
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება....
თუმცა დავძლიე დღეების ქსელი,
შენი ხატება ასეთი ურჩი,
ისევ დარჩება ცივი და ბნელი,
მე ლეონარდოს უფალი შემშლის,
ნებისდამთრგუნველ ძლიერი ხელით,
ისევ ვინატრებ ფირუზის ნაპირს,
თუნდაც ოცნებას ყაყაჩოს ფერის,
მე სიხარულის ყიჟინი მათრობს,
სულ არ ყოფილა მოგება ძნელი,
გზა საოცნებო და სანეტარო,
დღესაც რომ ასე იმედით ველი,
მე იასამნის სურნელში მოვალ,
მეწამულისფერს ჩავიცვამ ფარჩას,
ყველა ოცნება ასრულებულა...
გულით გაჩუქებ უძველეს მარჯანს,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდოდა..
დაინისლება წარსულის დღენი...
და ის ოცნება ასეთი ლაღი......
სულ არ ყოფილა ოცნება წრფელი.

ქეთუშა555 სახსოვრად და წრფელი გულითთთთ=ko=
1აიკო 23მარტი 2009წელი.
