მახვშის დიაცთა ფანდურზე ჩამომღერებული!!!!
ჩემ თავზე გეტყვით დიაცნო,
თავზე დავიდგი ლოდინი,
შამამხვდეს,შამამეყაროს
ყინულის მდნობი ცოდვილი,
ორ ბარტყს ვიბუდებ, ვფოფინობ,
ორთავე წაგგვრით თვალსაო,
ორთავეს შამავევლები,
მათთვის გავწირავ თავსაო,
არვის დაუდებ ლაღობად
არც ჩემ ხორცს, არცა ტანსაო,
შამამეყაროს არწივი საცეცხლელ საბუდარსაო,
შორით წამიღოს მამხიბლოს.
ვნება დამირთოს ავსაო,
სულ ლაპის-ლაზულ მაყაროს,
კაბასა იის დარსაო
ერთსა ვყვარობდე ვირჩევდე
ერთის ვინებებ თავსაო
ვინც მე მამდრიკავს, მამთოკავს,
ძალსა მაჩვენებს, მკლავსაო,
ვინაც , რომ ტკბილი ნაჟურით,
ნება დამითროს კრულია,
იმისი სარგო ვიქნები,თვალს არ მეკიდოს რულია,
იმისი სუნთქვის სადარი,
არც სიო იყოს ბარადა,
შამამხედავდეს მადნობდეს,
მაცოცხლოს თანის -თანადა,
ეგეთს ვინატრებ ვაჟკაცსა,
ეგეთს დაუხრი თავსაო,
მიმინოდ შემოვევლები,
ნდომით გავკეჭნავ შმაგსაო.

2009წლის 12 მარტიიიიი