↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. სპილოობა ცუდია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 85 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნორმალური ძილი 33%-ით ამცირებს გულის დაავადებების რისკს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხოვრების ნორმალური რეჟიმი და სრულფასოვანი ძილი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებების რისკს.
მეცნიერები 5 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 495 ქალს და მამაკაცს, ასაკით 35-47 წელი. დაკვირვების პერიოდის ბოლოს, 12%-ს განუვითარდა გულის არტერიების გამკვრივება - ინფარქტის მთავარი მიზეზი.
უფრო მასშტაბურმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ ძილის დამატებითი 1 საათი 33%-ით ამცირებს არტერიების გამკვრივების რისკს.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. კრისტოფერ კინგმა განაცხადა, კვლევის შედეგები ძალზე ნაყოფიერი და ნოვატორული აღმოჩნდა. თუმცა, მისი აზრით, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა ზუსტად იქნას დადგენილი ძილის ხანგრძლივობასა და არტერიების გამკვრივებას შორის არსებული კავშირი.

www.medportal.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
გენაცალე შენა ჩემო ლამაზო ფერიავ.როგორ ზრუნავ ჩვენზე.აბა დესპანის გადამკიდე ვის ექნება ნორმალური ძ=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= ილი სიხარულოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე, ამ ბოლო დროს თვალების სიწითლე მართლაც დამჩემდა და აუცილებლად გავითვალისწინებ არიადნა შენს რჩევას, მადლობა...ამავდროულად ამ პრობლემას თან ერთვის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცრემლდენა და საშინელი წვა თვალებისა.=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუპაირად=ko=
ეგ უკვე დესპანის ვირუსია=lol= =lol=
მარტო თვალები გეწვის?
სიზმარში არ გვხედავ?=haa=
=კომპთან დადე კაქტუსი თუ გაქვს ..
გამოსხივებას უშლის ხელს...
და ხშირად ახამხამე თვალები..:side:
/ერტი პაციენტი უკვე მყავს/:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ათი ფაქტი ასთმასთან დაკავშირებით

მეცნიერთა აზრით, ასთმა მძიმე ქრონიკული, მაგრამ ამავე დროს კონტროლირებადი დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია ათი ფაქტი ასთმასთან დაკავშირებით:
1. ჯანმოს მონაცემებით, ამჟამად ასთმით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 300 მილიონს შეადგენს. 2005 წელს ამ დაავადებით დაიღუპა 255 000 ადამიანი.
2. გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე ასთმით დაღუპულთა რიცხვი მომდევნო 10 წლის მანძილზე გაიზრდება სავარაუდოდ 10%-ით. ასთმის განკურნება არ ხდება, მაგრამ სწორი დიაგნოზი და მკურნალობა, პაციენტის შესაბამისი ცოდნის ამაღლება უზრუნველყოფს ამ დაავადების წარმატებულ კონტროლსა და მენეჯმენტს.
3. ასთმა გვხვდება ყველგან ქვეყნის განვითარების დონის მიუხედავად. ამ დაავადებით სიკვდილიანობის 80%-ზე მეტი აღინიშნება დაბალ და საშუალოზე დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში. ეფექტური კონტროლისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრულველყოფა, განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის.
4. ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გაძნელებული და მსტვინავი სუნთქვითი შეტევების პეროიდული განმეორება. სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია შეტევების სიმძიმე და სიხშირე.
5. სიმპტომების გამოვლენა შეიძლება მოხდეს კვირაში ან დღეში რამოდენიმეჯერ. ზოგიერთი ადამიანისთვის სიმპტომები მძიმდება ფიზიკური აქტივობის დროს ან ღამით. აუცილებელია გამომწვევი მიზეზის ამოცნობა და თავიდან არიდება, რათა არ მოხდეს შეტევების პროვოცირება, რესპირატორული შოკი და შემდეგ, სიკვდილის განვითარება.
6. შესაბამისი მკურნალობა ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა შესასუნთქი კორტიკოსტეროიდები, ამსუბუქებს მდგომარეობას და ამცირებს ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიცხვს.
7. ასთმა ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა ბავშვთა შორის, მაგრამ შესაძლებლია მისი კონტროლი სხვადასხვა პრევენციული ზომებით და ინდივიდუალური სიმპტომების შესაბამისი მკურნალობით.
8. ასთმისთვის ყველაზე ძლიერ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს: საყოფაცხოვრებო ალერგენები, ისეთი, როგორიცაა საწოლთან, ნოხთან და ავეჯთან დაკავშირებული სახლის მტვერი, დაბინძურებული ჰაერი და შინაური ცხოველის ბეწვი; გარე ალერგენები, როგორიცაა მცენარეული მტვერი, თამბაქოს კვამლი და ქიმიური გამაღიზიანებლები, რომლებიც შეიძლება იყოს სამუშაო ადგილზე.
9. ასთმისთვის გამშვები მექანიზმი შეიძლება იყოს ცივი ჰაერი, ექსტრემალური ემოციური აზნება, ისეთი, როგორიცაა სიბრაზე ან შიში, ასევე ფიზიკური ვარჯიში.
10. ხშირად არ ხდება ასთმის დიაგნოზის დროული დასმა და შესაბამისი მკურნალობა, რაც მკაცრად ზღუდავს ადამიანთა აქტივობას მთელი სიცოცხლის მანძილზე და უქმნის მნიშვნელოვან სირთულეებს დაავადებულებსა და მათ ოჯახებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიკროსკოპული ფილტრები კიბოს უჯრედების წინააღმდეგ

როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მიკროსკოპული მოწყობილობა, რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედების გავრცელებას ორგანიზმში. მოწყობილობა წარმოადგენს მილს, რომლის ინპლანტირება ხდება სისხლძარღვში.
მილი დაფარულია ორი სახის ცილით. პირველი ტიპის ცილა აკავებს კიბოს უჯრედებს, რომელიც გადაადგილდება სისხლის ნაკადთან ერთად. მეორე ტიპის ცილები კიბოს უჯრედებთან კონტაქტისას გასცემენ ბრძანებას ამ უჯრედების აპოფტოზის შესახენ და ხდება კიბოს უჯრედების თვითგანადგურების პროცესის გაშვება. ამის შემდეგ კიბოს უჯრედები ბრუნდება სისხლის ნაკადში და ერთი დღის განმავლობაში იღუპება. ტესტირების დროს მედიკების მიერ შესაძლებელი გახდა 30%-მდე კიბოს უჯრედების განადგურება. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდიკა სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედებისთვის.

www.medportal.ge

/ესეც იმედის მომცემი სიახლე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
გასახდომი წამლები საფრთხეს უქმნის
ჯანმრთელობას.

დიეტაზე მყოფ ყველა ადამიანს მეცნიერები აფრთხილებენ იმის თაობაზე, რომ წონაში დასაკლები წამლების უმრავლესობა შეიცავს პოტენციურად საშიშ ინგრედიენტებს.
ის მედიკამენტები, რომლებიც “გვპირდებიან” დაგროვილი ცხიმოვანი მასის ბუნებრივად დაწვას, წარმოადგენენ უძველესი აზიური საშუალებების ახალ ვერსიებს. ჩვეულებრივ, ისინი იყიდება მთელ მსოფლიოში ინტერნეტის საშუალებით, ხოლო ანოტაციები კი პრობლემის სწრაფად და მსუბუქად გადაჭრაზე მეტყველებენ.
როგორც კვების პროდუქტების და სამკურნალო პრეპარატების ზედამხედველობის აშშ სამსახურმა განაცხადა, ბაზარზე არსებული პრეპარატების უმრავლესობა შეიცავს ძლიერი ნარკოტიკების საშიშ დოზებს, აგრეთვე ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ კიბოს.
ზედამხედველობის სამსახურის თქმით, “ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ რეკლამა, როგორც წესი, ჟღერს ძალზე კარგად, რომ ის იყოს მართალი”.
ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გასახდომი პრეპარატების უმრავლესობა იწვევს ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესებას და ზრდის ჰოსპიტალიზაციის რისკს.
მათ შემადგენლობაში შედის სიბუტრამინი – ძლიერი პრეპარატი, რომელიც ამცირებს მადას, თუმცა ის ამფეტამინის ანალოგს წარმოადგენს. მან შესაძლოა გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი და გულის არითმია, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა და გულის პრობლემები.
სიბუტრამინი ასევე შედის პრეპარატ “მერიდია”-ს შემადგენლობაში, რომელიც ოფიციალურად გამოიყენება სიმსუქნის სამკურნალოდ. თუმცა, მისი კონცენტრაცია ამ პრეპარატში 3-ჯერ აღემატება რეკომენდებულ დღე-ღამურ დოზას.
წონაში დასაკლები ზოგიერთი წამალი შეიცავს ფენოლფტალეინს, რომელიც ადრე გამოიყენებოდა, როგორც საფაღარათო საშუალება, თუმცა დღესდღეობით მისი გაყიდვა აიკრძალა, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ ის იწვევს კიბოს.
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთში დამზადებული ყველა წამლის ანოტაციაში ჩამოთვლილია მხოლოდ ინგრედიეტების ნაწილი, ხოლო ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნაერთების შესახებ, რომელთა დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზების მეშვეობით, იქ არაფერია ნათქვამი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ გავხდები ჯინაზე,ნინი მენატრებიიიიიიიიიიიიიი აი შენ კარმა სიყვარულოოოოოოოოოოოოოოოოოო=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
კიდევ კაი ეგ პრობლემა არ მაწუხებს =lol= =lol= =lol= =lol= არადა ჭამა მაგრად მიყვარს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნანა=ko= =ko= =ko=
მადლობა,ჩემო კარგო=ko=
ჩიკუნია ეგ კარგია,კარგი -მეტავოლიზმი გაქვს
რომ არ სუქდები..
რამდენი კილო ხარ საყვარელო?=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
კომპიუტერის მსხვერპლნი

შორსმხედველობა როგორც წესი, ცხოვრების მეორე ნახევარში ვლინდება, ხოლო ახლომხედველობა ნებისმიერ ასაკში აღმოცენდება. წინათ ეს დაავადება კითხვის მანიით შეპყრობილთათვის იყო დამახასიათებელი. ახლა მისი „მსხვერპლნი¨ კომპიუტერთან მომუშავე ადამიანები არიან. საქმე ისაა, რომ მონიტორის ეკრანზე მხედველობის ხანგრძლივი დიქსაციით ახლოსმხედველობა ვითარდება. ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს თვალების ტკივილი, გაწითლება, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი.
როგორ დავიცვათ თავი? ანტიკომპიუტერული სათვალეები შეიძინეთ, რომელიც მონიტორიდან გამომავალ მავნე გამოსხივებისაგან დაგიცავთ, კომპიუტერთან მუშაობა ნკალებ საშიში იქნება, თუ შემდეგ წესებს დაიცავთ:
თქვენსა და მონიტორს შორის მანძილი წინ გაწვდილი მკლავის სიგრძე უნდა იყოს.
შეეცადეთ თვალები ხშირად ახამხამოთ, ეს მათ ბუნებრივ დაცვას აუმჯობესებს.
თუ სათვალეს არ ატარებთ, კომპიუტერთან მუშაობისას გაიკეთეთ.
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია მიირთვათ ბევრი წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერის ხილი _ ბოსტნეული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ეს ჯანმრთელობის დამცველი ანგელოზია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
კომპიუტერი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე

რაც უფრო ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგია მით უფრო შეხვდებით იმ აზრს რომ კომპიუტერი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ის აზრი რომ კომპიუტერი საზიანოა ჯანმრთელობისათვის, ძალიან აქტუალური ხდება საზოგადოებაში და ამ ფაქტმა საკმაოდ დამაინტერესა და გადავწყვიტე მომეპოვა რომელიმე სამედიცინო ცენტრიდან ინფორმაციები.

ამერიკის სამედიცინო ექსპერტებს მიაჩნიათ რომ...

ინტერნეტისა და ვიდეოთამაშებისადმი მიდრეკილება აზარტის ერთ-ერთი ფორმაა და ეს დაავადება დაემუქრება იმათ ვინც დღეში ვიდეოთამაშებზე ორ საათზე მეტ დროს ხარჯავს. ასევე მათ ვინც საათობით დროს ხარჯავს ინტერნეტში.

ამერიკელმა ფსიქოთერაპევტებმა გააკეთეს განცხადება რომ - „კომპიუტერის წინააღმდეგი არავინაა, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე. ამ დაავადებაში კომპიუტერი კი არ არის დამნაშავე, არამედ მისი ბოროტად გამოყენება. ორსაათიანი ვიდეოთამაში საკმარისია ავადმყოფური ტრანსისა და ნერვული სისტემის გადაღლის გამოსაწვევად. კომპიუტერთან საათობით ჯდომა მხედველობის დაქვეითებას და კუნთების ატროფიას იწვევს, სასტიკი თამაშები კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მასში აგრესიას იწვევს. ამიტომაც მსოფლიოში საკმაოდ გამრავლდა მოზარდთა შორის ძალადობის შემთხვევები. “

ექსპერტები ასევე ამბობენ რომ - ამ სახის ავადმყოფთა მკურნალობა საკმაოდ რთულია. ავადმყოფს მკურნალობა უწევს სტაციონარში 2-3 კვირის განმავლობაში შედარებით მძიმე შემთხვევებში. ექიმები უნიშნავენ ფსიქოტერაპულ პრეპარატებს: ანტიდეპრესანტებს, ტრანკვილიზატორებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ძილის რეგულირებას და ფიზიკურ დატვირთვას, უტარდებათ ფსიქოლოგიური ტრენინგები, თამაშები, რომლითაც ისინი თვითრეგულირებას სწავლობენ. მკურნალობის ძირითადი მიზანია, ავადმყოფში გამოიწვიოს რეალური ცხოვრებისადმი ინტერესი. ექსპერტების აზრით ამ დაავადებების მქონე ადამიანის გამოჯანმრთელება ბოლომდე შეუძლებელია და თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან ძალით ინტერნეტდამოკიდებულების განკურნება შეუძლებელია.

წყარო: tnews.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არიადნიიიტ

მიყვარხააარ
=ko= =ko= =ko=

გეთანხმები ეგრეააა
გარეთ გასვლა აღარ მინდაა
მალე სამკურნალო გავხდები
=haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
=dk= =dk= =dk= =dk= =dk= რო არ შედის ჩვენ ტავში,რომ ჯანმრტელობას გაუფრთხილდეთ=fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 85 posts ] 
გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. სპილოობა ცუდია.
დესპანი