↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
1991-წელს, ახალი გახსნილი იყო საზღვარი ირანთან. მოვახერხე და წავედი. ტურისტული ავტობუსით ვიყავით.
არ ვიცი საიდან გაიგეს. სასტუმროში მოგვაკითხეს. ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით ჯგუფში, დანარჩენები სავაჭროდ იყვნენ წამოსულები.
ჩვენ მოგვაკითხეს ნომერში. პირველად ჩემს სიცოცხლეში, ვნახე 400-წლის წინ გადასახლებული ქართული ჯიში და გენი.
სიტყვებს ვერ ვპოულობ, თუ რა ემოციებით მიმდინარეობდა ჩვენი საუბარი.
სრული, ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვეფერებოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმებს.
ყოველ დღე გვაკითხავდნენ, ჩვენი გულისთვის ჩამოდიოდნენ თეირანში.
ერთი კაცი გაგვეცნო რეზო მქვიაო, ჩვენზე ბევრად უფროსი იყო.
ის უფრო ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე.
თავიდანვე, ფული შემოგვთავაზა. დაგჭირდებათ და დახარჯეთო. საქართველოში რომ ჩამოვალთ, მერე გადამიხადეთო.
ფული რომ არ აიღოთ---მომეწყინებაო. განა მეწყინებაო, მომეწყინებაო.
წამოსვლის დღეს, დაახლოებით 30 კილომეტრზე გამოგვაცილეს, მანქანებით გვერდში მოგვდევდნენ და გვემშვიდობებოდნენ.
ეეჰჰჰ, მას მერე რამდენი დრო გავიდა. მათი სამშობლოს სიყვარულით და მონატრებით ანთებული სახეები, ეხლაც მკაფიოდ მახსოვს.
ღმერთო,ყველა გადახვეწილი ქართველი დაგვაბრუნე ჩვენს მიწა-წყალზე.
მერვე წელია, მეც სხვა მიწაზე ვცხოვრობ.

ეს წერილი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე.
გუგუაააააააააააააა-გამახსენდა ამ კაცის გვარი.
რეზო ონიკაშვილი, ამ სახელით და გვარით გაგვეცნო.
იქნება მოვძებნოთ ის ადამიანი.
არის შესაძლებელი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ჩვენო ფერეიდნელო ქართველებო ,გილოცავთ სიყვარულის დღეს,
ამ ფორმით გთავაზობთ ,ჩვენს ქართულ გულს და გელოდებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

გუგუა,სიყვარულის დღეს ვულოცავ,შენს ლამაზ ოჯახს.
გაიხარეთ უშრეტი სიყვარულით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ტელმან!
ძალიან კარგი საიტია www.urakparaki.ge/?m=4&ID=633 და ჩემს საიტში დავამატებ. თუ კიდევ ვინმე რამე კარგ ქართულ საიტს გადააწყდებით - შემატყობინეთ და მე მივხედავ, კარგით?

ელჩო!
მშვიდობა შენს გამოჩენას! ფერეიდნელებისა არ იყოს, სად იყავი ამდენ ხანს? შენც მოდიოდი, მოდიოდი და ახლა მოხვედი? რომ იცოდე რეზო ონიკაშვილი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა! გუშინ ნოდარ კოჭლაშვილს ველაპარაკე და ვკითხე, "ჩვენებურებს" თუ უყურებ და რეზო დავითაშვილის ოჯახი რომ აჩვენეს, თუ ნახე-თქო? "სულიკო" რომ იმღერეს მე ვასწავლე და რატომ არ თქვეს ჩემი ნასწავლი რომ იყოვო? მერე რეზო ონიკაშვილზეც მელაპარაკა, ორივე რეზო ჩემთან ხშირად მოდიოდა და სულ ფეხით დავდიოდით ქუჩებში და ისე ვასწავლიდი ქართულს, სასტუმროში ვერ ვრისკავდი, მაშინ მაინც სხვა დრო იყოო... ასე რომ როცა ფერეიდნელებს ვნახავ, აუცილებლად გადავცემ შენს წერილს და აქაც დავამატებ.

ყველას დიდი მადლობა მილოცვისათვის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
PM vinc gamomigzavna MIS SAYURADGEBOD!
me ver gigzavni pasuxs, magram yvelaferi gasagebia, didi madsloba!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ფიცხელებს!
რა თქმა უნდა სხვებსაც, ვისაც პატარები გყავთ!
როგორც იქნა ვიპოვე ირაკლის კლიპი "სხვა პოეტი ვერ მოგიძღვნის შენ ამ ლექსს" - მღერის გიგა მიქაბერიძე. სხვათაშორის უამრავი ნახატის გაკეთება დასჭირდა, მაგრამ 2 თვეში დაასრულა მაინც. ყურადღება მიაქციეთ ბარში ბოთლებს, ჯერ ბოთლები ეტიკეტების გარეშეა, მერე გიგას უთქვია მეც მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო და რამე გამაკეთებინეო! ირაკლიმ კი ბოთლებზე ეტიკეტების მიხატვა დაავალა. ბოლო ვარიანტში მხოლოდ შემდეგ მიხატული ბოთლები გავიდა... ასევე დიდი გაწევ-გამოწევა ჰქონდათ მევიოლინოზე. გიგას უნდოდა რომ სუფთად გაპარსული ყოფილიყო, ირაკლიმ კი რატომღაც მეჩხერი წვერი მიუხატა... ერთი სიტყვით ნახეთ და მოსმინეთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
რა მაგრადა ვარ.... ნახეთ 75-ე ქვეთავში "ეფექტები"...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვიცოდი ჩემთან ვიდეო არა გაიხსნებოდა,
მაგრამ მაინც გადავშალე 75 ქვეთავი და ოი
სასწაულო, ამ საიტზე პირველი ვიდეოა
რომელივ გავხსენი.
ჯერ გული გამისკდა,ვიფიქრე მიწისძვრა
დაიწყო მეთქი,მერე კი ვიცინე.
რა შესანიშნავი კლიპია,ყოჩაღ ირაკლი
და ბოლოს გიგაც,მასაც მშვენიერი
წვლილი შეუტანია.
თვალებს ვაცეცებდი,არაფერი გამომრჩენოდა.
წავალ ეხლა კიდევ მოვუსმენ.
გუგუა,მიულოცე ირაკლის ასეთი ნიჭიერება
და წარმატება,თუ არ დამზარდები.
პატარებთან კი ბოდიშს მოვიხდი, ეს ხომ მათთვის
იყო განკუთვნილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა ვნახეეე კარგია=zer= =zer= =zer= =zer= =ko=

მახოოო როგორ ხარ საყვარელოო=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახო, რადგან შენი ვალიდან ამოვედი და ერთი ვიდეო მაინც ნახე, ახლა რაღა მომკლავს? ესე იგი ღირდა წვალებად... სულ პირველად რომ მოვისმინე და ვნახე მეგობრის ოჯახში ვიყავი სუფრაზე. თამადა ყანწით ხელში სადღეგრძელოს ამბობდა, ბავშვმა რატომღაც ტელევიზორი გადართო... მამამისმა თვალები დაუბრიალა, ახლავე გადართეო და ამ დროს გიგას ხმა მესმის... რა დამავიწყებდა მაგ სიმღერას? მაშინვე წამოვხტი და ტელევიზორს ვეცი, ხმასაც ავუწიე და ყველანი გავაჩუმე! გაოცებული თამადა პირღია მიყურებდა, რომ გაიგეს რომ ირაკლის კლიპი იყო, ყველა გაისუსა და თვალს არ აშორებდნენ ტელევიზორს, მე პატარა კომენტარებსაც ვუკეთებდი... ბოლოს გიტარა რამდენჯერმე არაბუნებრივად ტრიალდება... უბრალოდ მისი გასწორების დრო აღარ იყო და ასევე დატოვეს... მერე ირაკლის სადღეგრძელო შეისვა! მე კი გაბადრული მადლობებს ვიღებდი! აი, ასე იყო მაგ კლიპის ამბავი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა კარგად გყავდეს ირაკლი ისე შენ როგორც გაგეხარდება
ეს ერთი გყავს?ქართველო გამრავლდი!!!!=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ციცის!
ჩემო კარგო, ისევ კლიპზე მინდა რაღაც დავამატო. ეგ კლიპი მხოლოდ 1-ლ სტერეოზე ტრიალებდა, არადა ადრე მაგ არხის ატანა არ შემეძლო, მერე კი მთელი დღეები მარტო მაგ არხზე გვქონდა ჩართული. ხომ ზეპირად ვიცოდით მთელი სიმღერა და ყოველი მოძრაობა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუყურებდით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
აქ ხარ ციცი? მეორე კი გოგო გვყავს - სოფო, დგეს ექსკურიაზე იყვნენ კახეთსი და სწორედ ახლა დამიმესიჯა სიღნაღიდან ახლა გამოვედითო, არადა 11 ხდება უკვე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა სახშიც ბავშვები უყურებენ ხოლმე პირველ სტერეოს მერე კი მეც ვნახე.
ხომ ვიცნობ სახეზე ირაკლის და ვუთხარი ბავშვებს ვინც არის და
ვისი შვილია მრე საიტზეც ვაჩვენე. კარგი ბიჭი გყავს. მარტო ერთი გყავს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.bavshvi.ge/
ესეც საინტერესო ლინკი ვინც პატარას ელოდება.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი