შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მოდიხარ ჩემსკენ მხიარული და ოდნავ მთვრალი, შენს ნაზ ღიმილში მოკიაფე მთვარე ფითრდება, ახლა მგონია ამოსხლტება თვალთაგან ალი და წამწამებზე მწვანე ცეცხლად წაგეკიდება...
არასდროს გახუნდებიან მხარნი და მკლავნი გმირთანი, უმიზნოდ არ დახარჯულან ჩვენ მამა-პაპათ ისარი, იმათ გმირობის სახელსა შუქნი ჰფენიან მზისანი, ცვენც იმათ ნაკვალევს გავყვეთ, ეს არის ჩვენი მიზანი. სამშობლო შრომით ვადიდოთ, სანამ დრო გვაქვს ცდისანი, არა ყოფილან ქართველნი ხელთ სამხედვარნი სხვისანი, მუდამ დაუცავთ მკერდითა თავის სამშობლოს მიწანი ბრძანებას ვერა გუობენ ლაღნი არწივნი მთისანი
ბაღი იცინის, ქალწულივით ჰყვავის და ბრწყინავს. ღრუბელი ტირის, თითქოს მისი სურვილი ჰქონდეს. ქუხილი გრგვინავს ისე ძლიერ, როგორც მე ვგმინავ, განთიადისას სიყვარულზე როდესაც ვგოდებ.