დაგლიჯააა,დაგლიჯააა,სიყვარულმა დააგლიიჯააა.
თქვენ გაიხარეთ ჩემო სიყვარულებო,
ჩემო გურულებო,ჩემო იმერლებო,
ჩემო კახელებო,რაჭველებო,ქართლელებო,
მეგრელებო დაჟე ჩემო ძვირფასო სვანებო.
კი მიყვარს გურია ნენა მარა,მთელი საქართველოც
რომ მიყვარს რავუყო ამ გრძნობას.
ჩემი თავის დასჯა მინდა ხოლმე,რომ მახსენდება
რამდენჯერ მითქვამს კახელ და ქართლელ
,ეგობრებისთვის,წადით თქვე გაგრიებო,ტეტიებო და
ხეპრეებო მეთქი,მარა ეხლა ელჩის ლაპარაკს
რომ ვუსმენ ხოლმე,თურმე მომნატრებია
ჩემი გაგრია ხალხი,მომენატრა მათთან სტუმრად
ჩასვლა და გრიალი.
ერთხელ ჩავეწერე ბაქო-ერევანში მიმავალ
ტურისტულ ჯგუფში,რათქმა უნდა დედაჩემი უარს
მტკიცებდა და მოწმედ მოვუყვანე ჩემი
ციცაგიანთ კარელი დაქალი,ვითომ მის სოფელში
მივდიოდი სტუმრად,იმ ოჯახს ენდობოდა და მეც ასე აღმოვჩნდი ბაქოსა და ერევანში 7 ნოემბერს,
ხოდა ბაქაოს პარადი,მე და ჩემმა მეგობრებმა
გავხსენით ქართული სიმღერებით.
მატარებელში მესამე კოიკაზე ვიწექი,გადმოვვარდი და
სიცხიანიც ჩამოვედი თბოლისში,მაგრამ იმის
დასამტკიცებლად რომ ნამდვილად გორიდან
მოვდიოდი ბაზარში შევიარე და ხილი ვიყიდე,
ვითომ იმ ოჯახმა გამოუგზავნა დედაჩემს,
ჩემს სიძეს კი ერევნის კონიაკები მივართვი და
საიდუმლოც შემინახა.
2-3 დღის მერე,შემოდის ჩემი გველაძუა(ვენაცვალე) დაიკო და დედაჩემს ეუბნება,
შენი სანაქებო შვილი გორში კი არა აქა და აქ იყოო,
დედაჩემი როგორც პატარა და ქურდული გაგების
შვილს ყოველთვის მიცავდა და მიახალა,რას
ერჩი ამ ბაღანას,მისი ძვლები დაგადგეს კისერზეო,
ვერ ხედავ რამდენი ხილი ჩამოიტანაო?
უი დედიკო როდის იყო მაგ ოჯახიდან კიტრა ვაშლები
მოქონდაო.ჩემი პასუხი არ გაინტერესებთ?
ალბათ კი. მე ვუთხარი ცეცხლად შეერგოს შენს
ქმარს ჩემი ჩამოტანილი ერევნის კონიაკები მეთქი.
ყველა კუთხის სიყვარულის დამტკიცება მინდოდა
და ეს რამხელა ისტორია გამოვიდა,ბოდიშს გიხდით
თუ დაგღალეთ.
გაუმარჯოს საქართველოს ყველა კუთხის შვილებს
და დღეს კი განსაკუთრებით გაუმარჯოს
ყველასათვის საყვარელ ზიზიკორეს.


