↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
1

ჩემთვის პატივია შენი სიყვარული,
მე ამაყი ვარ, შენ რომ მიყვარხარ,
სიტყვა სიტყვით გშვენის ძეწკვი ცადაბმული
და სრულყოფამდე კოცნის მიყვანა,
ჩემთვის პატივია შენთან ერთად წოლა
შენთან ერთად სუნთქვა, ღმერთის ნებივრობით,
მიწის სურნელება ზეცას ერთო ცოლად
მართლაც ისე მოხდა, როგორც მე ვფიქრობდი,

2

ჩემთვის პატივია ღამის გათენება,
დილის სიჩუმეში ზურგზე ჩრდილი გითრთის,
როცა ბაგეები სიზმრის ნარჩენებად
წვეთებს მაპკურებენ და შენც ისე იტყვი:-
ჩემთან იყავიო, ჩემგან არ წახვიდე,-
თითქოს ქარი ვარ და, ქროლვა დილით მნებავს,
თითქოს მიწა იძვრა, შეკრთა და ცა ხიდებს
ღრუბლებს უთამაშებს წვიმის მდინარებად,

3

ვხედავ მარტოსულთა სამიჯნურე სიკვდილს,
რამდენს ითმენენ და, როგორ არ ტირიან,
ზოგჯერ მჯერა მათი, ზოგჯერ მათი მიკვირს,
მათთან სიახლოვეც ჩემთვის პატივია,
თუმცა ოთხივე მხრივ, სამჯერ ჯვარნაწერი
ზოგჯერ სულის სიღრმეც სავსე ჭის იერით,
უცხო შეფიქრებით მოგავს წმინდა წერილს
სრულყოფილებისგან ასე ნიჭიერნი

4

ქარნი არტისტები, ქარნი არტისტები,
ღამით შიშვლდებიან, ღამეც სინათლეს შლის,
როცა ზამთრის ნებით ზაფხულს ვაკვირდები
სადღაც ირწევიან იმ დიდ სიმაღლეში,
მე იქ საუნჯე მაქვს ჩემი სიყვარულის
სახით გამჭვირვალე, თითქოს წყლისთვალება,
როგორც ვარსკვლავია ცაზე მიხატული
და იმ ვარსკვლავში კი, შორი ბრწყინვალება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
სულაც არ ბრწყინავს მზეებრ ჩემი სატრფოს თვალები,
მის ბაგეებსაც არა სცხია მარჯნის მაგვარი,
ვერც მისი მკერდი დაიკვეხნის დღის ელვარებით,
თმებიც შავი აქვს და მავთულზეც უფრო მაგარი.

მინახავს ვარდი _ თეთრიცა და წითელიც, მაგრამ
მისი ღაწვები არ არიან ვარდის მინდვრები,
და თუმცა როცა მის სუნთქვას ვგრძნობ, გონებას ვკარგავ,
მას სურნელოვანს ვერ ვუწოდებ, ვერასდიდებით.

მე მიყვარს მასთან საუბარი, თუმცაღა ბროლის
საამო წკრიალს მისი ხმის ტემბრს ვერაფრით ვადრი.
და ვერასოდეს ვერ ვიხილავ ღმერთქალის რონინს,
ჩემი მიჯნური, როგორც წესი, მიწაზე დადის.

და მაინც, ჩემი სიყვარული ისე მისია,
რომ მასთან რამის შედარება უკადრისია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწა ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
tikotiko

მე-3 მომეწონა ძალიან, განსაკუთრებით გამოვარჩიე რატომღაც :)

კარმას მოგართმევ საპასუხოდ=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცაზე ციმციმებ,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი,
ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო,
ო, რა ხანია გელი.

ბედის ვარსკვლავო,
შემომხვიე თბილი მკლავები,
ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა,
ჩუმად მითხრი, სად იყავი გადაკარგული,
ვიინ შეგიყვარდა?...

ბედის ვარსკვლავო,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი.
იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული ,
ჩუმად მითხარი...

ბედის ვარსკვლავო,
იდუმალო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული.
ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით
და სიყვარული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბედს გავურბოდი,
და გული გავხსენ.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, უხილავზე.
ბედს გავურბოდი,
მაინც რას ვეძებ.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, სილურჯეზე.
ბედს გავურბოდი,
მე უფრო ასე.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, დაღუპვაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://ru.youtube.com/watch?v=oOlqi5ScB ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://ru.youtube.com/watch?v=HRU8tXCNC ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=snzEqjuq ... re=related

აუპაირად როგორა ხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია,
მიმზერდა იის ცისფერი თვალი,
მღეროდა ვიღაც და სამაიას
ცეკვავდა სამი უცნობი ქალი.
გადავიარე სინათლის ზღვარი
და უცნაური ვნახე ხატება -
ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარი
გასაოცარი გამოცხადება.
სულიერივით დარბოდნენ ხენი,
ფრინველებს ლხენით ვესროდი ისარს,
მოჰყავდათ ჩემსკენ ფასკუნჯებს ფრენით
პირმშვენიერი მნათობი დღისა.
ისე ბრწყინავდა ვერცხლის ხეხილი,
გაოცდებოდით ფერთამხილველი, ―
ოქროს მთა-ბარი და მთაგრეხილი,
გამოცხადება გასაკვირველი!
ოქროს გალიებს, ოქროს ზარებით,
და გალიებში სამოთხის ჩიტებს
ვუმზერდი, ვიდექ ფერნამკრთალები
და გრძნეულივით ვუსმენდი კიდეც.
და მერე, როცა მეტოქემ მთვარის
გადამაფარა სინათლის კალთა, ―
უეცრად გაქრა ზმანება მკრთალი
განათებული ოცნების კართან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ყოველდღე პიანი,გარშემო ბოზები,
გაჭედვა,ხიპიში,სხვადასხვა პოზები,
ვაკრუგ დაყრილი ჩიკუშკის ბოთლები,
ყოველდღე მთვრალი ვარ,საძმო მყავს ლოთები.
საფერფლე სავსეა,ბიჩოკი, ნამწვავი,
დილით კი ბალიშზე ვიღაცის ნაწნავი.......
ჭკუას მარიგებს ვინცაა ჭკვიანი,

ვიცინი...რა მიჭირს?კბილები ჭიანი

ყოველდღე იგივე,დილიდან მთვრალები,

პახმელიაზე ასწორებს ქალები.

ვერ ვაგდებ ზაპოის,დამეწყო ლომკები,

დიდხანს ვერ გავქაჩავ,მე მალე მოვკვდები!!!

(ჩემი დაქერილია)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad მეც
ძალიან მომეწონა შენი ლექსი და საპასუხო კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცუდოოოო ეს ლექსი ალკოჰოლმა დაგაწერინა , სიყვარულმა თუ მართლა ჭიანი კბილის ხელი ურევია ამ საქმეში :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) ისე შექების ღირსია შენი ლექსები ასე შეუდრეკლად რომ გამოგაქვს სააშკარაოზე მე ვერ ვბედავ =oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ეს უბრალოდ იუმოირის სიყვარულის ბრალია თიკოთიკო..
შენც დადე მაგისთვის არავინ გაუსროკიათ ჯერ :))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
tikotiko

გაკოცე ბევრი, ბევრი=zer= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი