↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
დამშვიდდით ხალხო ძალიან გთხოვთ.
არც პოზიცია დათმობს თავის პოზიციას და
არც ოპოზიცია.ერთსაც საკუთარი ჯიბის
დარდი აქვს და მეორესაც,ჩვენთვის კი
არცერთი არც ეხლაა და არც მერე იქნება.
ნია 7,ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემის
მიუხედავად(ძალიან გამსგავსებთ ჩემთვის
საყვარელ პიროვნებას)ერთს მაინც გეტყვით,
ნუ ჩაიდებთ თავში იმ აზრს,რომ ტერიტორიები
შეგნებულად ვინმემ ჩააბარა რუსეთს,მაგის დროც დადგება და ყველაფერი გაირკვევა.
იმასაც მივესალმები,თუ სააკაშვილი თავისით
გადადგება,თუ არა და ყველფერი წყლის
ნაყვა იქნება.მაშინ ვის კისერზე იქნება
გარეთ გამოსული,გაწბილებული ხალხის ცოდვა?
დიდი პატივისცემით ქურდი მახო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქურდი მახო
უბრალოდ აზრთა ჯანსაღი გაცვლა გამოცვლაა . :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამოდის, ნათდება!

ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთაბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა რომ არ. დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება. ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრე და სხვების მოლოდინიც ჰქონდათ. ყმუილით, ნელის ბოხის ხმით აუწყებდენ ამხანაგებს: “მოდით, ნუ დაიგვიანებთო!”.

ქვეიდან, შორს სოფლიდან გაურკვეველი ჟრიამული ისმოდა სახლებიდან ამონადენი ბოლი ნისლად, ჯანღად ზედ გადასწოლოდა სოფელს, საბნად ეხურა, მაღლა ცა გავარვარებული, ვარსკვლავებით მოჭედილი, ხოლო პირმოკუმული, გაშტერებული დასჩერებოდა დედამიწას.

მგლები ამაღამ სოფელს უნდა ესტუმრონ. - ესაა მათი ფიქრი და განზრახვა. თავს იმიტომ იყრიდენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. ერთი კვირაა მშივრები დალასლასებენ, მიწასაც კი ვეღარ თხრიდენ საჭმელად თოვლისა და ყინულისაგან. მოგროვდენ, დიდი ჯოგი გაკეთდა. ყველანი კბილებს აკაწკაწებდენ. შიოდათ, ძალიან შიოდათ! ერთმანეთს ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-ლუკმა გაეგლიჯათ. რომელ ერთს ეყოფოდა ერთი მგელი, თითო ლუკმა ხომ არც კი შეხვდებოდათ! არა, ცოტათი მაინც შიმშილის ჟინს მოიკლავდენ.

საგულისხმო სანახავი იყო ამ დროს მგლების კრება: ზოგი იწვა თოვლზე, სხვა დაყუნტებულიყო, რიგიც იდგა ფეხზე კუდებდაშვებული, ხოლო ყველას პირები ჰქონდა დაღებული. ასე თათბირობდენ თარეშის, ლაშქრობის შესახებ.

- კარგი დრო გავიდა, კარგი, ბიჭებო! როგორ ბნელა! აბა, ვისაც იმედი აქვს თავისა, ეხლა უნდა ეცადოს, ამბობდა მოხუცი მგელი ტოტია.

- ოღონდაც, ოღონდაც - სთქვა მეორემ, - თუ სხვას ვეღარას მოვიგდებთ გარეთ, ძაღლები მაინც მოვიტაცოთ. ხომ იცით ჩემი ამბავი? თქვენ ჩაგასაფრებთ, მე გამოვიტყუებ, გავუთამაშებ, ჩავუკვდებ-მოვუკვდები ქედანას, შემოგაგდებთ ზედ და მაშინ თქვენ იცით, როგორც გაირჯებით!

- რა შვილებმა არ ვიცით ჩვენც, როგორ უნდა ჭამა ლეშისა, - სთქვეს სხვებმა სიცილით. თათბირობდენ ფარეხის გატეხაზე. ცხვრის მოგონებაზე ყველამ დაღებული, ცეცხლით ანთებული ლაშები უფრო დააღეს და ნაკვერჩხლებად გამოაჩინეს დიდრონი კბილები. გაჰკრეს, გაუსვეს კბილი-კბილს: აჩქამდა კბილები და საერთო, საშინელ ცეცხლად დაენთო, არე-მარე გაანათა.

აიშალნენ იმ იმედით, რომ გაძღებოდენ, დაეშვნენ თავქვე, წინ ჩაუძღვათ ტოტია, წალიკი დააკრეს გორის პირს - ჩამომწკრივდენ, იმედი უღვივოდათ გულში, მაგრამ დახეთ, რომ ბედმა უმუხთლა. რასაც არ მოელოდენ, ის მოხდა; მოხდა ის, რითაც იმათი საქმე ფუჭდებოდა, იშლებოდა; წელი მოსწყდათ. რა მოხდა განა ასეთი? ამათ სიბნელის იმედი ჰქონდათ ხომ, მაგრამ ცოტათ შენიშნეს, რომ აღმოსავლეთით ცის პირი ნათდებოდა. ყველანი შეჯგუფდენ ერთად და მიაპყრეს იქით თვალები. ცოტა ხნის შემდეგ მთვარემ წვერი ამოჰყო. ამოვიდა მთვარე და გაანათა ტყე, მთა, ბნელი კუნჭულები; გაანათა ჯურღმული. შეჯგუფებული მგლები ბრაზმორეულნი იძახდენ: “ამოდის, ამოდის, ნათდება!” მთვარისაკენ მიპყრობილ მგლების თვალებიდან ზიზღის, სიძულვილის, სისხლის ძიების ისრები იყო გაძაფული. როგორ სწყევლიდენ მის ამოსვლას!

- გაგიხმეს ფეხი, გაგიწყრეს ღმერთი! ვაი შენ, ვაი შენ გაჩენის დღესა! ამბობდენ მგლები და თან კბილებს უღრჭენდენ: “ახ ნეტავი, ხელში კი ჩაგვაგდებინა, შეგვეჭამა, რომ მოგვესპო მაგისთვის სიცოცხლეა:. ყველაზე უფრო წყრებოდა, ბორგავდა ერთი ბებერი მგელი.

- ბევრჯელ მომიკალ გული. - ამბობდა იგი, ბევრჯელ დამაღონე, შე წყეულო, შე შეჩვენებულო; ბევრჯელ დამაღონე, გამიმწარე სიცოცხლის დღენი. ბევრის ცხოველის სისხლით ბევრჯელ შევიღებე ცხვირ-პირი, ტოტები და მკერდი; მთელ ორ კვირას დავუმშვენებივარ ამ სისხლსა და ჩემ ტანზე მისი დანახვით სიყმილის ჟინი მომიკლავს. ნეტავი, მთვარევ, ერთხელ შენთვისაც გამესვა ჩემი ბასრი კბილი, ნეტა შენის სისხლითაც დაემშვენებინა მხარბეჭი და თითები ლეგჩოხა ბიჭს ტოტიას.

დანარჩენებიც ამასვე ფიქრობდენ კვლავ ლაშდაღებულნი და შეჩერებოდენ მთვარეს: მთვარე კი ამოდიოდა ზევით და ზევით, ამომაღლდა ცაზე; გაანათა ტყეში ხისა და კლდის ძირები, ბნელი ხევები, აგრეთვე გაანათა სოფლად ბნელი კუნჭულები ციხე-კოშკებისა და ძველთა შენობათა ნანგრევებისა, სასაფლაოს შავ ქვებს თავის სხივის სანთელი დაუნთო; მადლიანად და ცხოვლად იყურებოდა სასაფლაოც-კი. გაცრუვდა ყოველი იმედი დავლისა, თარეშობისა. დღის სასწორი ღამეა. რაღა ქნან? იმედი გადაუწყდათ, სასოება დაჰკარგეს, ერთმანეთს-ღა დაუწყეს თვალიერება; ფიქრობდენ, არჩევდენ, ვინ არის ჩვენში სახარჯი, შესაჭმელიო. ერთი მზად იყო მეორეს ძგერებოდა და შუაზე გაეგლიჯა.

მოხუცი ტოტია, თავპირდასიებული ჯაგს უკან ეყუნთა, ფიქრებში იყო გართული; იმას ბევრი შიმშილი უნახავს და ბევრი ვაება გამოუცდია, მაგრე რიგად იმიტომ არ იყო შეწუხებული, ახლაც სხვისა იმედით ნადირობდა; ახალგაზრდა მგლები უზიარებდენ იმას საზრდოს.

- ტოტიავ, ეი, არ გესმის?! რას გარინდებულხარ, ვერა ხედავ რა ამბავია? ვიღუპებით შიმშილით, ლამის მგლის ნათესაობა, ჯილაგი გაწყდეს პირისაგან ქვეყნისა. რასა სწერს შენი კარაბადინი, ბიძიავ? - უთხრა მას ერთმა მგელმა და თან ტოტი გაუქნია თავში.

- რას სჩადი, შე ბრიყვო, შე გაუზრდელო ვირო? - სთქვა წყრომით მოხუცმა მგელმა. სხვა მგლებმაც ყურები აცქვიტეს, იგრძნეს საქმის ვითარება.

- ჰოდა რა?! - იღრიალა ყველამ ერთად: - ძალიან კარგად გიშვრება, შენისთანა ბრიყვზე ერთი ტოტის დაკვრა კიდევაც ცოტაა. კბილი გაუსვით მაგას, კბილი; ეს სინათლე სულ მაგის ბრალია! - ღმუოდენ ყველანი. დიდხანს აღარ აცალეს და თათებს კბილებიც მიაშველეს...

- ბიჭო, ჭკვიანად, ჭკვიანად! რას ჩადით, თქვე ბრიყვებო? - ღმუთუნებდა ტოტია და უღრენდა კბილს ხან ერთს, ხან მეორეს, მაგრამ იმისი ღრენა ვის შეაშინებდა? ერთ წამში გათავდა ტოტიას სიცოცხლე; ლეშთან ერთად გათავდა მისი სულიც. ბეწვიც აღარსად ეგდო იმის მრავალტანჯულის ტყავისა. ოდნავ თუ სადმე ნასისხლარს შეამჩნევდით, ის იყო. მგლებს ცოტათი გული დაუმშვიდდათ, მაგრამ კიდევ შიოდათ. შეხედეს ერთმანეთს, შეეშინდა ერთს მეორისა, ალბათ იმიტომ - ახლა მე არ შემჭამონო. შეეშინდათ და გაფრთხენ. ერთი მეორეს გაურბოდა, ჯაგიანებში ჩხლაკა-ჩხლუკი ისმოდა და თან თოვლის ჭყრიალი... მთვარე კი ამოვიდა, ამოცურდა მაღლა, თითქმის. შუა ცაზე, ნათლად კაშკაშებდა და იქიდან, როგორც დარაჯი, უფთხობდა ქვეყანას მტერსა... მგლები კი გარბოდნენ უგზოუკვლოდ ტყეში და ყველას პირზე ეკერა: “განათდა, განათდა!”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო რა ცუდია რომ ტელეკომპანია მაესტროს მარტო საქართველოში აჩვენებენ.უცნობმა ახალი პროექტი წამოიწყო.საკანი5.მიდიან იქ პოლიტიკოსები და პირდაპირ ეთერში საუბრობენ საქართველოს ბედზე.სამტავრობო ვერ ბედავს მისვლას ჯერჯერობით.ყურები არ მოისმენს ისე რომ გული არ ცაგეგლიჯოს,როგორ ფაქტებით საუბრობენ თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.მარტალი ხარ სააკაშვილი თუ არ წავიდა არ ვიცი ქართველ ხალხს რა გვეშველება.მაგრამ სათანადო კანდიდატიც რომ არ გვყავს.დაიღალა ხალხიც ამდენი მიტინგებით.იმედი ბოლოს კვდებაო.ხოდა ჩვენთვისაც მოიცლის დალოცვილი უფალი და მართლა გაბრწყინდება საქართველო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეჰ,ჩემო ნანა,ეს ხელისუფლება კი
უნდა წავიდეს,მაგრამ იმათ კი თავის
უცნობ-გრეჩიხასთან ერთად იქიდან
აღარ გამოვუშვებდი.
რაც ალხანაა ის ჩალხანა და თუ ვინმე დაიჯერებს
ცოტა მეტიც.
მაგათმა საკნიდან ისეთი ახალი რა უნდა
გვითხრან,რაც ჩვენთვის უცხო იქნება,ან
რაც მხოლოდ საქართველოში ხდება და სხვაგან
არა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ ძმაო მახო.მაგ ძმებთანაც მქონდა შეხება ნიკუსასთან დაკავშირებით მაგრამ ამაოდ.ძმებს არველადზებსაც გაუგზავნე მესიჯი დახმარებაზე მაგრამ პასუხის ღირსიც არ გამხადეს.საქართველოს თავში მართლა დიდსულოვანი და თავის ერის მოყვარული ადამიანი უნდა მოვიდეს.ტორემ სხვანაირად სულ ასე მათხოვრობაში ვიქნებით.ძმებმა მთელი ქონება ვენაში გაუშვა ერთი ქველმოქმედება არ გაუკეთებიათ.და თქვენც ქართველები ხართ და ისინიც.ეხ მახო გეხუტებით გულებში.იმიტომ გეფერებით ამდენს რომ მართლა ქართული გულები და სულები გაქვთ დამიჯერე.=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქურდი მახო გამარჯობა ეს აღსარება ფაქტ.გე -ზე იყო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტელმანი,დიდი მსადლობა.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: ჯემალას დარდები

სიახლე — თავფურცელი
11:26 08.02.2009
”რუსეთში სამღერლად წასვლაზე ცუდი რა შეგვიძლია მოვიფიქროთ კიდევ?”. ფოტო: wordpress.com
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[მურმან ეკალაძე]
ინოლა გურგულიას თუ დავუჯერებთ, შესაძლებელია პირველად მართლაც სიმღერა იყო, ოღონდ დარწმუნებუყლი ვარ, რომ ის სიმღერა არ იქნებოდა, რომლითაც მავანი ქართველი მომღერალი მოსკოვში გასამართ ”ევროვიზიაზე” აპირებს წარდგენას.

იმ საკითხმა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მოსკოვურ ”ევროვიზიაზე” ქართველი მომღერალი მაინც იმღერებს, ქართულ ინტერნეტ-ფორუმნებზე დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოდი და ნუ აღშფოთდები, ნუ შეშფოთდები და ნუ დაგმობ...

murzakani: ”ნუ წავა ქართველი ”ევროვიზიაზე”! იყო მსგავსი მოთხოვნები და რაღაც ვერ იმუშავა... 1 არხზე კი მიდის ანონსი და ეპატიჟებიან შემსრულებლებს ევროვიზიაზე გასამგზავრებლად!

თავი არ მოვიჭრათ! რუსეთში სამღერლად წასვლაზე ცუდი რა შეგვიძლია მოვიფიქროთ კიდევ, მე არ ვიცი!

ჩვენ კი არა, აქციებია საელჩოებთან მოსაწყობი, რომ სხვა ქვეყნებმაც უარი განაცხადონ დამპყრობელ და ბოროტ ქვეყანაში ჩასვლაზე! ნუ გავლენჩდებით! მარტო მიშას გინება არაა ქვეყნის სიყვარული!

მოვუწოდოთ კრეტინებს, რომ დამალონ მაინც თავისი სიკრეტინე! არავითარი კონკურსი! ბოიკოტი ევროვიზიას და რუსეთს.

არადა, საუბარი ხომ რუსეთზეა, ქვეყანაზე, სადაც დღემდე სჯერათ, რომ საქართველო მათი ნაწილია და ”გრუზია” რუსეთის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ იმიტომ აღარ არის, რომ ”დედა რუსეთს” მასონები უტევენ...

vaxushtii: ”ომის დროს, რუსებს ამ ძალებით რომც წაეგოთ ომი, რაც პირველ ეტაპზე აგვისტოში შემოიყვანეს, უფრო მეტ სამხედრო ტექნიკას შემოყრიდნენ განუსაზღვრელი რაოდენობით და სამხედროებსაც მანამ, სანამ წარმატებას არ მიაღწევდნენ... არავინ იცის რა მოხდებოდა სიტუაციის სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში...

ერთადერთი რეალურად რაც შეგვეძლო, ომი გაგვეგრძელებინა და ხანგრძლივ ომში გადაგვეზარდა, მაშინ გრძელვადიან პერიოდში შეგვეძლო წარმატების მიღწევა, რადგან ოდესმე ხომ ამოეწურებოდა რუსებს რესურსი (მაგრამ ეს საქართველოს ეკონომიკას სრულიად გაანადგურებდა)

კარგად გაიაზრეთ, რომ რუსეთი დიდი ხანია გამალებით ემზადებოდა ამ ომისთვის, რკინიგზაც გაიყვანა აფხაზეთში, ცხინვალში კი, სამხედრო ბაზები ააშენა, მიდიოდა გამალებული წვრთნები, დიდი რაოდენობის სამხედრო კონტიგენტი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა ომის დაწყებისას...

მობილიზებული იყო რუსების სამხედრო გემები, მზადყოფნაში იყვნენ სომხეთიდან შემოსასვლელად.... უბრალოდ, კარგად გაიაზრეთ რა საფრთხეში ვიყავით და ახლა გაცილებით საფრთხეში ვართ”.

ამ კაცს თუ დავუჯერებთ, სჯობია ისევ ომისთვის მოვემზადოთ. რუსეთი არ გაჩერდება.

ოპოზიციურად განწყობილი ფორუმელების აზრით, მიხეილ სააკაშვილს სურს 2013 წლამდე გაძლოს, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან და დაშვებული პოლიტიკური შეცდომებიდან გამომდინარე, სააკაშვილი 2010 წლის საახალწლო მოლოცვასაც კი ვერ შეძლებს.

Karlos: ”სამწუხარო, ის ფაქტია, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს, სადაც პრეზიდენტი შეძლებს თავისი ვადა ამოწუროს. ეს გარკვეულ წილად სააკაშვილის ბრალია, რადგან ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, რომელიც სხვადასხვა თემებში კარგად არის ჩამოთვლილი და არ გავიმეორებ.

სააკაშვილი არავითარ ფასად არ თმობს შეჩვეულ სკამს და სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც გემრიელად მიირთმევდა ჰალსტუხს შიშისაგან, კიდევ გააჩნია პრეტენზია ქვეყნის და ერის ლიდერობაზე.

მე ვფიქრობ, ეს კაცი, სკამის გამო საქართველოსაც კი გაწირავს. უკვე ენერგო და სტრატეგიული რესურსები ნელ-ნელა ”გაუპრავა” რუსებს, მაგრამ მიშას ცოდვებზე სხვა თემებშიც ბევრი დაწერილა.

საჭიროა რეალური კომპრომისი, რომელზეც ოპოციზიაც დათანხმდება და პრზიდენტიც. დღევანდელი სურათიდან გამომდინარე, პრეზიდენტს 6-9 თვეში სხვა შესაძლებლობა არ ექნება და მოუწევს კომპრომისზე წასვლა”.

ერთი რამ ცხადია: აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა სრული თანხმობით და ურთიერთთანამშრომლობით.

ომის შემდეგ, საქართველოში ძალიან დიდი დახმარება ჩამოვიდა. დაზარალებულ ოჯახზე 35’000 დოლარი! რაც მოხმარდა მხოლოდ და მხოლოდ ხუხულის და ტუალეტის მშენებლობას ტრიალ მინდორში...

Armor: ”35’000 დოლარად ერთ ოჯახს გაცილებით დიდ დახმარებას გავუწევდი!

თქვენი აზრით მაინც რამდენი დაჯდებოდა, ვთქვათ, ერთი ოჯახის ჩასახლება წალკაში? 35’000-ზე გაცილებით ნაკლები და გაცილებით უკეთესი პირობები ექნებოდათ ვიდრე ახლა აქვთ...

გასამხედროებული დასახლებების შექმნას წალკაში და წითელი ხიდისკენ სტრატეგიული მნიშვნელობაც ექნებოდა. მარა ფული ვინღა მოიპაროს მერე? ვინ უყიდოს თავის კახპას ჯიპი?”

ფორუმელების უმეტესი ნაწილის პათოსია: ”ამერიკა გადაგვარჩენს”, ”რუსებს დაერხათ”, ”ვირს წიხლი მოხვდა..” და ა.შ. მოკლედ დაიტანჯა ხალხი ლოდინით.

Babuagiorgi: ”ობამა შე ჩა...ხო შენა, გამოდი გარეთ და მიეცი ამ ხალხს კიდევ რამე ახალი იმედი, თორემ ფორუმი ლამის ატომურ ბომბზე ოცნებობს კრემლის ბოსტანში.

ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? იფიქრეთ იმაზე, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართელოს ხელისუფლება ტოტალურად პარალიზირებულია? ე.ი. უნდა დავჯდეთ მონიტორებთან და ველოდოთ, ვინ ვისთან მოაწერს ხელს და სად რა სთქვა ბრაიზამ?”

ქართულ ფორუმებზე, კვლავაც მსჯელობენ იმაზე, თუ სააკაშვილმა რა გააკეთა, რა ვერ გააკეთა, რა არ გააკეთა და რას ვერ გააკეთებს ვერასოდეს...

Magen_David: ”დღეს კამათი მქონდა მეგობართან, რომელიც რადიკალურად უარყოფითადაა განწყობილი დღევანდელი ხელისუფლებისადმი.

მე 14 წლის წინ ვარ მანდედან წამოსული და შარშანწინ საქართველოში ყოფნისას, ჩემს აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. როდესაც ვადარებდი შევარდნაძის დროინდელ საქართველოს დღევანდელს.

კი, ვიცი ძალიან კარგია განათებული სოფლები და ქალაქები, უწყვეტი ელექტროენერგია, გაზი. ახალი გზები, პატრული და ა.შ. მაგრამ, მაინტერესებს თუ გაიხსნა და ამოქმედდა საწარმოები და კონკრეტულად რომელი.

ძალიან გთხოვთ, კამათისა და ურთიერთ შეურაცყოფის გარეშე, ეგება ჩამოვთვალოთ რა დარგის რომელი საწარმოები შევიდა ექსპლუატაციაში ამ ბოლო წლების განმავლობაში”.

ამ ახალგაზრდა ფორუმელის ინტერესი მყისვე დააკმაყოფილეს...

FAQ77: ”ედიკას დროს რაც არ მუშაობდა, ან მუშაობდა - მარა ისე, რომ ნაძალადევად და შედეგი არ ქონდა, და მერე ამუშავდა:

1. მადნეული,
2. ზესტაფონის ფერო
3. ჭიათურმანგანუმი
4. ტყიბულის ქვანახშირი
5. რუსთავის მეტალურგია
6. აზოტი
7. ჩაის ზოგიერთი წარმოება აღდგა
8. ორი არმატურის ქარხანა გაიხსნა, კიდევ ორი შენდება
9. კასპი ცემენტი, რუსთავცემენტი, მუშაობდნენ ედიკას დროს, მარა ძალიან მინიმალური დატვირთვით აქ გერმანული ინვესტიცია ჩაიდო

რაც არ იყო და გაიხსნა მე რაც მახსენდება

1. ციტრუსების ქარხანა აჭარაში - თანაც ორი
2. მარნეულში ტომატების და საწებლების ქარხანა
3. მეტალოპლასტმასის ადგილობრივი წარმოება
4. ქართული პამპერსის ქარხანა ამერიკული ინვესტიციით
5. ღვინის კომპანია, ბადაგონი, მარა ცისკარიშვილმა დედა უტირა
6. ბრენდმოლი,
7. გუდვილი და პოპული მგონი არ იყო ედიკას დროს
8. თეგეტას უნივერსალური ავტო ცენტრი
9. აეროპორტი, თუმცა აქვს ბევრი ნაკლი, ქარი აციებს ხოლმე
10. სამშენებლოებს აღარ ჩამოვთვლი

ეს რაც გამახსენდა რაც არა ეგ კიდევ ორი ამდენი იქნება ალბათ

მარა მიშა მაინც უნდა წავიდეს სხვა პრობლემების გამო. ედიკას მაინც 100%-ით ჯობია, და რიგ სფეროებში იმაზე მეტი გაკეთდა ვიდრე შესაძლებლად მიმაჩნდა, იგივე ბიუჯეტის შესრულება, საბაჟო საგადასახადო, სამოქალაქო საჯარო რეესტრები, ლიცენზიების გაუქმება და ასე შემდეგ, ძალიან დადებითი ეფექტი მოყვა”

დაბოლოს, არ შეიძლება გამოგვრჩეს წინა კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. თბილისში, ყვითელ ავტობუსებზე ხურდის ჩასაყრელი აპარატები ამუშავდა და ავტობუსების სალონებში ჭეშმარიტად ევროპული ჩხარუნ-ჩხაკუნი ატყდა.

Internet_contraband: ”მოგეხსენებათ, ყვითელ ავტობუსებში დააყენეს ახალი... რაღაცეები... მოკლედ ხურდას ყრი... ოღონდ თუ ხურდა არ გაქვს და ბანკნოტები გაქვს, მაშინ ჩემს ფეხებს გადაიხდი მაგრამ უფრო მაგარი ამბავიც მაქვს:

თუ ამ ახალი ამბავის შესახებ არ იცი და ისე ამოხვედი, ან უხურდოდ ამოხვედი და კონტროლიორიც ამოვიდა - ჯარიმაა 15 ლარი. ამ აპარატებზე ჩატარდა ტენდერი, რომელზეც ინფოს ვერ ვპოულობ, მაგრამ ვიცი რომ გამარჯვებული გახდა ”საქართველოს ბანკი” (?) საინტერესოა რატომ მისცეს უფლება ასეთი რაღაცეების დამონტაჟების და მითუმეტეს გაამარჯვებინეს... გამოასწორეთ, რა ჯანდაბაა?!”

და იყო წყევლაი და განქიქება ფრიადი... ხოლო ოდეს ჟამსა მწუხრისასა, მძღოლმან აუტობუსისამან, რომელსაც ეტყვიან: ჯემალ, მიატანა სახლამდე. ძეი ჯემალაისი - საბა მივიდა მასთან და შეევედრა, რათა მიეცა ოდენ ორი უზალთუნი, რათა ინტერნეტ-კაფესა შინა წასულიყო და სალაღობო თამაშებით ელხინა ფრიად.

მაგრამ მან ჯემალმან რქუა: არ მაქუს ხურდაი, რამეთუ აპარატი იგი, დადგმული დღეისა ამას, კონტროლ ჰყვეს, მსტოვრებმან სამეფიოსა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოველდღიური დაიჯესტის ხშირი სტუმრების
საყურადღებოდ.
გთოვთ ცალი თვალით შემოიჭყითოთ
SOS-შიც და ფერეიდანშიც,წაიკითხოთ
ყველასათვის საინტერესო და საყურადღებო
განცხადება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
კურიერი"-"ქრონიკა" _ იპოვეთ სამი განსხვავება

მეცნიერულად არის დასაბუთებული და ჯერ კიდევ ავადმოსაგონარი კომუნიზმის ეპოქაში საქმით დამტკიცებული, რომ ხალხის "ფსიქიკური სიჯანსაღის" შესანარჩუნებლად აუცილებელია რაც შეიძლება დიდი რაოდენობით დადებითი ემოცია. დადებითი ემოციის ფორმირება კი პოზიტიური ხასიათის ინფორმაციით ზემოქმედების შედეგად საუკეთესოდ მიიღწევა.

ისეთი ინფორმაციისა, რომელიც ასახავს მიღწევებს, პერსპექტივებს, ერთი სიტყვით, იმედებს აღვივებს. აი, სწორედ ისეთი, საქართველოს "გაღარიბებულ" ტელესივრცეში შემორჩენილი ერთი-ორი საინფორმაციო არხით (რა თქმა უნდა, მათი ფილიალების მეშვეობითაც) რომ გადაიცემა _ მაგალითად, თუნდაც "იმედზე"თბილისის მერიისა და მუხლჩაუხრელი გიგი უგულავას საქმიანობის შესახებ.

საერთოდ, ბოლო დროს, ქართული საინფორმაციო გამოშვებები სულ სამომავლო გეგმებზე საუბრით იწყება _ გზების რეაბილიტაცია ამა და ამ წელს დასრულდება, აჭარაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, სოფლის მეურნეობის სისტემაში ძირეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ვინაიდან საპარლამენტო მოსმენიდან გამოსულ, პირდაპირ ეთერში ჩართულ "კურიერის" აჟიტირებულ კორესპონდენტს თავადაც სჯერა და ჩვენც გვარწმუნებს, რომ 2009 წელს სოფლებში "ყველა ოჯახში ტრაქტორი შევა"... და ასე შემდეგ.

კიდევ მეტი ეფექტის მისაღწევად ადვილი შესაძლებელია, საინფორმაციო გამოშვება დაიწყოს ასეთი ფრაზითაც: "მსოფლიოში გამეფებული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადია და მის განვითარებას საფრთხე არ ემუქრება."

რა თქმა უნდა, ნათქვამის საილუსტრაციოდ თელეთში მეცხოველეობის ფერმა არსებობს. თუკი საქმეს დასჭირდება, ლენტსაც გაჭრის ქვეყნის პირველი პირი, დაახლოებით ასეთი ქვეტექსტით: "ასი ძროხა გადაარჩენს საქართველოს ეკონომიკას". მსგავსი სიუჟეტი, შესაძლოა, პირველი რიგის ნიუსად არ გავიდეს ერთიმეორის მსგავს საინფორმაციო გამოშვებებში, მაგრამ მთელი დღე რომ იტრიალებს საათში ერთხელ _ ეს სასიქადულო არხების საინფორმაციო პოლიტიკით არის უზრუნველყოფილი.

"კურიერისა" და "ქრონიკის" გამოშვებები სერიალებს დაემსგავსა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ერთი თვის წინანდელ არქივს რომ გადახედოთ და გუშინ გასულ სიუჟეტებს შეადაროთ, არსებითი შინაარსობრივი სხვაობა მათ შორის არ იქნება.

ერთადერთი იმით თუ "გაერთობით", რომ იპოვოთ სამი განსხვავება "კურიერსა" და "ქრონიკას" შორის. მაგალითად, ერთნაირი მონდომებით დამონტაჟდება ვიღაც უცხოელის ინტერვიუ და სრულიად სხვაგვარი კონტექსტით გადაიცემა ფრაზები იმის შესახებ, თუ როგორ გაჩაღდა აგვისტოს ომი. შემდეგ იხილავთ ორიგინალს და აღმოჩნდება, რომ, უბრალოდ, გატყუებენ... თითქმის ის უცხოელიც კი შეგებრალებათ.

არც ერთი არხი, გარდა "კავკასიისა", არ გადასცემს გირგვლიანის მკვლელობის დღეს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეების დაშლას, მანდილოსნების ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩვენს ნერვებს მართლაც სამაგალითოდ უფრთხილდებიან.

სამაგიეროდ "კურიერის" ჟურნალისტებს არ ავიწყდებათ ირაკლი ალასანიაზე მომზადებულ სიუჟეტში, "დუზუსტებელი წყაროს" გადმოცემით, სხვათა შორის აღნიშნონ, რომ 90-იან წლებში ის "კულინარიელთა" საძმოს წევრი _ ესე იგი კრიმინალური ავტორიტეტი იყო.

გასაკვირი არაფერია. ჩვენც დიდად არ ვიდარდებთ _ ალასანია როგორმე თავს დაიცავს. დასანანი ის არის, რომ ეს სასიქადულო ტელეკომპანიები აღარ მალავენ _ ასრულებენ ყველა სახის სახელისუფლებო დაკვეთას, განსაკუთრებული ენთუზიაზმით კი ისეთს, პოლიტიკური ოპონენტების რეიტინგს კბილს რომ გაჰკრავს…

არის შემთხვევებიც, როდესაც საინფორმაციო გამოშვებებში შიგადაშიგ "სოციალური თემატიკაც" გამოერევა ხოლმე: როგორ შეიძლება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება კამერებისა და რომელიმე ჩინოვნიკის თვითკმაყოფილი გამომეტყველების ანფასიდან მსხვილი ხედის ჩვენების გარეშე გადასცენ.

საერთო სატელევიზიო პათოსი ასეთია: ჩვენი პრეზიდენტისა არ იყოს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა საახალწლოდ "გოჭებს წვავს და ინდაურებს საცივში აწყობს" ხოლმე, ხელისუფლება მუშაობს და ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ, უდავოდ, კარგად არის.

აბა, ნახეთ, ევროპაში რა ხდება? კრიზისია. სამუშაო ადგილებს ამცირებენ, უმსხვილესი ბრენდები ფილიალებს აუქმებენ. მილიარდობით დოლარის დანაკარგის შემდეგ, ცნობილი ბიზნესმენი მატარებლის ლიანდაგზე წვება და თავს იკლავს.

ამ დროს კი, ტელეეკრანებიდან ქართველი ბიზნესმენები უჩვეულოდ ბედნიერი სახეებით გვიმტკიცებენ, რომ სამამულო ეკონომიკა არ ჩამოშლილა. თუკი არ გჯერათ, იხილეთ "კურიერის" სიუჟეტი, ვერ მიუსწარით? ერთ საათში იმავეს გაგიმეორებთ "ქრონიკა" _ "ხორცპროდუქტების კომპანია "მითანაში" სამუშაო ადგილები არ შეუმცირებიათ".

სადღაც ახალი პურის საცხობი აშენდა. რვა კაცი დასაქმდა და დედაქალაქის მერმა პირველი ლავაში იგემა – რა თქმა უნდა, ესეც იმის დასტურად უნდა მივიღოთ, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის, "დასაქმების" პროცესი მიმდინარეობს..

რა ხდება ამ დროს აგრესორ რუსეთში? იქ, საერთოდ, ქვა ქვაზე აღარ არის დარჩენილი _ არის უმუშევრობა, მიტინგები და "კბილთა ღრჭენა". ამიტომ, ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ, ხოლო იმისათვის, რათა ეს ბედნიერება სრულყოფილად შევიგრძნოთ, არ უნდა გავიდეს რეალური სურათის ამსახველი არც ერთი სიუჟეტი, თუნდაც, მაგალითად, საბანკო სექტორში მიმდინარე მასობრივი საკადრო შემცირებების, უმუშევრობის მასშტაბების დღითი დღე ზრდის შესახებ...

კერძო საოჯახო საუბრების თემად არის გადაქცეული ის, რომ ქვეყანაში შეჩერებულია ერთ დროს ბუმად გადაქცეული მშენებლობები, ათასობით ადამიანი კი უმუშევრად არის დარჩენილი. არავინ გადაიღებს სიუჟეტს არც ფასების არნახულ ზრდაზე და იმაზე, რომ სამომხმარებლო კალათის ფასი დოლარის ეკვივალენტში უკვე 130-ს აღწევს.

მთავარია ის, რომ გიგი წერეთელი არ დაგვზარდება, დაგვარწმუნებს ეკრანებიდან _ საარსებო მინიმუმისათვის თურმე 120 ლარი სავსებით საკმარისია... ასეთი სიუჟეტისა და კომენტარის ეთერში გაშვება უხერხულობას არ უქმნით საინფორმაციო გადაცემების ავტორებს.

სამაგიეროდ "პოსტ სკრიპტუმში" ანონსირებული სიუჟეტი, რომ ავთო ცქვიტინიძემ ბარაკ ობამას მეუღლის ჩაცმულობა დაიწუნა, სასწრაფო კორექტირებას ექვემდებარება _ ჩვენ გვიხსნიან, რომ ტექნიკური ხარვეზია, თუმცა რატომღაც მხოლოდ ერთ კომენტარს ჭრიან, ალბათ, ასეთი ლოგიკით _ ძლევამოსილი მეგობარი ქვეყანა არ მოვიმდუროთ. პრიმიტივიზმის აპოგეაა ამ თემაზე სიუჟეტიც და შემდეგ მისი კორექტირებაც. სწორედ ეს პრიმიტივიზმი და მის მარწუხებში მოქცეული ისტერიკა ახარხარებს საზოგადოებას ტელე-ცენზორების გენიალურ მიგნებებზე.

არ დაიჯეროთ, რომ ბატონ-ყმობა გადავარდა, ქართულ საინფორმაციო გადაცემებს უყურეთ და მიხვდებით, რომ ასე არ არისო _ ენამოსწრებულად იხუმრა ერთ-ერთი იუმორისტული გადაცემის ტელეწამყვანმა (იმედია, მას ამისთვის ენას არ მოაჭრიან.).

ხელისუფლების მიერ ქართული ტელესივრცის კოლონიზაციის პროცესი პიკს აღწევს. მართალია, ბოლო დროს თვით"რუსთავი-2"-ზეც კი გაისმა ისეთი მივიწყებული სიტყვები, როგორიცაა: თოქ-შოუ, პრეზიდენტი პასუხობს ხალხს და ასე შემდეგ... გაგიკვირდებოდათ, ალბათ და, რამდენჯერმე ვანო ჯავახიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე ხუმრობაც კი გაბედა.

რა თქმა უნდა, სახელისუფლებო "ჰებელსებმა" ("გვიყვარს" ეს გვარი) თავიანთი უგზო-უკვლო განათლების წყალობით კარგად იციან: ხელისუფლება, რომელსაც არჩევნები ელოდება წინ, მიუხედავად იმისა, რომ ჯიუტად გვიმტკიცებს, არსად ვაპირებ წასვლას, გამოწვევებს ვებრძვი და არც არჩევნების ხარჯების ფუფუნება აქვს ქვეყანასო, აშკარად ცდილობს გაექცეს საკუთარ შეცდომებს.

ანდა, უკვე დაშვებული შეცდომების ფსევდო-მონანიებით საზოგადოებაში თუკი ნდობას ვერ გააღვივებს, სულ მცირე დაბნეულობა მაინც შეიტანოს. ვენდოთ თუ არ ვენდოთ? _ ტვინს იჭყლეტს გულგასიებული მაყურებელი. რა თქმა უნდა, ინტუიციის დონეზე არც "კურიერსა" და "ქრონიკას" ენდობა კაცი და არც მათ მიერ გაპიარებულ, მობეზრებულ პოლიტიკურ სახეებს.

მაინც, ტელევიზია ტელევიზიაა, თუნდაც ვირტუალური, ცრუ რეალობით _ ყველგან შეღწევისა და დარწმუნების ძლევამოსილი უნარით. საზოგადოების გარკვეულ პროცენტზე მაინც ახდენს სასურველ ზეგავლენას _ ასეთია გათვლა.

საამისოდ ვირტუალური ფანტაზია კიდევ უფრო შორს იჭრება. ძლიერი ამა ქვეყნისა, ჰოი, საოცრებავ, უნდა ვირწმუნოთ, რომ "ბოლო დროს" კრიტიკასაც მეტი "შემწყნარებლობით" იღებს, ერთ დროს ჩასარეცხად გამზადებულ საზოგადოებასთან პირდაპირი ეთერის რეჟიმში შეხვედრებს მართავს... ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც კიდევ შეუძლია, ვინაიდან არჩეული კურსის კორექტირება უკვე შეუძლებელია.

ის, რაც ხელისუფლებას აღარ ძალუძს, მისმა მოხარკე ტელევიზიებმა უნდა "შეძლონ" _ რეჟიმი ჩიხშია. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლება, უბრალოდ, წყვეტს არსებობას და ამას დემოკრატიული როტაციის სისტემას უწოდებენ... ჩვენს ქვეყანაში ასეთი მექანიზმი არ მუშაობს. ჩვენნაირ ქვეყანაში ყოველივე სხვაგვარად ხდება. ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების "კორექტირება" მისი რუპორი ტელეარხების პრეროგატივაა და ამასაც მხოლოდ ვირტუალური, სატელევიზიო ხასიათი აქვს.

მაყურებელმა თითოეული საინფორმაციო გამოშვების ცქერისას, მნიშვნელობა არა აქვს, "კურიერი" ერქმევა მას თუ "ქრონიკა", ისევ და ისევ უნდა ირწმუნოს, რომ ხელისუფლება ხალხის გასაჭირით გულაჩვილებულია.. ყველა სიმპტომი აშკარაა _ ხელისუფლებამ სატელევიზიო წინასაარჩევნო კამპანია გააჩაღა.

რა თქმა უნდა, ყოველივე დაშვებული შეცდომების აღიარების "ეგიდით" ხდება: პირველად ქვეყნის ისტორიაში იმართება ოთხსაათნახევრიანი ტელეხიდი _ "პრეზიდენტი პასუხობს ხალხს". რამდენი საქმე კეთდება ერთბაშად _ სულ მცირე, ხუთი ტელეარხი ერთგულებაზე ტესტს კიდევ ერთხელ წარმატებით აბარებს. "კურიერისა" და "ქრონიკის" ჟურნალისტები მოწოდების სიმაღლეზე დგანან.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მასმედიის სრული მობილიზაციაა. თითქმის ყველა რეგიონში დამონტაჟებული ვიდეოკამერები ხალხის აზრს აფიქსირებს და ხელისუფლებამდე მიაქვს.

მხოლოდ ერთი "დეტალი" გამორჩებათ: მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ხალხს პირდაპირ ეთერში უსმენს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთნ ოპოზიცია აქციას მართავს და პირდაპირ ეთერში ჩართვას ითხოვს _ "რატომღაც" პრეზიდენტთან კითხვები მათაც აქვთ. თუმცა, არც ერთ არხს, მათი საინფორმაციო გამოშვებებითურთ, გარდა "კავკასიისა", ამ ფაქტის გაშუქება არ ახსენდება.

საკმარისია ისიც, რომ კითხვები ისმება თითქოს ყველა საკითხზე: პენსიებით დაწყებული, სარწყავი არხებით დამთავრებული. წამყვანი ტელეკომპანიების სახელოვანი ჟურნალისტები, დაფიქრებული სახეებით, თუმცა თითქმის მდუმარედ ისმენენ ყველაფერს, რასაც, შედარებით კორექტულ ენაზე, სასურველის რეალობად წარმოჩენა ჰქვია. უფრო კონკრეტულად კი, უბრალოდ _ დეზინფორმაცია, ტყუილი. თუმცა აქ არის ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ტყუილს თვითგამანადგურებელი ძალა აქვს.

მაგალითად, პენსიების გაზრდასთნ დაკავშირებულ კითხვას პრეზიდენტი ჩვეული სიდარბაისლით პასუხობს, რომ ეს "მთავრობის ორმოცდაათთვიანი პროგრამის" ნაწილია. არც ერთ "წამყვან" ჟურნალისტს "არ ახსენდება", რომ სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მთავარი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების 2009 წლისთვის გაზრდა იყო...

ასეთი "მარგალიტების" მოხმობა ჩვენ შორს წაგვიყვანს, ქართულ ტელეჟურნალისტიკას კი კიდევ უფრო უკან ხევს. თვითგადარჩენის ინსტიქტმა ქართული ტელევიზიები რეალობის ცალმხრივად წარმოჩენის, თვალში ნაცრის შეყრისა და სახელისუფლებო პროპაგანდის ვირტუოზებად გადააქცია.

სამაგიეროდ, დღეს, ხელისუფლება არა მხოლოდ ძალაუფლების მტკიცე ვერტიკალს და ერთპიროვნულად განკარგულ მატერიალურ-ფინანსურ რესურსებს ფლობს, ძლიერი საყრდენიც გააჩნია დამორჩილებული ტელევიზიების სახით.

დღეს, ვერც ერთი კერძო ტელეკომპანიის მესვეური, გარდა ისეთებისა, შუბლის ძარღვი საერთოდ რომ არა აქვთ, ვერ იტყვის, რომ ქართული ტელეკომპანიები სახელისუფლებო პროპაგანდის ინსტრუმენტად არ არიან გადაქცეულები; რომ ნებისმიერი კერძო ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება თავისი სარედაქციო კოდექსით ჟურნალისტური ეთიკით ნაკარნახევ კლასიკურ და არა თვალთმაქცურ პრინციპებს განუხრელად იცავს; რომ ტელევიზია დღეს ხალხს აღარ ეკუთვნის, ტელევიზია ხელისუფლების ხელზე მოსამსახურედ არის გადაქცეული.

ხალხი? ხალხს ორი არჩევანი აქვს _ ან მშვიდად მიიძინოს ყოველ საღამოს "კურიერის", "ქრონიკისა" თუ რომელიმე სხვა საინფორმაციო გამოშვების ზღაპრებისა და "იავნანას" ქვეშ, ვიდრე გაბატონებული სახელისუფლებო ელიტა უკანასკნელ სოციალურ-პოლიტიკურ უფლებებს ულახავს, ან გამოხატოს სამართლიანი პროტესტი ყოველივე ამის წინააღმდეგ.

თუმცა ეს მეორე გზა გაცილებით რთულია და რისკიანი...

ნინო სილაგაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე ტელმან მეგობარო.არცერთი არხი არ არის საქართველოში რომელიც ბოლომდე თავისუფალი იქნებოდა გაჭირვებული ხალხის აზრის გამოსახატავად.უცნობმაც დაიწყო რაღაც მაგრამ რომ მოვითხოვეთ შეხვედრა,კიტხვა დაგვისვეს რა საკითხზე?ჩვენ მარტო ორ საკითხს განვიხილავთო.სხვა საკითხები ვინ განიხილოს,რუსთავი2 მა თუ ეხლანდელმა იმედმა.ყველა იმას უბერავს რაც აწყობთ.როცა გირგვლიანი,ვაზაგაშვილი და სხვები მოკლეს,მტელი ოპოზიცია ფეხზე იყო.ხოლო როცა მომაკვდავ პატარებს წამალი სჭირდებოდა და ამერიკის საელჩოსთან ერთკვირიანი აქციები გვქონდა არცერთ გამოუთქვავს სოლიდარობა.ვეღარ იგებ რახდება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვისაც როგორ სჭირდება ისე უბერავს
მხოლოდ სათავისოთ,სხვისთვის არა.
=kf= =kf= =kf= =kf= =kf= =kf=
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
სრულ ჭეშმარიტებას ამობთ,ხომ გაგიგონიათ:სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო
მე არც პოზიციას ვენდობი და არც ოპოზიციას, გაჭირვებული კაცისთვის არავინ არის ზეციერი მამის გარდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რუსმა ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის ტერიტორია დატოვეს

ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფელ ქვემო ნიქოზის ტერიტორია რუსმა ოკუპანტებმა უკვე დატოვეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, რუსი სამხედროები ქვემო ნიქოზიდან, დაახლოებით, 13:45 საათზე გავიდნენ.
“რუსი სამხედროები ქვემო ნიქოზის, ანუ ჩვენს მიერ კონტრლოლირებად ტერიტორიაზე დილის 11:00 საათზე შემოვიდნენ და მათ უკან სპეცტექნიკა შემოიყოლეს. როგორც მათმა ხელმძღვანელობამ სატელეფონო საუბარში მითხრა, ე.წ. საზღვარის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სამუშაოები უშუალოდ ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ჩაატარეს, რადგან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ მათ ქვემო ნიქოზის ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოების კვალი და არც ტექნიკა დაუტოვებიათ”, - განმარტა ჯუღელმა.

მისივე განცხადებით, რუს ოკუპანტებს გასვლისას ერთი ჯავშატრანსპორტიორი გადაუბრუნდათ, თუმცა, შედეგად არავინ დაზარალებულა.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ქვემო ნიქოზში დღეს რუსმა სამხედროებმა ერთი “ბე-ემ-პე” და 50-მდე ჯარისკაცი განალაგეს, მოახდინეს ქართული პოლიციის საგუშაგოს ბლოკირება და დაიწყეს საფორტიფიკაციო ნაგებობის მშენებლობა.

ინტერპრესსნიუსი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი