↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
გულსა შენსა და გონებას შენსა
უამურ ფიქრთა ხავსი ედება...
არც ჭირი შენი სადმე გეგულვის,
არცა მოყვასი გეიმედება...
ამ უცხო ცის ქვეშ...
ღირსებას შენსას...
ყოველ გარეწრის შხამ-გესლი წონის!
ყალბია სული,
ცრემლიც ყალბია,
მიდიხარ... მადლს და
ყვედრებას შორის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
თავზე მევლება
სულანთებული
ჩემი პეპელა,
ეძებს ჩემს ყვავილს,
სიხარული აქვს
საუწყებელი...
მივდრკები მისგან
მე...
მზეთა ნაცვლად...
ბნელთა მძებნელი.
მაგრამ, მაუწყეთ,
შესაძლო არის
შეუძლებელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -

ამაოდ ცდილობ ჩემს დავიწყებას,
ვიცი, დღეს გსურვარ, თვალს ნუ მარიდებ,
ნუ გამიწყრები, რა ვუყოთ მერე,
თუ ვგევარ მარტის სულელ ამინდებს.

მოდი გავუყვეთ ამ მტვრიან ბილიკს,
ნუ გაქვს ეგ გული ამაყი ბავშვის,
წამოდი, თორემ ხვალე იწვიმებს,
და წვიმა ყველა ნაკვალევს წაშლის!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?
თქვი ჭიამარია!
. . . . . . . . . . .
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
დავდივარ ბაღში, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარია,
ვინ იცის, სად არის?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
უსზრო ჭოჭმანი, ლაჩრული ღიმილი,
ქალური ყოყმანი, მდაბლური ჩივილი,
ვარ მოგცემს ვერც შვებას,
ვერც თავისუფლებას,
ურჩობა ხვედრისა
აღდგომა ბედისა,
არმოხრა ქედისა,
სიმტკიცე ნებისა
აღადგენს, უსწორებს ღმერთს კაცის ბუნებას.
გოეთე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაქრა, წარვიდა, უცბად განივლტო,
ყრმობის დღეები სამარგალიტო,
ყვავილიანი, სიმღერიანი, ―
სამაგალითო... სამაგალითო.
ჰეი, ამინდო, ეჰეი, ამინდო,
ნუთუ ჭაღარამ მეც არ დამინდო?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
***
წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი დიდი და ხანგრძლივი.

ბარათით დაღლილი მტრედივით
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.

ოჯახით დაღლილი სახლივით
ხმაამოუღებლად გინატრებ.
წანწალით დაღლილი ძაღლივით
კარებთან მოგიტან სიმართლეს...

ოდესღაც მიყვარდი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გულს ბუდე არა ჰქონია,
მე კი შენთან ვარ ბინათა,
შენ შემირხიე სულის ფრთა,
შენმა ნათელმა მინათა.

შევიტყე, ვერ სპობს შავი დღე,
ვერც მოშხამული ისარი,
არც გადახმება, თუ ერთხელ
გულია ნამაისარი.

შენთვის მღელვარებს, შენდამი,
შენგამო იკრეფს ღონესა,
ქარიშხალს ჩასთვლემს ხანდახან,
მე არა, შენსა მგონესა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ვარდი, მართლა ჩემი ვარდია,
ეს მისამართი ახლა შევიტყე...
გულს გაზაფხული შემომვარდნია,
მსურს, ლექსში დარჩეს დღევანდელი დღე...

დღე დღეს გადასცემს, უამბობს, ეტყვის,
გადააბარებს, როგორც საუნჯეს,
ვინც სიყვარულის წყალვარდნილს ერთვის,
რა დააბერებს, რა დაამუნჯებს?

მიტომ, ძვირფასო, მინდვრის ხავერდზე,
ელვის კვესაში, წვიმის ჟღარუნში,
მე ვეძებ ოქროს, ფოლადს დავეძებ,
რომ გადავჭედო შენს სიყვარულში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სევდას და წუხილს ბოლო არ უჩანს
შემომეჩვია თვალთმაქცი დარდი
შორს, ტყვიასავით გასროლილი ქუჩას
მიჰყვება შენი ამაყი ლანდი.

მიჰყვება შენი ამაყი ლანდი----
და მრავალწერტილს ბოლო არ უჩანს
მოუთოკავი სევდა და დარდი
ჰგავს ტყვიასავით გავარდნილ ქუჩას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ალბათ გჭირდები და მე კი ასე
შორსა ვარ შენგან,არ მყოფნის ძალა
ყოველ დღეს, ჩუმი მოწყენით ვავსებ
ცრემლსა და სევდას ღიმილით ვმალავ.

და ეს დღეც გადის,როგორც სიზმარი.
შენი სახელი მრჩება ბაგეზე,
და სველი სუსხი დილა-ცისმარე
მიხსნის იარებს,მღრნის და მაქეზებს.

ყოველ დღეს ჩუმი მოწყენით ვავსებ,
უსაზღვრო ტკივილს ცრემლებში ვმარხავ,
გული მაინც მაქვს იმედით სავსე,
უმისამართოდ ვივლი და ...გნახავ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გვიან საღამოს, როცა კარზე მოგიკაკუნებს
ჩემი თავი-როგორც სტუმარი,
დაღლილი და შეციებული,
ავანთებ სანთელს,
გაზქურაზე თბილ წყალს შემოვდგამ
დავაპურებ, სუფთა საწოლში გამოვაძინებ
და ზღაპრებსაც მოვუყვები ბოლოსდაბოლოს
რომ დილით მშვიდი და განბანილი
ისევ საკუთარ ბილიკს დაადგეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე,
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,
სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს
იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.
წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.

თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.

შენ-განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?
მარადიული დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ-უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ზარივით რეკავს ფოთოლი ყინულზე, ხმა გადის ჩემში

და გამჭვირვალე ბურუსიც მატყობს, როგორ ვინგრევი.

ხმა ჭრის ალაყაფს, რკინის ცხაურს დაქერქივით ეკრობა ბურუსს,

რაღაც უძრავი გაყინულა ჩემსა და ჩემს შორის.

დიონისეს მხურვალე თესლი იღვრება წარსულში.

ზამთრის წერტილები აჩერებს დროს და მე ვიღვიძებ ძილით-

ცივად შეჩერებული ხეების უკან.

როგორც ფესვებს და კენწეროს შორის დიადი მიწა-

რაღაც უძრავი გაყინულა ჩემსა და ჩემს შორის.

ლპობა შეპარებული დრო ფრთას ურტყამს ჩემი თეთრი გულის ქვეშ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი