|
15 რჩევა, როგორ ვებრძოლოთ უძილობას
ევროპის წამყვანმა ნევროპათოლოგებმა შეიმუშავეს ინსტრუქცია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ძილის დარღვევები. ნორმალური ძილის აღდგენის მათეული ტაქტიკა და ჩაძინების პროცესის რეგულირება ეფუძნება შემდეგ წესებს: • ძილის წინ სასარგებლოა აბაზანის მიღება, განსაკუთრებით, თუ ჩაამატებთ სპეციალურ მარილს ან ეთერზეთებს; • აბაზანის მიღებისას გაიკეთეთ ხელის მტევნებისა და ტერფების მასაჟი; • გახსოვდეთ, რომ შხაპს მატონიზებელი ზემოქმედება აქვს, თბილი აბაზანა კი ამშვიდებს, თენთავს; • ძილის დარეგულირებისათვის არ უნდა მიირთვათ ზომაზე მეტად; • უძილობის მთავარი მიზეზებია თამბაქო, ალკოჰოლი, კოფეინი. შეეცადეთ, უარი თქვათ მათ მიღებაზე, განსაკუთრებით 16-17 საათის შემდეგ. დაიმახსოვრეთ, რომ კოფეინის მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს 7 საათამდე; • ვახშამზე არ მიიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებსაც შარდმდენი მოქმედება აქვთ - კარტოფილი, ხილი, ბოსტნეული, ყავა, ჩაი, კაკაო; • ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს. ვარჯიში უმჯობესია საღამოს 17.00 საათიდან 20.00სთ-მდე; • სასარგებლოა ძილის წინ ნახევარი საათით გასეირნება. ეს ხელს შეუწყობს განთავისუფლდეთ დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობისაგან, ემოციური განცდებისაგან; • შეეცადეთ, დაასრულოთ დღე მშვიდად, ზედმეტი აჩქარების, შფოთვის, მღელვარების გარეშე; • უძრუნველყავით სიმშვიდე და სიჩუმე; • ლოგინის თეთრეული ამოირჩიეთ შედარებით მუქი ფერების, უპირატესობა ეძლევა შავ ფერს; • ბალიში უნდა იყოს მცირე ზომის, ხოლო საწოლის ზედაპირი კი სწორი და მაგარი; • დაწოლისას ნუ ეცდებით, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მაშინვე დაიძინოთ. უძილობის გამო შფოთვა არანაკლებ მავნეა, ვიდრე თვით უძილობა; • ჩაძინება საჭიროა ერთი და იგივე მდგომარეობაში, უმჯობესია, მარცხენა გვერდზე, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში მოხრილი მარცხენა ფეხით; • ძილის წინ, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, მოადუნეთ მთელი სხეული და მოინიშნეთ გაღვიძების დრო
|