elchi wrote:ციტატა:
1991-წელს, ახალი გახსნილი იყო საზღვარი ირანთან. მოვახერხე და წავედი. ტურისტული ავტობუსით ვიყავით.
არ ვიცი საიდან გაიგეს. სასტუმროში მოგვაკითხეს. ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით ჯგუფში, დანარჩენები სავაჭროდ იყვნენ წამოსულები.
ჩვენ მოგვაკითხეს ნომერში. პირველად ჩემს სიცოცხლეში, ვნახე 400-წლის წინ გადასახლებული ქართული ჯიში და გენი.
სიტყვებს ვერ ვპოულობ, თუ რა ემოციებით მიმდინარეობდა ჩვენი საუბარი.
სრული, ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვეფერებოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმებს.
ყოველ დღე გვაკითხავდნენ, ჩვენი გულისთვის ჩამოდიოდნენ თეირანში.
ერთი კაცი გაგვეცნო რეზო მქვიაო, ჩვენზე ბევრად უფროსი იყო.
ის უფრო ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე.
თავიდანვე, ფული შემოგვთავაზა. დაგჭირდებათ და დახარჯეთო. საქართველოში რომ ჩამოვალთ, მერე გადამიხადეთო.
ფული რომ არ აიღოთ---მომეწყინებაო. განა მეწყინებაო, მომეწყინებაო.
წამოსვლის დღეს, დაახლოებით 30 კილომეტრზე გამოგვაცილეს, მანქანებით გვერდში მოგვდევდნენ და გვემშვიდობებოდნენ.
ეეჰჰჰ, მას მერე რამდენი დრო გავიდა. მათი სამშობლოს სიყვარულით და მონატრებით ანთებული სახეები, ეხლაც მკაფიოდ მახსოვს.
ღმერთო,ყველა გადახვეწილი ქართველი დაგვაბრუნე ჩვენს მიწა-წყალზე.
მერვე წელია, მეც სხვა მიწაზე ვცხოვრობ.
ეს წერილი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე.
გუგუაააააააააააააა-გამახსენდა ამ კაცის გვარი.
რეზო ონიკაშვილი, ამ სახელით და გვარით გაგვეცნო.
იქნება მოვძებნოთ ის ადამიანი.
არის შესაძლებელი?