გასაგებია ლგგ.

....მაშ ვაჟას ენა არ მოგწონს ?? კარგი მაშ .....
სხვა ჩემს ლექსს გამოუშვებ......
კალეიდოსკოპი.
სევდიანობის ღრუბელს მოისხამ და იტყვი მე ვარო მეფისტოფელი,
სინამდვილეში ჩემო კარგო, ალბათ არავის და არსაიდან სულაც არ ელი,
ძველი ღვთაების ნიღაბს აიფარებ და იტყვი , მე ვარო ზარატუსტრა,
გამეცინება, და გაგახსენებ, ნგრევას საკუთარს,
ნგრევას რწმენის და გარდასულ სულთა,
სულით მდიდარის აიფარებ ნიღაბს და იტყვი,
მე ვარო ტანჯული ნაზარეველი,
სინამდვილეში ალბათ კვლავაც დაგესიზმრება,
ჰაშიშის მწვანე და ნანატრი ველი,
შორსმჭვრეტელობის ნიღაბს მოირგებ,
და იტყვი მე ვარო ნოსტრადამუსი,
ალბათ სიცილით დავიხრჩვები,
და გამახსენდება ყოველდღიური შენი ბახუსი,
სათნოების ცრემლებს გადმოყრი,
და იტყვი მე ვარო მარიამ,
ფრთხილად იარე ჩემო კარგო, გზა გრძელი
და ნაავდრალია,
სასიყვარულო თალხს ჩაიცვამ,
და დაიბრალებ ვარო დე გრიე,
გამეღიმება...გაგახსენებ,რა და როგორ კვლავაც ანგრიე,
ტრუბადურების სახელს ახსენებ,
და შეედრები ალბათ სირანოს,
ნუ აჩქარდებიმ იქნებ დაფიქრდე,
რომ ეგ სიტყვებიც კვლავ არ ინანო,
არარაობის ნიღაბს მისწვდები,და ალბათ მიხვდები,
რომ გიპოვია სწორი გზა და უცხო ფიქრები,
არ შეგესინდეს.....არარაობით იქყება ყოფნა,
სულის და აზრის....
მავალი ცხრაგზის....ტრამალი ბრაზის,
და კვლავქმნის აქტი........
არ შეგეშინდეს .....ნუ გზარავს ფაქტი:)