ნორმალური ძილი 33%-ით ამცირებს გულის დაავადებების რისკს
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხოვრების ნორმალური რეჟიმი და სრულფასოვანი ძილი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებების რისკს.
მეცნიერები 5 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 495 ქალს და მამაკაცს, ასაკით 35-47 წელი. დაკვირვების პერიოდის ბოლოს, 12%-ს განუვითარდა გულის არტერიების გამკვრივება - ინფარქტის მთავარი მიზეზი.
უფრო მასშტაბურმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ ძილის დამატებითი 1 საათი 33%-ით ამცირებს არტერიების გამკვრივების რისკს.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. კრისტოფერ კინგმა განაცხადა, კვლევის შედეგები ძალზე ნაყოფიერი და ნოვატორული აღმოჩნდა. თუმცა, მისი აზრით, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა ზუსტად იქნას დადგენილი ძილის ხანგრძლივობასა და არტერიების გამკვრივებას შორის არსებული კავშირი.
www.medportal.ge