გუგუა wrote:ციტატა:
ელჩო-გიორგი!
შენი წერილი წავაკითხე ნოდარ კოჭლაშვილს, მითხრა რომ ძალიან კარგად იცნობს რეზო ონიკაშვილს (იქაური გვარია რაჰიმი), ეგ ხომ ფერეიდანში „ჯავშან-გირი“-აო, ესე იგი სამჭედლო სახელოსნო ჰქონია გახსნილი. ადრე ძალიან ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მაგრამ ამ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში აღარ ჩამოსულაო, როგორც კი მომეცემა საშუალება და ფერეიდანიდან ვინმე ჩამოგვაკითხებს, აუცილებლად შენგან მოკითხვას დავაბარებ.
გიორგი-სეხნი, ადრეც მოგწერე, ეგ ადამიანი ჩამოვიდა მერე თბილისში.
უფრო სწორედ ბათუმში ბიზნესის საქმეებზე იყო და მანამ გაემგზავრებოდა,
ჰქონდა ჩემი ტელეფონი, რომელიც იქ, თეირანში გადავეცი და თურმე სახლში დაურეკია თბილისში.
სახლში მისვლისას, ბიცოლა მეუბნება: კაცმა დარეკა, რაღაც "უცნაურ" ქართულს ლაპარაკობდაო.
-საღამოს, 7 საათზე, რუსთაველის ძეგლთან დაველოდებიო.
ბიჯოოოოოოოოოოო, რა ძალა გამაჩერებდა, ჰაააააააააა?
მივედი და, ძია რეზო იდგა.
ჯიგრებო, გამიგეთ რა, მაგრა კაცურად მოიქცა გაცნობის პირველი დღიდანვე.
-წამო სახლში წავიდეთ ჩემთან, ყველანი გიცნობენ უკვეთქო.
-ვერ წამოვალ, მალე უნდა გავფრინდე, უნდა წავიდე უკანო.
მაიტა რა, ეს ხალხი დავაბრუნოთ უკან, რა იქნება ჰააააა.
ვიღაცა შამაეხეტება "აქა" და ფინთ რამეს გაივლებს გულში, ენგრევე დავაჯახებ და ვეტყვი.
-ძია რეზო, ქართველი ძიას განსახიერება იყო.
"პატარა" ბიჭებს, თავს გვევლებოდა, როგორც შეეძლო.
ალალი იყვეს, დაიმსახურა.