|
1
ჩემთვის პატივია შენი სიყვარული, მე ამაყი ვარ, შენ რომ მიყვარხარ, სიტყვა სიტყვით გშვენის ძეწკვი ცადაბმული და სრულყოფამდე კოცნის მიყვანა, ჩემთვის პატივია შენთან ერთად წოლა შენთან ერთად სუნთქვა, ღმერთის ნებივრობით, მიწის სურნელება ზეცას ერთო ცოლად მართლაც ისე მოხდა, როგორც მე ვფიქრობდი,
2
ჩემთვის პატივია ღამის გათენება, დილის სიჩუმეში ზურგზე ჩრდილი გითრთის, როცა ბაგეები სიზმრის ნარჩენებად წვეთებს მაპკურებენ და შენც ისე იტყვი:- ჩემთან იყავიო, ჩემგან არ წახვიდე,- თითქოს ქარი ვარ და, ქროლვა დილით მნებავს, თითქოს მიწა იძვრა, შეკრთა და ცა ხიდებს ღრუბლებს უთამაშებს წვიმის მდინარებად,
3
ვხედავ მარტოსულთა სამიჯნურე სიკვდილს, რამდენს ითმენენ და, როგორ არ ტირიან, ზოგჯერ მჯერა მათი, ზოგჯერ მათი მიკვირს, მათთან სიახლოვეც ჩემთვის პატივია, თუმცა ოთხივე მხრივ, სამჯერ ჯვარნაწერი ზოგჯერ სულის სიღრმეც სავსე ჭის იერით, უცხო შეფიქრებით მოგავს წმინდა წერილს სრულყოფილებისგან ასე ნიჭიერნი
4
ქარნი არტისტები, ქარნი არტისტები, ღამით შიშვლდებიან, ღამეც სინათლეს შლის, როცა ზამთრის ნებით ზაფხულს ვაკვირდები სადღაც ირწევიან იმ დიდ სიმაღლეში, მე იქ საუნჯე მაქვს ჩემი სიყვარულის სახით გამჭვირვალე, თითქოს წყლისთვალება, როგორც ვარსკვლავია ცაზე მიხატული და იმ ვარსკვლავში კი, შორი ბრწყინვალება.
|