↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 83 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სიმონ ჩიქოვანი

ქართველი დედა

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა...
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:
– მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! –
ქარში რეკავს საქართველოს დედა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Nov 2006
Posts107
კარმა51
OFFLINEPROFILE
ყველა დედას ულოცავ დედის დღეს,გისურვებთ ყოფილიყავით ჯამრთელნი, ბედნიერი, ლამაზი, გახარებული დედები.გეამაყოთ თქვენი შვილებით,ვინც დროებით მოშორებულებიხართ ყველას გისურვებთ მალე ერთად ყოფილიყოთ ჩახუტებული თქვენს ანგელოზებთან.გაგიმარჯოთ და იდხეგრძელეთ =rose =mt =mt

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
ნუ გეშინია!

ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო ღამეც,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია!

თუ გაგიხუნებს გრიგალი ფერებს,
და ზამთრის სუსხი თმაზე დაგათოვს,
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს...

ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა!

ბედის ქარაგმას თუ ვერ გაექცე,
წილხვედრი ალო თუ ვერ გახედნე,
დღეში რომ თუნდაც ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამოგაყენებს...

ჭირთა თმენა და დიდი ნუგეში,
დედა სიცოცხლის თვალისჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია!...

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Feb 2009
Posts340
კარმა0
OFFLINEPROFILE
დედის დღეს გილოცავთ ძვირფასებო
დედა ღვთისმშობელი ყოფილიყოს თქვენი შემწე და მფარველი!
ტკბილი დედობა და ბებიობა გქონოდეთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
გენაცვალოს დედა!...

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვაიიიიიიიი რა საყვარელი ლექსი და შვლის ნუკრია ნარჩიტაა. შენ გაიხარე ჩემო ჩიტუნა ხვალ დილით აუცილებლად გაჩუქებ კარმას. დღეს უკვე შემომელია. პოსლეზე ხომ შეიძლება შენთან?=ko= =ko= =ko=
ეხლა კი აი ამ საჩუქარს დამჯერდი.
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
ბედნიერი დედა

ძველმოდური პალტო ეცვა,
მოდიოდა ქუჩაში და ესმოდა:
რა ხანია, გადავიდა ეს მოდა!
იყო ბედნიერი დედა,
მოდას სულ არ დაგიდევდა,
რადგან დედას დრო ჰქონდა,
ბრუნდებოდა შინ და ჩვენთვის,
თბილი პური მოჰქონდა...

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მახუნია შენ რადგან ქალი აღმოჩნდი ( ხელის მოუთათუნებლად გენდე)=haa= მე მოგილოცავ დედის დღეს. იხარე და იბედნიერე ჩემო კარგო. სულ სიხარულში და სიყვარულში გაგეტარებინოს წუთისოფელი. თუ გყავს შვილები,ღმერთმა ბედნიერი დედა გყოს. გაკოცებ და გეფერები უნაზესი გრძნობით უთვალავი კილომეტრებიდან. მეც შენი გაცინება და გამხიარულება მინდოდა,თორემ ცოტა კი მეპარებოდა ეჭვი შენს სქესში.=haa=

ეს საჩუქარი ჩემგან საყვარელო.სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
მანა შენ უკვე მაჩუქე უძვირფასესი საჩუქარი - შენი გულის სითბო, გმადლობ გეთაყვა!

გილოცავ დედის დღეს, შენს დედას, ყველა ქალს, დედას, ბებიას, მომავალ დედას, ყველაზე დიდი დედის - მარიამის მადლი გფარავდეთ!

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ნარჩიტა სურათი აღარ არსებობს ეს პაწია პრინცესა შენია? ფუი ეშმაკს თვალი არ ესეს ვინმესი. გფარავდეთ უფალი ყოველივე ავისაგან დედა შვილს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
არა, მანა, ჩემი არ არის, ჩემი პრინცესა დიდი ქალია უკვე, მაგრამ ეგეც ჩემია, აბა ვისია?

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
ამ დიად გრძნობას ვინახავთ ფრთხილად,
ვკარგავთ და შემდგომ ვიძენთ ისევე,
ჩვენ გვიყვარს, მამა, და, ძმა და ტოლი,
ჭირში კი მხოლოდ დედას ვიხსენებთ!..

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Jan 2009
Posts217
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

გაიხარეთ დედებო ყველაფერ კარგს გისურვებთ, გამრავლდით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
დათიკო ხატიას ძინავს ალბათ და ხვალ შემოვიდეს აქ. მაგისტვის საჩუქარი დევს და წაიღოს. შენს მეუღლეს ჩემგან ეს მიართვისურათი აღარ არსებობს
დაკრეფით შენ თვითონ დაუკრიფე იები.გაეხარდება.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 83 posts ] 
დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო!
დესპანი