mancho2007 wrote:ციტატა:
კატო, ჩემო კარგო, მე მესმის შენი გულის ტკივილი მაგრამ მე უფრო მწარე დღეები მახსოვს. სხვა რომ არაფერი დამსახურება არ ქონდეს ამ მთავრობას, თუ კი შესაძლებელი იყო ხალხი სიცივით არ გაყინულიყო და 24 საათი სანთლის შუქზე არ მჯდარიყო, რატომ არ უზრუნველყოფდნენ მათ ამ ელემენტარული ,,კომფორტით\'\'.მ ე არავის ჩემს აზრს არ ვახვევ და ისიც ვაღიარე, შეიძლება მე რომ თბილისში არ ვარ ჩემთვის ყველაფერი რაც ხდება დიდი მიღწევაა, მაგრამ წეღანაც გითხარი , მე მახსოვს დღეები, როდესაც ჩემი 6 და 7 წლის შვილებით ტყეში მივდიოდით და თავიანთი პატარა გაყინული ხელებით , გირჩებს და შეშას ვაგროვებდით დილის 6 საათზე. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლიამ მაგრამ იმ დღეების გახსენება ტანში მზარავს , თანაც ყველაფერს სახალხოდ და სააშკარაოდ ვერ განსჯი. მაშინ გადავიტანე 28 წლის ასაკში პირველი ინფარქტი, და ეს პატარა ბიჭები სანთლის შუქზე მითენებდნენ ღამეს . ერთხელ ასეთი კურიოზი შემემთხვა, შეშა არ გვქონდა და ჩემმა შვილებმა რაღაც გადაგდებული უშველებელი საბურავი იპოვეს. რის ვაი ვაგლახით დახერხეს ტუ დაჭრეს და გაყინულებმა დიდი სიხარულით დავანთეთ ღუმელი, სიცივისგან გათოშილებს სითბოში უცებ ჩაგვეძინა. გათენდა და ბავშვების ხმამ გამაღვიძა, თვალი გავახილე და შიშისაგან შევყვირე . ბავშვებს სახე სულ შავი ქონდათ, რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე სიცილი ამიტყდა , შემომხედეს ბავშვებმა და იმათაც სიცილი აუტყდათ, თვალები მიჩანდა მარტო თეთრად ისეთი მურიანი ვიყავი.
მართალიხარ მართალი, ეგრე იყო მართლა.
საბურავზე კი გულინად გამეცინა:) სასაცილოა სატირალი რო არ იყოს:ohmy: