↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რას ფიქრობ ნიკზე შენს ზემოთ??


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 697 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Mar 2009
Posts45
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ყველა ნიკზე ერთს ვფიქრობ:) აბა მიხვდით? კაია აქანა ბალახვანში მგონია თავი=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაგლიჯააა,დაგლიჯააა,სიყვარულმა დააგლიიჯააა.
თქვენ გაიხარეთ ჩემო სიყვარულებო,
ჩემო გურულებო,ჩემო იმერლებო,
ჩემო კახელებო,რაჭველებო,ქართლელებო,
მეგრელებო დაჟე ჩემო ძვირფასო სვანებო.
კი მიყვარს გურია ნენა მარა,მთელი საქართველოც
რომ მიყვარს რავუყო ამ გრძნობას.
ჩემი თავის დასჯა მინდა ხოლმე,რომ მახსენდება
რამდენჯერ მითქვამს კახელ და ქართლელ
,ეგობრებისთვის,წადით თქვე გაგრიებო,ტეტიებო და
ხეპრეებო მეთქი,მარა ეხლა ელჩის ლაპარაკს
რომ ვუსმენ ხოლმე,თურმე მომნატრებია
ჩემი გაგრია ხალხი,მომენატრა მათთან სტუმრად
ჩასვლა და გრიალი.
ერთხელ ჩავეწერე ბაქო-ერევანში მიმავალ
ტურისტულ ჯგუფში,რათქმა უნდა დედაჩემი უარს
მტკიცებდა და მოწმედ მოვუყვანე ჩემი
ციცაგიანთ კარელი დაქალი,ვითომ მის სოფელში
მივდიოდი სტუმრად,იმ ოჯახს ენდობოდა და მეც ასე აღმოვჩნდი ბაქოსა და ერევანში 7 ნოემბერს,
ხოდა ბაქაოს პარადი,მე და ჩემმა მეგობრებმა
გავხსენით ქართული სიმღერებით.
მატარებელში მესამე კოიკაზე ვიწექი,გადმოვვარდი და
სიცხიანიც ჩამოვედი თბოლისში,მაგრამ იმის
დასამტკიცებლად რომ ნამდვილად გორიდან
მოვდიოდი ბაზარში შევიარე და ხილი ვიყიდე,
ვითომ იმ ოჯახმა გამოუგზავნა დედაჩემს,
ჩემს სიძეს კი ერევნის კონიაკები მივართვი და
საიდუმლოც შემინახა.
2-3 დღის მერე,შემოდის ჩემი გველაძუა(ვენაცვალე) დაიკო და დედაჩემს ეუბნება,
შენი სანაქებო შვილი გორში კი არა აქა და აქ იყოო,
დედაჩემი როგორც პატარა და ქურდული გაგების
შვილს ყოველთვის მიცავდა და მიახალა,რას
ერჩი ამ ბაღანას,მისი ძვლები დაგადგეს კისერზეო,
ვერ ხედავ რამდენი ხილი ჩამოიტანაო?
უი დედიკო როდის იყო მაგ ოჯახიდან კიტრა ვაშლები
მოქონდაო.ჩემი პასუხი არ გაინტერესებთ?
ალბათ კი. მე ვუთხარი ცეცხლად შეერგოს შენს
ქმარს ჩემი ჩამოტანილი ერევნის კონიაკები მეთქი.
ყველა კუთხის სიყვარულის დამტკიცება მინდოდა
და ეს რამხელა ისტორია გამოვიდა,ბოდიშს გიხდით
თუ დაგღალეთ.
გაუმარჯოს საქართველოს ყველა კუთხის შვილებს
და დღეს კი განსაკუთრებით გაუმარჯოს
ყველასათვის საყვარელ ზიზიკორეს.
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Jul 2007
Posts640
კარმა50
OFFLINEPROFILE
მანაიე ცა,გეკადრება ეხლა მაგნაირი რამეები შენ? მე და ნერვის მოშლა? რა იყო რეიზა მეიშალე ცა ნერვები? ტილიფონით რომ ვილაპარიკე პაწა? გტემიხარდა შე ქალო და გაგიზიარეთ ყველას.ნამეტანი კაია მაქა რომ ხარ,შენნაირი ' მოღალატეები' გვარიანად მყვანან იქანა ,იმათ შემოვევლე. ხოდა შენ მაქანაურის ვიზა გამომიგზავნე,როცხა ჩევეტრევი იმ ჩემს ქვეყანაში,ქართულ დუბაიში,მე დუბაის ვიზას გამოგიგზავნი.ჩემი მახუნია და მე ჩემო დაია კურურტზე რომ წავალთ გურიაში,ყოველ დილით გოდოუკუჟინებთ ერთმანეთს; 'მახოია უუუუუუ,გადმოი ცა კოფე დავლიოთ და გავაბოლოთ ცოტაზე თქო'. ნენა ოღონდა მაგ დღეს მომასწროს მანაიე და ორი პარასკევი რომ მაქვს დარჩენილი,რამოდენიმე დღეს გავიღებდი სანაცვლოდ.
გეიხარე დაია,ისე რესტორანში თუ დადიხარ მაი ამბავი მეწყინა კი არა გემეხარდა,იქცევა და იღუპება რუსეთიო და შენ ხომ ხარ მაგრად მაინც,იმფერი დღეები გქონოდეს Pუტინის ჟინაზე,ერტხელ კი არა 3-ჯერ დღეში გევსლოს დაია.
რაღაცა კიდო რო დაწერა მახოიამ,ნურც მაგაზე ეიშლი ნევრებს,აბ რად გინდა ის დასაქცეველი თუ არ მეიხმარე? ხოდა აპა შენ იცი ჭკუით დაია,ჭკუით მეიხმარე იცოდე ყოლიფერი.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გეიხარე დაია,ისე რესტორანში თუ დადიხარ მაი ამბავი მეწყინა კი არა გემეხარდა,იქცევა და იღუპება რუსეთიო და შენ ხომ ხარ მაგრად მაინც,იმფერი დღეები გქონოდეს Pუტინის ჟინაზე,ერტხელ კი არა 3-ჯერ დღეში გევსლოს დაია.
რაღაცა კიდო რო დაწერა მახოიამ,ნურც მაგაზე ეიშლი ნევრებს,აბ რად გინდა ის დასაქცეველი თუ არ მეიხმარე? ხოდა აპა შენ იცი ჭკუით დაია,ჭკუით მეიხმარე იცოდე ყოლიფერი.

ბუკაკო ამ ნაწყვეტმა თლად დაგლიჯა რა.
ჯიგარი ხარ,ჯიგარი.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
შენი კომენტარის ზემოთ,ჩემი კომენტი უფრო
ადრე დამჯდარა,ეიხიდე პაწა ზემოთ ჩემო დაია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო71,რას ამოფარებულხარ მაგ ღობეს,
დაგინახე კაცო და თუ შემოგვიერთდები
ნამეტანი კას იზამ,მოვკტი აი ერთი კაცი ამდენ
ქალებში, წემეხმარე პაწა,თორემ ელჩის ურო
არ აგცდება.
=dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Jul 2007
Posts640
კარმა50
OFFLINEPROFILE
ევიხედე ჩემო დაია და კუთხეების მოფერება მეც მომინდა.ქე გევიხსენებ ერთ არგასახსენებელ ამბას.ისე რავა კარგად გახსენდება მერე ყველაფერი.
აი გაგანია ომი რომ ახალი დამთავრებული რომ იყო ჩემო დაია,მაშინ მომინდა დედაქალაქში გადაგლიჯინება,ვერ დევეტიე პატარაში,ხოდა რავარც კაი ქალბატონი ჩემო დაია,ცუდ თანამდებობას ხომ არ მაკადრებდნენ და ქე მოვჯექი ერთ სამინისტროში,სახელს და გვარს არ დავასახელებ,მარა ქე რომ პრეზიდენტობა უნდა ახლა იმის ნათესავებში რა,არ დამცალდა ქე დაშალეს ყველაფერი,მარა ვის ახსოვს დაია ახლა მაი ამბები.პატიოსნები ვართო ჯიშიან-ჯილაგიანადო და უნდა ვუშველოთ საქართველოსო.
ხოდა დაიწვა მაგათი სახსენებელი,რად მინდოდა ეხლა მაი.
ხოდა ჩემო დაია ,ქართველები ხო იცი რავალები ვართ,ჩვენის დაფასება არ ვიცით,სხვისისკენ მიმირბის თვალი,თვარა კახეთი არ უნდა მქონოდა ნანახი ამ გამოყრუებულს დედაკაცს გერმანიაში და პოლონეთში და დასაკარგავებში რომ დავდიოდი?
ხოდა არა ვარ მე გლახა ქალი და ქე მიცნეს მაქანეც,
რას ქვია კახეთი არ გინახავსო,თან ჩვენი ობიექთი იყო იქ.ერთმა კარგმა კაცმა,კარგმა გოგოებო ჩვენი გაგებით,იკისრა ჩვენი გიდობა და ქე წაგვიყვანა კახეთში.
პლანი შევადგინე რა მინდოდა და რისთვის მივდიოდი,მარა ისე არეოდეთ პლანები საქართველოსთვის ვისაც ცუდი უნდოდეს რავალც მე.
აი კაზახი ქალებო ნამეტანი შეყვარებული ყოფილა ჩემს დაქალზე,უტრიალებდა კრუგში ტურმე,მარა გაგიგონია,იმფერი კვარაკუნჩხა არის,არ გემევიდა არაფერი.
მე ახლა სამეგრელოსჰი გაზრდილი ქალი,ქე რომ სტუმრის კულტია და ოღონდაც სტუმარს ეცი პატივი და თავი გემეიჩინე,ბაღნები თუ გინდა ერტ კვირა მშიერი იყვეს,ვინ ჩივა რამეს.
ხოდა წერმევიდგინე ეხლა ამ მეფისტოლა ხალხში ექსკურსიების მერე ქეიფი,არადა რავა მიყვარს მაი დასაქცეველი.
ამ კაზახმა ხომ მიგვიყვანა 2 წელი ჩარაზულ-ჩაკეტილ სახლში,მაი სახლი ხომ ჩემი დასალაგებელი შეიქნა ჩემო დაია.ჩემი ცოდვით სავსეებს ინდაური ყვარებიათ და მაი ინდაურიც ხომ ჩემი გასაპუთი შეიქნა.კიდომ კაი საცივი არ ყვარებიათ,თორემ დანდზრეული მქონდა,იმფერი მშიერი ვიყავი რა უცდიდა მაგას.მოიხარშა და ჰერიჰეე.წავიდა ქეიფი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
უროოოო როო მაგინდააა...დამაცადე შენა უროი მაგცემ მე შენა< გოდრები რო გადმაიტანე ცარიელ-ტარიელი შენი თავივითა განა გადამავიწყდააა,....მაიტა აბა ერთი რა იცი....შამაურტყია ტანზედა მამიჩემის მამის დროინდელი ჟანგნაწამი ხმალია და ზედ აკმდება კაცოოო,
შენა ბიჯოოო, თუ რაიმე გინდა გადმამყე ქიზიყშია, იმოტოლა ხანჯლები განახო რომა თავში ცეცხლმა დაგკრას მაშააა, გურულებიო ბიჯოოო გურულებიოოო, თქვენა ისიც გეყოფათ რომელსაცა რომა შავარდნ -გამავარდნილი კაცი გყამდათ მთავრობაშია, ეხლაცა და მერემცა ეგ გეყოფად სირცხვილის ჭამადა....მა რა დედი პურებს ხო არ დაგიცხომდათ რა გეგონათ.....მანაუუუუუუუ გოოო, მამაგდე ყური...ბუკაკოი გირეკამდა რესტორანში გოდრები დამრჩა და წამამიღეო...ეხლაცა ჩემსასა გეტყვით, ელჩი მყავ მანდა , მაშშშშ მაგარი ჯეელია მაშშშ...., მახოი არა მიხოი...მახო არ ვიცი მენა, ჩემი გოდრები ჩამაიტა თორემაააა=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Jul 2007
Posts640
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგად რომ შეიგრზნოთ რა Dრეში ჩავვარდი უნდა გითხრათ,რომ სახლის დალაგებისას ყველა კუთხეში და ყველა ჯოხზე ისე ეყარა და ჩამოკონწიალებული იყო 'კალაშნიკოვები' ქე რომ კიტრა ვაშლის კაი მოსავალი იქნება გორში.
7 რომ დევითვალე,მერე არაფრის თავი არ მქონდა.
3 დედაკაცი ვიყავით ქალაქიდან და რავარც გეირკვა ამ კაზახს გოუფრთხილებია ყველა,არცერთმა არ დაპაიჯოთ სახლში თვარა ჩემთან გექნებათ საქმეო.კაცი წონიანი იყო გაგებაში,კაცურშიც და ქურდულშიც ჩემო მახოია,ხოდა ქე შევეგუეთ იმ ამბავს რომ კაციშვილი არაა ჩვენი პატრონი.
აი ჩემი კვარაკუნჩხა დაქალი ქე აწრიალდა პატარაზე და რომ ვკითხე რა იყო მეტQი,ქე ამიხსნა მაი ამბავი,რა უნდოდა ამ კაზახს,მარა იმედიანად დავდექი,ეხლა 3 ვიყავით და ვერ გაგვიზლებდა სამივეს.
მოკლედ სპალნა არ გამახსემო,ლოგინზე ჩამოჯდომაც არ მინდოდა და ქე ვიდექით პეხზე ორნი სპალნაში,აი ჩემი დაქალი ამ ღვინისაგან გამოთაყვანებულ კაცს უკიტXავს მორალს ზალაში.ერთიც გავიხედოთ და სემოვარდა აი ჩემი დაქალი და მეუბნება'მიშველე ნატიალიაო,იარაღი უდევს ჯიბეში და ასე მითხრა ტუ ამეღამ არ მომცემ,ყველას დაგხოცავთო.
ნენაო,გამახსენდა 'კალაშნიკოვები'.
რა ვქნა მითხარიო.
ეა ქნა და მიეცი შენი დედაც მო.... მეთქი,აბა სენი გულისთვის თავს ხომ არ მოვაკვლევინებთქო.=haa= =haa= სანამ ჩვენ მიცემა -არ მიცემის საკითხს გადავწვიტავდით,ჩვენს გმირს ღრმად ჩაძინებოდა.
მეორე დღე იყო ბოდიშების.მარა მინდოდა მაი მე?
მას მერე კახეტი და ინდაური ასე მახსენდება.
გაგრძელება უკეტესი იყო მარა არ გადაგღლით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ბუკაკია დაია რავა გუუაბდლებიხარ მახოიას მანაიე მოსკოვში რესტორნებში დადისო. ნეტაი ციცავ მაგის პირს შაქარი.ვინ მომაშეებს რესტორანში სიარულს მე არალეგალს. შენ რავა მარტო შენი თავი გეგონა არალეგალი? ჩაგეფურჩხნე მაგ ბაჯაღლო გულში მე. ხმას მიგდებენ მაგ უნამუსოები თან რაფერი კავალერი მომიძებნენ ცავ? ცინტალი კატის კნუტივით იქნება ჩემთან მაი სასიკტილე და ადრე დასამიწებელი. რავარი ააბუნტა ყოლიფერი მაგ არდასაცლელმა?მაი რო მომცა საცხა ახლო, ხელმისაწტუმზე, რესტორანში კი არა ჯოჯოხეთში ამუაყოფიებდი თავს, მარა იმფერი ახრანა დაყობა, მაგაზე ზედმეტია ლაპარიკი. ვიზა გამომიგზანე რომ მწერ ცავ დადირიე შენ? ჩემი მტერს და სისხლის მსმელს არ გუუგზანი ვიზას აქინე ჩამოსასვლელად შენ კი არა.მაი კია არა მე ვაპიროფ საქართველოში დაბრუნებას, რაცხა ას მგონია, მე უფრო მოუვლიდი იქაურობას ცავ.ხოდა რავა გავაწპილებ საქართველოს. წავალ და რა ვიცი მარცხი ელანძეა იქნება ქი შემევიბრუნო იიი გააფხაზებული მეგრელები ნენა. მეცოდებიენ ნამეტარი იიიიი ოსებიც ნენა. გაააბდლენ რუსებმა და ახლა ქი ნანობენ, მარა რაღაი დროისაა უკვე. ახლა მე მისთიენ იქნება რამე გვიშველოსო, მაი რუსების ეშმაკები მაგის გამოზდილიაო ასე უბნობენ თურმე ჩემზე ცავ.თუ იქინე ვერაფერს გავხტი, მაშინ ცავ შენ უნდა მიშველო რამე და აუდიენციაა თუ რაცხა მოსპობა და ბალზამი, იგი უნდა მომიწყო ემირატების შეიხთან და მერე მე ვიცი და ციცამა. შენ მაქინე მაგარი გამავლიანი ქალი ყოფილხარ და მაგისთანე უბრალო საქმეებზე არ შეგაწუხებდი, მარა ქე უნდა მიიცალო პაწა ჩემთვის, აპა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაიოოოოო,გოდრებიოოოოოო
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=
=dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk=
=dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk=
=haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენი სანაქებო შვილი გორში კი არა აქა და აქ იყოო,
დედაჩემი როგორც პატარა და ქურდული გაგების
შვილს ყოველთვის მიცავდა და მიახალა,რას
ერჩი ამ ბაღანას,მისი ძვლები დაგადგეს კისერზეო,
ვერ ხედავ რამდენი ხილი ჩამოიტანაო?
მახოჯან ამ შენმა მწარე მოგონებებმა ჩემი წამომიტიტვტივა
და მოკლედ ჩამოვაჭიკჭიკებ ამ სიყვარულებში;
ხოდააააა ახალი გათხოვილი ვარ,
სულ მუჯლუგუნებით მაგდო ბებიაჩემმა სახლიდან, თუ ვინმე კაცის ხმას გეიგონებდა გათხოვებთო ეხვეწა და ერთხელაც გახარებული ჩემი
ძვირფასი ბედიღბალით, შემოვრჩით მარტო ვახშამზე ერთმანეთს....
ხოდააააააა,გეახელით აღარ მახსოვს რა და უცებ თვალი მოვკარი მამაჩემის სიგარეტს მაცივრის თავზე და ჟრუანტელმა დამიარა სიამოვნების,
კოსმოსი ქვიოდა გონია, მუქი ლურჯი კოლოფი იყო, ნამეტნავად მოდაში მაშინ 89 წლებში, არ იყო ურიგო მგონი,
ხოდაააა,დავაძრე ღერი და ბებიას ვეუბნები; გახსოვს მამაშენის ყალიონს, რო ყარაულობდი შენს ბაღნობაშითქო? კიოოო, კაი გემრიელი იყოო, რო გეეგო ფეხით დამკიდებდა ლეღვის ხეზეო,
ხოდაააა გაგახარა ღმერთმათქო, მასეა ეხლა ჩემი საქმე და შემინახე ნამუსითქო, შამარგე ეს ერთი ღერითქვა, ვითომ გამევიჭირე სიტყვაში იმ წამას ასე ვფიქრობდი მარა ქე დამავიწყდა ურმერთო მყავდა ბებია, სულ ევაჭრებოდა,აბა სად ხარ დამენახეო და ის ცბიერი ჭროღა თვალების შემონათება მახსოვს ეხლაც;
ხოდააააა მეორე დღეს ერთად ვართ მთელი ოჯახი ვახშამზე და ჩვეული სიდინჯით
დააძრო მამაჩემმა კოსმოსის ღერი და ის იყო მორიგი ფილოსოფიური ფრაზა უნდა გამეეშვა ბოლთან ერთად პირიდან საქართველოს მომავლის დიდების ოცნებებზე....ბებიამ დაასწრო; მაგი რაია ერთი მაჩვენეო,შენ გოგოს ქონდა გუშინ პირში გარჭობილიო და გაბადრული, კაი დანაყრებული სახით გადმოგვხედა სუყველას....
ხოდააააა, მამაჩემიც რო მისი ჯიშის იყო ქე დაავიწყდა ბებოს, პაწა სიჩუმის მერე უთხრა; პატრონი ყავს მაგას უკვე და იმან იჯავროს მაგაზეო...
ეხლა გეხუტებით სუყველას ციცის თამადობით, კაი პურის ჭამას გისურვებთ და დროებით დაგტიებთ, საქმენი მიხმობენ საგმირონი, მპუები და პაჩები ყველას ცალცალკე და ერთად =ko=

=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვაიმეეეეე,ეხლა წავიკითხე თქვენი ამიერ და იმიერ ქართული სიყვარულობები და ისეთი სავსე და ბედნიერი გავხდი უცებ,კინაღამ გული "შამეთელა".ნაღდი ქართული ფესვები ხართ გენაცვალოტ ჩემი თავი.რა ბედნიერებაა რომ არსებობთ და ასეთი ქართველები ამრავლოს მამაზეციერმა.რომ ვკითხულობდი თქვენს დიალოგებს ,უცბად დამავიწყდა სად ვიმყოფებოდი და ფიქრებით ჩემს სამშობლოში აღმოჩნდი და მოგონებებში.თქვენ გაიხარეთ და გამრავლდით ჩემო საყვარლებო.ამ დიდ მრხვაში მთელი გულით და კეთილი სურვილებით დალოცვა ჩემგან,დედის რზესავით შეგერგოთ.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Jul 2007
Posts640
კარმა50
OFFLINEPROFILE
ციცი, ჩემო დაია!

ერთი სათხოვარი მაქვს,გევიგონე პლეხანოველი ყოფილხარ და ერთ კაი ქალბატონს ვეძებ,დავეკარგეთ ერთმანეთს არადა არაა დასაკარგავი ქალბატონი.
უზნაძის 91-ში ცხოვრობდა ხათუნა სიხარულიძე თუ გაგიგონია,თუ არადა ეგება გაგზავნო აგენტურა,ხომ დაეტევა ეს თხოვნა ჩვენს მეგობრობაში,მაინტერესებს ძალიან,არიან თუ არა მანდ და თუ არიან,როგორ დავუკავშირდე.

ფოთელი ნატალია გეძებსთქო რომ უთხრას,მიხვდება თითონ.აპირებდნენ ბინის გაყიდვას და რა ქნეს არ ვიცი. შევხმიანებივარ.

მოგვარდება თუ იცი აი სასიკეთო საქმე?
წინასწარ მოგიხდი მადლობას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიხარე ჩემო მედი,ვიცი შენი გულის ამბავი
და ისიც ვიცი ამდენმა სითბომ და ტკბილმა
შაირებმა კიდევ უფრო გაგითბო,ისედაც
თბილი გული.ხშირად შემოგვიერთდი,ხომ ხედავ
ბუკაკო როგორ ჩავითრიეთ,ხოდა უკეთესად გავიცანით.
მე შენგან ისედაც ვიცოდი რა პიროვნებაც არის.
დღეს კი სუფრაზე ხარ დაპატიჟებული.გელოდებით.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქურდი მახო
ასეთი რა გაწყენიეთ მთიულებმა შენსგამოსვლაში რომ არ მოგვიხსენიე=tavfx=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 697 posts ] 
რას ფიქრობ ნიკზე შენს ზემოთ??
დესპანი