↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მომეწონა შენი ლექსები. კარმა ჩემგან=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიაკო
მადლობა ჩემო კარგო=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მთაწმინდიდან დევნილი
მეიდანში ვსახლობ,
საიათნოვას მეზობლად,
იეთიმ გურჯთან ახლოს

ერთი ჭიქა მაღირსე,
სირაჩხანის დახლო,
ხმა ყელში გაჩხერილი,
ლექსად ავიმაღლო

ჩემს თავს ვუტხრა გამაგრდიო,
ნურაფერზე ნაღვლობ,
კოჭლობით არ მოვკვდები
ქალაქელო ბალღო

ვახუშტი კოტეტიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს ვევედრები
იგი , ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მოურიდე
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც მშვენიერი.

ხანმა უნდობარმა,გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა,ამას გევედრები.

გალაკტიონ ტაბიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძე
* * *

მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ჰქრის.
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა -
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -

მოდიხარ ჩემსკენ
მხიარული და ოდნავ მთვრალი,
შენს ნაზ ღიმილში
მოკიაფე მთვარე ფითრდება,
ახლა მგონია
ამოსხლტება თვალთაგან ალი
და წამწამებზე
მწვანე ცეცხლად წაგეკიდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
არასდროს გახუნდებიან
მხარნი და მკლავნი გმირთანი,
უმიზნოდ არ დახარჯულან
ჩვენ მამა-პაპათ ისარი,
იმათ გმირობის სახელსა
შუქნი ჰფენიან მზისანი,
ცვენც იმათ ნაკვალევს გავყვეთ,
ეს არის ჩვენი მიზანი.
სამშობლო შრომით ვადიდოთ,
სანამ დრო გვაქვს ცდისანი,
არა ყოფილან ქართველნი
ხელთ სამხედვარნი სხვისანი,
მუდამ დაუცავთ მკერდითა
თავის სამშობლოს მიწანი
ბრძანებას ვერა გუობენ
ლაღნი არწივნი მთისანი

ვახუშტი კოტეტიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბაღი იცინის, ქალწულივით ჰყვავის და ბრწყინავს.
ღრუბელი ტირის, თითქოს მისი სურვილი ჰქონდეს.
ქუხილი გრგვინავს ისე ძლიერ, როგორც მე ვგმინავ,
განთიადისას სიყვარულზე როდესაც ვგოდებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
განძარცვულ ბუჩქებს ღამე ეხლება,
სულ მალე, ალბათ, ვეღარ მოვძებნი,
ღამის წყვდიადში ჩაიჩეხება
სატელეფონო შავი ბოძები.

ბორბლის ნაკვალევს გუბე რომ მისდევს,
მოასარკევებს ყინულის ბრწყინვა,
ოქტომბრის სუსხი მიკოცნის თითებს,
გათოშილ თითებს მიკოცნის ყინვა.

ძმობა, მჭევრობა ენაწყლიანი, _
გაქრა, განქარდა, ფიქრად არა ღირს
და სამსახურმაც მრავალწლიანმა
დაიმორჩილა სული ამაყი.

ნუთუ იმედებს ფუჭად დავეძებ,
ნუთუ ტირილში წარვლენ წუთები?!
მივწვები რკინის ლიანდაგებზე,
გავირინდები და დავდუმდები.

დავხუჭე თვალი, ცრემლი მინათებს
მზერას და გული ძალუმად მიცემს,
შორს, სემაფორის მწვანე სინათლე
მწვანე ნემსივით გასერავს სივრცეს.

და ორთქლმავალი კივის, ღამიდან
გამოჟონილ შუქს მზერით მოვძებნი,
წამოიშალა არყის ჭალიდან
შეშინებული ბინდის ძონძები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მზის კონტური ძველისძველი,
ოქრო პირმოცინარე,
ფორთოხლის და ღვინისფერი
მზე დაჰყურებს მდინარეს.

და ჰაერით მთვრალი მიწა,
მოთენთილი მინდვრები,
ციდან ოქრო ჩამოიქცა,
ბრწყინავს ოქროს ზვირთები.

დავეშვები ბებერ ხევში,
ვტოვებ მზიან ხალიჩებს,
ფეხქვეშ შავი ბელტი ხვნეშის,
ძლივსძლივობით ვაბიჯებ.

ცეცხლოვან მზეს ვემალები
მობიბინე მდელოსთან,
გრილი ქარი შეღამების
ნაკადულთან მელოდა.

მზე ჩაეშვა ძველისძველი,
ზეცა დაცარიელდა,
ფორთოხლის და ღვინისფერი
ქრება დასალიერთან.

მზე ეწვია უცხო მხარეს,
გაირინდა მინდვრები,
მოეფინა შემოგარენს
იისფერი ბინდები.

დრო კი მიდის, მეთხოვება,
ვით დამშრალი ბინული,
სიზმარია ეს ცხოვრება, _
უცხადესად ხილული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
Я сильная,а значит я сумею
Пройти по жизни тысячу путей.
Я смелая,а значит одолею
Своих врагов и козни злых людей.

Я страстная,а значит мне подсилу
Тебя своим огнём испепелить.
Жестокая,а значит я посмею
Тебя однажды просто погудить.

Я разная,а значит я вмещаю
В себе весь театральный персонал.
Я умная,а значит мне известны
Те тайны,о которых ты не знал.

Я гордая,а значит я не стану
Обиды и предательство прощать.
Упрямая,а значит не сумею
Свою неправоту я признавать.

Я дикая,а значит я не буду
Бывать в одних твоих только руках.
Я хитрая,а значит ты привыкнешь
Всё время оставаться в дураках.

Такая я,а значит ты обязан
Смириться с тем,что есть внутри меня.
Я женщина,а значит я царица,
Достойная земного короля.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=OVKDiafUlc8

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=3cZnSrby ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლეტი =goooood ჯიგარი ხარ!
ყიფშიძემ დაგლიჯა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
არიადნიტ
გოგონი როგორ ხარ,ხომ არ წახვედი უკვე იტალიაში

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი