↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
უცებ ქუჩაში ეტლი იხუვლებს,
გაჰყვება მჭახე გამოძახილი,
მე მივეყრდნობი რკინის რიკულებს
გაოგნებული და თავდახრილი.

ყმუის ქარბუქი და ძვლებში ატანს
უჟმური სივრცე, შემაშფოთები,
და ნეკერჩხლები რკინის ლატანებს
ეხეთქებიან წითელ ფოთლებით.

ასდის ოქტომბრის ცივი სურნელი,
ნაცრისფერ ლოდებს სუსხი ერევა,
წითელი ბუჩქი, შვების მსურველი,
მიმოიფანტა წითელ ცრემლებად.

შემოგარენში მიმოიფანტა,
მიმოეფინა ქალაქს ვედრებით,
მერე ჰაერში წამოიმართა
მტვრისა და შხამის შავი სვეტები.

კვამლის მორევში მივიმალები,
სახლები ძლივსღა მოჩანს შორიშორს
და ფაბრიკები ცივი მილებით
კვამლს აფურთხებენ მზიან ჰორიზონტ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
შეშლილი მარშალი

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი, მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები, სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით, აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარით "მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა, რომ მეჩხუბო,მეწყინოს".

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე, დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას ალერსი გარიკსეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეთ, ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან, რომელსაც თქვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გულის ყულაბაში ვაგროვებ
შენს ყველა ღიმილს,
ყველა შემოხედვას
და სისხლძარღვებში
შენი ნათელი მიედინება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Feb 2008
Posts280
კარმა0
OFFLINEPROFILE
=zer= =ko= =zer= =ko= =zer= =ko= =zer= =ko= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
სიკვდილმისჯილი ვნება
გრილ სარეცელზე დადის,
ტუსაღ ფიქრების დღეა,
ამბორის წუთი გადის.
თითებს დააჩნდა დაღი,
შენი სხეულის სუნი,
კოცნით გავთელეთ ბაღი,
ერთიც არა გაქვს წუნი.
გადმოიხარე ჩემსკენ
ისე, რომ ნაძვებს შერცხვა,
როცა გაშალე ტანი,
სველი ბალახი შეცბა.
მომინდა ბევრი ძილი,
სასთუმლად შენი კალთა,
მერე ნანატრი შვილი
გალობა სეფექალთა,
გადავეჩვიე ღიმილს,
სუნთქვა მომინდა შენით,
სულში ჯალათი ტირის
ჩემი სისხლების ფერით.
გადმომისახლდა ტვინში
ჯამბაზ იორიკის ჭია,
ნუ ჩამიდგები ჯიბრში,
ურთიერთობა მშია.

გიორგი შალამბერიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არ გჯერა?_ ღამემ გამოიბა ლურჯი ყვავილი!
გამოდი გარეთ!.....
მართალი ხარ,ახლა ქარია,
მაგრამ ოთახში არ ბინადრობს ღამის ფრინველი,
ვერც სარკეები შეედრება გუბეს მთვარიანს,
გამოდი გარეთ!.....
მე ჯადოსნურ ფლეიტას ვუკრავ
და ლოკოკინას ვერცხლისფერ კვალს
ბილიკზე ვაფენ.
ნუ გეშინია,
მეც მიშლიან ასე ხეტიალს,
თუ წამომასწრეს,მეც მომჭრიან ძირში ნაწნავებს,
ჩამომართმევენ ფრთების გაშლის თავისუფლებას,
მეც ჩამკეტავენ.....
გამოდი გარეთ!
თბილ ლოგინში ვერ იგრძნობ ნიავს,
ხეებს რომ ერჩის და ფოთლებს რომ უფორიაქებს,
სახურავი კი არ მოუშვებს შენამდე წვიმას_
შეშლილ მუსიკოსს,
და ვერც ლამპა აგინთებს მთვარეს.
არ გჯერა?_ჩრდილებს მოუნდათ და ფეხი აიდგეს,
დავლურს უვლიან ,სულ აიკლეს არე და მარე!
გამოდი, თორემ დაიწყება ფერიცვალება,
გათენდება და.......
სანამ დროა,
გამოდი გარეთ!....... …

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
მთვარის მზერისას რომ გამახსენდა the Raven

არ ვამბობდი, – მინდა იქ! – ვყვირი
Once upon a midnight dreary,
ზეცის ფონს ზევით ყვავილი ბევრი,
While I pondered, weak and weary,

ადის, ვითვლი, აისს, ბებერს,
Ah, distinctly I remember,
ვარსკვლავთ ქარნი მთისკენ ფენდნენ
It was in the bleak December,

საიქიოს მსტოვრებს გავდნენ,
Presently my soul grew stronger,
ზეცის დღეებიც მითია ზოგჯერ
Hasitating then no longer,

ზოგჯერ სიზმარიც სულს მართმევს პირით,
Deep into that darkness peering,
ან მამშვიდებს და მაინც ვყვირი, –
Long I stood ther wondering, fearing,

დღე საით მოფენს ღამედ სწორს,
Have I opened wide the door,
არქმევს მთებს და ნათლით ყოფს,
Darkness there and nothing more,

ბაკმი ენთო მთვარეს თოვლის,
Back into the chamber turning,
შემაცურა ნისლის ბორნით
All my soul within me burning,

მე ახალ ვარდს, ბინდიც მომფენს,
Let my heart be still a moment,
ბინდის ცისფერი – ღმერთს ფლობს,
And this mystery explore,

მთელს მთის ზოლზე მარაოდ ეკიდნენ,
Tell this soul with sorrow laden,
ჩემი სუნთქვები, სამოთხეს ზეითკენ
If, within the distant Aiden,

გადაჰყვნენ, ანათდნენ, ჩრდილების მწკრივით,
And his eyes have all the seeming,
ღამისთვალება ცა მქონდეს რომ
Throws his shadow on the floor,

სული ავკიდო, ერთხელაც ავაბჯენ
That lies flooting on the floor,
ფიქრებს ღრუბლებზე შემოვდებ მრავალჯერ,
Nevermore, ოჰ – nevermore!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
will wrote:
ციტატა:
* * *
სიკვდილმისჯილი ვნება
გრილ სარეცელზე დადის,
ტუსაღ ფიქრების დღეა,
ამბორის წუთი გადის.
თითებს დააჩნდა დაღი,
შენი სხეულის სუნი,
კოცნით გავთელეთ ბაღი,
ერთიც არა გაქვს წუნი.
გადმოიხარე ჩემსკენ
ისე, რომ ნაძვებს შერცხვა,
როცა გაშალე ტანი,
სველი ბალახი შეცბა.
მომინდა ბევრი ძილი,
სასთუმლად შენი კალთა,
მერე ნანატრი შვილი
გალობა სეფექალთა,
გადავეჩვიე ღიმილს,
სუნთქვა მომინდა შენით,
სულში ჯალათი ტირის
ჩემი სისხლების ფერით.
გადმომისახლდა ტვინში
ჯამბაზ იორიკის ჭია,
ნუ ჩამიდგები ჯიბრში,
ურთიერთობა მშია.

გიორგი შალამბერიძე

კარმას 6სთ-ში დაგიწერ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
პროზა–პოეზია–ღმერთი

საბედისწერო გვირგვინით, ორბიტა ადგას პლანეტას,
ტყეები ჩანან, ვარსკვლავ–მნათობთა ლურჯი ტყეები,
ვინ საით წავალთ, რას დამარქმევენ – ცოდვილს ან ნეტარს?
ვინმე დამკარგავს, ვინმე მიპოვნის, საბედისწერო გვირგვინით,

მე უცხო ვარ უცხოთა შორის, ადრეც ხომ მითქვამს,
ტყეს ცეცხლი ეცა, იწვის დღესაც, მიაპნევს ნაცარს,
ანგელოზივით კაცი რომ ვნახე, ზეცასთან იდგა,
სინათლე ეცვა, შუქი ეცვა, პერანგის ნაცვლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ახლა, ღრუბლებიდან არ ცრის,
მაგრამ შეწყვეტილი წვიმა
წუხელ გალუმპული ცაცხვის
სველი შტოებიდან ცვივა...

წამლის წვეთებივით ჩემში
კირავს, აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.

წარბის შეუხრელად, წყნარად
ვდგავარ გაშვერილი ხელით,
სველი შტოებიდან წამლად
წვეთის ჩამოვარდნას ველი.

ხეზე მოდარაჯე ელდა
უცებ ააფეთქებს კვირტებს,
ვიღაც მოქალაქე დგება,
ხელში შაურიანს მიდებს.

თითქოს გადმომასხეს წყალი,
თვალი გავახილე მაშინ...
ასე იაფია წამით
თავის დავიწყება ხალხში?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
მგელი და კრავი

ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა.

თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია
მგელი, მსურველი ავისა.

უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგანც ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.

შემოუძახა: „შე, ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო?

ჩაგიდგამს წინა ფეხები,
შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!
წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!“

- „რა ბრძანებაა, ბატონო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითა ხართ – მე ქვევით,
როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“

- „მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!
ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელიც კი მახსოვს
შენგან ბრიყვული წყენაო!“

- „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,
შარშანწინ როგორ მნახეო?“
- „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,
მიტომ მიგიგავს სახეო!“

- „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,
ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“
- „შენი მოგვარე ხომ იყო?
გადახდა უნდა ვალსაო!

მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო!“

უთხრა და ზურგზედ მოიდვა,
ტყეში წაიღო საწყალი.
დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არავის ველი . . .
საბნად ვიფარებ თბილ ქუთუთოებს –
არარსებული მხეცის ტყავებს,
და ჩემი ყურის ნიჟარები
დუმილის ზღვასთან ფრთხილად დავაწყვე,
არავის ველი.
მე ხომ ნივთებიც არ მეკუთვნიან,
მხოლოდ გამლღვალ კონტურებს ვხედავ,
არავის ველი . . .
და არაფრის თევზებსღა ვწვავ თვლემის ტაფაზე
და როგორც კევას, ფიქრში ვღეჭავ სიტუაციებს,
შემთხვევით რომ არ მივაღეჭო ჩემივე ენა.
იმ ღამით, ჩემი ხერხემალის მივიდგი კიბე
და ბოლოს მთვარის მოსაწყვეტად რომ ავიწიე,
თქვენ ისევ სცადეთ ,
შეგეჭვრიტათ ჩემი კაბის ქვეშ.
არავის ველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts151
კარმა58
OFFLINEPROFILE
ნუ დაივიწყებ, შენი ვალია!

ნუ დაივიწყებ წინაპრის ადათს,
ნუ დაივიწყებ გმირობას ათასს.
რაც დღემდე შენთვის სისხლი დაღვრილა
სულ არ მოვსულვარ დღემდე ადვილად.

ჩვენამდე, დღემდე, ჯაჭვია გრძელი,
გზა ეკლიანი, ვიწრო და ძნელი.
შენამდე ცხრა ძმა ხერხეულიძე,
სამასი გმირი არაგველია.

მეფე დავითი, მეფე თამარი
და ეს გზა ისევ გასავლელია.
ნუ დასრულდება წარსული შენზე,
ხავსს ნუ მოადებ მშობლიურ ეზოს
რათა შენს შვილებს და შენს მომავალს
წინაპრის სახე სანთლებად ენთოს.

ღმერთივით ერთი სწამდეთ სამშობლო
და თავს სწირავდნენ ენას და რწმენას
გადასახლებულთ ქართული მიწა
ხატად ექცათ და გულზე ესვენათ.

ნებით, ქართველი არ თმობს სამშობლოს,
განა ადვილი დასათმობია?
ძალით არასდროს,
წინაპრის კერა განა ადვილი ჩასაქრობია?

განა სამთავროს, ბაგრატს და გელათს,
ცამდე აზიდულ ძველ სვეტიცხოველს,
შოთას და ვაჟას და მშობელ დედას
რის ფასად დათმობ – გაიუცხოვებ.

მძლავრი მდინარის ჩქეფების დარად
შენს სისხლში მაინც იჩქეფებს მარად
და სანამ ცამდე არ გაბრწყინდება
შენი სამშობლო სამოთხის დარი
სანამ სიცოცხლე არ მოგწყინდება
მოსახდელი გაქვს იცოდე ვალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ვიღაცის ხმა საკანივით მლეწავს,
თითქოს სიკვდილს ვუჯერებდე ჭოტს,
ნურასოდეს ნუ დასცინებ მეძავს,
ზიზღიანად ნუ შეხედავ ლოთს!
ჟამის ძალა რამდენ დროშას ძენძავს,
გაგახსენებს სარდაფების შფოთს,
წარსულზე არ შეეკითხო მეძავს,
მომავალზე - წყალწაყებულ ლოთს.
ყველა გვყოფნის დალოცვილი ზეცა,
განერიდეთ მტრობასა და შფოთს,
ყველა ქალში სძინავს ციცქნა მეძავს,
ყველა კაცში - პოეტსა და ლოთს!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი