↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1602 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
- თავიდან მომიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.

- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..

=haa= =haa= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ინდოელი ცოლ-ქმარი მყავდა ერთხელ კლიენტებად.
სასტუმრო ჰქონდათ, შეკეთება სჭირდებოდა და სხვას ვის იპოვიდნენ?
ყველა დამთხვეულს ხომ, მე უნდა გადავეყარო.

ტვინი შემიჭამეს.
გახურებულ მუშაობაში ვარ.
მომადგება ქმარი ხილის წვენით, მიირთვიო.
მერე ცოლის ჯერია, ეს შენთვის გავაკეთე გასინჯეო.
-მამეშვით, ხალხი არა ხართ, დამამთავრებინეთ, რაც დავიწყეთქო.
რატომ "წუხდებოდნენ" არ იცით?
იმ წვენის დალევა და "ზაკაზი" გამოშვებული იყო:-ონკანი არ მუშაობს გაგვიკეთეო, იქ გათბობას გეეჭედაო, იქა შუქი არ ინთებაო და რა ვიცი, ყველაფერი მუქთად უნდოდათ მერე.
გახსოვთ ის ანეგდოტი: -პივას კარგად მიირთმევდიო.
ეგრე იყო რა.

იმ ქალის, ჩემთვის გაკეთებული, ერთხელ გავსინჯე და ორი საათი წრეებს ურტყავდი სასტუმროს.
მე ეგეთი ცხარე, საერთოდ არ მიჭამია ჩემს სიცოცხლეში.
ცოტა სული რომ მოვითქვი/სირბილით დავიღალე/, ვეკითხები:-რათა მკლამთ, თქვე შობელძაღლებოთქო?
-არაო, ესა შენთვის უწიწაკოდ გავაკეთე, მწარე არ გამოსულიყოო.
-ჩემთვის ცალკე ვაკეთებ, აბა ის რომ გასინჯო, მერე რა დაგემართებაო.
-მოკლედ, მე არაფრის დამლევი და მჭამელი არა ვარ, სანამ ამ პროექტს არ დავამთავრებ მეთქი.
გაიყურსნენ და აახვიეს.

სამი დღე მშვენივრად ვიყავი.
მეოთხე დღეს ქმარი მოდის ყურებჩამოყრილი.
-რა იყო, რა ცუდი ფერი გადევს თქო.
-ცოლი ვერა მყავს კარგად, ჰოსპიტალში მყავდა და ვერაფერი ვერ გაუგესო.
-რა სტკივა მეთქი?
-კუჭნაწლავი აწუხებსო.
-ექიმებს უთხარით, რასაცა ჭაამს და სვავს მეთქი?
-არაო.
-მაშინ მიხედე დროზე, თორემ დაუსკდება ნაწლავები ამდენი მწარის ჭამითთქო.
-სხვას ვერაფერს ჭამსო.

ბოლოს ამომიყვანა და ვეღარ მოუთმინე:
-ბიჯოოო, ჩუგუნის ტრუბები ვერ გაუძლებს იმას, რასაც შენი ცოლის ნაწლავები უძლებს, დროზე მიაქციე ყურადღება, თორემ გასკდება შუაზეთქო./"ჩუგუნი"-cast iron არის/=lol= =lol= =lol= =lol= =lol=
დაფეთებული გავარდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი გურული ქალის ენაა ხო წიწაკას, რო ადარებენ ჩვენში?=lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ვერც გურულები და ვერც მეგრელები, ვერ შეედრებიან იმ ქალს.

და საერთოდ, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქალებიც და მათი ენებიც, იმნაირი სიმწრისაგან, რისგანაც თავს იკლავდა, ის უბედურ დღეზე გაჩენილი, ინდოელი ქალი.=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე აქ რომ შოკოლადს პილპილით შეკმაზავენ და გადასარევიაო თან მიმტკიცებენ, ჩემი გონებაგახსნილობა მითად მეჩვენება მაგის მერე, არადა შოკოლაჰოლიკი ვააააარ,მართლა ძნელია გემოვნებაზე დავა,
ისე გადარჩა ეგ გახელებული ინდოელი, თუ არა, ვიცი შენი გულის ამბავი, მოიკითხავდი მაინც=haa= =haa= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
მოვიკითხავდი კი არა, კინაღამ დავხოცე ბოლოს, ორივე.

ისე მოხდა, მაგ პერიოდში, ბილეთები უკვე აღებული მქონდა.
5 წლის წამოსული, პირველად მივდიოდი სახლში.
ყველაფერი გასტუმრებული და ნაყიდი მქონდა, მხოლოდ ამ პროექტიდან შემოსული თანხა გამივსებდა ჯიბეს და ავისრულებდი იმ უძინარი ღამეების და შფოთიანი დღეების შემდეგ, ჩემს ოცნებას,
საქართველოში წასვლას.

მანამდე გავაფრთხილე, როცა მოვრჩები, მთელი თანხა უნდა გადამიხადოთთქო.
არ ვართმევდი მანამდე ცოტ-ცოტას, ვიცოდი დამეხარჯებოდა.

ბოლო დღეა.
ჩავალაგე ჩემი ხელსაწყოები, მოვწესრიგდი და შევედი ოფისში.
/დაახლოებით თვე ნახევარი წასული ვიყავი სახლიდან. შორს იყო ეს ქალაქი და ვარჩიე მაქსიმალურად მემუშავა, დასვენების დღეებშიც./
შევდივარ და ორივენი მეღრიჯებიან, /ჰო სულ დამავიწყდა, გადარჩა ის ქალი/
ქმარი ფულს მაწვდის ხელში.
დავხედე და კინაღამ, ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დამემართა.
500$-ია მხოლოდ, როცა 7 ათასამდე მართებდათ.
-ყოველ კვირა 500-500-ას გადაგიხდით და მაინც გავისტუმრებთ შენ ვალსაო.

-პოლიციაში დარეკეთ ეხლავე, მაგარი საშინელება უნდა დავატრიალო და თქვენს გარდა, სხვებიც რომ არ დავხოცო, იქნება იმათ მაინც გამაჩერონთქო.
გადმოვიღე მანქანიდან დიდი ურო.
სასტუმროს, უშველებელი საცურაო აუზი ჰქონდა, რომლის გარშემოც, მოზაიკით და ქვით გავაკეთილშობილე იქაურობა.
გავექანე და ორ მეტრიან ღობეს, დიდ ჩაქუჩთან ერთად გადავახტი.
-იხდით თუ არა მითხარით, თორემ ვიწყებ ყველაფრის დალეწვას მეთქი.
-ხელი არ დააკარო, რამეს მოვიფიქრებთო.

შევიდნენ ეს მათხოჯები და ჩეკი გამომიწერეს, როცა რომ ნაღდ ფულზე ვიყავით მოლაპარაკებულები.

ინდოელები არ გამაგონოთ, თორემ ის დიდი ურო, მანქანაში მიდევს კიდევ.=haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელცი უროს მერე ვეღარ ვკითხულობ ვიგუდები სიცილით ამ ღამის ორ საათზე, მე მგონი მეზობელი ამომივარდება ეხლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
სად გიშველა შტანგებით ჭაში ხტომაში გავარჯიშებამ?ცრემლები მდის=lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
TAMOUT wrote:
ციტატა:
ელცი უროს მერე ვეღარ ვკითხულობ ვიგუდები სიცილით ამ ღამის ორ საათზე, მე მგონი მეზობელი ამომივარდება ეხლა
რა შეშინებული წერ, ჩემსავით ბოხოხა ცხენქალა ხომ არ გყავს მეზობლად.
ეხლა კი მივხვდი, რატომ მისვავდით შენ და 1აიკო ამდენ შეკითხვებს.
შემოვიდეს ხვალ, მაგასაც ვაჩვენებ, როგორია მეზობლის "დამცირება".=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი ძმა გამახსენა შენმა ამბავმა, დეტალები აღარ მახსოვს მარა წყობიდან, რომ გამაიყვანა იმ იდიოტმა ინდოელმა მანქანიდან ეზოში გადმოუყარა ავეჯი და მიატოვა ასე,მაგიც და მაგისი ფულიცო, მიჩივლოს სადაც უნდაო,ერთი ამ გახსენებაზე გადაურეკო და გამოვკითხო წვრილად ეგ ამბები;
ადრეც გითხარი და ეხლაც გაგიმეორებ, უნდა გამოსცე "ელჩის ქართულ-ამერიკული თავგადასავლებითქოოოოო",
დამიჯერე არ წააგებ=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
TAMOUT wrote:
ციტატა:
ჩემი ძმა გამახსენა შენმა ამბავმა, დეტალები აღარ მახსოვს მარა წყობიდან, რომ გამაიყვანა იმ იდიოტმა ინდოელმა მანქანიდან ეზოში გადმოუყარა ავეჯი და მიატოვა ასე,მაგიც და მაგისი ფულიცო, მიჩივლოს სადაც უნდაო,ერთი ამ გახსენებაზე გადაურეკო და გამოვკითხო წვრილად ეგ ამბები;
ადრეც გითხარი და ეხლაც გაგიმეორებ, უნდა გამოსცე "ელჩის ქართულ-ამერიკული თავგადასავლებითქოოოოო",
დამიჯერე არ წააგებ=zer=
მერე, ჰონორარებიდან შემოსული ფული სად წავიღო.=lol= =lol= =lol=
NY-ში, რომ ვიყვე კიდევ მოვახერხებდი რამეს.
აქ, ჯერ ვერ ვქაჩავთ ქართველები მაგ დონეზე.

ნეტაი, რომელი მწერალი მე მნახე?=lol=
რას გადამეკიდე გოგო, ჰა?=haa= =lol= =lol=

წადი გოგო დაიძინეი, თორე თუ ამოგივარდა ი დამთხვეული მეზობელი, პოლის ჯოხითა და რამოდენიმე პოლიციელითა, მერე ვინ გაიცინებს, იმასაცა ვნახამთ.=lol= =lol= =lol=

მეც გავალ ცოტა ხანში.
მადლობა ყველას დღევანდელი საღამოსთვის.
TAMOUT-ხვალამდე.
დილითა, აქ იყა იცოდე.
შევამოწმებ და გადავქექან აქაურობასა.=lol=

კარგაააააააად.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი,როცა ფულზე დგება საქმე და არ იცი სად
წაიღო,მაშინ არ გახსენდება უფროს ძმას რომ
მეძახი?
მე ისევ აქა ვარ იცოდე და ფულიც ნამეტანი
მესაჭიროება.შენ აბა რად გინდა,მაინც უნდა
გადაყარო,ხომ ვიცი არა შენი ამბავი.
ჩეკად მიგზავნი თუ ქეშად,თუ შენ თვითონ მოგაქვს.
აბა ჰე,პასუხს ველოდები.
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=
=dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk=
თუ არა და,ამ შენ უროს გამოვიყენებ.=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი საქართველოდან დაიწყე, იქ ფეხს იკიდებს გამომცემლობები, მერე თარგმანი და ამასობაში რაღაც გამოჩნდება, დრო უნდა იცი და ყველაფერი.მე შენ გეტყვი ისეთი მოცლილი ხარ ერთი კვირაში ჩამოაჭიკჭიკებ, ის შენი ხატულა ცოლშვილიც გამოიყენე და დაადგება საქმეს საშველი, რა პურს გთხოვს, თუ წყალს ამის ჩაწერა, კიდე დაგიგროვდება ამასობაში, მერე ქართველი და ამერიკელი ხალხების დაახლოების პიარი დაუდე სარჩულად და ამერიკის საელჩო დაგიფინანსებს მაგ პროექტს დიდი შანსია, ეხლა დროზე მოკიდე ამ საქმეს ხელი, თორე იდეა ქე გამოვქვეყნე საჯაროდ და დასწრებაზე იქნება მაგის ათვისება იცოდე.
ჩემმა მეზობლებმა ხელი ჩაიქნიეს ჩემზე უკვე, ერთი ორჯერ ამომიხტნენ და ისეთი თვალებით მოუხადე ბოდიში, ამას მართლა უჭირსო იფიქრეს, მაშინ თან ომი იყო და საქმის კურსში იყვნენ ასე, რომ ამ ხარხარსაც გადაიტანენ, პრინციპში უკვე შამრჩა, არავინ გამოჩენილა,ქუჩაშიც კი სიმყუდროვეა =zer= =zer= =zer=
არის ხუტა უფროსო, ხვალ დილით პოსტზე გამოცხადება, ღამეც და დილაც მშვიდობისა=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტამოუტ
ჩემმა მეზობლებმა ხელი ჩაიქნიეს ჩემზე უკვე, ერთი ორჯერ ამომიხტნენ და ისეთი თვალებით მოუხადე ბოდიში, ამას მართლა უჭირსო იფიქრეს, მაშინ თან ომი იყო და საქმის კურსში იყვნენ ასე, რომ ამ ხარხარსაც გადაიტანენ, პრინციპში უკვე შამრჩა, არავინ გამოჩენილა,ქუჩაშიც კი სიმყუდროვეა

ბედი გქონია 911-ს რომ არ გამოუძახეს და
სადაც ჯერ არს,იქ არ წაგაბრძანეს ჩემო კარგო.
=haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე რამდენი პოსტი უნდა გამოვაქვეყნო ჩინი რომ მომემატოს დესპანზე?
ამ ხნის ქალი ვარ და დესპანის საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი არ ამიღია მგონი ჯერ და დისერტაციას როდისღა ვეღირსები ნეტა, ჰააა
ჩაწყობა არ მოდის ნეტა აქ?=ml=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1602 posts ] 
ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)
დესპანი