მინდა სულითა და გულით მივულოცო გაბედნიერება
ჩვენს სისხლსა და ხორცს, მოსლემ მაყსუდს და
ფაეზე მიუსავს.
იხაროს და იბედნიეროს თქვენმა ახალ შექმნილმა
ოჯახმა,გამრავლდით და ქართული სული ჩაუდგით
თქვენს პატარებს.
ჩვენთვის რაოდენ სასიხარულოა თქვენი არჩევანი-
საქორწინო მოგზაურობა,თქვენს ძირითად სამშობლოში.
იმედია,გიორგის წყალობით ძალიან კმაყოფილი
დაუბრუნდით ირანს.
მიიღეთ ეს მცირე საჩუქარი ჩემგან.

მადლობა მინდა გადავუხადო,ბატონ გიორგი ჩუბინიძეს,
იმ ტაქსის მძღოლს,რომელმაც,ნამდვილი ქართული,
ვაჟკაცური სული გამოავლინა,ესოდენ ორიგინალური
საჩუქრითა და სტუმართმოყვარეობით.
ასევე დიდი მადლობა შენ, ჩემო გუგუა,რათა უფრო და
უფრო მეტ საინტერესო სიახლესა და ჩვენთვის
სასურველ ადამიანებს გვაცნობ.
გაიხარე ჩემო ძვირფასო,შენი საყვარელი ოჯახით.
პატივისცემით ქურდი მახო