↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
SOS! SOS! SOS!
ამერიკელო ქართველებო და ყველას, ვისაც რამე კავშირი გაქვთ ამერიკასთან!
რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი ჩემი უკრაინელი მეგობრისგან – გიორგი ოჩკუროვისგან, რომელიც ამჟამად კალიფორნიაშია (გიორგის გასაცნობად შეიხედეთ ჩემი საიტის 63-ე ქვეთავში). საქართველოში სტუმრობისას მცხეთიდან მამა გაბრიელის ზეთი, ხოლო სიღნაღის წმინდა ნინოს მონასტრიდან ხატები და წმინდა ნინოს წყალი წაიღო დედასთან (მართლმადიდებლური ოჯახი ჰყავს). შემდეგ კი როცა გიორგის დედა რეანიმაციაში იწვა, ფოსტით იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა მიწა გავუგზავნე. დედამისი ახლა უკვე კარგადაა. გიორგი დედის გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ამერიკაში დაბრუნდა, გიორგი პროფესიით იურისტია და მუშაობდა ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში კონსულტანტად. ამჟამად სამსახურის გარეშეა დარჩენილი, როცა ეს გავიგე, დახმარება შევთავაზე. აი, მისი პასუხი:
Privet Georgiy, Ochen neozhidanno ti predlozhil pomosch zdes v USA ot svoih druzey.
Vospolusyus tvoim predlozheniem. Ya zhivu v gorode Thousand Oaks, California. On nahoditsya v 40 kilometrah ot Los-Angelesa. Vchera ezdil v Los-Angeles na sobesedovanie. Tam vse mesta uzhe zanyati. Rad, chto u tebya est rabota. Vidimo Bog pomogayet tebe za tvoy dobrodushniy kharakter! Ya tebya ochen uvazhayu moy drug. Georgiy.
მოგმართავთ თხოვნით, თუ ვინმეს გაქვთ გიორგისთვის სამსახურის შეთავაზების საშუალება (მეეჭვება რომ გიორგის მხოლოდ კონსულტანტის თანამდებობაზე ჰქონდეს პრეტენზია) გთხოვთ შემეხმიანოთ, ვისაც რისი შემოთავაზება შეგიძლიათ.
პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 45.

გამარჯობათ გიორგი! საინტერესო და გულზე მალამოსავით დასადები საიტი გაქვთ! თქვენმა წერილებმა და ფერეიდნელებმა ჩემი ცნობიერება შეცვალა! ჩემი თავი მაპოვნინა! დიდი სურვილი გამიჩნდა ფერეიდანში წასვლისა და იქაური ქართველების გაცნობისა, თუმცა ჩემს ქმარს ირანის გაგონებაც არ უნდა... ვერც გაამტყუნებ, თავის ქვეყანაში ცხოვრობს და მისთვის ეს გრძნობა ცოტა გაუგებარია...
თქვენი საიტის ნახვის შემდეგ წავიკითხე სხვადასხვა ოფიციალური რჩევები ირანში წამსვლელთათვის; ისინი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე თქვენი. მოკლედ: მოსახლეობასთან კონტაქტში არ შეხვიდეთო; ხალხს, პოლიციელებს, მუზეუმებს და სამხედრო შენობებს სურათები არ გადაუღოთო; მარტო არ წახვიდეთ ტურისტადო და ასე შემდეგ. მართალია ეს ყველაფერი? ამის წაკითხვის შემდეგ მარტოდ წასვლის სურვილი დამეკარგა... მაგრამ თუ ქართველების ჯგუფი წავა, მეც სიამოვნებით გავყვები. თქვენ რომ მწერდით: „წისქვილში ვინც მიდიოდა ფქვავდაო, ვინც არა – ჯერსა კითხულობდაო“ ეს ანდაზა პირველად გავიგონე, ძალიან მომეწონა და ბევრიც ვიცინე. სუფთა ქართული ანდაზაა. მე კი აქაურმა ცხოვრებამ ძალიან მერკანტილური გამხადა. თუ წინასწარ არ დავგეგმე ყველაფერი (ტრაექტორია, ბიუჯეტი, მოგზაურობის ყველა დეტალი, მაგალითად: რომელ საათებში გადის ავტობუსი თეირანიდან ისპაჰანში; რა ღირს, რამდენი ხანი უნდა მგზავრობას, სასტუმროების სია თეირანში, ისპაჰანში. სად დგანან ფერეიდანისკენ მიმავალი ტაქსები და სასტუმროები ფერეიდანში, ყველას ხომ არ გვყავს ნაცნობი, რომ მათთან გავათენოთ?) ისე არსად წავალ. არადა, მოუმზადებლად წასვლას ბევრად უფრო მეტი ხიბლი აქვს.
უკვე 10 წელია საქართველოში აღარ ვცხოვრობ და ხომ ხედავთ, ხასიათს ვინ ჩივის, გვარიც აღარ მაქვს ქართული... გადაჯიშებაა, აბა რაა... ფერეიდნელებისაგან განსხვავებით მე ჩემი სურვილით წამოვედი საქართველოდან, როგორც ბევრი სხვა ქართველი. ყველა ისე თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცით, თითქოს ქართული მიწა ფეხისგულებს გვწვავდა... ვერ ავიტანეთ დისკომფორტი... გულში ყოველთვის მოღალატედ ვთვლიდი ჩემს თავს და ყველა იმ ქართველს, ვინც უცხოეთში ვცხოვრობთ და შორიდან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ყველამ ვიპოვეთ პიროვნული გამოსავალი, თავი გადავირჩინეთ, გავიქეცით... ჩვენ ვერ მივხვდით, რომ ყველამ ერთად მანდ უნდა ავაშენოთ „კარგი ქვეყანა“. ვერავის ვერ გავკიცხავ, ყველა ადამიანი თავისუფალია და ყველას აქვს არჩევანის უფლება, სადაც უნდა იქ იცხოვროს... ჩემს თავს კი მაინც დამნაშავედ ვთვლი...
მიუხედავად იმისა, რომ აქ დავქორწინდი და ძალიან მოსიყვარულე ოჯახი მაქვს, ყოველთვის მახსენდება ის პერიოდი, როცა აქ წამოსასვლელად საბუთების შეგროვება დავიწყე. ეს ის პერიოდია, ხალხი მთელ დღეებს საელჩოების წინ რიგში რომ ატარებდა, იქნებ ვიზა მიიღონ და გაიქცნენ... გული მიტიროდა... იყო დრო, ქართველებს სტამბოლის ბაზარზე ყიდდნენ, ახლა ჩვენი ფეხით გავრბოდით ამ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან. განა ვიცით ჩვენ, წამსვლელებმა, რომ სანამ ჩვენი თვითმფრინავი აფრინდება თბილისის აეროპორტიდან, მშობლები და ახლობლები აეროპორტის მოსაცდელში დგანან, მდუმარედ უყურებენ თვითმფრინავს, იცრემლებიან და პირჯვარს იწერენ? განა ვიცით ჩვენ, წამსვლელებმა, მხიარულად რომ ვჯდებით თვითმფრინავში და შვებით ამოვისუნთქებთ „გვეშველა!“ ჩვენს თვითმფრინავს ჩვენი ახლობლების თვალცრემლიანი, სიყვარულიანი მზერა მოსდევს, სანამ ჩვენი თვითმფრინავი ღრუბლებში გაუჩინარდება? ჩვენ უკან ვტოვებთ ჩვენს სისხლსა და ხორცს... სიყვარულით სავსე გულებს... წლების მერე მხიარულები უკან ვბრუნდებით, იგივე აეროპორტში გვხვდება იგივე ხალხი, ჩვენზე დარდში და მოლოდინში (+ მანდაური მდგომარეობით ნანერვიანები) გაჭაღარავებულები და დაბერებულები... ჩვენ უკვე პრაქტიკულები, მიზანდასახულები და კრიტიკულები ვართ... სერიოზული სახით ვაკრიტიკებთ ქართულ მენტალიტეტს და ქართულ ტრადიციებს...
ამიტომაც მინდა ფერეიდნელი ქართველების გაცნობა! მათ ხომ 4 საუკუნეს გაუძლეს და არ გადაჯიშდნენ? რა შერჩათ მათ ქართული, გარდა ენისა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ ხასიათსა და ტრადიციებში (მე არ ვგულისხმობ სუფრის ტრადიციებს, ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია)? რა შეიძლება ვისწავლოთ შაჰ-აბასის ექსპერიმენტიდან?
ჩემო გიორგი, ერთი თხოვნით მინდა დავამთავრო ჩემი წერილი: იქნებ გააკეთოთ ქვეთავი და დადოთ საიტზე პრაქტიკული რჩევები ირანში/ფერეიდანში ტურისტად წამსვლელთათვის? თუნდაც მოკლედ... გმადლობთ! გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში. მომწერეთ ხოლმე... ძალიან გამიხარდება. პატივისცემით, ნანა.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
გიორგი
ვერცერთ ვიდეოს ვერ ვხსნი იქნებ მიშველო რამე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
სხვადასხვა ბრაუზერები სხვადასხვანაირად ხსნიან... იქნებ გადმოიწერო და მერე სხვა კომპიუტერზე მოსინჯო? მახო იყო გატანჯული მასე... მეც სამსახურში ცოტა ძველი კომპიუტერი მაქვს, იქ რომ რამეს ვაკეთებ, შემოწმებით ყველაფერს ვერ ვამოწმებ, სახლში რომ მომაქვს, მერე ზოგჯერ გადაკეთება მიხდება ხოლმე :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ,დესპანელებო!
როგორ ხართ ,24 საათით გასული ვიყავი და როგორ მომენატრეთ ყველა.
ელჩი ,ნეტა იცოდე ,რა კარგი რამ თქვი .პირდაპირ გულს რომ ეტაკა და ჯიგარი გადააბრუნა.
ნეტავ მართლა ისეთი რამ მოხდებოდეს რომ ყველა ,საქართველოში დავბრუნდებოდეთ.
ჩვენ ,მჯერა რომ დავბრუნდებით,აი იმათზე ვნატრობ ვინც იძულებით აჰყარეს საქართველოდან.
ხო წარმოდგენილი გაქვს უცბად რამდენი გავხდებით?
გუგუა ,იქნებ იმაზედაც დაგვიდო ,ინფორმაცია,ხომ არ გაგვინაწყენდნენ,
ხომ არ გადაუფიქრიათ სანუკვარ სამშობლოში დაბრუნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ბატონო გიორგი, იმედია, რომ კარგად მიდის თქვენი პატრიოტული საქმიანობა. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე www.bbs.ge დავდეთ ბანერი –,,საერთაშორისო პროექტები", სადაც მოცემულია პროექტის ,,სამი საქართველოს" მასალები, მათ შორის ფილმი. გვაინტერესებს თქვენი აზრი, პატივისცემით, როსტომ ბერიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 45.2.
გავმარჯოს ჩემს გიორგის! როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველანი. როგორ არიან ოჯახი და ჩვენი მეგობრები და ნაცნობი ხალხი? ის წერილი წავიკითხე და ჩემზეც ძალიან იმოქმედა. დაგვაკავშირე ის ქალბატონი და იქნებ როგორმე დავეხმაროთ, თუმცა როგორც შენ იცი და თვითონ ბრძანა აქ სხვა სიტოვაციაა, მაგრამ რაღაცას ვიზამთ რათა ავუსრულოთ იმ ქალბატონის ოცნება. ჩვენც ხომ ოდესმე ძალიან ვოცნებობდით საქართველოში წასვლაზე და შეგვისრულდა.

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ირანი, ფერეიდანი“ – ჩანაწერი 9.
გიორგი გამარჯობა! ძალიან მოხაროოლი ვარ რომ შენ ჩვენი მეგობარი ხარ და ძალიან მინა ირანში გნახო ჩემო ძმაო. ღმერთს ებარებოდეთ! აქბარ მოყადასი. ირანი. ყუმი.

www.fereidani.ge
ქვეთავი 94 – „როსტომ ბერიძე − «სამი საქართველო» − ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო“.
P.S. გამარჯობათ ბატონო გიორგი, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე www.bbs.ge დავდეთ ბანერი –,,საერთაშორისო პროექტები", სადაც მოცემულია პროექტის ,,სამი საქართველოს" მასალები, მათ შორის ფილმი. პატივისცემით, როსტომ ბერიძე.

www.fereidani.ge
ქვეთავი 104 – „ჯიმი დაბრუნდაშვილი – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში“.
მხარი დავუჭიროთ ჩეხური პრო-ქართული
ორგანიზაციების აქციას!

ძვირფასო ქართველებო! ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა მიგვიწვიეს ღონისძიებაზე, რომელიც ეხება აშშ რადარის განთავსებას ჩეხეთის რესპუბლიკაში და NATO-ს გაძლიერება-გაფართოვებას აღმოსავლეთისაკენ. ორგანიზატორებმა მთხოვეს ამ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა. ამიტომ გთხოვთ, ვისაც დრო გექნებათ, მოდით ქართული დროშებით (ეს მათი თხოვნაც არის) და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ.
განსაკუთრებით ეს ჩვენს აქტიურ ბირთვს ანუ სტუდენტებს, სპორტსმენებს და ყოფილ სტუდენტებს ეხებათ (იმედია ვეტერანებს შეხსენება არ დასჭირდებათ).
მისამართი: add: středu 18.2. v 18 hodin na Hradčanském náměstí v Praze.

ვეხმარებით საქართველოს!

ძვირფასო თანამემამულენო, ორგანიზაცია Hand for help ატარებს ვებ-გვერდის ახალი ვერსიის შექმნას. ჩვენ სამომავლოდაც ვითანამშრომლებთ ამ ორგანიზაციასთან საქართველოში ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
გთხოვთ, შემოხვიდეთ ამ გვერდზე (რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელია) და მადლობა მოუხადოთ ჩვენს ჩეხ მეგობრებს. მათი უანგარო დახმარებით შეიქმნა კლინიკა სოფელ წეროვანში და უკვე ასობით ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება.
პატივისცემით ჯიმი დაბრუნდაშვილი და Jaromír Dolanský +420 721 647 748

Vážení přátelé, v průběhu tohoto týdne spouštíme nové webová stránky o naší aktuální aktivitě v Gruzii. I když zatím běží ve zkušebním provozu, potěší nás, pokud je navštívíte.
www.helpgruzie.cz Stránky www.handforhelp.cz prochází generální přestavbou a budou dokončeny v průběhu března.
S přáním hezkého dne Jaromír Dolanský Hand for Help Liberec

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ახლა ორმაგად მთვრალი ვარ!!!! კონდრათ თავაძესძთან ვიყავი და იქ დავლიეთ... მოკლედ, მერე მოგწერთ....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
დედა ენის დღეს გილოცავთ!!!
გუშინ, კახა მულიანი და კონდრათ თავაძე სიღნაღში მყავდა წაყვანილი. იქ აღვნიშნეთ დედა ენის დღე! ალბათ მალე ხელდამშვენებული გესტუმრებით, ჯერ ცოტა გონზე მოვიდე....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
გაიხარე გუგუ შენ ჯალაბობასთან ერთად!
რა ტკბილად ჟღერს დედა-ენა.
მეც გილოცავთ ქართველებო!
გუგუა გელოდებით ,მალე მოდი გონზე.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
უუუჰ, კიდევ კარგი შემეხმიანე! გაიხარე! სერიოზულად ვფიქრობდი ეს ხალხი სად არიან, რატომ აღარ ჩანან-თქო? ალბათ 2-3 დღე დამჭირდება, სურათები ძალიან ბევრია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
არა გუგუა ,სად უნდა დავიკარგოთ,მძლივს ვიპოვნეთ ხალხმა ერთმანეთი.
რასაც მე, ამის გამომგონებელს ვლოცავ !
აქა ვართ აქა!
=sher= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ!

ერთ საათზე მეტია გუგუა შენთან ვიყავი სტუმრად საიტზე.
"ცუდო" გუგუა რატომ არ წამიყვანე სიღნაღში...
რა სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენთან ერთად და მთელი გზა ბევრ ლექსებს წაგიკითხავდით...
ვიცი ხვალე დილით მოხვალ და გვეტყვი ფერეიდანში შეიარეთო. მე და ნანუჩი კი
ყოვეს საათს შევდიოდით და ვნახულობდით იმის მერე რაც დაწერე "2-3 დღე დამჭირდებაო"
-არაფერი დე?
-არა, ჯერ არაფერი...
-ჯერ ერთი დღე გავიდა დე!

-არაფერი ნანუჩი?(კახას სურათებს ელოდება გიჟივით)
-არაფერი დე! უკვე ორი დღე გავიდა...ვითომ სამი დასჭირდება დე?
-გუგუსას რას გაიგებ დე!
-იქეიფებდა ისევ?(იცინის)

ძალიან მომეწონეთ გუგუა! ჩემი ამაყი ქართველი ლომები!!!
მერე მკითხავთ:
-რამ დაგაბერა-ო
-უთქვენობამ დამაბერა გუგუა...

რამხელა სიყვარულს ატარებენ ჩემი ფერეიდნელები და რამხელა სითბოს ასხივებენ...
შენ კი დაჰყვები და ამ სითბოს თანაბრად გვინაწილებ...
ნეტა თუ შევძლებთ ჩვენც ისე გავაცისკროვნოთ მათი გულები, როგორც ისინი ჩვენსას ახარებენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
რამხელა სიყვარულს ატარებენ ჩემი ფერეიდნელები და რამხელა სითბოს ასხივებენ...
შენ კი დაჰყვები და ამ სითბოს თანაბრად გვინაწილებ...

ნეტა თუ შევძლებთ ჩვენც ისე გავაცისკროვნოთ მათი გულები, როგორც ისინი ჩვენსას ახარებენ...

გამარჯობა ფიცხელ!
ნეტა იცოდე, აი ეს ბოლო ბწკარი რამდენჯერ გადავიკითხე ,
ნეტა იცოდე ,რამხელა ტკივილი ჩაგიყოლებია ამ ბოლო ბწკარში.
არ ვიცი რატომ ,მაგრამ მე, ძალიან მგვრის სევდას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 45.3.

როგორ ბრძანდებით ძმაო გიორგი! თქვენთან ოჯახში როგორ არიან, იმედია როგორც ყოველთვის ყველაფერი კარგად არის! სალამი ირაკლისაც და ყველას. ნანას წერილი სამჯერ წავიკითხე და ძალიან დამწყდა გული, ეტყობა ამ განშორებაში მოენატრა თავისი სამშობლოში ცხოვრება და დროს გატარება, მე პირადად ძალიან კარგად და გულის სიღრმიდან ვიგრძენი ნანას ემოცია, ძალიან სამწუხაროა კაცს თითონ რომ ისეთი ლამაზი, კეთილი, ტკბილი და თბილი სამშობლოს ყოფნაში იძულებულია საზღვარგარეთ იცხოვროს, თითოეული უცხოეთში მცხოვრებ ქართველისათვის ძალიან ვწუხვარ, ნეტა მალე მიეცემოს ის საშუალება ყველას და რომ მალე დაბრუნებულიყოს თავის დედასთან. კაი აზრი შემოუთვლიათ ნანას თქვენთვის, ის რომ თუ შეკრებას გაკეთებთ საიტში ვისაც სურს ფერეიდანში მოგზაურობა! ფერეიდანში კიდე ვართ დიდი სიამოვნებით ასეთ პროგრამებში თუ რამე შეგვეძლოს ძმაო გიორგი.
გიორგი, ძალიან დავინტერესდი, ნანას წერილი რომ წავიკითხე ისედაც ნანა ვიგრძენი, როგორც ფერეიდნელი ქართველი, ისეთი ემოციები მოსდევდა მის წერილს და ამიტომაც სურვილი გამიჩნდა მასთან კავშირი და თუ დამაკავშირებ ნანასთან, მაინტერესებს ურთიერთობა. ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო და საქართველო!

www.fereidani.ge
ქვეთავი 107 – „კონდრათ თავაძე “

2009 წლის 20 თებერვალს შემეხმიანა კახა ფერეიდნელი (მულიანი) და კონდრათ თავაძესთან მიმიპატიჟა, რომელიც წინა დღით სტუმრად ჩამოსულა საქართველოში. კონდრათი ჩემი უახლოესი მეგობარი და მუდმივი მასპინძელია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. დიდი სიხარულით გავეშურე მეგობრებთან შესახვედრად, რამაც მეტად გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კახა და კონდრათი თავისი მომზადებული საჭმელებით და განთქმული ირანული ნუგბარით გამიმასპინძლდნენ, რის დაგვირგვინებად მშვიდობის ჩიბუხად წოდებული ჩილიმის გაბოლება შეიძლება ჩაითვალოს.
საუბრისას კონდრათმა გამოთქვა სურვილი კახეთის ერთ-ერთი ისტორიული და თვალწარმტაცი ქალაქის – სიღნაღის ნახვისა. მისი ინტერესი ჩემსავე საიტში ჩადებულ ფოტო-მასალას გამოუწვევია. ჩვენც მეტი რა გვინდოდა და შევთანხმდით, რომ მეორე დღესვე კახეთს გავმგზავრებულიყავით.
მართლაც, 21 თებერვალს, კახა ფერეიდნელი და კონდრათ თავაძე ჯერ სამსახურში მეწვივნენ, სადაც ჩემი მეგობარი და თანამშრომელი ვახტანგ კვირიკაშვილიც შემოგვიერთდა და ოთხნი გავემგზავრეთ კახეთისაკენ. განწყობილება იმითაც იყო ამაღლებული, რომ ჩვენი მოგზაურობა დედა ენის დღეს დაემთხვა.
სასადილოდ კაჭრეთის ცნობილ „ნაძვებში“ გავჩერდით. მომსახურე პერსონალმა სიხარულით მიგვიღეს ჩვენც და ჩვენი სტუმრებიც. ერთ-ერთმა ქალბატონმა, ლია სეფიაშვილმა ფერეიდანში გამგზავრების სურვილიც კი გამოთქვა.
გზაში ჩვენი სტუმრები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ შემხვედრ ღირსშესანიშნაობებს, ახარებდათ ბაღ-ვენახებში სამუშაოდ გამოსული კახელების ნახვაც. ახლად მოხნული ნაკვეთების შემხედვარე ჩვენმა სტუმრებმა ასეთი ამბავი მოგვიყვეს: ფერეიდანში ჩვენს ძველებს ისევ ახსოვთ საქართველოს შავ-მიწა ნიადაგები, ამიტომ როცა დედა თავის შვილს უწყრება, ეუბნება – „შავ-მიწა კი დაგაყარეო!“ რაც უფრო დალოცვის ტოლფასია, ვიდრე გაწყრომისა, რადგან შავ-მიწაში დედა მხოლოდ ქართულ მიწას გულისხმობსო.
პირველად ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი მოვინახულეთ, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში კი წმინდა ნინო განმანათლებლის საფლავი. შემდეგ ტყე-ტყე თავქვე დავეშვით წმინდა ნინოს წმინდა წყაროსაკენ.
სიღნაღმა ჩვენს სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ხელნაკეთი სუვენირების მაღაზიაში კონდრათმა თავისი სიმამრისათვის, ალი-რეზა რაჰიმისთვის (რეზო დავითაშვილი) თექის შემოსაცმელიც კი იყიდა, რითიც ძალიან გახარებული იყო, რადგან ეს საჩუქარი სწორედ სიღნაღში იყიდა!
ფეხით შემოვიარეთ ძველი და ახალი სიღნაღის ქუჩები. მოვინახულეთ სამაჩაბლოს და მეორე მსოფლიო ომის დროს სიღნაღის რაიონიდან დაღუპულთა მემორიალური დაფები. სამახსოვრო სურათები გადავიღეთ დაფასთან, სადაც ჩემი ბიძების, ვიქტორ და გიორგი ალავერდაშვილების გვარებია ამოკვეთილი.
დავათვალიერეთ სასტუმრო „სიღნაღის“ აპარტამენტებიც, საიდანაც ალაზნის ველი და კავკასიონის ბუმბერაზი მთები ხელისგულზე გადაშლილივით მოჩანს...
დიდი ინტერესი გამოიწვია ძველი სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის აღმოჩენამ, რომელიც არტოს (ბებრების) ბაღში ზედაპირული მიწის შემთხვევითმა ჩანგრევამ გამოაჩინა.
სიღნაღის შემდეგ ვახტანგ კვირიკაშვილის მშობლიურ სოფელს – ვაქირს ვესტუმრეთ, სადაც მე და ვახტანგის „ღვინის ქურდების“ მსგავსი თავგადასავალი შეგვემთხვა.
ვაქირის შემდეგ ისევ სიღნაღში ავედით, სადაც ვახტანგის ახლობელმა, 71 წლის ბატონმა გიორგი გონაშვილმა გვიმასპინძლა. ამ მასპინძლობას ენით აუწერელ ხიბლს მატებდა ქუჩის მეორე მხარეს ამაყად მდგარი თამარ დედოფლის სახელობის ეკლესია...
თბილისში გვიან ღამით დავბრუნდით...

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი