↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
იაკო, მერის საიდანღა იცნობ? მაგ ქალბატონისგან ძალიან ვარ დავალებული და ისიც სხვათაშორის :)

ახლა კი:

www.fereidani.ge
ქვეთავი 112 – მოქანდაკე ამირან თევზაძე. დაემატა ახალი ნამუშევრები.

www.fereidani.ge
ახალი ქვეთავი 113 – მოსლემ და ფაეზე.
2009 წლის 18 მარტს საქართველოს კიდევ ერთი ჩვენი სისხლი და ხორცი – მოსლემ მაყსუდი ეწვია მეუღლესთან ერთად. მოსლემი ირანელი ქართველია, რომელმაც ახლახან იქორწინა ფაეზე მიუსავზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მეუღლესთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში ისტორიულ სამშობლოში ჩამოსულიყო...
თბილისის ქუჩები შემთხვევით შეხვედრილმა ტაქსის მძღოლმა, ბატონმა გიორგი ჩუბინიძემ შემოგვატარა. ბატონი გიორგი მეტად საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. დათვალიერებისას გვიყვებოდა ბევრ საინტერესო ამბებს, განსაკუთრებით კი თავისი გვარის წარმოშობის ისტორია მოგვიყვა. დამშვიდობებისას თორნიკე ფანიაშვილი შეეცადა მგზავრობის საფასურის გადახდას, მაგრამ ბატონმა გიორგიმ ფული არ გადაგვახდევინა – ქართული სიალალით თქვა: ეს მცირედი საქორწინო საჩუქრად ჩამითვალეთო. მოსლემი და ფაეზე „ნამაი“ თბილისში იყვნენ.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ფერეიდნელო დესპანელო ქართველებო!!!!
მიყვარხართ=ko= =ko= =ko=
ფიცხელას მოკითხვა ჩემგან ვუსურვებ გამოჯამრთელებას
=ko= =ko= =ko=

წავალ ეხლა ფერეიდანში გავისეირნებ ახალი რამე-რუმეები დაუდია გუგუას

გოგოებოოოო მოგესალმებიიით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ციცი, ახლა კი შთაბეჭდილებების ბოლოს მთავარ გვერდზე ჩემი ირაკლის ოთხი სურათი დავამატე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ჩემო ხალხო..=sher= =sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
www.fereidani.ge
ქვეთავი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში. ჯიმი დაბრუნდაშვილი.

გამარჯობათ ყველას!

გეპატიჟებით საქველმოქმედო საღამოებზე 7 და 24 აპრილს, 19.00 საათზე.
ჩეხურმა ორგანიზაცია „ტალიამ“ წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გონებადაქვეითებულ ბავშვთა და მოზარდთა სახლის დახმარებას. ამ სახლს ჰქვია „კედელი“ და მდებარეობს კახეთის რეგიონში. საქველმოქმედო საღამოდან ამოღებული თანხა მოხმარდება „კედელი“-ს სახელოსნოს მოწყობას და დამზადებული სუვენირების მასალის რეალიზაციას.
ორგანიზაცია „ტალია“ არის ოსტატ-ხელოსანთა ახალგაზრდული კლუბი. ისინი პირადად ჩავლენ საქართველოში და მოაწყობენ როგორც სახელოსნოს, ასევე სწავლების კურსებს, მათი წევრები მორიგეობით იმუშავებენ ქართველ ბავშვებთან ერთად.
შემოსასვლელი თანხაა 80 კრონი (6 ლარი). მომსვლელებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ქართულ-ჩეხური ანსამბლის შესრულებით; გასინჯონ ქართული კერძები; ასევე საუბარი იქნება საქართველოზე, მის ლამაზ კუთხეებზე, კულტურაზე და ისტორიაზე.
პატივისცემით, ღონისძიების თანაავტორი ჯიმი დაბრუნდაშვილი.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა გამარჯობა =sher= მერი ბებიასთანაც ვიყავი
კახეთში და ირაკლიც ვნახე=ko= კარგი ახალგაზრდააა.
უფალმა ისეთი გიმყოფოს შენ გულს რომ გაეხარდება
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

კაეგი საქმეა აქვს წამოწყებული ჯიმი
დაბრუნდაშვილს ღმერთმა გაუმარჯოს=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა გამარჯობა!

თავდაპირველად ნამდვილად გულით მოგიკითხავ, შემდეგ მინდა გაცნობო, რომ ქალბატონ მერი რაზმაძეს ინტერნეტის საშუალებით დაუმეგობრდი და შემდგომ 2008 წლის ოქტომბერში თბილისში შევხვდით ერთმანეთს და ჩვენი მეგობრობა, ნამდვილ ახლობლობაში გადაიზარდა, რამდენადაც ვიცი, თქვენს გვერდებზეც დევს ჩემი საიტის მისამართი,ლექსების კრებული,...ქალბატონი მერისაგან. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს სათვისტომო ჩეხეთში,,ტალიასთან,, თანამშრომლობას შეუდგა, ეს გაერთიანება ცნობილია ჰუმანიტარული წამოწყებებითა და მათი რეალიზაციით, აუცილებლად შევივლი 7 ან 24 აპრილს ზემოხსენებულ აქციაზე.
პირადად შენ გუგუა ნამდვილად გისურვებ სიკეთეს და ბედნიერებას, შენს ოჯახთან და ყველა შენს მოყვარესთან ერთად.სიყვარულითა და პატივისცემით მაიკო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ციცის!
გამეცინა რომ მწერ მერი ბებიასთანაც ვიყავიო, გუშინ დამირეკა რატომ არ ჩამოხვედი შაბათს, ავად ხომ არ ხარო? ეზოში ერთი თუთის ხე უნდა რომ მომაჭრევინოს, უფრო სწორად რამდენიმე ტოტი, მე კი სპეციალურად ვერ მივდივარ, ცოტა გამოთბეს მაინც... შენ ხომ არ მოგაჭრევინა? :):):)

მაიკოს!
ნეტავ ეგ არ გეთქვა, თბილისში რომ იყო ჩამოსული მეც დამპირდა გნახავო, მაგრამ მერე აღარ შემხვდა რადგან შენთან შეხვედრა გაუგრძელდა, ეს მერე მითხრა ბორჯომში რომ დაბრუნდა! აი, მართალი ყოფილა ქართული ანდაზა: "მთა მთას ვერ შეხვდება, კაცი კაცს კი შეხვდებაო" საიდან სად შევხვდით ხედავ? :)
უკვე გაპატიე, მაშინ მერი რომ წამართვი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მინდა სულითა და გულით მივულოცო გაბედნიერება
ჩვენს სისხლსა და ხორცს, მოსლემ მაყსუდს და
ფაეზე მიუსავს.
იხაროს და იბედნიეროს თქვენმა ახალ შექმნილმა
ოჯახმა,გამრავლდით და ქართული სული ჩაუდგით
თქვენს პატარებს.
ჩვენთვის რაოდენ სასიხარულოა თქვენი არჩევანი-
საქორწინო მოგზაურობა,თქვენს ძირითად სამშობლოში.
იმედია,გიორგის წყალობით ძალიან კმაყოფილი
დაუბრუნდით ირანს.
მიიღეთ ეს მცირე საჩუქარი ჩემგან.

სურათი აღარ არსებობს

მადლობა მინდა გადავუხადო,ბატონ გიორგი ჩუბინიძეს,
იმ ტაქსის მძღოლს,რომელმაც,ნამდვილი ქართული,
ვაჟკაცური სული გამოავლინა,ესოდენ ორიგინალური
საჩუქრითა და სტუმართმოყვარეობით.
ასევე დიდი მადლობა შენ, ჩემო გუგუა,რათა უფრო და
უფრო მეტ საინტერესო სიახლესა და ჩვენთვის
სასურველ ადამიანებს გვაცნობ.
გაიხარე ჩემო ძვირფასო,შენი საყვარელი ოჯახით.
პატივისცემით ქურდი მახო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახო, ძმავ და მეგობარო! ამ წერილს დავამატებ იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ არ დავწერ რომ ამერიკაში ხარ, მივაწერ რომ "საქართველო, თბილისი" რამე ხათაბალაში არ გახვიონ ...

მაიკო, ჯიმიმ შემოგითვალა აუცილებლად გამეცნოსო, ჩემგანაც მოკითხვა გადაეცი, კარგი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო გუგუა,ამ საიტის ბატონ პატრონი
შენ ხარ ჩემო ძამია და რავარც გენებოს
ისე მოიქეცი.
შემთხვევით ფიცხელას ტელეფონი ხომ არ იცი.
ამდენიხანი არ მგონია საავადმყოფოში იყოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა wrote:
ციტატა:
ციცის!
გამეცინა რომ მწერ მერი ბებიასთანაც ვიყავიო, გუშინ დამირეკა რატომ არ ჩამოხვედი შაბათს, ავად ხომ არ ხარო? ეზოში ერთი თუთის ხე უნდა რომ მომაჭრევინოს, უფრო სწორად რამდენიმე ტოტი, მე კი სპეციალურად ვერ მივდივარ, ცოტა გამოთბეს მაინც... შენ ხომ არ მოგაჭრევინა? :):):)

მაიკოს!
ნეტავ ეგ არ გეთქვა, თბილისში რომ იყო ჩამოსული მეც დამპირდა გნახავო, მაგრამ მერე აღარ შემხვდა რადგან შენთან შეხვედრა გაუგრძელდა, ეს მერე მითხრა ბორჯომში რომ დაბრუნდა! აი, მართალი ყოფილა ქართული ანდაზა: "მთა მთას ვერ შეხვდება, კაცი კაცს კი შეხვდებაო" საიდან სად შევხვდით ხედავ? :)
უკვე გაპატიე, მაშინ მერი რომ წამართვი...

გუგუა გამარჯვება და წინსვლა ჩემო კარგო შენი ოჯახით
თუთის ხეს მე როგორ მომაჭრევინებდა, შევეცოდებოდი.
რომ დავინახე ჩემი ნინა ბაბო გამახსენდა.მე სოფელი არა მაქვს,
ქალაქი ბორჯომია ჩემი სოფელი. აქ უფრო მაქვს სოფელი.
მზიურის ჩასასვლელიდან რომ ჩახვალ და ბაღს ნახავ ,
სანამ ჩაუხვევ ქვევითკენ აი იქ , მარცხენა მხარეს იქ ჩემი ბაღია.
ყვავილები და ხეხილი გვიდგას.ეხლა კი ინვესტორია
მოსული და ვნახოთ რა იქნება .აი ასე გითხარი ყველაფერი.

ეხლა, მომიკითხე ვისაც ნახავ ჩევენ საერთო ნაცნობებს
შენ დასწრებულად მე დაუსწრებლად=ko= =ko= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა გამარჯობა!!

ძალიან გამეხარდა მერის , რომ ასე კარგად იცნობ...ეგ მართალია ჩემთან იყო მთელი დღე,შენი დრო მე წავართვი...უკაცრავად გუგუა, და არაუშავს...იქნებ მოვახერხოდ მომავალში და სამივე შევხვდეთ ერთმანეთს ან თბილისში ან ბორჯომსა და ან პრაღაში...საუკეთესო სურვილებით მაიკო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
იქნებ კი არა - აუცილებლად უნდა შევხვდეთ ჯერ თბილისში, მერე ბორჯომში და ბოლოს პრაღაში!

მახოს! ფიცხელას ტელეფონი ნამდვილად არ მაქვს (მას კი უწერია სახლში ჩემი ტელეფონი, მაგრამ მე არ მაქვს...)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ჩემო დესპანელ-ფერეიდნელებოოო
გუგუა! ჯამარჯობა მშვიდობა მოგცეს ღმერთმა
=ko= =ko= =ko= =sher= =sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი