↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ko= =ko= =ko= ვიილ ჭირიმე შენი მაგ ლექსისთვის.ვინც ჩაუღრმავდება.რაღაც ამ ბოლოდროს მუზა აღარ მომდის.ცოტა მომეფერეთ და იმ წუთში დავწერ ლექს.სიხარულები და გულის ვარდები ხართ.ქართველი ხალხის და საქართველოს საამაყო შვილები ხართ გეხუტუნეთ გულებშიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
will მიყვარხარ და გეფერები=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ დაიძინო, გათენებამდე სულ ცოტა დარჩა
და მზის სხივები დამიკრიფე შენი ხელებით.
არ, დაიძინო ღამემ იძრო ძაძების ფარჩა
გამოგაფხიზლებ წამით მაინც ჩუმი ფერებით.
ნურაფერს იტყვი, გაახილე თვალები ფართოდ
და როგორც უწინ, შემომხედე უმანკო გრძნობით.
მერე კი ერთად შევეგებოთ ალიონს, მარტოდ
ნურაფერს იტყვი შევეცდები გაგათბო ტრფობით.
მე ახლა შენთან დასალიერს არ ვინანებდი
და ხელებს მაგრად ჩაგიჭერდი გზაგასაყართან.
და თუ ოდესმე დაბრუნებას მე ვინატრებდი,
შემოგხვდებოდი ისევ შენ ერთს სევდის ტაძართან.
და მერე ალბათ დამიჯერებ რაც თუკი მითქვამს,
სათქმელს კი შენსას მომიყვება შენი თვალები.
არ დაუჯერებ ქარის ქროლვას და წვიმის მითქმას
წამს შენთან ერთად რომ იქნება მშვიდი დარები.
არ დაიძინო არ მითქვია ჯერაც სათქმელი
მზე ამოვიდა.. და მზის სხივებს შენგან მოველი..
შენთვის გავხსენი დახურული სულის სარკმელი..
ჩაგძინებია.. იქნებ სიზმრად ნახე ყოველი......

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა,
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე.

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და, როგორც ბავშვი, დავიწყებ ტირილს.

ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი, მომეფერები.

თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.

:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი...
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined26 Aug 2008
Posts289
კარმა0
OFFLINEPROFILE
იტირე მადლი გიქნია მე რა გამგე ვარ მაგისა
დიაც ყოველთვის უხდება გლოვა ვაჭისა კარგისა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ავტოპორტრეტი

ძალა ჰქონია ავტოპორტრეტს ანდამატისა,
ბევრი ხატავდა, - ბევრის გვარი გამიგონია:
გოგენი, გოგენი,
კურბე, კურბე,
მონე, მონე,
მანე, მანე,
მარკე, მარკე,
მატისი, მატისი,
გვარდი, გვარდი,
რუბენსი, რუბენსი,
ვერონეზე, ვერონეზე,
დეგა, გოია; დეგა, გოია;
კანო, დამიე, კანო, დამიე,
რუსო, რუნგე, რუსო, რუნგე,
დორე, პუსენი, დორე, პუსენი,
ჯოტო და ვატო, ჯოტო და ვატო,
რემბრანდტი და რემბრანდტი და
ტულუზ-ლოტრეკი, ტულუზ-ლოტრეკი,
შემომცქერიან, - სარკეებთან მოფუსფუსენი,
აოცებთ ჩემი - გალექსილი ავტოპორტრეტი.

:) =ko= =ko= :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვერ გამოვიდა,არ ცამოიგო კარგად:( :( :( გულის ფორმა უნდა გამოსულიყო=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჟინით მაიხთენს ფარ-ხმალსა,
ვაჟკაცი მთასა ქებული,
მაიხთენს მტრისა ვაებას,
წყალსა ტანებას სნეულის,
სისხლსა მაიხთენს მტრისასა,
სიცილსა, ბროლსა ქებულის,
მხარზე მაიხთენს კაჟ- თოფსა,
ყანასა ოქროს ხლებულით,
ქალსა ყვარობდეს შავთვალას,
მაუხდებოდა მკლავზედა
ცხენსა შაურტყას უბელოს,
ყიჟინა დასცეს ხმაზედა,
....ვაჟსა მაუხდეს წუხილი
..დედა ედარდოს ძალზედა.

1 აიკო 20 მარტი 2009 წელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
აი ეგეთი კაცი მომწონს:) :) ჩემი ლექსია და ჩემი გმოვნებაც ეგეთია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ 1აიკო ,ლექსიც კარგია და გემოვნებაც კარგი გქონია =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
აიკო,ხომ ხედავ სად დაგიჭირე,
რაშია საქმე ხომ ვერ მეტყვი,ნახალოვკურად
რომ ვთქვა,რად დამადე მეგობარო?
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

ლგგ
ძალიან მიყვარხარ,კეთილი იყოს შენი
შემობრუნება ჩვენს დიდ ოჯახში,ამისათვის
ცოტახანში კარმას მოგართმევ და ბედნიერი
7 ციფრიც გახდება.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
გასაგებია ლგგ.:) ....მაშ ვაჟას ენა არ მოგწონს ?? კარგი მაშ .....
სხვა ჩემს ლექსს გამოუშვებ......

კალეიდოსკოპი.

სევდიანობის ღრუბელს მოისხამ და იტყვი მე ვარო მეფისტოფელი,
სინამდვილეში ჩემო კარგო, ალბათ არავის და არსაიდან სულაც არ ელი,
ძველი ღვთაების ნიღაბს აიფარებ და იტყვი , მე ვარო ზარატუსტრა,
გამეცინება, და გაგახსენებ, ნგრევას საკუთარს,
ნგრევას რწმენის და გარდასულ სულთა,
სულით მდიდარის აიფარებ ნიღაბს და იტყვი,
მე ვარო ტანჯული ნაზარეველი,
სინამდვილეში ალბათ კვლავაც დაგესიზმრება,
ჰაშიშის მწვანე და ნანატრი ველი,
შორსმჭვრეტელობის ნიღაბს მოირგებ,
და იტყვი მე ვარო ნოსტრადამუსი,
ალბათ სიცილით დავიხრჩვები,
და გამახსენდება ყოველდღიური შენი ბახუსი,
სათნოების ცრემლებს გადმოყრი,
და იტყვი მე ვარო მარიამ,
ფრთხილად იარე ჩემო კარგო, გზა გრძელი
და ნაავდრალია,
სასიყვარულო თალხს ჩაიცვამ,
და დაიბრალებ ვარო დე გრიე,
გამეღიმება...გაგახსენებ,რა და როგორ კვლავაც ანგრიე,
ტრუბადურების სახელს ახსენებ,
და შეედრები ალბათ სირანოს,
ნუ აჩქარდებიმ იქნებ დაფიქრდე,
რომ ეგ სიტყვებიც კვლავ არ ინანო,
არარაობის ნიღაბს მისწვდები,და ალბათ მიხვდები,
რომ გიპოვია სწორი გზა და უცხო ფიქრები,
არ შეგესინდეს.....არარაობით იქყება ყოფნა,
სულის და აზრის....
მავალი ცხრაგზის....ტრამალი ბრაზის,
და კვლავქმნის აქტი........
არ შეგეშინდეს .....ნუ გზარავს ფაქტი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
წამოდი ჩემთან

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

დიდი მადლობა მახო ბატონო =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი