უდანაშაულობას დაამტკიცებდა. თუმცა ადვოკატებმა ამის გარანტია ვერ მისცეს. ამიტომ გახდნენ იძულებულნი, დამნაშავის სტატუსზე თანხმობის, ჯარისკაცული ღირსების შელახვის ფასად მიეღოთ თავისუფლება, რომლის ღირსეულ დაბრუნებას ისინი სასამართლოსგან ელოდნენ.

* * *

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გამოძიებამ თავიდანვე ერთ საქმეში გააერთიანა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დანაშაულის ძიება. სასამართლომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რათა მომხდარს მისცემოდა ჯგუფური, წინასწარ დაგეგმილი დანაშაულის კვალიფიკაცია.
სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ წინასწარი გამოძიების დროს ადვოკატები თითქმის ვერ ახერხებდნენ ეჭვმიტანილთა უფლებების დაცვას. არ დაკმაყოფილებულა მათი არც ერთი შუამდგომლობა. ძიებას არ გაუთვალისწინებია ადვოკატების პროტესტი საქმეების ხელოვნურად გაერთიანების გამო. არადა, დანაშაულები, რომლებიც ხორბალაძესა და მესხს ედებოდათ ბრალად, ნამდვილად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ამაში დარწმუნდება ყველა, ვინც საქმის მასალებს გაეცნობა.

42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-2 მსუბუქი ქვეითი ასეულის ოცმეთაურ ზურაბ ხორბალაძეს ბრალი დაედო შემდეგში: 2008 წლის 9 აგვისტოს თავის ბატალიონთან ერთად ცხინვალში შესული, ქალაქის ინტენსიური დაბომბვის შედეგად დეზორგანიზებული ჯარის ერთ ნაწილთან ერთად გორში ჩავიდა. უკან დახეული ჯარის სხვა ნაწილმა (რომელსაც მოგვიანებით ბატალიონის მეთაური მერაბ კიკაბიძეც შეუერთდა) თავი მოიყარა დაბა ვარიანში. ზურაბ ხორბალაძე დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ დროულად არ შეასრულა კიკაბიძის ბრძანება და დათქმულ დროში არ ჩაიყვანა მასთან ერთად მყოფი ჯარისკაცები ვარიანში.

იმავე ბატალიონისა და ასეულის მეორე ჯარისკაცს, ლეიტენანტ გიორგი მესხს, კი ბრალი დაედო როგორც ვარიანში დისლოცირებულ ჯართან დროულად გამოუცხადებლობაში, ასევე საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ვაზიანში მდებარე ბატალიონის მუდმივი დისლოკაციის ადგილის თვითნებურ მიტოვებაში.

ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ქმედებები, რომლებშიც ჯარისკაცებს ედებათ ბრალი, არ არის ერთმანეთის იდენტური და თანაფარდი.

* * *

წინასწარი გამოძიების შემდეგ საქმე სასამართლოს გადაეცა. ეს მოხდა 2008 წლის 11 სექტემბერს. სასამართლო პროცესი (საპროცესო გარიგება) კი 6 ნოემბერს შედგა. მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოს საქმის შესასწავლად თითქმის ორი თვე ჰქონდა. საქმის ორთვიანი შესწავლის შედეგად მან აბსოლუტურად უცვლელად და ხელშეუხებლად დატოვა ძიების მიერ მოპოვებული მასალები. ორივე ეჭვმიტანილის ქმედება დანაშაულად მიიჩნია. ის მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციაში არ დაეთანხმა ძიებას. მიიჩნია, რომ ჩადენილი ქმედებები არ იყო დეზერტირობა, მაგრამ იყო დაუმორჩილებლობა და ორივეს ბრძანების შეუსრულებლობის გამო მიუსაჯა სასჯელი: 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი კომპენსაცია.

გაურკვეველი რჩება, რატომ ჩათვალა სასამართლომ წინასწარი გამოძიება სრულყოფილად, ობიექტურად და ამომწურავად მაშინ, როცა გამოძიებას არ ჰყავს დაკითხული ყველა მოწმე, ძიებას არ აქვს დაკმაყოფილებული ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა იმ მოწმეთა დაკითხვაზე, რომელთაც განსხვავებული ჩვენებების მიცემა სურდათ, ხოლო იმ მოწმეთა ჩვენებებშიც, რომლებიც წინასწარმა გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა, მკვეთრად და ნათლად არ იკვეთება ზურაბ ხორბალაძისა და გიორგი მესხის მიერ ჩადენილი დანაშაული!

ზურაბ ხორბალაძე - დაბადებულია 1985 წლის 23 დეკემბერს. თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობს 2007 წლის მარტიდან. 2008 წლის აგვისტოში მონაწილეობდა გორსა და ცხინვალში მიმდინარე საომარ პროცესებში. 15 აგვისტოს ბატალიონის უფროსმა მერაბ კიკაბიძემ სამხედრო მოწყობის დროს ჯარისკაცების თანდასწრებით დეზერტირობაში დასდო ბრალი. მეორე დღეს, 16 აგვისტოს, სამხედრო პოლიციაში მის წინააღმდეგ ამ საფუძველზე დაიწყო საქმის ძიება. 17 აგვისტოს ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. მის უფლებებს იცავდა ადვოკატი რევაზ სისაური.

გიორგი მესხი - დაბადებულია 1985 წლის 18 მარტს. თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობს 2007 წლის 4 დეკემბრიდან. მონაწილეობდა გორსა და ცხინვალში მიმდინარე საომარ პროცესებში. მის წინააღმდეგ საქმის ძიება დაიწყო სამხედრო პოლიციაში 42-ე ბატალიონის უფროსის, მერაბ კიკაბიძის, ინფორმაციის საფუძველზე. ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს 17 აგვისტოს. მის უფლებებს იცავდა ადვოკატი ლაშა ავალიანი.

ხორბალაძის ადვოკატი რევაზ სისაური ითხოვდა 42-ე ბატალიონის ოფიცრების: მუშკუდიანისა და ტორჩინავას დაკითხვას. სასამართლომ ისე დაადგინა განსასჯელ ზურაბ ხორბალაძის დანაშაული, რომ არ გასჩენია კითხვა: რატომ, რა მოტივით განაცხადა ძიებამ უარი ამ მოწმეთა დაკითხვაზე? ან რისი თქმა უნდოდათ ტორჩინავას და მუშკუდიანს? დატოვებდა თუ არა სასამართლო თავის გადაწყვეტილებას ძალაში, თუკი ტორჩინავა და მუშკუდიანი მოუყვებოდნენ ნაფიც მსაჯულებს, რომ თავად ისმენდნენ, როგორ მოუწოდებდა ზურაბ ხორბალაძე (მან ასმეთაურის ფუნქცია აიღო საკუთარ თავზე, რადგან ასეულში შემავალი სხვა ოცეულის მეთაურები მოკლულები ან დაჭრილები იყვნენ) ჯარისკაცებს კიკაბიძის ბრძანების შესრულებისკენ, ვარიანში წასვლისკენ, მაგრამ დეზორგანიზებული ასეული როგორ არ ემორჩილებოდა მას. რა შეეძლო გაეკეთებინა ხორბალაძეს? მან მაინც მოახერხა ჯარისკაცების ჩაყვანა ვარიანში, თუმცა ოდნავი დაგვიანებით, რასაც ზემოთ აღნიშნული ობიექტური მიზეზი ჰქონდა. თუკი სასამართლო დაადგენდა, რომ ამ მოწმეთა ჩვენება შეესაბამებოდა სიმართლეს, მაშინ როგორღა დაამტკიცებდა ზურაბ ხორბალაძის დანაშაულს?

მესხის ადვოკატი ლაშა ავალიანი ითხოვდა 42-ე ბატალიონის კაპრალების: ჩილინდრიშვილის, ცუცქირიძის, ფუკასიანისა და კაპანაძის დაკითხვას. მათ შეეძლოთ იმის დამოწმება, რომ გიორგი მესხმა შეასრულა ბატალიონის მეთაურის - კიკაბიძის ბრძანება და დათქმულ დროში ჩავიდა ვარიანში. ერთ-ერთი მოწმეთაგანი კი იტყოდა უფრო მნიშვნელოვანსაც...

ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს ხელთ აქვს ამ ჯარისკაცთან საუბრის ფარული ჩანაწერი. საქმე ის გახლავთ, რომ, რადგან ხორბალაძე და მესხი უკვე განთავისუფლებულები არიან პატიმრობიდან, ჯარისკაცები, რომლებიც სასამართლოზე მოწმეებად აპირებდნენ გამოსვლას, დღეს პრესას უკვე უარს ეუბნებიან „ძველ ამბებში ხელების ქექვაზე“. მითუმეტეს, რომ ისინი იმ ბატალიონში აგრძელებენ სამსახურს, რომლის მეთაურთანაც ფაქტობრივ დაპირისპირებას აპირებდნენ სასამართლოზე. მაგრამ არსებობს ერთ-ერთ მათგანთან საუბრის აუდიოჩანაწერი, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასეთია: „მე საკუთარი მანქანით ჩავიყვანე გიო (საუბარია გიორგი მესხზე. რედ.) ვარიანში, ამას სხვებიც დამიმოწმებენ. ათივე თითი რომ მომაჭრან, სიმართლეს მაინც ვიტყვი... დამიძახოს ძიებამ, რომ ვთქვა... სასამართლოზე ვიტყვი... ვის გაუგია. ბიჭები გაგიჟებულები არიან...” ეს აუდიოჩანაწერი ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს გიორგი მესხის დედამ და ადვოკატმა გადასცეს.

სასამართლოს არც იმაზე გაუმახვილებია ყურადღება, რომ ძიებამ არ დააკმაყოფილა გიორგი მესხის ადვოკატის მეორე შუამდგომლობაც, რომლითაც იგი ითხოვდა ლეიტენანტ აბაშიძის დაკითხვას. ლეიტენანტ აბაშიძეს კი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ჰქონდა სათქმელი სასამართლოსთვის: რომ 2008 წლის 13 აგვისტოს მან საკუთარი პასუხისმგებლობით გაათავისუფლა 42-ე ბატალიონის ვაზიანში მდებარე მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან ოცმეთაური გიორგი მესხი, რადგან მან სთხოვა თავისი ოცეულის დაღუპული ჯარისკაცის, დევი ჩადუნელის, გასვენებაზე წასვლის უფლება (ლეიტენანტი აბაშიძე ამ დროს ასრულებს საშტატო განყოფილების ასეულის მეთაურის - ლეიტენანტ მემანიშვილის მოვალეობას, რომელიც ცხინვალში დაიღუპა). მაშ, სად არის დანაშაული? გამოძიების მიერ მოწმედ ცნობილი ჯარისკაცები ხომ მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ 13 აგვისტოდან რამდენიმე დღის განმავლობაში მესხი ბატალიონში აღარ უნახავთ. თუკი იგი ნებართვის მიღების შემდეგ კანონის შესაბამისად გავიდა დისლოკაციის ადგილიდან, მაინც უნდა ჩაითვალოს დამნაშავედ? ჩვენ ამ შეკითხვით მართლმსაჯულებას მივმართავთ.

სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმასაც, რომ ძიებას არ ჰქონდა გარკვევით დადგენილი, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ბატალიონის მეთაურის, კიკაბიძის, ეჭვი ორი ჯარისკაცის დეზერტირობის შესახებ. რამდენად ობიექტური იყო მერაბ კიკაბიძე? ხომ არ ჰქონდა მას პირადი შურისძიების მოტივი თავისი თანამებრძოლების მიმართ, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცხინვალში დეზორგანიზებული ბატალიონის მეთაურზე? ადვოკატი ითხოვდა ბატალიონის მეთაურსა და ოცმეთაურ ხორბალაძეს შორის გამართული სატელეფონო საუბრების შინაარსის ამოღებას შესაბამისი ფიჭური სადგურების არქივებიდან, მაგრამ ძიებამ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა მხოლოდ იმის დადგენა მოახერხა, რომ პირველი სატელეფონო საუბარი ოცმეთაურ ხორბალაძესა და ბატალიონის მეთაურ კიკაბიძეს შორის 10 აგვისტოს, სწორედ, ხორბალაძის ინიციატივით გაიმართა. ამაზე მეტყველებს ზურაბ ხორბალაძის მობილურ ტელეფონში შენახული გამავალი ზარი ბატალიონის მეთაურის მობილურის ნომერზე. მხოლოდ ამის შემდეგ ფიქსირდება კიკაბიძისგან შემოსული ზარები. იქნებ ჰქონდა შანსი ოცმეთაურ ზურაბ ხორბალაძეს, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, თუკი მართლმსაჯულება დაეხმარებოდა ამაში და მოიპოვებდა 10 აგვისტოს მისი ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსს? ზურაბ ხორბალაძის მტკიცებით, ის თავად სთხოვდა კიკაბიძეს დახმარებას ვარიანში ჯარისკაცების ჩაყვანაში: „მე თავად ვთხოვდი კიკაბიძეს მანქანების გამოგზავნას, ვეუბნებოდი, რომ ასეულის დიდი ნაწილი გადარჩენილია და აუცილებლად უზრუნველვყოფდი მის ჩაყვანას ვარიანში.“ თუკი სატელეფონო საუბრის შინაარსი დაადასტურებდა ზურაბ ხორბალაძის სიმართლეს, მაშინ რას იტყოდა სასამართლო: ხორბალაძე თავად რატომ უკავშირდებოდა მეთაურს, თუკი დეზერტირობა ჰქონდა განზრახული, ანდა ბრძანების შესრულებას არ აპირებდა?

სასამართლოს არც ის შეუმჩნევია, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე პირდაპირ და გარკვევით არსად დასტურდება ხორბალაძისა და მესხის მიერ ჩადენილი დანაშაული - ბრძანების შეუსრულებლობა. უფრო მეტიც, მოწმეთა ჩვენებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის გამომრიცხავია. მაგალითად, გიორგი მესხისა და მისი თანამებრძოლების წასაყვანად ვარიანიდან გამოგზავნილი ამაღლობელი წაყვანილი ჯარისკაცების სულ სხვა გვარებსა და რაოდენობას ასახელებს, თავად ბატალიონის მეთაური კიკაბიძე, რომელთანაც ჩაიყვანეს ეს ჯარისკაცები - სულ სხვას, სხვა მოწმეების კი - სხვას.

ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობათა თვალსაჩინოდ წარმოდგენისთვის ასეთი ცხრილი შევადგინეთ.

რამდენი ჯარისკაცი ჩიყვანა ამაღლობელმა კიკაბიძესთან?

ა. ამაღლობელი მ. კიკაბიძე ო. ბერიძე გ. მესხი შ. ლობჟანიძე ჯ. ყაჯრიშვილი
მე წავიყვანე 7 კაცი: აბუსერიძე, ბერიძე, ჩალაძე, ლობჟანიძე, რეხვიაშვილი და ორი სხვა (გვარები არ მახსოვს) ამაღლობელმა ჩამოიყვანა სამი ჯარისკაცი. (გვარები არაა მითითებული) წავედით სამი კაცი: მე, აბუსერიძე, გელაძე წავედით 8 კაცი: მე, ჩილინდრიშ-ვილი, ცუცქირიძე, კაპანაძე და კიდევ 2 სხვა. (გვარები არ მახსოვს) წავედით 3 კაცი: მე, რეხვიაშვილი,
ჩალაძე წავედით: მე,
ჩხეიძე, ცქიტიშვილი, ბუდურაშვილი და 2 სხვა. (გვარები არ მახსოვს)

ცხრილში კარგად ჩანს კიდევ ერთი დეტალი - რამდენიმე მოწმე ყველა წაყვანილი ჯარისკაცის გვარს ვერ იხსენებს და ამბობს: „კიდევ ორი სხვა.“ სად არის მტკიცებულება, რომ იმ „ორ სხვაში“ არ არის გიორგი მესხი?

* * *

ეს პასუხგაუცემელი კითხვები იმ სასამართლომ დაუტოვა საზოგადოებას, რომელსაც მეტად მტკივნეულ თემაზე - ომში მონაწილე ჯარისკაცების ღირსების თემაზე ევალებოდა სიმართლის დადგენა. მაგრამ რა არის ისეთი სიმართლე, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ არსებობაში დაგარწმუნოს?! განსასჯელები მხოლოდ 24-25 წლის ახალგაზრდები არიან და აგვისტოს ომისა და ნოემბრის სასამართლოს შემდეგ ერთადერთი ჭეშმარიტება იციან: არ აიღო ხელში იარაღი, თუ სამართლიანი სახელმწიფო არ გაწვდის მას!

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.

გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში“ – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.

პროექტის მხარდამჭერი - „ევრაზიის პარტნიორობის ფონდი“.

მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება www.humanrights.ge

..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
Russland stoppt Raketenpläne für Kaliningrad

Der Kreml baut die Drohkulisse ab: Russland will keine Raketen mehr in Kaliningrad stationieren, um sich gegen den geplanten US-Abwehrschild in Osteuropa zu rüsten. Das gab ein hochrangiger Militärvertreter bekannt - und verwies zur Begründung offen darauf, dass George W. Bush nicht mehr regiert.
ANZEIGE

Moskau - Baut ihr einen Raketenschild, rüsten wir ebenfalls auf - so klang bislang die russische Antwort auf die Pläne der USA, einen Raketenschutzschild in Osteuropa zu errichten. Mit dem Amtsantritt des neuen Präsidenten Barack Obama hat sich aber offensichtlich auch in Moskau einiges geändert: Russland ist nach Angaben eines hochrangigen Militärs von dem Plan zur Stationierung von Iskander-Raketen in Kaliningrad abgerückt.

Russische Iskander-Rakete: Stationierungspläne für Kaliningrad gestoppt
Zur Großansicht
AFP

Russische Iskander-Rakete: Stationierungspläne für Kaliningrad gestoppt
"Die Umsetzung dieser Pläne ist im Zusammenhang mit der Tatsache ausgesetzt worden, dass die neue US-Regierung ihre Pläne (für einen Raketenschutzschild in Polen und der Tschechischen Republik) nicht mit Nachdruck verfolgt", sagte der Militärvertreter am Mittwoch der Nachrichtenagentur Interfax.

Die USA sind über Russlands Kurswechsel offensichtlich erfreut. Der Nato-Gesandte der Amerikaner sagte zu dem Interfax-Bericht: "Wenn das stimmt, wäre das natürlich ein sehr positiver Schritt."

Russland hatte mit der Raketenstationierung in Kaliningrad als Reaktion auf die Planungen für den US-Raketenschild in Osteuropa gedroht. Bereits kurz nach der Wahl des neuen US-Präsidenten Barack Obama im November hatte Russland einen Verzicht auf seine Pläne zur Raketenstationierung in Kaliningrad in Aussicht gestellt, wenn auch die USA den Aufbau ihres geplanten Raketenschilds in Osteuropa stoppten.

MEHR ÜBER...
Dmitrij Medwedew Barack Obama Raketenschutzschild Kreml Iskander- Rakete
zu SPIEGEL WISSEN
Die russischen Raketen vom Typ Iskander würden nur in der Exklave an der Ostseeküste stationiert, wenn die USA tatsächlich eine Radaranlage in Tschechien und Abfangraketen in Polen in Position brächten, sagte Russlands Außenminister Sergej Lawrow im November. Die damalige US-Regierung unter Präsident George W. Bush hatte ablehnend auf das Angebot Russlands reagiert.

Unter Bush hatten die Beziehungen zwischen Russland und en USA den tiefsten Stand seit dem Ende des Kalten Krieges erreicht. Hauptstreitpunkt ist - neben dem Dissens über den Raketenabwehrschirm - vor allem die von Bush intensiv betriebene Einbeziehung der Ukraine und Georgiens in die Nato. Die beiden Nachbarstaaten Russlands gehörten früher zur russisch dominierten Sowjetunion.

FORUM
Forum
Was ändert sich mit Obama?

Diskutieren Sie mit anderen SPIEGEL-ONLINE-Lesern!

1294 Beiträge
Neuester: Heute 11:36 Uhr
von shine31
Bushs Nachfolger Obama scheint nun an besseren Beziehungen zu Russland interessiert zu sein. Ein erstes Treffen zwischen dem neuen US-Präsidenten Barack Obama und seinem russischen Kollegen Dmitrij Medwedew wird es voraussichtlich im April geben. Der russische Außenminister Sergej Lawrow teilte am Dienstag mit, er rechne mit einem Gespräch der beiden Staatschefs am Rande des G-20-Treffens am 2. April in London. Eine vorläufige Einigung auf das Treffen sei am Vortag bei dem ersten Telefongespräch zwischen Obama und Medwedew erzielt worden. Das US-Präsidialamt hat Pläne für ein Treffen der beiden Politiker bislang nicht bestätigt.

Lawrow sagte in Moskau, beide Seiten hätten den Wunsch nach einer Verbesserung ihrer Beziehungen zum Ausdruck gebracht. Medwedew habe betont, wie wichtig es sei, die in vielen Themen bestehenden Meinungsverschiedenheiten zu überwinden.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რუსები კალინინგრადში რაკეტებს აღარ განათავსებენ, მიზეზად ასახელებენ, იმას რომ ჯორჯ ბუში პრეზიდენტი აღარ არისო და ამერიკის მხრიდან არანაირი საშიშრობა არ არსებობსო.
რა თქმა უნდა ეს არის დიდი ტყუილი, რუსეთს აღარ ააქვს საჭირო ფინანსური რესურსები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Ахмадинежад потребовал извинений от Обамы
13:49 28.01.09
Президент Ирана Махмуд Ахмадинежад потребовал от американского коллеги Барака Обамы принести извинения "за преступления, совершенные США в отношении Ирана", передает "Интерфакс".

"Те, кто говорят об изменениях, должны принести извинения иранскому народу и постараться исправить совершенные ими недобрые поступки в отношении Ирана", - заявил Ахмадинежад в эфире телевидения.

При этом Ахмадинежад припомнил Вашингтону целый список "недобрых поступков" в отношении Тегерана, вплоть до причастности к попытке государственного переворота в Иране в 1953-м году.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ავადმომზირალი აგვისტო-სექტემბერი

მსოფლიო კრიზისს მსოფლიოს ყველა ექსპერტი წინასწარმეტყველებდა, მაგრამ არცერთი მათგანი არ ელოდა ამ დონის მასშტაბებს

[როზი ჯღამაია]
თუ ექსპერტთა ვარაუდი გამართლდა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისის პიკი აგვისტო-სექტემბერში დაატყდება თავს. 2010 წელს, კრიზისი ალბათ, საქართველოშიც გადაივლის, რის შემდეგაც მყარი, გაზრდილი, განვითარებული ბიზნესები და წვრილი ბიზნესების გაკოტრებულ წყება შეგვრჩება ხელში. თუ რა თქმა უნდა, პროცესები სხვა მიმართულებით არ განვითარდა.

დღეს ბევრი თვლის, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებადაა ინტეგრირებული და შესაბამისად, მსოფლიო კრიზისი ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა ექსპერტების ანალიზი მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საქართველო მით უფრო ვერ აღმოჩნდება ამ კრიზისის მიღმა, რადგან დღევანდელ მსოფლიოში არსებულ რეცესიას ფესვები საკმაოდ ღრმად აქვს გადგმული და მათ განვითარებულმა ქვეყნებმაც ვერ დააღწიეს თავი.

მსოფლიო კრიზისის ეტაპები
ექსპერტები თვლიან, რომ ის, რაც ამჟამად მსოფიოში მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის განვითარების ლოგიკური ჯაჭვია. მსოფლიოს გადანაწილების ახალი ეტაპი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როცა გერმანიამ ტერიტორიებთან ერთად ლიდერობაც დაკარგა. ამას ბუნებრივად მოყვა მისი ვალებით დაკაბალება, 1923 წლის ჰიპერინფლაცია, ევროპული რევოლუციები და გაჭირვება.

სწორედ ამ დროს ხდება აშშ-ს სახით ახალი ქვეყნის წინ წამოწევა და იგი ახალ სერიოზულ მოთამაშედ ევლინება სამყაროს. ამის შემდეგ იწყება ახალი საფინანსო წესრიგი, რასაც მოყვა ცენტრალური ბანკების გაბატონება. ფულის ემისია კი აშშ-ში, ინგლისში და კონტინენტურ ევროპაში ახლად შექმნილი ცენტრალური ბანკების ხელში გადავიდა.

- ”20-ან წლებში არის პირველი მცდელობა შეიქმნას უნიფიცირებული ვაჭრობის წესები და მოიხსნას სავაჭრო ბარიერები. ეს იყო ოქროს სტანდარტების გაბატონებული ერა, რაც აფერხებდა სავაჭრო ურთიერთობებს და ამიტომ, იერიში იქნა მიტანილი პროტექციონისტულ სავაჭრო პოლიტიკაზე და ფულის, როგორც საერთაშორისო ბრუნვის საშუალების არსის შეცვლაზე”, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.

ექსპერტი თქმით, ამან ევროპაში რყევა გამოიწვია, აშშ-იც დაღმავლობა და სტაგნაცია შეინიშნებოდა. შტატების მთავრობამ კი გადაწყვიტა შეექმნა ახალი საგადასახადო კოდექსი და თავისუფალი სახსრები ბიზნესისთვის მიეცა, რათა მათ რეინვესტირება მოეხდინათ.

თუმცა, აღნიშნულმა შეღავათებმა ბიზნესში ვერ ჰპოვა ასახვა. წარმოება ვითარდებოდა, მაგრამ სულ უფრო მწვავედ იდგა დასაქმების პრობლემა. ცალკეული ბიზნესმენები მდიდრდებოდნენ, მაგრამ საშუალო ფენის შემოსავალი არ იზრდებოდა. გაჩნდა დისბალანსი, რამაც გამოიწვია ბაზრის გაჯერება და შეკუმშვა.

1929 წელს კი ”დიდი დეპრესიის” პირველი ნიშნები გაჩნდა. მაშინ ამერიკის მთავრობამ სცადა ჩარეულიყო ბაზარში, მაგრამ უკუშედეგი მიიღო. დეპრესია კიდევ უფრო გაღრმავდა და იგი ევროპის ქვეყნებს გადაედო.

ჰიტლერი ხელისუფლებაში დეპრესიის შემდეგ მოვიდა და ეს შემთხვევითი არ ყოფილა. დასავლეთისთვის არა მხოლოდ საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა დიდ თავის ტკივილს, ევროპა ახალი გადანაწილების პროცესისითვისაც ემზადებოდა და მას აწყობდა ბევრი სხვა ქვეყნის წელში გატეხვა. საერთაშორისო ბაზარზე სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარება. 30-ან წლებში, ყველა ქვეყანაში ეკონომიკა სამხედრო მრეწველობის ხარჯზე, სწრაფად ვითარდებოდა.

- ”მაგრამ ამ დროს იწყება ომი. საინტერესო კი ისაა, რომ ომი ჯერ არ დასრულებულიყო, როცა ინგლისმა და ამერიკამ ახალი საერთაშორისო პროექტები წარმოადგინეს. ეს იყო საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოს პროექტები და იგი ახალი სისტემის შექმნით დასრულდა. სისტემის არსი კი მარტივი იყო: დოლარი მსოფლიოს ბატონ-პატრონი, ხოლო ამერიკა მსოფლიო ლიდერი უნდა გამხდარიყო”, - ამბობს ჯგერენაია.

ამავე დროს, უკვე შექმნილი იყო ორი საერთაშორისო ინსპექტორი - მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, რომელიც ეკონომიკის განვითარების წყარო უნდა ყოფილიყო, მაგრამ უპირველესად, ისინი ამერიკის ინტერესების გამტარებელი უნდა ყოფილიყვნენ. მესამე ორგანო, ”გაატეს” ხელშეკრულკება, ანუ თავისუფალი ვაჭრობის განვითარება იყო. ”გაატეს” ხელშეკრულებას უნდა გაეზარდა ამერიკის ბაზარი, რისკენაც მას ”დიდი დეპრესიის” წლებმა უბიძგა.

მთელი მსოფლიო ამერიკის ბაზარი უნდა გამხდარიყო და გლობალიზაციის ყველაზე ჩქარი ეტაპი სწორედ აქედან დაიწყო. ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ეს პროცესი დღემდე გრძელდება, ოღონდ სხვადასხვა ვარიაცებით.

რაც შეეხება ევროპას, იგი ერთიანობისკენ და ერთიანი ვალუტისკენ 50 წელი მიდიოდა. ეს აუცილებელი იყო, რადგან სხვა შემთხვევაში, ევროპა ამერიკას ვერ დაუპირისპირდებოდა და სწორედ გაერთიანებულმა ევროპამ დაუპირისპირა დოლარს ევრო.

ყოველივე ამის მიუხედავად, ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მსოფლიოში თამაშის წესები არ შეცვლილა და ციკლურად, მუდმივად ხდებოდა კრიზისების განმეორება. კრიზისი იყო 70-იან წლებში ნავთობის ფასთან დაკავშირებით, 80-იან წლებში - როცა ახალი ელექტრონული ტექნოლოგიები შემოვიდა, 90-იან წლებში - როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ინტერნეტი შემოვიდა. 90-ანი წლების შემდეგ კი, ტექნოლოგიები გამძაფრებული და ჩქარი ტემპებით იცვლებოდა.

- ”მე-XX საუკუნის ბოლო 10 წელიწადში უფრო მეტი შეიცვალა, ვიდრე მთელს მე-20 საუკუნეში და ეს ეკონომიკაზე აისახა. გარდა ამისა, ტექნოლოგიების გაჟონვა და მოპარვა ისე სწრაფად ხდებოდა, რომ ტექნოლოგიების უპირატესობის მიღებას ბენეფიციარი ქვეყანა ვერ ახერხებდა. რასაც გერმანელი ავტო-ინჟინრები იგონებდნენ, იმავდროულად, იგი მოპარული ჰქონდა კორეას, იაპონიას, ჩინეთს და ა.შ. რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ხარისხით ევროპული საქონელი უფრო მაღლა დგას, ფაქტია, დღეს აზიური ბაზარი სერიოზულად უტევს მას”, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

კრიზისის მეორე მიმართულება, ეს იყო ეკონომიკის და ბიზნესის არსის ცვლილება. ჯგერენაია ამბობს, რომ თუ მანამდე მთავარი ხარისხი იყო, 21-ე საუკუნეში მთავარი მყიდველი გახდა. ანუ, ბაზრის ვალენტურობა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი. ბაზარმა გადაწყვიტა ისიც, რომ დიდი ბაზრების მფლობელი ქვეყნები ითხოვდნენ, ქარხნები მათ ქვეყანაში გახსნილიყო. ეს იყო ფუნქციონალური ნაწილის შეცვლა, რისთვისაც ბევრი ქვეყანა არ აღმოჩნდა მზად.

კრიზისის მესამე მიზეზად ჯგერენაია დასავლეთის ქვეყნების მხრიდან არსებობის წესის შეცვლას ასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოების ბიზნესი ფინანსური ბიზნესით შეიცვალა.

- ”60-70-ანი წლებში მოგება საფინანსო სფეროში 5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე რეალურ ბიზნესში. სპეკულაციური გზით ხდებოდა დიდი ფულის შოვნა. დასავლეთი გაირყვნა ფინანსური ფულის კეთებით და მას სჭირდებოდა ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპები. და, როცა განვითარებული ბაზრის ეკონომიკა არ ეყოთ, განუვითარებელ ბაზრებზე გადავიდნენ. რეალურად, ეს ვირტუალური მოთხოვნის წარმოშობას ნიშნავდა. ანუ, მოთხოვნა-მიწოდების კანონი დაირღვა. ამას მარტივად ”ბუშტს” უწოდებენ. ვირტუალურად გაზრდილი სივრცე კი, ის რისკ-ფაქტორი იყო, რამაც დღევანდელი კრიზისი გამოიწვია”.

ექსპერტის თქმით, მესამე ფაქტორი იმაზე მიუთითებდა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ისეთი პროტექციონისტულია, როგორც არასდროს. მსოფლიო ეკონომიკა ეს არის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის გაფართოებული ზღვარი, რაც მთავარი პრობლემაა. განვითარებული ქვეყნები სარგებლობენ პროტექციონისტული პოლიტიკით, იცავენ საკუთარ ბაზარს და სხვა ბაზრებს იპყრობენ.

- ”კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა თავის თავს გადააჭარბეს და უგულებელყვეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ინტერესები”, - ამბობს ექსპერტი.

საქართველო და მსოფლიო ეკონომიკა
ემზარ ჯგერენაია არასერიოზულად მიიჩნევს იმის თქმას, რომ თითქოს საქართველო არ არის ინტეგრირებული საერთაშორისო ეკონომიკაზე, თუნდაც იმიტომ, რომ მოხმარების 85% უცხოეთიდან შემოგვაქვს.

- ”მართალია, საფინანსო ბაზარი საქართველოში ისე არაა განვითარებული, რომ საბირჟო სპეკულაციებმა ჩვენზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ინვესტორები მსოფლიო ბაზარზე არიან და როცა საქმე ცუდად მიდის ქრებიან. სავალუტო კურსი კი მიბმულია მსოფლიო ბაზარზე და რაც მთავარია, საქართველოს ექსპორტიც მსოფლიო ბაზარზეა მიბმული. თუ ბაზარი შეიკუმშება, ქვეყნიდან ექსპორტიც შემცირდება. მეოთხე მომენტი კი, ფასების ზრდაა, რომელიც ჩვენს სამომხმარებლო კალათას გაზრდის და ა.შ.”, - მიიჩნევს ექსპერტი.

თუმცა, ჯგერენაიას თქმით, მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოსაც შეუძლია საკუთარი ნიშა შეავსოს. ისევე, როგორც ყველა პატარა ქვეყანამ, მან უნდა გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის მატერიალიზაცია.

- ”ჩვენი გადარჩენა განათლებაში და მეცნიერებატევად დარგებშია. ჩვენ ინვესტიციებით ვერავის გავარკვივებთ, მაგრამ კრეატიულობით (როგორც ცუდით, ასევე კარგითაც) მსოფლიო ბევრჯერ გაგვიკვირვებია და მომავალშიც გავარკვირვებთ. მსოფლიოში სხვა ადგილი, არა მარტო საქართველოსთვის, ნავთობიანი ქვეყნებისთვისაც კი არ არის. მსოფლიო კრიზისმა დაგვანახა, რომ ნავთობის ბიზნესშიც პირობის მოკარნახეა არა მარტო მომწოდებელი, არამედ მომხმარებელი ქვეყანაც. თუ მომხმარებელი ბაზარს შეკვეცავს, მას შეუძლია გადატრიალება მოახდინოს მთლიანად მწარმოებლურ სფეროში”.

კრიზისების პიკი
მსოფლიო კრიზისს მსოფლიოს ყველა ექსპერტი წინასწარმეტყველებდა, მაგრამ არცერთი მათგანი არ ელოდა ამ დონის მასშტაბებს. თუმცა, მაინც გასათვალისწინებელია პროგნოზები, რომელსაც ისინი წინასწარმეტყველებენ. ექსპერტთა ვარაუდით ამერიკის ბაზარს კრიზის პიკი თებერვალ-მარტში დაუდგება.

თუმცა, ამ დროს ჩაერთვება ობამას პროგრამა ”გადარჩენისთვის”. გადანაწილების პროცესიც საგრძნობლად შენელდება და ამპლიტუდაც შესუსტდება. მაისისთვის კი კრიზისის პიკი ევროპას გადაეცემა. ექსპერტთა ვარაუდით, რუსეთი ივნის-ივლისში დაინგრევა, ხოლო აგვისტო-სექტემბერში ეს პიკი საქართველომდე მოაღწევს.

- ”2009 წელი მძიმე იქნება. ბევრი ფირმა გაკოტრდება, ბევრი დავალიანებას ვერ გადაიხდის. მოხდება ფასების ვარდნა და ბიზნესში დიდი მსხვერპლი იქნება. მსხვილი ფირმები მიდგომებს და პროფილებს შეცვლიან, დაიწყება გამსხვილების პროცესი, ინვესტიციების მოზიდვა და წილების დათმობები. ძლიერები გადარჩებიან, ხოლო წვრილები განადგურდებიან და გაქრებიან”, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

რაც შეეხსება საბანკო ბაზარს, ეს პროცესი საქართველომ უკვე გაიარა და გადანაწილების პროცესიც დასრულებულად ითვლება. ბაზარზე წარმოდგენილი ქართულ მსხვილ ბანკებს უკვე ყავთ პატრონები და ვარაუდობენ, რომ ისინი მყარად იქნებიან წარმოდგენილნი.

თუმცა, ჯგერენაია თვლის, რომ სახელმწიფომ მაინც უნდა გააკეთოს ეკონომიკის მხარდაჭერის და დახმარების პროგრამა, რომ უმუშევრობის ტალღამ არ წალეკოს ქვეყანა.

- ”2010 წელს, როცა კრიზისი გადაივლის ჩვენ მივიღებთ საკმაოდ მყარ და განვითარებულ ბიზნესებს, რომლებიც რამდენჯერმე იქნებიან გაზრდილი და გვექნება წყება გაკოტრებული წვრილი ბიზნესებისა”, - ასეთ სურათს ხატავს ემზარ ჯგერენაია.

თუმცა, არავინ იცის რა მოხდება აგვისტო-სექტემბრამდე. მანამდე, შესაძლოა, ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის პიკი დაატყდეს თავს, რაც ორმაგად მძიმე იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
New York) - Georgian, Russian and South Ossetian forces committed numerous violations of the laws of war in the conflict in August 2008 over South Ossetia and its aftermath, causing many civilian deaths and injuries and widespread destruction of civilian property, Human Rights Watch said in a comprehensive report released today.

The 200-page report, "Up in Flames: Humanitarian Law Violations in the Conflict Over South Ossetia," details indiscriminate and disproportionate attacks by both Georgian and Russian forces, and the South Ossetian forces' campaign of deliberate and systematic destruction of certain ethnic Georgian villages in South Ossetia. It also describes Russia's failure to ensure public order and safety in areas of Georgia that were under its effective control. The report is based on more than 460 interviews done over several months of field research.

"The war over South Ossetia lasted only one week, but will have devastating consequences for civilians for generations to come," said Rachel Denber, Europe and Central Asia director at Human Rights Watch. "Focusing on who started the war or who committed worse atrocities, as some observers are, misses the point, which is the urgent need to hold all who are responsible accountable and to allow displaced people to return home safely."

South Ossetia is a breakaway region of Georgia that shares a border and has very close ties with Russia. The armed conflict started on August 7, 2008, and lasted until a ceasefire on August 15, with Georgian forces in retreat and Russian forces occupying South Ossetia and, temporarily, undisputed parts of Georgia. In the week of open conflict, and the many subsequent weeks of rampant violence and insecurity in areas under Russia's effective control, hundreds of civilians were killed, and tens of thousands were displaced. Many of them have not been able to return home.

Human Rights Watch's research showed that in a number of instances Georgian forces carried out indiscriminate and disproportionate artillery attacks on South Ossetia, and in some cases during their ground assault carried out attacks that had an excessive impact on civilians with respect to the anticipated military advantage. In particular, Georgian forces carried out indiscriminate attacks by their extensive use in civilian areas of multiple-rocket launching systems, which cannot be targeted with sufficient precision to distinguish between civilian and military objects. The rockets, known as Grad, are believed to have been used by Russian forces as well.

"The use of Grad rockets - which are indiscriminate when used in areas populated by civilians - shows that Georgian forces attacked South Ossetia with blatant disregard to the safety of civilians," said Denber.

Human Rights Watch found that, in a number of instances in South Ossetia and in undisputed Georgian territory, Russian forces used indiscriminate aerial, artillery, and tank fire strikes, killing and wounding many civilians. Human Rights Watch documented a number of cases in which Russian forces occupying Gori district in Georgia opened fire on civilian vehicles, killing or wounding civilians.

Both Russian and Georgian forces used cluster munitions, causing civilian deaths and putting more civilians at risk by leaving behind unstable "minefields" of unexploded bomblets. Cluster munitions are banned under the Convention on Cluster Munitions, which neither Georgia nor Russia has signed.

After Georgian forces withdrew from South Ossetia on August 10, South Ossetian forces over a period of weeks deliberately and systematically destroyed ethnic Georgian villages in South Ossetia that had been administered by the Georgian government. The South Ossetians looted, beat, threatened, and unlawfully detained numerous ethnic Georgian civilians, and killed several, on the basis of the ethnic and imputed political affiliations of the residents, with the express purpose of forcing those who remained to leave and ensuring that no former residents would return.

As an occupying power in these areas, Russia failed in its duty under international humanitarian law to ensure, as far as possible, public order and safety in areas under its effective control.

"Instead of protecting civilians, Russian forces allowed South Ossetian forces who followed in their path to engage in wanton and widescale pillage and burning of Georgian homes and to kill, beat, rape, and threaten civilians," said Denber. "Such deliberate attacks are war crimes, and if committed as part of a widespread or systematic pattern, they may be prosecuted as a crime against humanity."

More than 20,000 ethnic Georgians who fled the conflict in South Ossetia remain displaced. Ethnic Georgians in the in Akhalgori district - a remote area in the east of South Ossetia, currently occupied by Russian forces - face threats and harassment by militias and anxiety about a possible closure of the district's administrative border with the rest of Georgia. Both factors have caused great numbers of people to leave their homes for undisputed Georgian territory.

"The permanent forced displacement of thousands of people cannot be countenanced," said Denber. "Russia should publicly promote and oversee the right of all persons displaced by the conflict to return and live in their homes in safety and dignity, and provide security to all persons living there, regardless of ethnicity."

The report also documents how, when Russian forces occupied Georgian territory adjacent to the South Ossetian administrative border, Ossetian militias looted, destroyed, and burned homes on a wide scale, deliberately killed at least nine civilians, and raped at least two. Russian forces were at times involved in the looting and destruction, either as passive bystanders or active participants, or by providing militias with transport into villages.

The report details how South Ossetian forces, at times together with Russian forces, arbitrarily detained at least 159 ethnic Georgians. South Ossetian forces killed at least one detainee and subjected nearly all of them to inhuman and degrading treatment and detention conditions. They also tortured at least four Georgian prisoners of war and executed at least three. Georgian forces beat and ill-treated at least five of the 32 Ossetians detained in August in the context of the armed conflict.

"Both Georgia and Russia should undertake an impartial and thorough investigation into abuses committed by their forces," Denber said. "Russia should also do so for the crimes committed by South Ossetian forces, since Russia exercises effective control over South Ossetia. Russia and Georgia must ensure that those who committed these crimes are brought to justice and provide appropriate redress for numerous victims of the conflict."
Also available in:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რუსეთს სამხედრო ტექნიკის გარდა, საქართველოდან ტერიტორიული ალაფიც მიაქვს
პოლიტიკა — თავფურცელი
17:31 27.01.2009
საუბარია როკის გვირაბზე, შავი ზღვის ნაწილსა და აფხაზეთის სასაზღვრო ტერიტორიის ათობით კილომეტრზე
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[გოჩა ჯელია]
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში საქართველოსაგან ახალ ტერიტორიულ კონტრიბუციას იღებენ. აგვისტოს ომიდან ხუთი თვის თავზე, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური თბილისი მარცხს არ აღიარებს, რუსეთი მას ზუსტად ისე ექცევა, როგორც დამარცხებულ ჰიტლერულ გერმანიას - კენიგსბერგთან და იაპონიას -კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით მოექცა.
რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების იურიდიულ გაფორმებას იწყებს, რის შედეგადაც ამ სეპარატისტული რეგიონებს, საბოლოოდ კი საქართველოს, ტერიტორიებს, ნაწილს ჩამოაჭრიან.

კერძოდ, საუბარია როკის გვირაბზე, შავი ზღვის ნაწილსა და აფხაზეთის სასაზღვრო ტერიტორიის ათობით კილომეტრზე. გაზეთი ”ვედომოსტი” ამტკიცებს, რომ ქართულ მხარესთან ამ რეგიონების საზღვრების იურიდიულ გაფორმებასთან დაკავშირებით შეთანხმება აქამდე ვერ იქნა მიღწეული.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხის მოგვარება ახლა იოლად იქნება შესაძლებელი, რადგან პრობლემებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ადვილად გადაჭრიან.

აფხაზურ მხარესთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, თუმცა სოხუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შავი ზღვის გამოყენების საკითხზე რუსეთთან პრობლემები არასდროს ჰქონიათ. რაც შეეხება როკის გვირაბს, სამხრეთოსეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობა უკვე თანახმაა, რომ როკის გვირაბი რუსეთისაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია ამ საკითხში ცალსახაა: რუსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების დაპყრობას ცდილობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი პოზიცია დაიკავოს.

ცნობილი გახდა, რომ საზღვრების გაფორმების პროცესი უკვე დაწყებულია. ამ მიზნით მოსკოვმა შემოიღო დსთ–ს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების გაფორმების სპეცწარმომადგენლის პოსტი, რომრლზედაც ალექსანდრე გოლოვინი დაინიშნა. არადა, აქამდე რუსეთი სამხრეთ ოსეთთან საზღვარს თითქოს საერთოდ აუქმებდა.

სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვრის ლიკვიდაციის გეგმის შესახებ, პრემიერმა პუტინმა განცხადება ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს, ომის ცხელ კვალზე გააკეთა. მისი სიტყვებით, ეს ღონისძიება სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური აღორძინებისა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნის მიზნით არის მიზანშეწონილი.

როგორც ჩანს პუტინმა იჩქარა. ჯერ ერთი, საზღვრის ლიკვიდაცია საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ამ ტერიტორიის ანექსიის ბრალდებას დამატებით არგუმენტს მისცემდა. რუსეთი კი ოფიციალურად აცხადებს, რომ მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”სახელმწიფოების” შეერთების გეგმა არა აქვს.

მეორე და მთავარი, ვინ-ვინ და რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე პოლიტტექნოლოგებმა იციან, რომ გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში, როცა იმპერიული ძლევამოსილება მოდის და მიდის, გაცილებით პერსპექტიულია სხვა სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონების უშუალო შეერთება, ვიდრე მსოფლიოს მიერ არაღიარებული მთელი რეგიონების ვასალობა.

საქართველოს ისტორია ტერიტორიული ”კარიბჭეების” მორღვევის ტაქტიკას კარგად იცნობს. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის დასაწყისში, შაჰ-აბას I-მა თავის მოკავშირე ვასალებს - ქართლისა და კახეთის მეფეებს, ერევნის აღებაში დახმარების ”საფასურად” ლორე და ჭარ-ბელაქანი ჩამოაჭრა.

სამი საუკუნის შემდეგ, იგივე რეგიონები უკვე რუსეთმა დაუმტკიცა ჩვენს ამიერკავკასიელ მეზობლებს და თავის წილად 1921 წლის ომში დამარცხებული საქართველოსაგან, ლარსისა და სოჭის მხარეები მიიმტკიცა. ამავე პერიოდში, რუსეთისავე მონაწილეობით, თურქეთის მიერ ”შემორღვეულ” კი არა, ”შემონგრეულ” იქნა ტაო-კლარჯეთისა და შავშეთ-ერუშეთის მხარეები.

სულ მალე, რუსეთის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფედერალური სააგენტო ახალი რუკის გამოშვებას აპირებს, სადაც სეპარატისტული ”აფხაზეთის რესპუბლიკისა” და ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის’ ტერიტორიები საქართველოსაგან განსხვავებულად შეფერადებული იქნება. ხოლო რუსეთის ფედერაცია ”მცირეოდენით” გაიზრდება.

სავარაუდოა, რომ როგორც არ უნდა დათბეს ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს დღევანდელ ან მომავალ ლიდერებს შორის, მოსკოვი ”რუსულ მიწებად” გაფორმებულ ტერიტორიებზე მოლაპარაკებების წარმოებას ძალიან ძნელად დათანხმდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.gevision.tv/ ს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ევროსაბჭოს რეზოლუციის მოთხოვნათა შესრულებაზე უარს რუსეთი წინასწარ აცხადებს

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ქმედებას საქართველოსთან დაკავშირებით მიიჩნევს საერთაშორითო სამართლის ნორმებისა და ევროსაბჭოს ფუძემდებლური პრინციპების დარღვევად და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უარყოს და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არაღიარებული ტერიტორიების ჩათვლით - ასეთია ევროსაბჭოს ის რეზოლუცია, რომელიც 118 ხმით 25-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. მართალია, ამისთვის ვადა რუსეთს აპრილამდე ეძლევა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ შეუსრულებლობისთვის სანქციად ევროსაბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევა აღარ დაუწესდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რეზოლუცია, რომელსაც რუსეთი არ შეასრულებს / ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხოლოდ 1 მოთხოვნა არ გაიზიარა - რეზოლუციის არშესრულებისთვის აპრილში რუსეთს ხმის უფლება არ ჩამოერთმევა.
"ასამბლეამ ქართული დელეგაციის მიერ რეზოლუციის პროექტში წარმოდგენილი შესწორებების ძირითადი ნაწილი მოიწონა. დოკუმენტში არ იქნა გათვალისწინებული რუსეთის მიერ წარმოდგენილი თითქმის არც ერთი არსებითი შესწორება. ქართული მხარის მოთხოვნებს მხარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური კომისიის თავმჯდომარე ლეკ ვან დრანდე და ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი მათიას იორში უჭერდნენ. რეზოლუცია გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას რუსეთის მხრიდან და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები მის მიერ აღიარებული საქართველოს რეგიონებიდან. ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ კი განუცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებული "მისთვის მიუღებელი" რეზოლუციების შესრულებას არ აპირებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ეს არ არის ვალდებულებები, ეს ის პუნქტებია, რომლის რეალიზებასაც ასამბლეა რუსეთს სთხოვს, თუმცა რუსეთი თავის ხაზს არ გადაუხვევს და ისევე, როგორც არ შეასრულა წინა რეზოლუციის რეკომენდაციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. არ შეასრულებს ახალ რეზოლუციასაც, თუკი დოკუმენტში რუსეთისთვის რაღაც მიუღებელი იქნება" - განაცხადა სლუცკიმ. მიუხედავად ამისა, რეზოლუცია მაინც იქნა მიღებული და ევროსაბჭოს მითითებების შესასრულებლად რუსეთს ორთვიანი ვადა აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რეზოლუციაც წინა რეზოლუციის ბედს გაიზიარებს. მით უმეტეს, რომ მიღებულ დოკუმენტში საერთოდ აღარაფერი არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთს რეზოლუციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროსაბჭოში ხმის უფლება ჩამოერთმევა", - წერს სტატიის ავტორი.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხებზე იმსჯელა და ორი რეზოლუციაც მიიღო. ასამბლეაზე რუსეთისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება განიხილეს. ასამბლეამ, ორი ჩასწორების გარდა, რეზოლუციაში ქართული მხარის ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა, რაც ქართული დელეგაციის აზრით ამ ეტაპზე უდავოდ დადებით შედეგად შეიძლება შეფასდეს", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში სათაურით ევროსაბჭოს ფრონტზე / ქართული და რუსული დელეგაციების შერკინება.
"საქართველოს ელჩის ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუკი წინა რეზოლუციაში რუსეთისგან მოითხოვდნენ ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას და აკისრებდნენ ვალდებულებას, ამჯერად, გარდა იმისა, რომ ეს მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდა, ასევე გარკვევით დასახელდა ის ნაბიჯები, რაც რუსეთს არ გადაუდგამს. ამდენად, რუსეთის მიმართ კრიტიკის ხარისხი გაიზარდა. საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერ გიორგი თარგამძით თქმით, "უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროსაბჭოში რუსეთის პოზიციები გაცილებით ძლიერია, ვიდრე სხვა ევროპულ სტრუქტურებში. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ამ სტრუქტურის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. ამდენად, ქართული პოზიციების კიდევ უფრო გამყარება ევროსაბჭოში ბევრს ნიშნავს", - აღნიშნავს გამოცემა.
"რუსეთს რაც ჰქონდა, პირწმინდად შეინარჩუნა და ვერ გავიგე, დამარცხების არსი რაში მდგომარეობს. რეზოლუციაში არის ჩვენთვის რაღაც კარგი, მაგრამ არის ძალიან ბევრი ცუდიც. მოდით, ვნახოთ 59-ე პუნქტი, სადაც წერია, რომ დევნილების შესვლა სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებსა და აფხაზეთში შეუძლებელია. ფაქტობრივად, ევროსაბჭომ ყურები ჩამოყარა და აღიარა, რომ მიტაცებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნება შეუძლებელია, ის საქართველოს აღარ ეკუთვნის", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ მორიგ ტრადიციულ ინტერვიუში სათაურით ევროსაბჭოს რეზოლუციის სკანდალური 59-ე და 68-ე პუნქტები / ის, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაუმალა.
"ევროსაბჭო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კი აფიქსირებს, მაგრამ მერე აღიარებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელიაო. ახლა ვნახოთ 68-ე პუნქტი: ჩვენ მივესალმებით ენგურჰესის გადაცემას და ამ პრობლემის მოგვარებას, ეს საქართველოსა და აფხაზეთს საშუალებას მისცემას, ჰქონდეთ მუდმივი დენი". ეს მუხლი ნებისმიერი ადამიანის გაოცებას გამოიწვევს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ კლიმიაშვილი და შეკითხვას - "რეზოლუციაში ყველგან არის დაფიქსირებული "რუსეთ-საქართველოს" ომი, თურმე აფხაზები და ოსები არაფერ შუაში არიან. ეს ჩვენთვის კარგია თუ ცუდი?" - პასუხობს:
"შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია ერთი შეხედვით კარგად მოგვეჩვენოს, მაგრამ 22-გვერდიან რეზოლუციაში საერთოდ არ არის ნახსენები სიტყვა "სეპარატიზმი". ევროსაბჭო აღიარებს, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მანამდე ამ რეგიონებში სეპარატიზმი არ ყოფილა..."

დავით იაკობიძე - "მსოფლიო კრიზისი ჩვენც შეგვეხება"

"პრეზიდენტთან შეხვედრისას ქართველმა ექსპერტებმა გულახდილად ვისაუბრეთ მედიის მდგომარეობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ოპოზიციასთან დამოკიდებულებაზე, რუსეთთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან ურთიერთობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ზურაბ აბაშიძე, ლევან ალექსიძე, რამაზ საყვარელიძე, სოსო ცინცაძე, გია ხუხაშვილი და სხვები. პრეზიდენტი ყურადღებით გვისმენდა და ზოგიერთ მოსაზრებას ინიშნავდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკურ საკითხებზეც ვიმსჯელეთ", - აცხადებს ექსპერტი, პროფესორი დავით იაკობიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "კრიზისი ჩვენც შეგვეხება" / "ენგურჰესი არ უნდა გავუშვათ სახელმწიფო კონტროლიდან".
"ენგურჰესი ერთგვარი საჯილდაო ქვაა, რომელიც დიალოგსა და სამივე მხარეს შორის თანამშრომლობას მოითხოვს. რუსეთს სურს, ჰქონდეს გარკვეული უფლებები ამ ობიეტზე, რადგან ის პარალელურ რეჟიმში მუშაობს ჩრდილოეთ კავკასიის ენერგოსისტემასთან და პიკის საათებში დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ენერგომომარაგებისთვის. ენგურჰესის საკითხი არ არის მხოლოდ საქართველოს, რუსეთისა და აფხაზური მხარის ინტერესის საგანი. ამ საკითხის გონივრული გადაწყვეტით ევროპელებიც ინტერესდებიან. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ენგურჰესი არ უნდა გავუშვათ სახელმწიფო კონტროლიდან, ეს ის საკითხია, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია არა მარტო ქართულ-აფხაზური, არამედ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოწესრიგება. შეხვედრაზე ითქვა, რომ ენგურჰესის საკითხი სერიოზული განსჯისა და ანალიზის შემდეგ უნდა გადაწყდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით იაკობიძე.
"პრეზიდენტთან ვისაუბრეთ სურსათის უვნებლობაზე. სამწუხაროდ, ქვეყანაში აღარ მოქმედებს სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური, არ მოწმდება კვების პროდუქტების ხარისხი. ამ სფეროში მოშლილია კონტროლის მექანიზმი... პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია ჩვენთან გულახდილი საუბრით. ისიც გადაწყდა, რომ სისტემატურად შევიკრიბებით", - აცხადებს დავით იაკობიძე და შეკითხვას - "თქვენ, როგორც გამოცდილი სპეციალისტი, რას ფიქრობთ მოსაზრებაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოს ნაკლებად შეეხება?" - პასუხობს:
"ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, სადაც ვალუტის კურსი 80 პროცენტით დაეცა, ინდოეთსა და ინდონეზიაში მოსახლეობა შიმშილობს, ჩინეთში 4 პროცენტამდე ჩამოვიდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ადრე 11 პროცენტი იყო. როგორ გადაურჩება ამ სახიფაფო პროცესს საქართველო, სადაც დოლარიზაცია 66%-აღწევს? ვალი ორ მილიარდზე მეტი გვაქვს და ექსპორტ-იმპორტის სალდო უარყოფითია? მსოფლიო კრიზისი ჩვენც შეგვეხება, უბრალოდ, გონივრული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და შევამსუბუქოთ მისი გავლენა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
უმუშევრობა იზრდება, მოსკოვი ცარიელდება, მშიერი მოქალაქეები ერთმანეთს ხოცავენ...

[ნათია ნოდია, ”ვერსია”]
პუტინის კრიზისს აბსოლუტურად არა აქვს კავშირი ე.წ. მსოფლიო კრიზისთან”, - ამტკიცებენ რუსები. ერთ-ერთი მოსკოველი წერს: ”თვის დასაწყისში აშშ-ში ვიყავი, იქ დეფლაციას ებრძვიან - ყველაფერი იაფდება და ხალხი ყიდვას მაინც არ ჩქარობს - საქონლის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება. კრედიტებიც კი გაიაფდა”. ამ დროს, რუსეთში გრძელდება სამსახურიდან მასობრივი დათხოვნები.

მსხვილი სარეკლამო გაერთიანება ”მელეხოვი და ფილიურინი” 40%-ით შემცირდა. მაიკოპის მანქანათმშენებლობის საწარმომ 482 მუშიდან, 380 გაათავისუფლა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შინ გაუშვა. ვოლგოგრადის ძრავათმშენებლობის ქარხანა აბსოლუტური ბანკროტია. აეროპორტმა ”კოლცოვო” (ეკატერინბურგი) 60 კაცი გაათავისუფლა და 60 თანამშრომლით იგეგმება კადრების შემცირება. კიროვის ოლქის ადმინისტრაცია შემცირდა 15%-ით, ულიანოვსკის ოლქის ადმინისტრაცია - 20%-ით.

პეტერბურგში მშენებლობები შემცირებულია. მშენებლობებიდან, პირველ რიგში, უზბეკი და ტაჯიკი მუშები დაითხოვეს.

ამურის რეგიონში მასობრივი დათხოვნები გრძელდება. ხაბაროვსკში მცხოვრები მაქსიმი ამბობს: ”ჩემი მეგობარი საწარმოში იურისტად მუშაობს, თანამშრომლების 80% ან შვებულებაში გაუშვეს, ან შეამცირეს”.

”კრიზისმა ვოლგოგრადში შეაღწია. ხალხს უარესობისთვის ამზადებენ. მოსწავლეთა მშობლები პანიკაში არიან. მამას ცოტა აკლია საპენსიო ასაკამდე, დედა კი ხუმრობს: გაზაფხულამდე მივატანოთ და აგარაკზე წავალთ. იქ გამოვიკვებებით მაინც”, - წერს რუსი ეროვნების მოქალაქე.

კრიზისია ნოვგოროდში: ფანერის კომბინატი და საწარმო ”პროლეტარსკი ფაიფური” დახურვის პირასაა. ჩეკისტების თქმით, ფანერისა და ”პროლეტარული ფაიფურის” ყიდვა საზღვარგარეთ არავის სურს. ფანერის საწარმოდან დაახლოებით 300-მდე მუშა გაათავისუფლეს, დარჩენილ 1’500 თანამშრომელს, აქამდე დადგენილი თანხის ორ მესამედს უხდიან.

ინტერნეტგამოცემა kavkazcenter.com წერს, რომ ”პროლეტარსკი ფაიფურს” ჩეკისტმა კაპიტალისტებმა სესხად 60’000 დოლარი მისცეს, თუმცა 2008 წლის ნოემბერში საწარმოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს - ”მორჩილი მონები განაგრძობენ სამსახურში ანაზღაურების გარეშე სიარულს. სამსახურს წლების განმავლობაში მიჯაჭვულნი, ჩეკისტური მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლას არც კი ფიქრობენ”.

კრიზისი პოდმოსკოვიეში გავრცელდა. ერთ-ერთი მცხოვრები ჩივის: ”დღეს ჩემი ქალაქის პერსპექტიულ საწარმოში შემცირებების სიის შედგენაზე გაიცა განკარგულება. მესამე ცვლა პირველ ცვლაში გადაიყვანეს, გამომუშავების გეგმა 30%-ით შეამცირეს და მუშაობის 4-დღიან რეჟიმზე გადასვლას აპირებენ. ეს გახლავთ ყველაზე სტაბილური საწარმო. არც თანხებზეა გარღვევა, მაგრამ პერსპექტივაც აღარ არსებობს”.

პუტინის კრიზისმა რუსეთს უზარმაზარი ინფლაცია მოუტანა. მასმედია აცხადებს: ”მოსკოვის მაღაზიებსა და ბაზრობებზე ფასებს მუდმივად ცვლიან. რუბლის კურსის დაცემის გამო, უცხოური საქონელი მეტად ძვირდება. მას რუსული პროდუქტი მისდევს. მაღაზიებსა და ბაზრობებზე საქონლის ფასის ნიშნულს რამდენჯერმე გადააწერენ ხოლმე. მოსკოვში რთულია ისეთი მაღაზიის პოვნა, სადაც საქონელს უწინდელ ფასად მოგყიდიან. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტომობილი, პროდუქტი... აბსოლუტურად ყველაფერი ძვირდება”.

კრიზისმა მოიცვა ტურისტული სააგენტოები. კრიზისის დაწყებიდან ჯერ კიდევ ორ თვეში, ტურისტული სააგენტოების 10% დაიკეტა.

კრიზისი შეეხო დეველოპერებს, რომლებიც გაკოტრების ზღვარზე არიან.

კრიზისმა სკოლის კარიც შეაღო. ”ჩვენთან სკოლაში უკვე დაიწყეს პედაგოგთა სამსახურიდან დათხოვნა. ერთის მხრივ, გული მწყდება წასვლაზე, თუმცა მეორე საკითხია, ადრე თუ გვიან, სკოლის დატოვება მომიწევს”, - დანანებით ამბობს მასწავლებელი.

”რუსი ხალხი - მორჩილი მონები, ყოველთვის მზად არიან, ბურჟუას უსასყიდლოდ ემსახურონ”, - ყვება ერთ-ერთი მოსკოველის ქალიშვილი, - ”მამას ხელფასს 10 თვეა არ უხდიან, მაგრამ სამსახურში სიარულს მაინც აგრძელებს. სახლში ერთ დღეზე მეტხანს არ ჩერდება. მომავალ კვირას დედას გაათავისუფლებენ”.

მუდმივმა მომაბეზრებელმა სიტუაციამ შეცვალა პუტინის რეჟიმის პირობებში მცხოვრები ხალხის განწყობა. პროფესიით ეკოლოგი, ბარგინი ულიანოვსკის ოლქიდან წერს: ”2009 წლის პირველი თვე იწურება. ხალხი მოღუშული, შეწუხებული, დაღლილი დადის. მაღაზიებსა და ქუჩებში ხშირად შეხვდებით აგრესიულ ადამიანებს. კრიზისის გამო, ხალხი ნერვიული გახდა, ხარისხიან პროდუქტსაც იშვიათად მიირთმევენ”.

მშიერი მოქალაქეები პუტინის კრიზისის პირობებში, ერთმანეთსაც ხოცავენ. პიატიგორსკის მკვიდრი ზავრუმოვი ყვება: ”15 იანვარს, პეტერბურგში მოკლეს მძღოლი. ოჯახმა ახალი წლისთვის თადარიგი დაიჭირა. ვაჟმა დედა სამსახურიდან ადრიანად გამოიყვანა და უთხრა, რომ ”სატაქსაოდ” წასვლა სურდა, სადღესასწაულოდ გარკვეული თანხის მოსაგროვებლად. იგი დიდხნას შეყოვნდა და მშობლები შეშფოთდნენ. ბოლოს, მილიცია შეაწუხეს და მორგებში გადარეკეს. ძებნა ათ დღეს გრძელდებოდა. თოვლის გადნობის შემდეგ ქალაქგარეთ, მდინარესთან იპოვეს მკვდარი. ცეცხლსასროლი იარაღით თავსა და მკერდში იყო დაჭრილი. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცს მხოლოდ მანქანა წაართვეს და ამის გამო მოკლეს. ეს ნორმალურია? კრიზისია, ადამიანებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ და ხალხი უფულობის გამო მხეცდება”.

უპერსპექტივო მოსკოვიდან ხალხმა მასობრივად დაიწყო გაქცევა. 18 წლის კავკასიელი გოგონა, რომელიც ამ დრომდე მოსკოვში ცხოვრობდა, ყვება: ”მოსკოვი ნამდვილად დაწყევლილი ქალაქია. ახლა იქიდან ყველა გარბის. ამ ქალაქში დაკარგული ძაღლივით ვგრძნობ თავს - არც სახლი მაქვს, არც საჭმელი. მოსკოვში გადავიღალე. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავტოვო ქალაქი. სჯობს, სამშობლოში დავბრუნდე და ბუღალტრობა შევისწავლო.”

მოსკოვის შრომის ბირჟაზე მშიერი მოსკოველების უზარმაზარი რიგი დგას, სამსახურის შოვნის ყოველგვარ პერსპექტივას მოკლებულნი, თითქოს, ადგილიდან არ იძვრიან. დასაქმების ფონდ ”სოკოლზე” ხალხი დილის 8 საათიდან რიგში დგება.

მშიერი რუსები უკვე თითოეულ კაპიკს უფრთხილდებიან: ”კრიზისი მეც შემეხო. უმუშევრობით დღეს ვერავის გააკვირვებ. აქამდე, იანვრის სტიპენდიაც კი არ ჩამირიცხეს. ჯიბეში ეკონომიური ხარჯვისთვის გადადებული 2,40 დოლარი მაქვს. დედამ სადილისთვის დამიტოვა და ამაზეც დიდად მადლობელი ვარ”.

kavkazcenter.com-ის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში საჭმლის შოვნა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე მოსკოვში. მშიერი მოქალაქეები საკვების ძარცვასა და ქურდობას არ ერიდებიან. ბელოგორსკში, ორმა მშიერმა მოქალაქემ, გამყიდველის თანდასწრებით, დაახლოებით 9 დოლარის ღირებულების პროდუქტები გაიტაცა: ”რაც ნაკლებია პური, მით უფრო დიდია სამშობლოს სიყვარული... პურის ნაცვლად, ჩეკისტური ხელისუფლება სკოლის მშიერ მოსწავლეებს ურაპატრიოტული აღზრდით ასულდგმულებს”.

ვოლგოგრადში, მშიერმა მოქალაქემ გამყიდველი ცემა და შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, მაღაზიიდან პროდუქტები გაიტაცა.

რუსეთის სკოლებში, ლამის, სასწავლო პროგრამაში შეიტანეს რუსეთის ჰიმნის რიტუალური შესრულება. ბავშვებს სკოლაში მისვლას 15 წუთით ადრე აიძულებენ. მასწავლებლებს კორიდორში გაჰყავთ, კლასის პირდაპირ განალაგებენ და ჰიმნს ურთავენ. ისინიც, მასწავლებლებთან ერთად, გაჯგიმულნი ასრულებენ. ”არაპატრიოტული განწყობისთვის” მოზარდს დღიურში შენიშვნას უწერენ. რუსეთის ფედერაციის ჰიმნის ყურისმოკვრისთანავე, ნებისმიერ ადგილას, ბავშვები ადგილიდან წამოხტებიან და ზომბირებულები სიმღერას იწყებენ.

რუსების ხსნა ისევ პუტინის ე.წ გეგმებია. უცხოეთი მისკენ აღარც კი მიიხედავს. თუმცა, პუტინის მმართველობის კრიზისმა ისეთი გეზი აიღო, რუს პატრიოტებს დღესასწაულების აღნიშვნის ნაცვლად, პურის ნამცეცების ძებნა მოუწევთ.

ორიოდე სიტყვა თავად ჩეკისტებზეც ითქმის. სტატისტიკის თანახმად, ქუჩაში საჭის ცუდად მართვისთვის დაკავებული გადამთვრალი მოქალაქეების 80% სწორედ ისინი არიან, მათ შორის, ძირითადად - პუტინის ”დაჯგუფების” წევრები, ფსბ-სა და შსს-ს სტრუქტურებიდან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რამდენი ქართველი ჰყავს მოკლული ანა ჩერდაკს?

და აქვს თუ არა ნაბრძანები ქართველი პოლიტიკოსების მკვლელობა?

ეს ისტორია დეტექტიური ჟანრის სიუჟეტს უფრო წააგავს, მაგრამ ეს რეალობაა და, სამწუხაროდ, ქართულ სინამდვილეში მოხდა. ცნობილია, რომ რუსეთ-საქართველოს ომში ქალებიც იბრძოდნენ, როგორც რუსი ეროვნებისა, ასევე ოსებიც.

მათი უმეტესობა სნაიპერი იყო. რუსი სნაიპერები 2004 წელსაც იბრძოდნენ ცხინვალში, როცა მცირე ომი ატყდა. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა უმოკლეს ვადაში აიღო წვერიახოს რამდენიმე, სხვა სტრატეგიული დანიშნულების სიმაღლე, მაგრამ როცა როკის გვირაბს 200 რუსული ტანკი და 100-ზე მეტი რუსის ჯარისკაცებით სავსე ურალი მოადგა, სიტუაცია განიმუხტა, ქართველებმა ზოგიერთი პოზიცია დაუთმეს "რუს სამშვიდობოებს" და მაშინ დიდ ომს გადავრჩით.

2004 წლის ე.წ. "ოქრუაშვილის აქცია" პირველი სნაიპერული ნათლობა იყო 34 წლის რუსი ქალის, ანა ჩერდაკისთვის. ის როსტოვის ოლქიდანაა, ქალაქს, სადაც დაიბადა და ამჟამად ცხოვრობს, არ ასახელებს.

ახალგაზრდა ქალი ქართველთმოძულეობამდე ქართველთა სიყვარულმა მოიყვანა, უკეთ - სიყვარულში იმედგაცრუებამ და ღირსების შელახვამ. უფრო კონკრეტულად თავად გვეტყვის, ჩვენი სატელეფონო საუბარი საერთო ოსი ნაცნობის საშუალებით შედგა.

ანა ჩერდაკი მართლა ანა ჩერდაკია თუ არა, ამაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ეს ქალი ცხინვალის ორივე ბრძოლაში რომ მონაწილეობდა, ამაზე ის დეტალებიც მეტყველებს, რასაც ქვემოდ გაიგებთ.

_ ანა, თქვენ, როგორც ვიცი, ქართველი ქმარი გყავდათ და მისგან შვილიც გეყოლათ. ეს ჩვენმა საერთო ნაცნობმა მითხრა თქვენივე ნებართვით. იქნებ გაიხსენოთ ეს ისტორია?

_ ისე გავიზარდე, რომ ქართველები ვაჟკაცობის სიმბოლოდ მიმაჩნდა. მამაჩემს ცოტა კრიმინალური წარსული ჰქონდა, ციხეშიც იჯდა, როსტოვის ციხე კი ქართველებით იყო სავსე, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა. ისინი სტუმრობდნენ ჩვენთან, მამაჩემიც, თავის მეგობრებთან ერთად ბევრს ლაპარაკობდა ქართველთა ვაჟკაცობაზე, ათას გმირულ ამბავს ყვებოდა. მოკლედ, ქართველი კაცის კულტი იყო ჩვენს ოჯახში, თან ლამის ყველა კანონიერი ქურდი ხომ ქართველი იყო რუსეთში და ეს უფრო აღაფრთოვანებდა მამაჩემს. ბევრს პირადად იცნობდა და ჰქონდა ურთიერთობა.

აი, ასე, ქართველ კაცებზე აღფრთოვანებული ვიყავი, როცა როსტოვში შემთხვევით გავიცანი ქართველი კაცი, გვარად საღირაშვილი. მასზე მეტს ნუ მკითხავთ, მისი გახსენებაც მზარავს, რაც საჭიროა, მე თავად გეტყვით.

_ რომელ წელს გაიცანით?

_ 1988 წლის ზამთარში. ის ჩვეულებრივი "რეისავიკი" იყო, მაზუთიანი ჯინსებით, ჭუჭყიანი ხელებით, "სალიარკის" სუნით და მუდამ თმადაუვარცხნელი. თუმცა, შეგვიყვარდა ერთმანეთი, 16 წლის ვიყავი, თავქარიანი და შორს არ ვიხედებოდი. თან, ხომ გითხარით, ქართველთა რაინდობა ლამის საზღაპრო ამბავი იყო ჩემთვის. ჩემზე 8 წლით უფროსი იყო _ 24 წლისა, მაგრამ არც ამას მივაქციე ყურადღება, მიყვარდა, ცხადია, ისიც საპასუხო სიყვარულით მპასუხობდა _ მაშინ ასე ჩანდა.

მოკლედ, ჩვენს შორის მოხდა მოსახდენი და დავფეხმძიმდი, ჩვეულებრივ ამბად მიიღო და ამან საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ვუყვარდი და ჩემი ცოლად შერთვა გადაწყვეტილი ჰქონდა. ამის მერე მივადექით მამაჩემს _ არტემ ვლადიმეროვიჩს. მოეწონა სასიძო, ერთი ეს ეწყინა, რომ ერთადერთ ქალიშვილს საქართველოში ვათხოვებო. სიძემ დაამშვიდა, იქნებ ისე ვქნა, აქეთ გადმოვიდე სამუშაოდ, თუ არადა, ციტრუსის სეზონს _ ზამთარს აქ გავატარებ და დანარჩენს საქართველოშიო.

3 თვე ვიყავით ერთად და წავიდა საქართველოში, სხვისი "კამაზი" ჰყავდა და ხომ უნდა ჩაეყვანა? ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბავშვი ისე შემეძინა, არ გამოჩენილა, შვილს, მისი დედის პატივსაცემად ლელა დავარქვი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ დედის სახელიც კი მოუტყუებია.
მამაჩემის ნაცნობების წყალობით მისი მოძებნა არ გაგვჭირვებია, მისამართიც დავადგინეთ, ტელეფონიც, მანამადე, ცხადია, გამოგონილი ტელეფონი შემომაჩეჩა, ვრეკავდი და სხვაგან ვხვდებოდი, ახლაც მახსოვს _ თბილისში, საბურთალოზე, ნემსიწვერიძეების ოჯახში.

ეს ჩემი "ქმარი" თბილისელი არ იყო, რაიონში ცხოვრობდა, მამაჩემის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოვკიდე 2 წლის ლელას ხელი და ჩავედი სოფელში. უკვე ის დროა, მთელ საბჭოთა კავშირში, ყველგან, გაჭირვებაა, ბავშვის რჩენა დიდი პრობლემაა. მივადექი "ქმარს", მარტო იმას გეტყვით, რომ ქართლის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ცხოვრობდა.

_ იქნებ მითხრათ, რომელი რაიონი და სოფელია? კროსვორდებს ხომ არ ვხსნი?

_ საკმარისია რაც გითხარით. მივედი სახლში, თვალებგაფართოებული დამხვდა. ვინ ანია, რის ლელა, კაცს ცოლი და 3 შვილი ჰყავს, მესამე _ ჩემს ლელაზე პატარა ჰყავდა. სულ ბოზი მეძახა მისმა ცოლმა, დედამ, მამამ... თვითონ ხმაგაკმენდილი იდგა, ცოლმა თმით მითრია, ლელა ტიროდა, მეპოტინებოდა, მაგრამ არც ბავშვი დაინდეს _ იმისმა ცოლმა ბავშვს სახეში სილა გაარტყა.

სისხლი თავში ამივარდა, მაშინ ხელში იარაღი რომ მჭეროდა, გადავცხრილავდი ყველას. ტაქსით ვიყავი მისული და კიდევ კარგი, მძღოლი აშოშმინებდა, რამდენიმე მეზობელიც. ჩემი შვილი არ არისო _ იძახდა "ჩემი ქმარი".

ერთი მეზობელი კი გაუბრაზდა _ ტყუპისცალივით გგავს ბავშვი და აღიარე მაინც, რომ შენია, ცოდოა ეს ქალი, იმ სიშორიდან ბოზი და უნამუსო შენ არ მოგადგებოდა, რომელი მილიონერი მყავხარ, რომ წილი მოგთხოვოს და ამის გულისთვის ჩამოვიდესო.

თბილისში ტაქსით ჩამოვედი, იმ ტაქსის მძღოლმა შინ მიმიყვანა, 4 დღე მის ოჯახში დავყავი, საშინელი ნევროზული შეტევები მქონდა, მერე დავბრუნდი როსტოვში. მამაჩემს ყველაფერი ვუამბე, არ ვაცოცხლებო, იმუქრებოდა, მაგრამ მოვერიე, გავაჩერე, ცოდოა-მეთქი. უკვე ასაკში იყო მამაჩემი და ამით გავტეხე, თორემ მისი ერთი ზარი საკმარისი იყო, ის არაკაცი ცოცხლად რომ დაემარხათ.

_ გამოდის, რომ დაინდეთ თქვენი შვილის მამა.

_ მაშინ კი დავინდე, მაგრამ მერე იმდენი სიმწარე ვნახე… ლელა ძლივს გავზარდე, რამდენჯერმე გამოვტაცე სიკვდილს ხელიდან. მის გამო მიქურდია კიდეც. იძულებით, შვილისთვის წამალი რომ მეყიდა, ლოგინშიც ჩავწოლილვარ რამდენიმე ფულიან გარეწართან. ახლა ლელა 18 წლისაა, იმ არაკაცს, მამამისს ჰგავს.

თუმცა მის გაზრდას ღირსება შევწირე, რაც ადამიანური გამაჩნდა, ყველაფერი ფულზე გავყიდე. ნელ-ნელა გამიჩნდა ქართველი კაცის სიძულვილის გრძნობა, თუ გნებავთ, სინდრომი. თითქოს რაღაც ძალა მიბიძგებდა, როცა ჩვენს ქალაქში ქართველს დავინახავდი _ მიდი, მოკალი, ეს ერთ-ერთი იმათგანია, ვინც გაგაუბედურა, ვინც ახალგაზრდული და ოჯახური ბედნიერება წაგართვა. მეტიც, საერთოდ კაცის მიმართ სიძულვილი გამიჩნდა, ამიტომაც არ გავთხოვილვარ.

_ დიდი მადლობა, რომ თქვენთვის არასასურველი ისტორია გაიხსენეთ. მგონი, მთავარ სათქმელს მივადექით _ როდის დაიწყეთ ქართველების ხოცვა ცხინვალში?

_ ქართველი კაცების, დავაკონკრეტოთ! რადგან ყველა მათგანში ვხედავ იმ საძაგლობას, ლელას მამა რომ ჰქვია. ბავშვობაში დავდიოდი სროლაზე, პნევმატური შაშხანით საბჭოთა კავშირის პრიზიორიც ვიყავი მოსწავლეთა შორისა, ჩემი თაობის ქართველ მსროლელ გოგონებს შეიძლება ვახსოვდე კიდეც.

ერთად მიგვიღია მონაწილეობა შეჯიბრებებში. როცა ცხინვალში, 2004 წელს არეულობა დაიწყო, მაშინ გამიჩნდა დაუძლეველი სურვილი, რომ ჩავსულიყავი და არც ერთი ქართველი კაცი არ დამეტოვებიან ცოცხალი. მივედი კომისარიატში, ვუთხარი, რომ ცხინვალში მინდოდა წასვლა საომრად. მოტივიც არ დამიმალავს. ერთ კვირაში დამირეკეს, კომისარიატში ვიღაც გამესაუბრა, მერე აღმოჩნდა, რომ "ფე-ეს-ბე"-ს თანამშრომელი იყო.

იმას უფრო დიდი ავტობიოგრაფია დავუწერე, ალბათ, 200-300 კითხვაზე გავეცი პასუხი. ამის მერე 1 თვე გავიდა და მითხრეს, რომ, თუ თანახმა ვიყავი, კონტრაქტს გამიფორმებდნენ, ოღონდ შტატს არ მომცემდნენ. თანხმობა განვუცხადე, ხელი მოვაწერე კონტრაქტს და აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე წვრთნა გავიარე.

იქ 2 თვე ვიყავი, ამასობაში კი ცხინვალში მორჩა არეულობა. მეგონა, შინ გამისტუმრებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, მოსკოვში ჩავფრინდი, იქიდან _ ვლადიკავკაზში, სამხედრო თვითმფრინავით სხვა მოხალისეებთან ერთად. მერე ჩაგვიყვანეს ცხინვალში. ერთ-ერთ ოსურ-რუსულ დაჯგუფებას მიმამაგრეს, "ბოევიკთა" 30-კაციანი ჯგუფი იყო, 2 სნაიპერი ვიყავით, მეორე _ ადგილობრივი ოსი.

_ თუ გახსოვთ, პირველად ვინ და როდის მოკალით?

_ ვინ იყო, არ ვიცი და არც მაინტერესებს. 2005 წლის დასაწყისი იყო, როცა გაგვიშვეს ოპერაციაზე, ჩვენი პოზიცია ხეობის გადაღმა, მრავალსაუკუნოვანი ციხე იყო, გადმოღმა სოფელი _ ვანათი.

მშვიდობიანი პერიოდი იყო, მაგრამ პროვოკაციის მიზნით ვიწყებდით ყველა იარაღიდან სროლას. პირველად, ამ სოფელში ერთი მამაკაცი დავჭერით, ეს მერე გავიგე, რომ დავჭერი, თორემ მაშინ მეგონა, რომ მოვკალი.

_ რა იგრძენით, როცა ესროლეთ და დაეცა ადამიანი?

_ ეს არ არის სიხარული, ეს შურისძიებაა, ამას მარტო ჩემნაირები გაიგებენ და არა ისინი, ვინც ფულის გამო ხოცავს ხალხს. თუმცა ფულზე არც მე მითქვამს უარი.

_ რატომ ხოცავდით უდანაშაულო ხალხს, არ ჯობდა, ერთი საღირაშვილი მოგეკლათ და შურისძიების გრძნობაც ჩაგეცხროთ?

_ ამასაც გავაკეთებ უეჭველად. როცა შარშან, აგვისტოში ჩვენი ჯარები ნახევარ საქართველოს მოედვნენ, ვნატრობდი, რომ იმ რაიონშიც შესულიყვნენ, სადაც ის არაკაცი ცხოვრობს. ჩვენს დაზვერვას ვთხოვე გაეგოთ, ცოცხალი იყო თუ არა. დაწვრილებითი ინფორმაცია გადმომცეს, ცოცხალია და შვილებსა და შვილიშვილებშიც ბედნიერად ცხოვრობსო. მითხრეს ბიჭებმა, თუ გინდა, გავასაღებთ, თუ გინდა, ცხინვალში ჩამოვიყვანთო. არ მინდოდა, მინდა ვუყურო და ისე ამოვხადო სული და არა შორიდან _ სნაიპერის შაშხანით.

_ სულ რამდენი კაცი გყავთ მოკლული?

_ 3 მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც იტყვიან. ეს ის მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, ცხინვალის მახლობლად, ქართულ სოფლებში რომ ცხოვრობდნენ.

_ თქვენი "სამშვიდობოების" სარდლები _ ნაბდზოროვი და კულახმეტოვიც აცხადებდნენ მუდამ, რომ ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას იარაღი არ ჰქონდა...

_ კარგით, რა! მე კარგად ვიცი იქაური სიტუაცია, მსხვილკალიბრიანი იარაღი საკუთარ ბაღებში, სამალავებში ჰქონდათ, ლამის ყველა სრულწლოვანი ლიახვის ხეობელი კი პოლიციაში იყო გაფორმებული და რეგისტრირებული ავტომატი ედო შინ. ეს ჩემზე კარგად იცით.

_ მაშინ რატომ არ გაუწია წინააღმდეგობა ქართველმა მოსახლეობამ რუსის ჯარსა და ოს "ბოევიკებს"?

_ ძალები არათანაბარი იყო, ტანკი რომ მოგადგება, ერთს გბუთქავს და თან ტყვიამფრქვევს მოგიშვებს, იმ "კალაშნიკოვით" ვერ შეაჩერებ. იმ გადამალული იარაღით კი დაცხრილეს ცხინვალი. მერე კი რუსები შევიდნენ ქართულ სოფლებში და თქვენებიც გაიქცნენ. მოხუცები დატოვეს, თავად გაიქცნენ, აი, ეგენი არიან ქართველი კაცები.

_ დატოვეს ის, ვისაც სიარული არ შეეძლო, ან ცოცხალი თავით არ დატოვა საკუთარი სახლი.

_ მერე რა, ძალით წაეყვანათ, მოეკიდებინათ ზურგზე მოხუცები _ მამა, დედა, ბებია, პაპა, მამიდა, ბიძა-უცხონი ხომ არ იყვნენ.

_ ცოტა უხერხული ხომ არ არის სნაიპერი მორალს რომ მიკითხავს? იქნებ თქვენ მიერ დახოცილ ქართველ ბიჭებზე მითხრათ?

_ მორალს არ გიკითხავთ. თუმცა, ბევრის სწავლება შემიძლია იქით. არ დაგავიწყდეთ, ვინ ამაღებინა ხელში იარაღი, რა გამოვიარე... რაც შეეხება ჩემს სამიზნეებს, მათზე არ გვინდა დეტალურად ლაპარაკი, არ ღირს.

_ იქნებ მაინც გაიხსენოთ?

_ რომელი? ძალიან ბევრი იყო.

_ რომელიმე!

_ როცა თქვენები ცხინვალში შემოვიდნენ, ყველა კორპუსის და სახლის სახურავზე, რომელიც ბომბებს გადაურჩა, სნაიპერი დასხეს. მაგრად მუშაობდნენ თქვენები, 58-ე არმიის ერთი პოლკოვნიკიც სნაიპერის ტყვიით დაიჭრა მხარში, ამავე არმიის ოფიცერი და 4 ჯარისკაცი მოკლა, ერთმა სნაიპერმა მოკლა 6 კაცი 2 საათში და ეს მეტისმეტი იყო.

ჩვენ ჩასაფრებულნი ვიყავით, მარტო ერთი მხრიდან შეიძლებოდა პოზიციისკენ სროლა, სხვა მხრიდან აზრი არ ჰქონდა. თქვენი სნაიპერი კი ადგილს იცვლიდა ხშირად და გვაწამებდა. კი აღმოვაჩინეთ, მაგრამ 300-400 მეტრის რადიუსში იყო მოსაძებნი, ბოლო ბიჭს დანგრეული სახლიდან ესროლა, ეს დავაფიქსირე.

6 კაცი გაგვიშვეს ქართველი სნაიპერის გასანეიტრალებლად. სამი სატყუარად გავუშვით, იმათკენ გადაერთო და შენიღბვა დაიწყო. მოკლედ, ეზო-ეზო ვდიეთ და ზურგიდან მივადექით, დაახლოებით 50 მეტრში. ნახევრად დამწვარი სახლის კედელზე იყო გაწოლილი, ძლივს შევნიშნეთ, ტალახში ამოგანგლული ფორმა ისე ერწყმოდა გამურულ კედლებს, ლამის გვერდით ჩავუარეთ. იმ დროს ინიღბებოდა, რადგან მეორე სამეული იმ სახლს ესროდა, სწორედ ამ დროს ვესროლე, იქვე დარჩა, კედელზე გაწოლილი, ძირს არც ჩამოვარდნილა. ეს ის წინასაათებია, ვიდრე 58-ე არმია შეტევას დაიწყებდა.

_ თუ პირველი წარუმატებლი შეტევის მერე მეორეს დაიწყებდა?

_ კი, მართლა ასე იყო, თქვენებმა ძალიან მაგრად იბრძოლეს, ახლა არ ვიცი, რა დაგრჩათ, მაგრამ ჩემი აზრით, კავკასიაში საუკეთესო ჯარი გყავდათ. თუმცა ვერ გათვალეთ...

_ ვინ რა ვერ გათვალა, ამას დრო გვიჩვენებს. იმ სამი მშვიდობიანი მოქალაქისა და ამ ბიჭის გარდა, კიდევ რამდენი ქართველი მოკალით?

_ არ ვითვლი, ზოგს აქვს წესად, რომ იცის, რამდენი სამიზნე გაანადგურა, მე არ ვითვლი, რაღაც მომენტში მახსოვდა, მერე აღარ ვითვლიდი. ის მახსოვს კარგად, როცა ჩვენებმა მაგრად შეუტიეს და თქვენმა ჯარმა თამარაშენისაკენ დაიხია, ერთ დღეში არანაკლებ 15 სამიზნე გავანადგურე.

_ ანუ 15 კაცი მოკალით?

_ რომლებიც ჩემს თანამემამულეებსა და უდანაშაულო ოსებს _ ქალებსაც კი, ისე კლავდნენ, დაუნდობლად, როგორც მე მათ.

_ რა სისულელეა... ქალი ან ბავშვი არ მოგიკლავთ?

_ არა, ნამდვილად არ მომიკლავს და არც ვაპირებ. გამონაკლისი შეიძლება იყოს სნაიპერი ქალი, ან ვინც გინდა იყოს, რომელიც აქეთ მესვრის. ქართველი ქალი სნაიპერი კი ჯერ არ შემხვედრია.

_ დარწმუნებული ხართ? ვინც მოკალით, რა, ყველას თვალებში ჩახედეთ?

_ არა, არ ჩამიხედავს. 200-300 მეტრში რომ ესვრი, არ იცი, ქალია თუ კაცი, მაგრამ ჩვენ, სნაიპერებს გვაქვს შინაგანი ინტუიცია, ქალი ისვრის, თუ კაცი, ერთ გასროლაზე ვერ მიხვდები, მაგრამ როცა საათობით დასდევთ ერთმანეთს, აუცილებლად ხვდები, ქალია თუ კაცია, კაცის მოქმედებების, მოძრაობების, შენიღბვის მეთოდების გათვლა ბევრად იოლია, ვიდრე ქალისა.

გუდაუთაში, წვრთნებისას, უფრო იოლი იყო კაცის სამიზნის მოძებნა და პირობითად განადგურება, ვიდრე ქალისა. თან არსებობს ქალური ინტუიცია და ამ ყველაფრით ვასკვნი _ საქართველოში ქალი არ მომიკლავს.

_ რომელიმე თქვენს მსხვერპლზე თუ დაგწყვეტიათ გული?

_ კი, ერთადერთხელ. დაზვერვით ჯგუფს გავყევი, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სამშვიდობო მანდატით აკრძალული იარაღი შეეტანათ ნიქოზის სამშვიდობო პოსტზე. ტყიდან ჩავიდნენ ბიჭები, მე ამ დროს ერთი მაღლობი შევარჩიე და იქიდან ვზვერავდი მათ. ბიჭები უკან ბრუნდებოდნენ, ამ დროს შევნიშნე კაცი, რომელიც ისეთი მიმართულებით მიდიოდა, თავზე წაადგებოდა მზვერავებს, ვესროლე, რომ პრობლემა არ გაჩენილიყო. ეს ნიშანი იყო ბიჭებისთვის, აჩქარდნენ, მალე ცხინვალში ჩავედით.

მეორე დღეს მითხრეს მზვერავებმა, 62 წლის მოხუცი მოგიკლავს, დაკარგულ საქონელს ეძებდა მინდორშიო. მაგრამ ეს ლირიკა არ მოქმედებს ჩემზე, მაშინ მეწყინა, რომ უსაფრთხო ადამიანი მოვკალი, ახლაც სინანულით ვყვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გრძნობა და სინდისის ქენჯნა არ მასვენებს. მე იმას ვაკეთებ, რაც მსურს, რაც სიამოვნებას მანიჭებს.

_ როდის დაიცხრობთ ქართველი კაცის სიძულვილის გრძნობას?

_ ვერც ვერასოდეს. თან ეს საქმე უკვე პროფესიად მექცა, სხვა არც არაფერი ვიცი ნორმალურად... სოლიდურად მიხდიან, რაც მთავარია, ჩემს ლელას არაფერი უჭირს.

_ ლელამ თუ იცის თქვენი პროფესიის შესახებ?

_ იცის, რომ ვმსახურობ ჯარში კონტრაქტით, მეტი არაფერი იცის.

_ რომ გაიგოს, დედამისი სნაიპერია და ხალხს ხოცავს?

_ მოდით, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ეს პრობლემა იქნება, მაგრამ ამასაც მოვაგვარებ.

_ ქართული სახელი რატომ დაუტოვეთ ბავშვს?

_ ჯერ ერთი, აღმოსავლურია, ირანული და არა ქართული, მეორეც, ლენა რომ დამერქმია, რა შეიცვლებოდა? ქართულ სისხლს გამოვადენდი მისი ქართველობიდან? მწამს, რომ სახელის დარქმევა შემთხვევით არ ხდება, ეს ღმერთის ნება იყო და დარჩა ის, რაც დაერქვა.

_ ღმერთმა ნუ ქნას, თუ კიდევ შემოიჭრა რუსეთი საქართველოში, "იმედია", თქვენი შაშხანით გააგრძელებთ ქართველთა ხოცვას...

_ კი, ამას ნამდვილად გპირდებით, თუმცა ომის დაწყებას ჩვენ არავინ გვეკითხება, ეს პოლიტიკოსების საქმეა.

_ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის და სხვა ცნობილი ადამიანის მოკვლის ბრძანება ხომ არ მიგიღიათ?

_ ეს ჩემი საქმე არ არის. ამას "ქილერები" აკეთებენ. მე საბრძოლო მოქმედებების ან სპეცოპერაციის კონკრეტული დავალებები მაქვს.

_ მაგრამ ცნობილია, რომ "ფე-ეს-ბე"-ში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც საკუთარი ქილერები ჰყავს, თქვენც ხომ "ფე-ეს-ბეს" ექვემდებარებით?

_ არა, მე "ფე-ეს-ბეს" არ ვექვემდებარები. მე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნახევრად საიდუმლო უწყებას ვექვემდებარები, "ფე-ეს-ბე" მთელ ქვეყანას აკონტროლებს და უბრალოდ, მეც შემისწავლია რაღაც გასაუბრება და დაკვირვება "გრუ"-შიც გავიარე. ამ გზას გადის ყველა, ვინც ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს ჰკიდებს ხელს, როგორიც სნაიპერობაა.

_ დღესაც უამრავი უდანაშაულო ქართველი კვდება ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებში. დღე არ გავა, პოლიციელი და ადგილობრივი მცხოვრები რომ არ მოკლან, არ დაჭრან და ხშირად ეს სნაიპერების ნამოქმედარია. თქვენი ხელიც ხომ არ ურევია ამ საქმეში?

_ მოდით, მეტს ნუღარ დავაკონკრეტებთ, მე ჯერ არ წავსულვარ რუსეთში. ცხინვალში არა, მაგრამ სამაჩაბლოში ვარ და ვმუშაობ. სიმართლე გითხრათ, სულერთია ჩემთვის _ თუ გსურთ, დღეის აქეთ რამდენი ქართველი კაციც მოკვდება ცხინვალთან ახლოს, ყველა მე დამაწერეთ.

_ რატომ დამთანხმდით ინტერვიუზე?

_ ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი ინტერვიუა. მე ჩემი მიზანი მქონდა _ პირველ რიგში, იმედია, ის "კრისა" საღირაშვილი წაიკითხავს ამ წერილს და მინიმუმ დარჩენილ სიცოცხლეს შიშსა და ძრწოლვაში გაატარებს.

მეორეც, მე რუსულად წავიკითხე თქვენი ძველი და ახალი პუბლიკაციები, ნორმალური ჟურნალისტი ჩანხართ, ვიცი, რომ ომის დროს გორში და მის მიმდებარე სოფლებში იყავით და ომი საკუთარი თვალით ნახეთ. ვიცი, მითხრეს, რომ პირველი ქართველი ჟურნალისტი ხართ, რომელმაც გაბედა და ახალგორში და პერევში შევიდა, იქიდან მასალაც გამოიტანა.

მითხრეს, შეიპარა და გამოიპარაო, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ხიფათსა და შარს არ დაერიდეთ. მეც ეგეთი ტიპი ვარ, ხიფათიანი, შარიანი და ამიტომაც დავთანხმდი ინტერვიუზე. ვაფასებ ჟურნალისტებს, ისეთებს, რისკს რომ არ ერიდებიან. იცით, ჩვენ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.

_ ღმერთმა დამიფაროს!

_ ღმერთი გფარავდეს! თუმცა მე საწყენად არ მითქვამს.

ლევან ჯავახიშვილი
2009.01.30 13:05

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძალიან ბანალური ისტორიაა, სერიალს გადაიღებდა ადამიანი.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
საშინელი ისტორიაა,ასეთი ძუკნებით სავსეა რუსეთი,(ბოდიშს ვიხდი ვულგარულ გამონათქვამზე).

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ketadea
რატომ გვეკარგები ხოლმე?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი