↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ჩემო ლამაზებო!

კვირა საღამოს შემოვედი თქვენს სანახავად რას ვხედავ:
მთელი დღე გუგუას არ უნავარდია?!
მეთქი ან სოფო არ არის სახლში ან სამსახურიდან მოიპარა კომპი.

დედა ფიცხელას ძალიან მოეწონა კლიპი----დღეგრძელობა და ბედნიერება ირაკლის!!!!!!!!

შვილი ფიცხელას კომენტარი:"უიმე გუგუა ეგ ტიტველი ქალი შენთვის ვერ დაიტოვე?! მე რას მიგზავნიდი...
სტოპ! სტოპ!!!!!!
-სადა?
-ვიოლინოსთან! ვა..... დე! მევიოლინე გუგუას როგორა გავს=lol= !!!!! არა?
-რა ვიცი გავს?
-როგორ არა, მაგრა!
....

დე! ესეც ვვვ... ირაკლიმ გააკეთა?
-ხო, დე!
-იცი ოღონდ რა ძნელია?? ამის გაკერებას ათასი,
მილიონი ,დაუთვლელი სურათების დახატვა სჭირდება და
მერე ჩქარა გადაფურცვლა... დე! ხელი არ ეტკინა?
-რა ვუთხრა გუგუას ,როგორ მოეწონა ნანუჩის კლიპიო?
-ა,კლიპი მაგარია...გიტარით ლიმუზინის გაჩერება...
მე მაინც ვვვვ...ირაკლის პორტრეტი მირჩევნია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
(კომენტარი გამომექცა)
მადლობთ გუგუა კარგი ბიჭი ხარ...
საინტერესოა ფერეიდნელები როგორ მიიღებენ ამ კლიპს=bz=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ვააახ, ტელმან, საიდან მოგაქვს ასეთი კარგი და საჭირო საიტები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ქართველებო!!!!!
ყველანაირებო ფრიდნელებო,თურქებო,
ამერიკელებო,რუსებო.ებრაელებო
ესპანელებო,იტალიელებო ბერძნებო
ყველას გაგიმარჯოოთ და კეთილ გზაზედ გატაროთ უფალმა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა კოტე ყუბანეიშვილი თავისი ლექსებით

http://kote.ge/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ელჩო-გიორგი!
შენი წერილი წავაკითხე ნოდარ კოჭლაშვილს, მითხრა რომ ძალიან კარგად იცნობს რეზო ონიკაშვილს (იქაური გვარია რაჰიმი), ეგ ხომ ფერეიდანში „ჯავშან-გირი“-აო, ესე იგი სამჭედლო სახელოსნო ჰქონია გახსნილი. ადრე ძალიან ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მაგრამ ამ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში აღარ ჩამოსულაო, როგორც კი მომეცემა საშუალება და ფერეიდანიდან ვინმე ჩამოგვაკითხებს, აუცილებლად შენგან მოკითხვას დავაბარებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ფიცხელებო! გუშინ ვაპირებდი მაგ ქალზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ თავი შევიკავე... რადგან ყურადღება მიაქციეთ, გეტყვით რომ როცა ირაკლიმ მაჩვენა შავად ნამუშევრები, გამიკვირდა ასეთი კარგი ქალი როგორ დახატე, შენ ქალის სხეული საიდან იცითქო? გაეცინა... მაა, მაგას რა ცოდნა უნდაო?

ახლა კი:
www.fereidani.ge
ქვეთავი 75 – „გოლე ლაალე ვაჯეგუნ” – “ეფექტები“ – ვიდეო-კლიპი „სხვა პოეტი ვერ მოგიძღვნის შენ ამ ლექსს“. მღერის გიგა მიქაბერიძე. კომპიუტერული უზრუნველყოფა ირაკლი ალავერდაშვილისა.

www.fereidani.ge
ჩასწორებულია ქვეთავი 102 – „ORHAN BERİDZE – თურქეთის ქართველი” – “ვარიაციები“– ჩანაწერი 4.

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 35.2.
1991 წელს ახალი გახსნილი იყო საზღვარი ირანთან. მოვახერხე და წავედი. ტურისტული ავტობუსით ვიყავით. არ ვიცი საიდან გაიგეს. სასტუმროში მოგვაკითხეს. ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით ჯგუფში. ჩვენ მოგვაკითხეს ნომერში. პირველად ჩემს სიცოცხლეში, ვნახე 400-წლის წინ გადასახლებული ქართული ჯიში და გენი. სიტყვებს ვერ ვპოულობ, თუ რა ემოციებით მიმდინარეობდა ჩვენი საუბარი. სრული, ამ სიტყვის მნიშვნელობით გვეფერებოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმებს. ყოველ დღე გვაკითხავდნენ, ჩვენი გულისთვის ჩამოდიოდნენ თეირანში. ერთი კაცი გაგვეცნო რეზო მქვიაო, ჩვენზე ბევრად უფროსი იყო. ის უფრო ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე. თავიდანვე ფული შემოგვთავაზა. დაგჭირდებათ და დახარჯეთო. საქართველოში რომ ჩამოვალთ, მერე გადამიხადეთო. ფული რომ არ აიღოთ – მომეწყინებაო. განა მეწყინებაო, მომეწყინებაო. წამოსვლის დღეს, დაახლოებით 30 კილომეტრზე გამოგვაცილეს, მანქანებით გვერდში მოგვდევდნენ და გვემშვიდობებოდნენ. ეეჰჰჰ, მას მერე რამდენი დრო გავიდა. მათი სამშობლოს სიყვარულით და მონატრებით ანთებული სახეები ახლაც მკაფიოდ მახსოვს. ღმერთო, ყველა გადახვეწილი ქართველი დაგვაბრუნე ჩვენს მიწა-წყალზე. მერვე წელია, მეც სხვა მიწაზე ვცხოვრობ... ეს წერილი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე. გამახსენდა ამ კაცის გვარი – რეზო ონიკაშვილი, ამ სახელით და გვარით გაგვეცნო. იქნება მოვძებნოთ ის ადამიანი, არის შესაძლებელი?

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 44.
მიყვარხართ, პატივს გცემთ ფერეიდნელო ქართველებო. დიდება თქვენს ადამიანობას, სულიერებას, ერთმანეთის გატანას, სიყვარულს ყველაფერი ქართულისადმი. ნამდვილად ალალად გულით ვამბობ: ქედს ვიხრი და მუხლს ვიყრი თქვენი იმ გრძნობის წინაშე, რასაც სიყვარული ქვია საქართველოსადმი და ყველაფერი ქართულისადმი, ერთურთის სიყვარული. გაგიმარჯოთ ფერეიდნელო ქართველებო, იდღეგრძელეთ, გამრავლდით და გაიხარეთ. გუგუა! ჭეშმარიტო ქართველო! მადლობა შენი თავდადებული, უანგარო შრომისათვის, ჩვენს შორის გადებული ხიდისათვის. გაიხარე, იბედნიერე, გამრავლდი!

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.

P.S. თუ 42, 43 და 44 ჩანაწერების ავტორები თავიანთ სახელს, გვარს და ქვეყანას შემატყობინებენ, კარგი იქნება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ციცი, დიდი მადლობა!
ფიცხელებო! ირაკლის მარჯვენა თითზე კანი გაურქოვანდა ხატვისაგან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ქართველებოოო=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობა გუგუა ,როგორა ხარ ზვირპასო ადამიანო ,
როგორ მინდოდა ირაკლის კლიპი მენახა ,ვერაფრით გავხსენი .
ალბათ მახო დამემართა ,ადრე ის ვერ ხსნიდა ,ვერცერთ ვიდეოს.
მაინც გავხსნი,იმედს ვიტოვებ.მოკიტხვა ყველას ,განსაკუთრებით ირაკლის.
ხო,ერთი რამ მინდა გკითხო,ამას წინად ფორუმზე ერთ სოფას გავესაუბრე,ოქროს
მედალს გვპირდებოდა ,კარატეში,შენი გოგო ხომ არ არის ? -შენი სოფიკო.
მის მერე ვეღარ შევხვდი ფორუმზე,თუ შენი სოფოა ,გადაეცი თაყვანისმცემლისგან ,
დიდი მოკითხვა ,თუ არა და მაინც მოკითხვა ჩემგან .=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჯიჯის!
ჩემი სოფო არ იქნებოდა, რადგან სულ სკაიპში ზის და თანაც მორალურად ვერავითარ მედალს ვერ დაპირდებოდა ვერავის :)
მადლობა ყველას კლიპის შეფასებისათვის, თქვენი წერილები პირდაპირ გადავუგზავნე ირაკლის. სხვატაშორის ის არ იცოდა თუ კლიპი საიტში ავტვირთეე, კომენტარებთან ერთად გავუგზავნე. "ქაჩაჩებში" ეტყობოდა რომ ძალიან ესიამოვნე, მართო ესღა მIტხრა რომ ის სტერეო სურათები ამოიღე, ქურდობა არ დაგწამონ, მაგაზე უკეთესებს გავაკეთებ და გამოგიგზავნიო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
"როცა ირაკლიმ მაჩვენა შავად ნამუშევრები, გამიკვირდა ასეთი კარგი ქალი როგორ დახატე, შენ ქალის სხეული საიდან იცითქო? გაეცინა... "

გაეცინებოდა აბა რა იქნებოდა...=fiqri=
გინდოდა გეთქვა მე მაგ საკითხში ექსპერტი ვარო?!=ko=
გუგუა, გუგუა...=cxeni=
ნწ,ნწ,ნწ.ნწ....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
გუგუა wrote:
ციტატა:
ელჩო-გიორგი!
შენი წერილი წავაკითხე ნოდარ კოჭლაშვილს, მითხრა რომ ძალიან კარგად იცნობს რეზო ონიკაშვილს (იქაური გვარია რაჰიმი), ეგ ხომ ფერეიდანში „ჯავშან-გირი“-აო, ესე იგი სამჭედლო სახელოსნო ჰქონია გახსნილი. ადრე ძალიან ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მაგრამ ამ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში აღარ ჩამოსულაო, როგორც კი მომეცემა საშუალება და ფერეიდანიდან ვინმე ჩამოგვაკითხებს, აუცილებლად შენგან მოკითხვას დავაბარებ.

გიორგი-სეხნი, ადრეც მოგწერე, ეგ ადამიანი ჩამოვიდა მერე თბილისში.
უფრო სწორედ ბათუმში ბიზნესის საქმეებზე იყო და მანამ გაემგზავრებოდა,
ჰქონდა ჩემი ტელეფონი, რომელიც იქ, თეირანში გადავეცი და თურმე სახლში დაურეკია თბილისში.
სახლში მისვლისას, ბიცოლა მეუბნება: კაცმა დარეკა, რაღაც "უცნაურ" ქართულს ლაპარაკობდაო.
-საღამოს, 7 საათზე, რუსთაველის ძეგლთან დაველოდებიო.

ბიჯოოოოოოოოოოო, რა ძალა გამაჩერებდა, ჰაააააააააა?
მივედი და, ძია რეზო იდგა.

ჯიგრებო, გამიგეთ რა, მაგრა კაცურად მოიქცა გაცნობის პირველი დღიდანვე.
-წამო სახლში წავიდეთ ჩემთან, ყველანი გიცნობენ უკვეთქო.
-ვერ წამოვალ, მალე უნდა გავფრინდე, უნდა წავიდე უკანო.

მაიტა რა, ეს ხალხი დავაბრუნოთ უკან, რა იქნება ჰააააა.

ვიღაცა შამაეხეტება "აქა" და ფინთ რამეს გაივლებს გულში, ენგრევე დავაჯახებ და ვეტყვი.
-ძია რეზო, ქართველი ძიას განსახიერება იყო.
"პატარა" ბიჭებს, თავს გვევლებოდა, როგორც შეეძლო.

ალალი იყვეს, დაიმსახურა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართველებო.ლამაზებო.გულის ვარდებო.სემოგევლეთ და გეხუტუნეთ ყველას მაგ ლამაზ გულებშიიიიიიიიიიიიიი=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი
< /body>