↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
****

ისევ წვიმაა...
მგონი კიდეც ვგავართ ერთმანეთს...
მე და სიჩუმე,
მე და სისველე,
თუ მე და სევდა...
ერთნაირი გვაქვს გამჭვირვალე სული და ელდა.
მოწყენაც თითქოს ერთნაირი ვისწავლეთ,
ხედავ?
ის ტირის ახლა,
მეც თვალებზე მადგება ცრემლი...
და ამ დამქანცველ, უსაგნო გლოვას
ვერაფრით ვშველი...
მაინც ვაგროვებ ყველა მარცვალს
სუსტი პეშვებით...
მერე...
მეც წვიმად ვიქცევი და ...
ციდან ვეშვები...
და შენთან მოვა მხოლოდ ერთხელ
ფერადი თქეში...
ჩაგისახლდება
სულში,
გულში,
თვალებში,
თმებში...
მწვანე წვეთები-(ჩემი მზერა)
შენს ხელებს შეშლის...
და ჩემი ბინა დღეს იქნება შენი სხეული-
გაოცებული,
დარდიანი
და დაბნეული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბრავოოოოო მოლექსეებოოოო

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined20 Mar 2009
Posts49
კარმა0
OFFLINEPROFILE
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალე სიტყვა ამდენი...
ჩემს გულში სევდამ დაისადგურა
მომავლის იმედი გამინადგურდა,
შენი სიჩუმით სამყაროც დადუმდა.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
:) მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება....
თუმცა დავძლიე დღეების ქსელი,
შენი ხატება ასეთი ურჩი,
ისევ დარჩება ცივი და ბნელი,
მე ლეონარდოს უფალი შემშლის,
ნებისდამთრგუნველ ძლიერი ხელით,
ისევ ვინატრებ ფირუზის ნაპირს,
თუნდაც ოცნებას ყაყაჩოს ფერის,
მე სიხარულის ყიჟინი მათრობს,
სულ არ ყოფილა მოგება ძნელი,
გზა საოცნებო და სანეტარო,
დღესაც რომ ასე იმედით ველი,
მე იასამნის სურნელში მოვალ,
მეწამულისფერს ჩავიცვამ ფარჩას,
ყველა ოცნება ასრულებულა...
გულით გაჩუქებ უძველეს მარჯანს,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდოდა..
დაინისლება წარსულის დღენი...
და ის ოცნება ასეთი ლაღი......
სულ არ ყოფილა ოცნება წრფელი.:)

ქეთუშა555 სახსოვრად და წრფელი გულითთთთ=ko=

1აიკო 23მარტი 2009წელი.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ქეთუშა ბედნიერი იყოს შენი ფეხი დესპანზე, ძალიან მომეწონა შენი ლექსი და პირველ კარმას მე გაჩუქებ. აბა შენ იცი როგორ გაამრავლებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ჩემი უშენობა აღარ შეიძლება,
ისე მაკლიხარ და ისე იგვიანებ,
ორი ნაბიჯი და ალბათ შევიშლები...
მზეო, არ ვყოფილვარ ისე იღბლიანი,
შენ რომ ბავშვობაში ასე მარწმუნებდი,
დილით ფიჭვის წვერზე როცა მოგწყვეტდი და
ქულა წიწილივით პეშვზე გარწყულებდი,
როცა მოდიოდი დედის ლოცვებიდან...
ახლა უმძრახად ვარ თვითონ სიკვდილთანაც,
ისე მოვაბეზრე თავი მონატრებით,
სანამ მოიცლიდეს, ჩემო სიფრიფანა,
სანამ სამუდამოდ მართლა მოგაკლდები,
მოდი, თვალდახუჭულს თვალი ამიხილე,
ვნების შემომინთე ძვლებზე კოცონები,
ისევ ამიშარე, ისევ ამიხირე,
მთებში გადამალე მერე მოწონების
თეთრი ბურუსები. ბოლო კოცნის გემო_
არც კი შევიმჩნიოთ_თვალს რომ გვიწყლიანებს.
მერე ღრუბლებისკენ გავუყვები, ჩემო,
ასე უშენო და ასე სიცხიანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
დავდივარ ქუჩებში და
ვრწმუნდები იშვიათი,
ძალიან უმნიშვნელო
ქუჩაა მამაჩემი.

გავლენით არავითარ,
ვაგრძელებ ჩვეულებრივ,
ქრონიკას რეალობის
ტოტები ავაჭერი,
ვიღაცას არ სჯერა და
მე მართლა გეუბნებით
აი ეს ეპოქაა
(მარტივად) მამაჩემი.

ცხადია როგორც წესი
ლექსებიც ბერდებიან,
შენ უკვე დამარცხდი და
კუთხეში აიტუზე,
მამებიც შიგადაშიგ
ცოცხალი ხეებია
და ქმნიან გარდაცვლილი
მამების ჰაბიტუსებს.

ბავშვობას უმარილო
კადრებად ვალაგებ და
მშორდება იშვიათად
რაღაცა ირონია,
სხვას თავი დავანებოთ
არც მეტი, არც ნაკლები,
საბრალო მამაჩემი,
აი ეს სტრიქონია.

ღამეა გეფიცები
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი
და ასე უმეტესად
ძალიან მეწერება
და ასე იშვიათად
მეც მქვია მამაჩემი..=da=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
რომელი ერთი...
რეისების მუდმივი მგზავრი
პირში სიგარით, ყელში ბოღმით და თავზე შლაპით,
აი, ეს კაცი მეუბნება, რომ აქვე-სადღაც
იყო სიკვდილი-განახლების დიადი შტამპი.

რომ აქვე ვთხრიდით საფლავებს და აქვე ვმარხავდით
ცოცხალ სიყვარულს, პარკინსონით ავადმყოფ ვნებას,
აი, ეს კაცი დამიმოწმებს, რომ მე დაღლამდე
ვიგონებ მარტის ქარებივით არეულ ვერბლანს.

რომელი ერთი...
მოგიყევით უკვე მრავალი,
ირეალობით ავაქაფე ღამე-სქოლიო,
ქუჩაში გამვლელს პოეტების ფეხზე მავალი
ვუყვები სონეტს და ერთადერთს!
ასე მგონია

გინდა თუ არა, უნდა უთხრა სიცოცხლეს რაღაც,
თუნდაც დაცინვით,
თუნდაც რიხით,
როგორც ამ კაცმა,
ყველა რეისზე რომ ახურავს უცვლელი შლაპა
და ტუჩის კუთხეს ექაჩება ღიმილი მკაცრი.

და პარეზივით მორჩენილი სიმშვიდე ცალფა
მყვება რიჟრაჟის სინანულად, რომ ჩემს თავს გავცდი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
არ დავწერ ამ ლექსს და
განწყობა დამახრჩობს,
დავწერ და სტრიქონებს მივიღებ აბებად,
შე კაცო, ვიღლები, ლოდინი წამართვი,
ბავშვობა მაკმარე წარსულზე სარბენად.

დაღეჭილ ლუკმებად გაგაძღე გრძნობებით,
ამ ღამის სიზმარი სიზმრებმა გაუწყონ,
მემგონი დაგჩემდა ხმამაღლა დუმილი,
უკვე სიჩუმეშიც დუმილით საუბრობ.

თითები მოვკაკვე სიგიჟის თამაშში,
ბებრული კაკნკალით ნერვები დავწყვიტე,
სხეულზე ვლაგმავდი ხორკლების სიმრავლეს
და მაინც, უკუღმა ჯიუტად ვაბიჯებ.

ვსო უკვე...
აქ სუნთქვა არც ისე ძნელია,
სურვილებს ბოგირზე დავუწყვე ლოდინი,
შე კაცო,შენამდე ტკივილის ლოდია
და მერე ჭაღარებს უხადე ბოდიში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
არიან დღენი, ხანჯალივით ბასრი და მჭევრი,

ოდეს სისხლივით აღელდება ოცნება შენი.

შენ გელანდება მოკლულებით ფენილი ტევრი,

შენ გინდა იყო უსულგულო ცხოვრების მტევრი,

ელვარე ცეცხლით გადაბუგო მთანი და ტყენი,

არიან დღენი, საუკუნოდ უფრორე მძლენი.

ტყვია-წამლით და დინამიტით მსუნთქავი ქვევრი,

აფეთქებანი, შეკივლება, ძახილი, ბევრნი

არიან დღენი.

არიან დღენი... ცეცხლისა და მახვილის კევრი,

ათასწლოვანი ადგილიდან სხლტებიან კლდენი;

იმ გულს ეკუთვნის თვითეული თემა, შედევრი.

არიან დღენი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ყვითელო, ჩემო ყვითელო ვარდო,

შთენილხარ მარტო, სრულიად მარტო.

რითმების გარდა არაფერი მაქვს...

რითი გაგართო? როგორ გაგართო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს.

ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი.

ამ მშვენიერ დღეს, ამ სისხამ დილას

ფეხებს გისუსხავს ეს უხვი ცვარი.

კარგია, როცა რიჟრაჟი მოსდებს

სიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს,

საკმარისია შეეხო ტოტებს,

და ნამი თავით კოჭამდე გივლის

შორით კი ხვამლი მოჩანს ცისფერი,

როსმე ის ჩემი იყო ზმანება.

გაივლის თვალწინ იგი სიზმარი.

და რაღაც მწარედ დამენანება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,

სიცალიერით სავსე არის ეგ ჩემი გული...

ცაზე მისცურავს ბადრი მთვარე შუქთა მფრქვეველი,

და ცის უდაბნო უდაბნოა სევდით მოცული...

ფეხთ ქვეშ მიგდია დამსხვრეული სწრაფვათა ნავი,

მაგრამ ოცნება მაინც სცოცხლობს კვლავ, მომხიბლავი,

კვლავ ტალღებს ელის... ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,

იმავე გრიგალს ელოდება დაუძლეველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,

შენზე ოცნებით დაიწვა იგი.

განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს

სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

ზექვეყნიური სიყვარულით მწვავს

გამოუთქმელი და მწარე ალი,

სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს

გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩვენ ყვავილები

ერთმანეთის სევდას თვალებში რა ვუყოთ?
ამინდს გავუყოთ,
გუბეს ფეხები სულში ჩავუყოთ
ყვავილებივით ერთ ადგილას დგომა ვისწავლოთ
მოტეხილებმაც შევძლოთ ღიმილი.
მიწა რომ გაშრება ვიწვალოთ
ვითმინოთ ტკივილი.

ერთმანეთის სხეულებს რა ვუყოთ?
რა და, მოდი ფერება დავუწყოთ
დავშალოთ ხელებად მხრებად ფეხებად
და მერე ერთად ავაწყოთ ხმებად.

მუსიკა ერთხელაც სხეულში გახმება
შემდეგი შეხვედრა
იქნება ჩემხელა
იქნება შენხელა
შემხედავ შეგხედავ შეხებით
შემღებავ სხეულში ჩამხმარ ფერებად.

ფერები,
ყვავილშიც ბერდება,
ხუნდება, ბევრდება
ჭკნება
და ბოლოს კვდება.

ერთმანეთის სევდას თვალებში რა ვუყოთ?
ამინდს გავუყოთ,
გუბეს ფეხები სულში ჩავუყოთ
ყვავილებივით დგომა ვისწავლოთ
ყვავილებივით კვდომა ვისწავლოთ
მოტეხილებმაც შევძლოთ ღიმილი.
მიწა რომ გაშრება ვიწვალოთ
ვითმინოთ ტკივილი.

თენებას თვალებში სევდა აქვს რა ვუყოთ?
დავკეცოთ ფესვები,
წავიღოთ ჩრდილი...
ყვავილებივით თუკი ვიცხოვრეთ
ყვავილებივით შევძლოთ სიკვდილიც...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი