აიკოოოო საყვარელო გავხსენი თემა.რომელიც გინდოდა
და პირველ გაკვეთილს შემოგთავაზებთ
ხომ ყველამ იცის, რომ კოსმეტიკური პროდუქტის ფასი ყოველთვის არ არის იმის გარანტია, რომ მართლა შეუდარებელს გაგხდის. ალბათ, როგორ გინდა დაივიწყო მიწებებული წამწამები, ჩამოცვენილი ტუში და კოშტები... ჩვენი მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევები დაგეხმარება ამგვარი პრობლემებისგან გათავისუფლებაში.
მთავარი საიდუმლო – ტუშის სწორად გამოყენებაა. მაშ ასე,
საიდუმლო 1. ტუშის წასმისას 3 ნაბიჯია ძირითადი:
1. შეღებვა წამწამების ძირიდან უნდა დაიწყო და თან ტუშის ჩოთქი მარჯვნივ და მარცხნივ მიაქციო ხოლმე. ეს წამწამებს სისქესა და სიგრძეს აძლევს.
2. შემდეგ ჩოთქით ქვევიდან ზევით მოძრაობა გააკეთეთ.
3. ბოლოს დახუჭეთ თვალები და ტუშის ჩოთქი წამწამის ძირიდან ბოლოებამდე გაატარეთ, თან მოაშორეთ კოშტები და დავარცხნეთ.
საიდუმლო 2. გამოიყენე წამწამების სავარცხელი. ეს საგანი მხოლოდ ფიქცია არ არის. პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის აუცილებელი ნივთია. სავარცხელი ტუშის თანაბრად განაწილების საშუალებას იძლევა და წამწამებსაც იდეალურად განცალკევებულს შეინარჩუნებს.
ტუში ჯერ ძირებში წაისვი, მერე სავარცხლით გაანაწილე წამწამების ბოლოებამდე. თუ ხელთ საგანგებო სავარცხელი არა გაქვს, თქვენივე ტუშის ჩოთქი გამოიყენეთ (წინასწარ მოაშოროთ სარებავი ხელსახოცით).
საიდუმლო 3. ზევით აპრეხილი წამწამები, მზერას აფართოებენ, გახსნილს და მომხიბვლელს ხდის.
აპრეხა ორი ხერხით შეიძლება.
– აიღეთ ტუშის სუფთა ჩოთქი (მაგალითად, ძველი ტუშის; გარეცხავ და გააშრობ) და ტუშით ჯერ კიდევ სველი წამწამები აპრიხე. არ დაგავიწყდეს ყოველ ჯერზე ჩოთქის გარეცხვა.
– ნუ შეგეშინდება საგანგებო ასაპრეხი მაშების. წინასწარ გააცხელე ფენით 10–15 წამის განმავლობაში, მაგრამ სანამ წამწამებს შეახებთ, ხელითაც შეეხე.
მაშა არავითარ შემთხვევაში ცხელი არ უნდა იყოს, რომ არ დაიწვას მგრძნობარე კანი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს დახვევა მხოლოდ შეუღებავი წამწამების შეიძლება. სინამდვილეში, აპრეხა სწორედ ტუშის წასმის შემდეგაა საჭირო, როცა ტუში გაშრება.
საიდუმლო 4. ფერადი ტუშის გამოყენების ნუ შეგეშინდება.
მაკიაჟის კლასიკური წესები გვკარნახობენ, რომ შავი ტუში ყველას უხდება და ნებისმიერ მაკიაჟს უხდება. თუმცა იმის გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ ქერები განსაკუთრებით ფრთხილნი უნდა იყვნენ შავ ფერთან. შავი ტუშის რამდენიმე ფენას შეუძლია ვულგარული და უხეში სახე შექმნან.
გოგონას, ღია ფერის თმით, ყოველდღიური დღის მაკიაჟისთვის ყავისფერი ან ნაცრისფერი მოუხდება. შავი ტუში შეუცვლელია საღამოსთვის. ყოველი შემთხვევისთვის გახსოვდეს: ლურჯ ტუშს ლურჯი თვალების გამოკვეთა შეუძლია, მწვანეს – ზურმუხტისფრის, ხოლო იასამნისფერს იდეალურად უხდება თაფლისფერთვალება გოგონებს.
საიდუმლო 5. უპირატესობა წვრილ და მოკლე ჩოთქებს მიანიჭეთ. ისინი თვალის კუთხეების კარგად შეღებვის საშუალებას იძლევიან.
საიდუმლო 6. გამოიყენე მანეკენების საიდუმლო
მძიმე წამწამის ეფექტი რომ არ შეიქმნას, მაგრა სიგრძე გაიზარდოს, ბოლოები განსაკუთრებული ხერხით უნდა შეღებოთ: სანამ ტუშიან ჩოთქს წამწამების ბოლოებამდე მიიტან, დახამხამების მსგავსი მოძრაობა გააკეთეთ.
საიდუმლო 7. არ დაგავიწყდეს ტუშის წასმამდე ქვედა ქუთუთოს ქვეშ კანის ფერუმარილით დაფარვა
ასეთ შემთხვევაში ტუშის მთელი დღის განმავლობაში ჩამოცვენილი ნაწილაკები უფრო ადვილად მოშორდება კანს და მაკიაჟს არ დააზიანებთ.
საიდუმლო 8. ქვედა წამწამები შეიღებეთ
იმისთვის, რომ თვალები უფრო გამოკვეთილი ჩანდეს, ქვედა წამწამებიც შეღებე, მაგრამ ფრთხილად – მსუბუქი ზიგზაგისებური მოძრაობებით.
საიდუმლო 9. აითვისე ზიგზაგის ტექნიკა:
ზიგზაგისებური მოძრაობები, რომელთაც წინ და უკან წამწამის მთელ სიგრძეზე ასრულებთ, უსარგებლო კოშტების მოშორების საშუალებას იძლევა.
საიდუმლო 10. წამწამები დაატენიანე თმის კონდიციონერით ან დამატენიანებელი ნელსაცხებლით.
თუ წამწამების ოდნავ დაგრძელება გსურს, ტუშის გამოყენებამდე ფრტხილად წაუსვი თმის კონდიციონერი ან დამატენიანებელი ნელსაცხებელი. დააცადე გაშრობა, წინასწარ დავარცხნე და მხოლოდ შემდეგ წაუსვი ტუში.
საიდუმლო 11. არასდროს წაისვათ მეორე ფენა, სანამ პირველი არ გაშრება. მხოლოდ ასე გამოჩნდება წამწამები უფრო სქელი.
საიდუმლო 12. ნუ ჩადებ ჩოთქს სათავსოში მიყოლებით რამდენიმეჯერ. ტუშიან ტუბში ასეთი მოძრაობით ჰაერი ხვდება და მისი გამოყენების ვადაც მცირდება. ამიტომ ჩოთქი დაასველეთ და შიგნითვე დაატრიალეთ.
საიდუმლო 13. ჩოთქი მარჯვენა კუთხისკენ მოღუნე.
საიდუმლო 14. პაუზა
წამწამებს რომ შეიღებავთ, 5 წამი დაიცადეთ, სანამ დაახამხამებთ. ეს იმისთვის უნდა გააკეთოთ, რომ ტუშმა თვალების ქვეშ კვალი არ დატოვოს.
საიდუმლო 15. როცა ტუშს ჩამოიბანთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის თვალების ქვეშ ნაზ კანს არ მოხვდეს.
მართებული დემაკიაჟისთვის: ქვედა წამწამების ქვეშ ხელსახოცი ან ბამბის დისკი დაიდეთ და თვალები დახუჭეთ. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით დასველებული ბამბა ჩამოუსვი წამწამებს. ტუში ხელსახოცზე დარჩება, კანი კი არ დაზიანდება.
