↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. სპილოობა ცუდია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 85 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მამაკაცებისთვის მარტო ცხოვრება საზიანოა

მეცნიერთა მტკიცებით,მამაკცებისთვის უცოლოდ,მარტო ცხოვრება დამბლაზე,დიაბეტზე,კიბოზე,რადიაციაზე ყველაფერი ერთად აღებულზე უფრო საშიშია.ექიმებმა უცოლო და ცოლიან მამაკაცთა (18-დან 45 წლამდე) ორი ჯგუფი შეისწავლეს,გაირკვა რომ რაც უფრო ხანგრძლივია მარტო ცხოვრების პერიოდი,ეს ფსიქიკურ მდგომარეობაზე მით უფრო ცუდად აისახება.გაღიზიანებულობა,ჩაკე-
ტილობა,საკუთარი ძალის რწმენის არქონა 45 წლის უცოლო მამაკაცების 93 პროცენტშია დაფიქსირებული მაშინ,როცა ცოლიანებში მსგავსი ფაქტები მხოლოდ 14 პროცენტშია აღნიშნული.უცოლო მამაკაცებში 2-ჯერ ხშირია პროსტატიტის დიაგნოზი და 4-ჯერ უფრო ხშირია სქესობრივი დარღვევები.ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
წონაში მომატება დაკავშირებულია სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკთან

მენოპაუზის შემდგომ პერიოდში წონის მცირე მატებაც კი ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს, ნათქვამია ერთერთ კვლევაში.
ამერიკელი მკვლევარების თანახმად, 9,9კგ-ის მომატება ქალებში ამ დაავადების რისკს 18%-ით ზრდის. ხოლო იმ ქალებში, რომლებიც წონაში დაიკლებენ 9,9კგ-ით, რისკი 57%-ით მცირდება, თანახმად ამერიკული ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიისა. როგორც დიდი ბრიტანეთის კიბოს ექსპერტებმა განაცხადეს, კვლევამ აჩვენა, რომ არასოდეს არის გვიანი წონაში დაკლება. ყოველწლიურად, დიდ ბრიტანეთში სარძევე ჯირკვლის კიბოს 41 000 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 13 000 ლეტალური შედეგით მთავრდება.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ და ქალთა ჰოსპიტალმა ბრიჰამში, ჩაატარა დაკვირვება 30-დან 55 წლამდე ასაკის 87 000 ქალზე. დაკვირვება 26 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მკვლევარებმა დააფიქსირეს კვლევაში მონაწილე ქალთა წონის მაჩვენებელი 18 წლის ასაკში და აკვირდებოდნენ მის მატებას ასაკთან ერთად. აღმოჩნდა, რომ იმ ქალებში, რომლებშიც აღინიშნა წონის მატება, 45%-ით მაღალი იყო სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენის რისკი იმ ქალებთან შედარებით, რომლებშიც წონის მატებას ადგილი არ ჰქონია. ხოლო წონაში დაკლება გარკვეულ პროტექტორულ როლს ასრულებდა ამ დაავადების წინააღმდეგ.
ამგვარად, მეცნიერები ქალებს ურჩევენ არ მოიმატონ წონაში როგორც მენოპაუზამდე, ასევე პოსტმენოპაუზურ პერიოდში, რათა თავიდან აიცილონ პოსტმენოპაუზური სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
15 რჩევა, როგორ ვებრძოლოთ უძილობას

ევროპის წამყვანმა ნევროპათოლოგებმა შეიმუშავეს ინსტრუქცია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ძილის დარღვევები. ნორმალური ძილის აღდგენის მათეული ტაქტიკა და ჩაძინების პროცესის რეგულირება ეფუძნება შემდეგ წესებს:
• ძილის წინ სასარგებლოა აბაზანის მიღება, განსაკუთრებით, თუ ჩაამატებთ სპეციალურ მარილს ან ეთერზეთებს;
• აბაზანის მიღებისას გაიკეთეთ ხელის მტევნებისა და ტერფების მასაჟი;
• გახსოვდეთ, რომ შხაპს მატონიზებელი ზემოქმედება აქვს, თბილი აბაზანა კი ამშვიდებს, თენთავს;
• ძილის დარეგულირებისათვის არ უნდა მიირთვათ ზომაზე მეტად;
• უძილობის მთავარი მიზეზებია თამბაქო, ალკოჰოლი, კოფეინი. შეეცადეთ, უარი თქვათ მათ მიღებაზე, განსაკუთრებით 16-17 საათის შემდეგ. დაიმახსოვრეთ, რომ კოფეინის მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს 7 საათამდე;
• ვახშამზე არ მიიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებსაც შარდმდენი მოქმედება აქვთ - კარტოფილი, ხილი, ბოსტნეული, ყავა, ჩაი, კაკაო;
• ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს. ვარჯიში უმჯობესია საღამოს 17.00 საათიდან 20.00სთ-მდე;
• სასარგებლოა ძილის წინ ნახევარი საათით გასეირნება. ეს ხელს შეუწყობს განთავისუფლდეთ დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობისაგან, ემოციური განცდებისაგან;
• შეეცადეთ, დაასრულოთ დღე მშვიდად, ზედმეტი აჩქარების, შფოთვის, მღელვარების გარეშე;
• უძრუნველყავით სიმშვიდე და სიჩუმე;
• ლოგინის თეთრეული ამოირჩიეთ შედარებით მუქი ფერების, უპირატესობა ეძლევა შავ ფერს;
• ბალიში უნდა იყოს მცირე ზომის, ხოლო საწოლის ზედაპირი კი სწორი და მაგარი;
• დაწოლისას ნუ ეცდებით, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მაშინვე დაიძინოთ. უძილობის გამო შფოთვა არანაკლებ მავნეა, ვიდრე თვით უძილობა;
• ჩაძინება საჭიროა ერთი და იგივე მდგომარეობაში, უმჯობესია, მარცხენა გვერდზე, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში მოხრილი მარცხენა ფეხით;
• ძილის წინ, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, მოადუნეთ მთელი სხეული და მოინიშნეთ გაღვიძების დრო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
კიდევ ერთხელ, შოკოლადის შესახებ

შოკოლადი, როგორც საკვების სხვა სახეობები, თავისთავად, მავნე არ არის. საქმე მის რაოდენობაშია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შოკოლადის ჭამის დაწყებისას შეუძლებელია შეჩერება. როგორც აღმოჩნდა, შოკოლადისადმი ლტოლვა ადამიანს გენებში აქვს ჩადებული.
შაქარი აუცილებელია ადამიანის გადარჩენისათვის. ტვინის კვება მხოლოდ გლუკოზით ხორციელდება. ორგანიზმი შაქარს ირჩევს, როგორც ენერგიის წყაროს. მცირეწლოვანი ბავშვებიც კი ტკბილ გემოს ამჯობინებენ ნებისმიერ სხვას.
აი, რამდენიმე მონაცემი შოკოლადის შესახებ:
• 30 გრ რძიანი შოკოლადი შეიცავს დაახლოებით 140 კალორიას და ერთ პაკეტ შაქარს.
• ცხიმის საშუალო შემცველობა 30 გრ შოკოლადში არის 9 გრამი (დაახლოებით, საერთო კალორიულობის 55%). ძვირფას შოკოლადებში ცხიმის შემცველობა მეტია.
• რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შოკოლადი უჯრედისსაც შეიცავს (დაახლოებით, 1გრ უჯრედისი 30 გრ შოკოლადში).
• ადამიანებს, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს მაო-ს ინჰიბიტორების კლასიდან, ასევე კრაზანას შემცველ მედიკამენტებს, შეიძლება შოკოლადის მიღების ფონზე ქონდეთ არტერიული წნევის ციფრების მომატება. რასაკვირველია, მცირე რაოდენობით შოკოლადი ასეთ ეფექტს არ მოგვცემს. თუმცა განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე ზოგიერთ ადამიანებში ეს შესაძლებელია.
• შოკოლადი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებით ემსგავსება მარიხუანას და კოფეინს. კიდევ ერთი ნივთიერება მუშაობს თავის ტვინის მედიატორის მსგავსად, რომელიც მონაწილეობს ნარკოტიული დამოკიდებულების წარმოქმნაში. გასაკვირი არ არის, რომ შოკოლადი აუმჯობესებს გუნებ-განწყობას, ხოლო პატარა ნაწილის გასინჯვის შემდეგ შეუძლებელია შეჩერება! ერთ ექსპერიმენტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შოკოლადის ზოგიერთი კომპონენტს შაქართან ერთად შეუძლია ტკივილის შემსუბუქება. იქნებ, სწორედ ამიტომაც ითვლება შოკოლადი უიღბლო სიყვარულის სამკურნალო საშუალებად?
• შოკოლადი შეიცავს ნივთიერებებს ფლავონოიდების ჯგუფიდან. მსგავსი კომპონენტები არის წითელ ღვინოშიც, ყურძენში, სხვა პროდუქტებში. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისათვის.

როგორ უნდა მოიქცნენ შოკოლადის მოყვარულები? უნდა მიირთვან შოკოლადი, ოღონდ მცირე პორციებად. უკეთესია, მისი მიღება ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ. ცილოვანი საკვები ანელებს შოკოლადის კომპონენტების შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. რაც უფრო ნელა შეიწოვება შოკოლადი, მით უფრო ნელა ხდება სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები (სწორედ ეს ცვლილებები არ გვაძლევს მცირე პორციაზე შეჩერების საშუალებას). ცილა ასევე ანელებს ტვინის რეაქციას, რომელიც კიდევ მოითხოვს მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ნარკოტიკის, შოკოლადის, დამატებით ულუფას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
აჩენს თუ არა ძილი კენჭებს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს,რომ თირკმელებში კენჭების წარმოქმნა ძილის დროს სხეულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.თუ ადამიანს უმეტესად მარცხენა გვერდზე სძინავს,კენჭების წარმოშობის ალბათობა მარცხენა თირკმელსი უფრო მეტია ან პირიქიტ.
სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დიქტორი მარშალ ლ. სტოლერი კოლეგებთან ერთად ორი წლის განმავლობასი იკვლევდა თირკმელების ცალმხრივი დაზიანების მქონე 110 პაციენტს.75 მათგანს,რომლებსაც ერთა და იმავე გვერდზე წოლა უყვარდათ,კენჭები სწორედ ამ მხარეს აღმოაჩნდათ.გამოკვლევების ავტორთა აზრით,ეს იმით შეიძლება აიხსნას,რომ ძილის დროს ერთ დირკმელში მცირდება სისხლის მიმოქცევის სიჩქარე,რაც მარილების გამოტანას აქვეითებს.მარილის კრისტალები,რომლებსაც შარდი ვერ გამორეცხავს თირკმელებში გროვდება და კენჭებად იქცევა.
შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს საშარდე გზების სხვადასხვა ინფექცია,ნივთიერებათა ცვლის დარღვევა,აგრეთვე D ვიტამინის ჭარბი მიღება.მედიკოსები მიიჩნევენ,რომ პროფილაქტიკის ისეთი მარტივი ხერხიც კი,როგორიც ძილის დროს სხეულის მდებარეობის ცვლაა,შAრდკენჭოვანი დაავადების გამწვავებას თავიდან აგვაცილებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტუბერკულოზით დაავადებულები ხშირად შიდსის ვირუსითაც არიან ინფიცირებულნი

აშშ – ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში ხშირია აივ ინფექციის არსებობა, იტყობინება cnews.ru სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით. ამერიკელთა დაახლოებით მესამედი ორივე დაავადების მატარებელია. ზუსტი ციფრები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა აშშ ფედერალური სააგენტო რეკომენდაციას უწევს ტუბ-ინფიცირებული ყველა პაციენტის გამოკვლევას აივ-ინფექციაზე.
აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ არ დაუთმეს სათანადო ყურადღება შიდსსა და ტუბერკულოზს შორის არსებულ ურთიერთკავშირს. მთელ მსოფლიოში, ტუბერკულოზი ითვლება აივ-ინფიცირებულთა გარდაცვალების მთავარ მიზეზად. 2005 წელს, აშშ-ში ტუბერკულოზის აქტიური ფორმით დაავადებულ პაციენტთა მხოლოდ 9%-ს ჩაუტარდა გამოკვლევა აივ-ინფექციაზე, ხოლო 31%-მა უარი განაცხადა შიდსის სადიაგნოსტიკო ტესტის ჩატარებაზე.
როგორც აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, სუზან მარკმა განაცხადა, ცნობილია, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ამძიმებს ტუბერკულოზის მიმდინარეობას, ხოლო ტუბერკულოზის დროს კი აივ-ინფექცია პროგრესირებს უფრო სწრაფად. ანუ ორივე დაავადება გავლენას ახდენს ერთმანეთის პროგრესირებაზე და ყოველივე ეს ლეტალური შედეგით მთავრდება. სტატისტიკის მიხედვით, ამ ორი დაავადების ერთდროულად მქონე პაციენტთა ორი მესამედი აფრო-ამერიკული წარმოშობისაა. ამიერიდან მედიკოსებმა აუცილებლად უნდა ჩაუტარონ გამოკვლევა ორივე დაავადებაზე ყველა პაციენტს, რომელიც დაავადებულია ერთ-ერთი მათგანით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნიტტტ ქურდიმახოს ლექსი დავდე საყვარელ ლექსებში 313 გვერძე და თუ ხმა ვერ მივაწვდინე გააგებინეთ გეხვეწები...მერე ქურდულად რო გამირჩევს საქმეს მეც ჩემსას ვეტყვი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩინელმა ექიმებმა ფენომენალური ქალი აღმოაჩინეს

ჩინეთ ქალბატონს ტვინის მხოლოდ ერთი ნახევარსფერო აღმოაჩნდა. ეს მას შემდეგ დადგინდა, რაც ამ პაციენტმა ექიმებს ძლიერი სისუსტის ჩივილებით მიმართა.
ქალაქ უხანში მცხოვრები, 39 წლის ქალი აბსოლუტურად ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. მან სამედიცინო დაწესებულებას მას შემდეგ მიმართა, რაც ძლიერი სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვის შეგრძნება დაეუფლა.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი დაწესებულების ნევროლოგიური რეაბილიტაციის განყოფილების დირექტორმა, ჩჟან ლინხონმა აღნიშნა, ექიმები ძლიერ გაოცდნენ ქალა-ტვინის სკანირების დროს, აღმოაჩინეს რა, რომ რუხი ნივთიერება მხოლოდ მარჯვენა ნახევარსფეროში არსებობდა.
როგორც ცნობილია, ტვინის მარცხენა ნახევარსფერო ადამიანების ვერბალურ შესაძლებლობებს აკონტროლებს. თუმცა ამ პაციენტს არასდროს ჰქონია სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები.
უჩვეულო პაციენტის დედა აცხადებს, რომ მისი ქალიშვილი სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. მან წარჩინებით დაამთავრა სკოლა, აქვს შესანიშნავი მეხსიერება და უპრობლემოდ იმახსოვრებს სახელებსა და ტელეფონის ნომრებს.
ექიმები ვერ ხსნიან ამ ფენომენს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
პომიდორი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას

ჩვეულებრივ პომიდორს აქვს უნიკალური უნარი, ხელი შეუშალოს სისხლში თრომბების წარმოქმნას, რაც აქვეითებს ღრმა ვენების თრომბოზების რისკს. ეს უკანასკნელი არც ისე იშვიათია ავიარეისების მგზავრებს შორის ხანგრძლივად ერთ პოზაში მოუხერხებლად ჯდომის გამო. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები ქალაქ აბერდინიდან (შოტლანდია).
ღრმა ვენების თრობოზი ვითარდება საკონტინენტთაშორისო გადაფრენების დროს მგზავრების 12%-ში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ბრიტანეთში ფიქსირდება ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 40 შემთხვევა მგზავრთა შორის, თუმცა ზოგიერთების აზრით, ეს რიცხვი გაცილებით უფრო დიდი უნდა იყოს.
მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტში მონაწილეობდა 200 მოხალისე. მეცნიერთა მონაცემებით, ერთი ჭიქა ტომატის წვენის მიღების შემდეგ კვლევის მონაწილეებში სისხლის სიმკვრივე საშუალოდ 70%-ით ქვეითდებოდა. სისხლის სიმკვრივის დაქვეითება ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ასევე აქვეითებს ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ეს ეფექტი აღმოჩენილი იქნა ექსპერიმენტის მონაწილეთა 97%-ში და დაახლოებით, 18 საათს გაგრძელდა.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ანტითტრომბოზულ ელემენტებს - ფლავონიდებს შეიცავს მოყვითალო ნივთიერება, რომლითაც არის გარშემორტყმული პომიდვრის თესლები. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის პროფესორ ასიმა დიუტარუას აზრით, საკმარისი რაოდენობით სასარგებლო ფლავონიდებს შეიცავს როგორც 0,15 ლ კონცენტრირებული ტომატის წვენი, ასევე 6 ცოცხალი პომიდორი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
გეტთანხმები სიხარულო.ხშირად ექიმებს უჭირთ ბევრი რამის ახსნა.როგორც ეს ნიკუშას მდგომარეობაშიც აისახა.ბავშვს რომელსაც მეტყველების ჰემისფერო არ აქვს და ატროფირებულია.ერთ სიტყვასაც ვერ უნდა ამბობდეს მედიცინის აზრით.მაგრამ ამბობს ბევრს.რა არის ეს თუ არა ფენომენი.უფლის დზალას ბოლომდე ვერ გაუგებ.მიყვარხარ ნინი=ko= =ko= =ko= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნანა=ko=
მართალია,მედიცინაში ხშირად ცდებიან მედიკოსები,
ნიკუშას ანალოგიური პრობლემა აქვს ხო?
ალბათ ზრდასთან ერთად მემგონი შეძლებს ლაპარაკს
როგორც ის ჩინელი გოგონა. ნანა...
იმედით და რწმენით ვცხოვრობთ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხო ჩემო ერთგულო მეგობარო.რწმენით ვცხოვრობთ.ნიკუშა თუ ამდენს შესძლებდა არავის ეგონა.უბრალოდ მხედველობა რო ქონოდაო უფრო მეტს შესძლებდაო.უფალმა იმედი არ მოგიშალოს.=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნანა
გაიხარეთ=ko= =ko=
ღმერთმა კარგათ გიმყოფოს ნიკუშა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ჩემო მშვენიერო ფერიავ.კლიპში გნახე კარგად.დალოცვილ უფალს სილამაზიტაც დაუჯილდოვებიხარ.მიყვარხარრრრრრრრრრრრრრრრრრ=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
Vergessene Gefahr Tuberkulose

Am 24. März 1882 machte der deutsche Wissenschaftler Robert Koch seine Entdeckung des Tuberkulose-Erregers bekannt, der die Lunge und andere Organe befallen kann. Seit 1982 wird einmal im Jahr der Welt-Tuberkulose-Tag begangen, um die gefährliche Infektionskrankheit ins Bewusstsein zu rufen.
Mehr zum Thema
Ansteckung

Die Übertragung erfolgt durch Tröpfcheninfektion. Je nachdem welche Organe befallen sind, gelangen die Bakterien mit Hustenauswurf (Lungentuberkulose), Magensaft, Urin (Harnwegstuberkulose) oder Stuhl (Darmtuberkulose) nach außen. Die Inkubationszeit der Tuberkulose beträgt in der Regel ein halbes Jahr, seltener auch kürzer oder länger.
1 von 5
Archiv
Unbekannte und gefährliche Krankheiten, die jeder bekommen kann
Pseudorotz & Co.
Exotische Krankheiten,
die jeder kriegen kann!

Das Mycobacterium tuberculosisist gehört zu den ältesten Plagen der Menschheit und war eine der häufigsten Todesursachen unter den Armen des 19. Jahrhunderts. Bis heute ist Tuberkulose eine Krankheit der Unterprivilegierten. 2006 starben der Weltgesundheitsorganisation zufolge rund 1,7 Millionen Menschen an „Schwindsucht“, auch wenn die Epidemie sich insgesamt im Rückgang befindet. Bei weltweit 9,2 Millionen brach die Krankheit aus.

Der Name „Schwindsucht“ ist von einem wesentlichen Symptom der Krankheit ist abgeleitet: dem starken Gewichtsverlust..

In Deutschland ist die Tuberkulose dagegen seit Jahren rückläufig. 2007 erfasste das Robert-Koch-Institut 5020 Erkrankungen (2006: 5402). Die Zahl der Todesfälle sank auf 139 (2006: 201). Dennoch raten Experten zu Wachsamkeit: „Wir sind keine Insel mehr. Die Welt kommt zu uns, wir gehen in die Welt raus“, sagt Barbara Oberhauser, medizinische Beraterin der in Würzburg ansässigen Deutschen Lepra- und Tuberkulosehilfe (DAHW).

*
ეს თემა ეხება ტუბერკულოზის დაავადებას ,თუ როგორი საშიში დავადებაა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 85 posts ] 
გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. სპილოობა ცუდია.
დესპანი