↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პარფიუმერია,ჯამრთელობა,სილამაზე


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეს ახალი თემა პარფიუმერიისა და სილამაზის
შესახებ ეხება როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს.
აქ ჩავწეროთ ყველაფერი, რაც ვიცით სილამაზესთან
დაკავშირებით .იმედია მოგეწონებათ ეს თემა

ყველას გისურვებთ გართობას ,სილამაზეს,
ჯამრთელობას რაც მთავარია ყველასათვის
აბა ვინც რა იცით დაწერეთ მოიპოვეთ და
გაგვანათლოთ ,რომ ლამაზები ვიყოოოთ

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აიკოოოო საყვარელო გავხსენი თემა.რომელიც გინდოდა

და პირველ გაკვეთილს შემოგთავაზებთ

ხომ ყველამ იცის, რომ კოსმეტიკური პროდუქტის ფასი ყოველთვის არ არის იმის გარანტია, რომ მართლა შეუდარებელს გაგხდის. ალბათ, როგორ გინდა დაივიწყო მიწებებული წამწამები, ჩამოცვენილი ტუში და კოშტები... ჩვენი მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევები დაგეხმარება ამგვარი პრობლემებისგან გათავისუფლებაში.

მთავარი საიდუმლო – ტუშის სწორად გამოყენებაა. მაშ ასე,

საიდუმლო 1. ტუშის წასმისას 3 ნაბიჯია ძირითადი:

1. შეღებვა წამწამების ძირიდან უნდა დაიწყო და თან ტუშის ჩოთქი მარჯვნივ და მარცხნივ მიაქციო ხოლმე. ეს წამწამებს სისქესა და სიგრძეს აძლევს.
2. შემდეგ ჩოთქით ქვევიდან ზევით მოძრაობა გააკეთეთ.
3. ბოლოს დახუჭეთ თვალები და ტუშის ჩოთქი წამწამის ძირიდან ბოლოებამდე გაატარეთ, თან მოაშორეთ კოშტები და დავარცხნეთ.

საიდუმლო 2. გამოიყენე წამწამების სავარცხელი. ეს საგანი მხოლოდ ფიქცია არ არის. პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის აუცილებელი ნივთია. სავარცხელი ტუშის თანაბრად განაწილების საშუალებას იძლევა და წამწამებსაც იდეალურად განცალკევებულს შეინარჩუნებს.

ტუში ჯერ ძირებში წაისვი, მერე სავარცხლით გაანაწილე წამწამების ბოლოებამდე. თუ ხელთ საგანგებო სავარცხელი არა გაქვს, თქვენივე ტუშის ჩოთქი გამოიყენეთ (წინასწარ მოაშოროთ სარებავი ხელსახოცით).

საიდუმლო 3. ზევით აპრეხილი წამწამები, მზერას აფართოებენ, გახსნილს და მომხიბვლელს ხდის.
აპრეხა ორი ხერხით შეიძლება.

– აიღეთ ტუშის სუფთა ჩოთქი (მაგალითად, ძველი ტუშის; გარეცხავ და გააშრობ) და ტუშით ჯერ კიდევ სველი წამწამები აპრიხე. არ დაგავიწყდეს ყოველ ჯერზე ჩოთქის გარეცხვა.

– ნუ შეგეშინდება საგანგებო ასაპრეხი მაშების. წინასწარ გააცხელე ფენით 10–15 წამის განმავლობაში, მაგრამ სანამ წამწამებს შეახებთ, ხელითაც შეეხე.

მაშა არავითარ შემთხვევაში ცხელი არ უნდა იყოს, რომ არ დაიწვას მგრძნობარე კანი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს დახვევა მხოლოდ შეუღებავი წამწამების შეიძლება. სინამდვილეში, აპრეხა სწორედ ტუშის წასმის შემდეგაა საჭირო, როცა ტუში გაშრება.

საიდუმლო 4. ფერადი ტუშის გამოყენების ნუ შეგეშინდება.
მაკიაჟის კლასიკური წესები გვკარნახობენ, რომ შავი ტუში ყველას უხდება და ნებისმიერ მაკიაჟს უხდება. თუმცა იმის გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ ქერები განსაკუთრებით ფრთხილნი უნდა იყვნენ შავ ფერთან. შავი ტუშის რამდენიმე ფენას შეუძლია ვულგარული და უხეში სახე შექმნან.

გოგონას, ღია ფერის თმით, ყოველდღიური დღის მაკიაჟისთვის ყავისფერი ან ნაცრისფერი მოუხდება. შავი ტუში შეუცვლელია საღამოსთვის. ყოველი შემთხვევისთვის გახსოვდეს: ლურჯ ტუშს ლურჯი თვალების გამოკვეთა შეუძლია, მწვანეს – ზურმუხტისფრის, ხოლო იასამნისფერს იდეალურად უხდება თაფლისფერთვალება გოგონებს.

საიდუმლო 5. უპირატესობა წვრილ და მოკლე ჩოთქებს მიანიჭეთ. ისინი თვალის კუთხეების კარგად შეღებვის საშუალებას იძლევიან.

საიდუმლო 6. გამოიყენე მანეკენების საიდუმლო
მძიმე წამწამის ეფექტი რომ არ შეიქმნას, მაგრა სიგრძე გაიზარდოს, ბოლოები განსაკუთრებული ხერხით უნდა შეღებოთ: სანამ ტუშიან ჩოთქს წამწამების ბოლოებამდე მიიტან, დახამხამების მსგავსი მოძრაობა გააკეთეთ.

საიდუმლო 7. არ დაგავიწყდეს ტუშის წასმამდე ქვედა ქუთუთოს ქვეშ კანის ფერუმარილით დაფარვა
ასეთ შემთხვევაში ტუშის მთელი დღის განმავლობაში ჩამოცვენილი ნაწილაკები უფრო ადვილად მოშორდება კანს და მაკიაჟს არ დააზიანებთ.

საიდუმლო 8. ქვედა წამწამები შეიღებეთ
იმისთვის, რომ თვალები უფრო გამოკვეთილი ჩანდეს, ქვედა წამწამებიც შეღებე, მაგრამ ფრთხილად – მსუბუქი ზიგზაგისებური მოძრაობებით.

საიდუმლო 9. აითვისე ზიგზაგის ტექნიკა:
ზიგზაგისებური მოძრაობები, რომელთაც წინ და უკან წამწამის მთელ სიგრძეზე ასრულებთ, უსარგებლო კოშტების მოშორების საშუალებას იძლევა.

საიდუმლო 10. წამწამები დაატენიანე თმის კონდიციონერით ან დამატენიანებელი ნელსაცხებლით.
თუ წამწამების ოდნავ დაგრძელება გსურს, ტუშის გამოყენებამდე ფრტხილად წაუსვი თმის კონდიციონერი ან დამატენიანებელი ნელსაცხებელი. დააცადე გაშრობა, წინასწარ დავარცხნე და მხოლოდ შემდეგ წაუსვი ტუში.

საიდუმლო 11. არასდროს წაისვათ მეორე ფენა, სანამ პირველი არ გაშრება. მხოლოდ ასე გამოჩნდება წამწამები უფრო სქელი.

საიდუმლო 12. ნუ ჩადებ ჩოთქს სათავსოში მიყოლებით რამდენიმეჯერ. ტუშიან ტუბში ასეთი მოძრაობით ჰაერი ხვდება და მისი გამოყენების ვადაც მცირდება. ამიტომ ჩოთქი დაასველეთ და შიგნითვე დაატრიალეთ.

საიდუმლო 13. ჩოთქი მარჯვენა კუთხისკენ მოღუნე.

საიდუმლო 14. პაუზა
წამწამებს რომ შეიღებავთ, 5 წამი დაიცადეთ, სანამ დაახამხამებთ. ეს იმისთვის უნდა გააკეთოთ, რომ ტუშმა თვალების ქვეშ კვალი არ დატოვოს.

საიდუმლო 15. როცა ტუშს ჩამოიბანთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის თვალების ქვეშ ნაზ კანს არ მოხვდეს.
მართებული დემაკიაჟისთვის: ქვედა წამწამების ქვეშ ხელსახოცი ან ბამბის დისკი დაიდეთ და თვალები დახუჭეთ. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით დასველებული ბამბა ჩამოუსვი წამწამებს. ტუში ხელსახოცზე დარჩება, კანი კი არ დაზიანდება.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რას უნდა ველოდოთ Е ვიტამინისგან?
სილამაზე » საწყისი »

Е ვიტამინი ნელსაცხებლებისა და ლოსიონების შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპონენტია. ბევრი კოსმეტიკური პროდუქტი საერთოდ ვერ აღწევს ღრმა ფენებში, არ აწვდის უჯრედებს საკვებ ნივთიერებებს, ვიტამინი Е კი წარმატებულად მოქმედებს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიოქსიდანტების გამოყენებისას, შესაძლებელია თავისუფალი რადიკალების ზეგავლენის მინიმალიზება და აღკვეთაც კი. ეს ხსნის, რატომაა Е ვიტამინი მზისგან დამცავი საშუალებების № 1 კომპონენტი.

მეცნიერების კვლევა-ძიებამ გამოავლინა, რომ Е ვიტამინის მზისგანდამცავი თვისება ულტრაიისფერის დასხივების საწინააღმდეგო საგანგებო საშუალების გამოყენებიდან 2-3 დღის განმავლობაში კიდევ მუშაობდა. მოხალისეები 2 ჯგუფად დაყვეს. პირველი იყენებდა ნელსაცხებელს Е ვიტამინით და ამ ადამაინების კანს მზეზე დიდხანს ყოფნის ბევრად ნაკლები ნიშანი ჰქონდათ (სიწითლე, დამწვრობა). მეორე ჯგუფს შესთავაზეს ლოსიონი Е ვიტამინის გარეშე, თანაც არც ერთმა მოხალისემ ამის თაობაზე არ იცოდა. მეორე ჯგუფის შედეგი ასეთი იყო:ანთება, კანის სიწითლე, რაც სისხლის მოზღვავებასა და უჯრედების დაზიანებაზე მიუთითებდა.

დასკვნა, რომელიც ამ ექსპერიმენტის საფუძველზე გამოიტანეს, იმას გულისხმობდა, რომ Е ვიტამინი ეფექტურია კანის დაბერების ხილული ნიშნების აღსაკვეთათ.

თუმცა, თუკი Е სარგებლობა მზისგანდამცავ საშუალებებში ცხადია, ეჭვს ამ ნივთიერების შემცველი დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტი ბადებს. მაგალითად, E-ვიტამინიანი წამწამების ტუშის რეკლამა გვპირდება, რომ წამწამები უფრო სქელი, გრძელი, ძლიერი და ა.შ. გახდება. გახსოვდეთ, რომ Е ვიტამინი – ანტიოქსიდანტია და მის ამოცანებშია თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლა. ხოლო სქელი წამწამებისთვის – ორმაგი მოქმედების (დასაგრძელებელი და გასასქელებელი) საგანგებო ტუში შეიძინეთ.

სხვა “დაპირებათაგან” ერთ-ერთი იუწყება, რომ Е ვიტამინი ნაწიბურების გაქრობას, ჭრილობების შეხორცებასა და სხვა პრობლემებს შველის. ამ მტკიცებას მეცნიერული საფუძველი არ აქვს. პირიქით, გამოკვლევაში, რომლის ციტირებასაც ვიკიპედია აკეთებს, ნათქვამია, რომ E ვიტამინის გამოყენების შემდეგ პაციენტებს, რომლებმაც ქირურგიული ჩარევა გადაიტანეს, ოპერაციისშემდგომი ნაწიბურების არც ზომა, არც ფორმა და არც ფერი არ შეცვლიათ. ავადმყოფების მესამედს ალერგიის, დერმატიტისა და გაღიზიანების სახით გართულება აღენიშნა, რაც თავისთავად ავნებს ნაწიბურის ფორმირებას.

სამაგიეროდ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტერილიზებული მანუკის თაფლი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებასა და წყლულს, ამცირებს ანთებას, მკურნალობს კუჭს და ღრძილების დაავადებას. ამასთან დაკავშირებით, ბრიტანული სახელწიფო ჯანდაცვის სამსახური პაციენტებს სწორედ ამ თაფლის საფენებს ურჩევს.

ზემოთქმულს ის უნდა დავუმატოთ, რომ Е ვიტამინი შესანიშნავ ანტიოქსიდანტად და ახალგაზრდობის ვიტამინად რჩება. ის მთელ რიგ პრობლემას ებრძვის: იცავს ღვიძლს, ამცირებს თამბაქოს მავნე ზემოქმედებას, ზრდის А ვიტამინის დონეს ორგანიზმში, იყენებენ გამონაყრისა და ფსორიაზის მკურნალობაში. იმისთვის, რომ ნაადრევი დაბერება შევაჩეროთ და კანის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ რეკომენდებულია Е ვიტამინის 400 - 800 IU.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველაზე ლამაზი მე ვიყავი მეგონა და დამასწრეს
ბატონო ჩემზე უფრო ლამაზებმა.
ეჰ,ისე სინამდვილეში ამ თემაში მე არაფერი მესაქმება.
ბაღნობაში არ ვყოფილვარ ლამაზი და აიკოს გონია
ახლა გამალამაზებს? ეჰ,მეტი არაა ჩემი მტერი.
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი გენაცვალეოოოოოოოოოოოოოოოოოოოო=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= ციციკო ციცინათელააააა...დაგენთები სანთელადდდდდდდდდდდდდდდდდ=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახუნაააა მაგით ვერ გამაკვირვებ რა იყავი ბავვობაშიიიი..=haa= ..იმიტომ რომ ბავშვობაში ლამის 70 კილოს მიმაღწევიეს მზრუნველმა ბებიებმააა..=haa= ..აბა?, თან 7 წლის ასაკში..=haa= .ერთმანეთს ჩემი ბებიები ანუ, სიდედრ- დედამთილი მკაცრი თვალების ბრიალით , წონით ჩამაბარებდნენ ხოლმეეე=zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
აიკო და ციცი თქვენ ჩემს გულში ხომ არ ისხედით. პარფიუმერია ჩემი სუსტი წერტილია. კრემი შეუცვლელად მაქვს მხოლოდ ნივეა. ჩემი უსაყვარლესი სუნამოები, თუ ვინმემ გადაწყვიტოთ ჩუქება=haa= არ ეძებოთ სხვა,- გარდა ამათისა:სურათი აღარ არსებობსეს ჩემი ნომერ პირველი სუნამოა, რომელიც პორთფელს მიცარიელებს ყოველთვის.სურათი აღარ არსებობსეს სუნამო ჩემი იმიჯია. და ამაზეც არ ვიტყვი უარს ძალიან მიყვარს.სურათი აღარ არსებობს
სხვა დანარჩენზე ფული არ დახარჯოთ, არც ჩემთვის და არც თქვენთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანაააააააააააააააააააააა =ko= =ko= =ko= =ko= გარდა ძვირადღირებული პარფიუმერიისა აკუთარი რეცეპტებიც დადეთ რა გოგონებო!!!!!მანა..ციცი... მახუნია ძმაო...ვიცი ქალის სურნელი რა ახლობელია შენთვის......აქ რა მესაქმებაო...შენ გესაქმება სწორედდდდდ............სასწრაფოდ ვლამაზდებით!!!!!!=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქალს წლოვანება მუხლებზე ეტყობა - მინი-ქვედაკაბამ ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აღნიშნა=ko=

1959 წლის იანვარში ახალგაზრდა ინგლისელ დიზაინერს მერი კუანტს საინტერესო იდეა დაებადა. დაინახა, როგორ რეცხავდა მისი დაქალი იატაკს ამ საქმისთვის საგანგებოდ დამოკლებული ძველი ქვედაკაბით და გაიფიქრა: «რატომ არ უნდა ჩავრთო ეს კაბა კოლექციაში?». ამ მომენტიდან პოდიუმზე ახალი მოვლენა გაჩნდა, ხოლო ქუჩებში გოგონები შიშველი ფეხების დემონსტრირებას მოდასთან სრულ თანხმობაში ახერხებდნენ.

სიახლემ ბაზარზე ფურორი მოახდინა. კოლექციის გამოშვების წელსვე “მოკლე ნიმუშის” 200 ათასი კაბა გაიყიდა. კუანტი წარმატებას ძალიან მარტივად ხსნიდა:«ვულგარულობაზე ვგიჟდები. ე.წ. კარგი გემოვნება სიკვდილია. ვულგარულობა - სიცოცხლე. ამიტომ მიიღო მილიონობით გოგონამ ჩემი იდეა. ვთვლი, რომ მოკლე კაბის გამოჩენით ქალბატონები ორგზის მომხიბვლელები გახდნენ».

მართალია, ფრანგი მოდელიერი ანდრე კურეჟი ცდილობდა, ავტორობაში შეცილებას, რადგან 1961 წელს მანაც ჩართო თავის კოლექციაში ულტრამოკლე ქვედაკაბები, პირველობა მაინც ინგლისელს ერგო. ქალებმა მართლა აღფრთოვანებით მიიღეს სიახლე, ხოლო მამაკაცები შოკში დარჩნენ. ბევრი ამ გამომწვევი მორთულობის აკრძალვასაც ითხოვდა.

მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა თავის მუდმივ ატრიბუტად მინი-ქვედაკაბა დიდების მწვერვალზე მყოფმა ბრიჯიტ ბარდომ აქცია, ევროპაში საპროტესტო შეძახილები მიჩუმდა. აშშ-ში კი მინის მასებში შეტანას პრეზიდენტის მეუღლემ - ჟაკლინ კენედიმ შეუწყო ხელი. ძალიან უყვარდა ულტრამოდურად ჩაცმა და ერთხელაც მაღალი საზოგადოების მიღებაზე გამოცხადა მინი-კაბით.

პირველი კოლექციის გამოშვებიდან სულ 7 წლის შემდეგ, 1966 წელს, მერი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს განსაკუთრებული ეკონომიკური დამსახურებისთვის. ახლაც, 75 წლის ასაკში არ ერიდება მოკლე ქვედაკაბის ჩაცმას და ამბობს, რომ “ქალი იმდენი წლისაა, რამდენისაც მისი მუხლებიო”. როგორც ჩანს, მუხლები კუანტს სრულ წესრიგში აქვს.

მინი-ქვედაკაბის 50 წლის იუბილეს საპატივცემულოდ ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ საგანგებო მარკა გამოუშვა მოკლეკაბიანი მანეკენის სურათით. ხოლო მეცნიერებმა, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს დაადგინეს, რომ მოკლე ქვედაკაბა დაბალ ტემპერატურაზე, არც მეტი, არც ნაკლები, ცელულიტს უწყობს ხელს. ფეხები სიცივეში იყინება, ხოლო ორგანიზმი გაყინულ ადგილებზე ცხიმის დამცავ ფენას აგროვებს.

გადათვალე 20 სანტიმეტრი
მიუხედავად ისეთი ფაქიზი სფეროს, როგორიც მოდაა, მკაცრი ჩარჩოების ეფემერულობისა, სულ ცოტა ხნის წინ სავსებით კონკრეტული განსაზღვრება არსებობდა იმის თაობაზე, თუ რა ითვლება მინი-ქვედაკაბად და რა არის ის, რაც უბრალოდ მუხლებს აშიშვლებს.

უფლება, ტიტული “მინი” ატაროს, აქვს ქვედაკაბას, რომლის კიდე გოგონას მუხლს 20 სმ-ით სცილდება. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ქვედაკაბა 30 სმ-ზეა მუხლიდან, “მინის” ცვლის “მიკრო”. თუმცა, ასეთი მიკროკაბა რომ ჩაიცვა, ან ძალიან გრძელი ფეხები უნდა გქონდეს, ან უსაზღვრო გაბედულება და საკუთარი ხიბლის რწმენა.

თუ მოდაში მინია, ე. ი. ეკონომიკაში ზრდაა
მოდის კრიტიკოსი სიუზი მენკესი თვლის, რომ მინის ან მაქსის მსოფლიო მოდა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში ეკონომიკურ სიტუაციასთან.

გასული საუკუნის 20-იან წლებში, როცა ამერიკის ეკონომიკა აყვავდა, პირველად “გადაჭრეს” კაბები. 1929 წელს დიდი დეპრესიის დაწყებასთან ერთად გრძელმა კაბამ ისევ დაიბრუნა ძველი დიდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკა ისევ ვითარდება, გრძელი კაბა ისევ თმობს სადავეს, ხოლო 1960-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკის გაფურჩქვნამ ახალი აჟიოტაჟი გამოიწვია.

=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საგაზაფხულო მაკიაჟი Yves Saint Laurent-ის სტილში

ზუსტად 24 წელია იანი ვოდრი ქმნის სახეებს და ახალ-ახალ ფერებს Yves Saint Laurent-ისთვის. მისი შთაგონების წყარო მატისის და პიკასოს ნამუშევრებია.

თვითონაც ხატავს, ოღონდ ამისთვის მაკიაჟის, ე.წ. makeup-საშუალებებს იყენებს! აქ მისეულ, გაზაფხულის საუკეთესო «პორტრეტებს» გთავაზობთ:

შეუცვლელი კლასიკა
აპლიკატორით იანიკი შავ ჩრდილს აკეთებს, ხოლო ფურცელზე წარბს ხატავს. ”გასულ სეზონში შავმა ტუჩებმა YSL-სგან ნამდვილი ფურორი მოახდინა! კოლექციისგან ყურადღება გაიტაცა, ტანსაცმელი, ვგონებ, ვეღარავინ შენიშნა”.

«ამ გაზაფხულზე საპოდიუმო მაკიაჟი უფრო თავშეკავებულია: სუფთა სახე, კარგად გამოკვეთილი წარბები, ისარი – წაგრძელებული საფეთქლისკენ». იანიკი ლაინერით საუცხოოდ უსვამს სწორ ხაზს, გამოკვეთს და ხატავს წამწამებს. «ნუ იქნებით ორიენტირებული პოდიუმზე. რეალურ ცხოვრებაში ისარი თქვენთვის საჭირო სიგრძის უნდა იყოს».

ახლა იანიკის ხელში რუჟია. «კანი შეიძლება ბრწინავდეს, მაგრამ ფრონტალური ნაწილი გლუვი გახადეთ. ცოტაოდენი რუჟი (г) ყვრიმალებზე. ეს ღიმილის გაგრძელება იქნება. ტუჩებისთვის –ხორცისფერი ტუჩსაცხი (ბოლო რიგში პირველი -д)». ვიზაჟისტი დახატული კონტურის შიგნით ანაწილებს ტუჩსაცხს.

ფერადი სიზმრები
«სახის ახალი, რბილი ფერი და გლუვი კანი — ეს აუცილებელი მოთხოვნაა მკვეთრი მაკიაჟისთვის. ვარდისფერი ჩრდილი პალიტრიდან (в) მოძრავ ქუთუთოს წაუსვით. მეწამულით (в) დახატეთ თვალის შიდა კუთხე. ტუშის ფოლადისფერი ელფერი (е) თავისებურად გაუსვამს ხაზს ამ ფერებს.

დააკვირდით, წარბები ქვევიდან ყვითლითაა განათებული (в). ხოლო წამწამების გასწვრივ მწვანე ჩრდილის წვრილი ხაზია (в). კონტრასტისთვის შესაძლებელია ცისფერი ლაინერის ხაზის დამატებაც (з). ძნელადშესამჩნევი რუჟი და სავსე ტუჩები, რომელთაც ბრჭყვიალას ნარინჯისფერი სხივით (б) შეამკობთ».

სანაპირო ხაზი
«ზამთარში ყველა იღლება შავი ფერით. ამ გაზაფხულზე ლურჯი ახალი შავი გახდება. თვალები დაიხატეთ მუქი ლურჯი ლაინერით (з). პირისფერი ჩრდილი (ж) მთელ ზედა ქუთუთოს წაუსვით. ახლა მოლურჯო-შავი ჩრდილით (ж) უნდა გამოიკვეთოს თვალის შიდა კუთხე და ქუთუთოს ნაკეცი. “ფოლადის” ტუში (е) დაასრულებს თვალის მაკიაჟს. ღაწვებისთვის ნაზი-ვარდისფერი რუჟი გამოდგება (а).

ტუჩებზე ფერი უნდა იყოს მბრწყინავი და სავსე. ამისთვის თავდაპირველად ტუჩსაცხი წაისვით (д), მერე კი ტუჩები ბრჭყვიალათი დაფარეთ (и). ის დააჯილდოვებს მათ ეშხით ზედმეტი ზიზილ-პიპილების გარეშე».

ვარდისფერი კოკორი
«როგორ ვპოულობ საჭირო ფერს? ვხატავ ფანქრით, ვსრეს პიგმენტებს, ვასხამ მელანს და კიდევ ვინ იცის, რას. შემდეგ მივდივარ ლაბორატორიაში და ვთხოვ, ნაპოვნი ტონი წარმოებისთვის გაამზადონ. ხედავთ, შავსაც კი, თვალის გარშემო, შეიძლება სერიოზული ინტენსივობა და რამდენიმე ელფერი ჰქონდეს.

ქუთუთოს ნაკეცის ზევით პირისფერი ჩრდილი წაისვით (7), რომ მზერა არ იყოს მძიმე. ნუ შეგრცხვებათ ვარდისფერი რუჟის (а) და ტუჩებიც – კაშკაშა და მკვეთრი გახადეთ. YSL-ის კოლექციაში საჭირო ბრჭყვიალაც არის (л), მისი ფერის გაძლიერება ტუჩსაცხს შეუძლია (к)».

YSL-ის მაკიაჟის საგაზაფხულო კოლექციიდან: а) სახის პალიტრა Palette d'Artiste; б) ტუჩის ბრჭყვიალა Gloss Pur, 3; в) ქუთუთოების პალიტრა Palette d'Artiste; г) რუჟი Blush Variation, 18; д) ტუჩსაცხი Rouge Pur, 144; е) ტუში წამწამებისთვის Everlong Mascara, 7; ж) ჩრდილი Ombres Duolu-mières, 19; з) ლაინერი Easy Liner for Eyes, 3; и) ტუჩის ბრჭყვიალა Gloss Pur, 1; к) ტუჩსაცხი Rouge Pur, 143; л) ტუჩის ბრჭყვიალა Gloss Pur, 4.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
ყველაზე ლამაზი მე ვიყავი მეგონა და დამასწრეს
ბატონო ჩემზე უფრო ლამაზებმა.
ეჰ,ისე სინამდვილეში ამ თემაში მე არაფერი მესაქმება.
ბაღნობაში არ ვყოფილვარ ლამაზი და აიკოს გონია
ახლა გამალამაზებს? ეჰ,მეტი არაა ჩემი მტერი.
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

გენაცალე შენა!!! შენ ყველაზე ლამაზი მახუნია ქურდუნია ხარ =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ დესპანელებო=ko= =ko=
ციცი ეხლა შენ რა თემაც გახსენი უკვე წელიწადზე
მეტია არსებობს სხვა სათაურით:თქვენთვის ქალბატონებო
და ძალიან საინტერესო რჩევებსაც ნახავთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არ ვიცოდი ჩემო კარგო =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თმის შეღებვა გარეგნობის სწრაფად და ეფექტურად გადასხვაფერების ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი ხერხია და რადგან ბუნებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ასეთ ცვლილებას შინაგანი ძვრების მოყვება და გულშიც გაზაფხული შეიპარება!

თუმცა, სანამ საღებავს თავზე დაიდებ, რამდენიმე კითხვაა, რომელზეც წინასწარ უნდა გაეცეს პასუხი:

1. თმის რომელი ფერია თქვენი გარეგნობისთვის შესაფერისი?

2. როგორი ფერის მიღება გსურთ თქვენ და რამდენად შეთავსებადია თქვენი სურვილი და თმის შესაძლებლობები?

3. რა პერიოდით აპირებთ ფერის შეცვლას?

ერთნაირი თმის მქონე ადამიანები არ არსებობენ, ამიტომ ერთი და იგივე საღებავიც სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულ ეფექტს იძლევა ხოლმე. საჭირო საღებავის შერჩევა კი შეუძლებელია თქვენი თმის ხარისხის გაუთვალისწინებლად.

საღებავისა და შეღებვის მეთოდის შერჩევისას მნიშვნელოვანია:

• თმის სიგრძე. რაც უფრო გრძელია თმა, მით მეტად ემუქრება მას გარეზემოქმედება, დაბანა, გაშრობა, დავარცხნა და სხვა. ამიტომ უფრო გრძელი თმა, ანუ ძველი თმა, ჩვეულებრივ მოკლე და ახალი თმისგან გასხვავებულკად რეაგირებს საღებავზე.

• თმის რაოდენობა. იქ სადაც თმა უფრო სქელია, მეტი საღებავია საჭირო.

• ჭაღარა თმის პროცენტული მაჩვენებელი.

• ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. მენსტრუაციის, მენოპაუზის, ჰორმონალური საშუალებების მიღების, ფეხმძიმობის, ასევე სტრესების, ქრონიკული დაღლილობისა და კლიმატის ცვლილების გამო თმა ცუდად იღებება.

• წელიწადის დრო. როცა თავსაბურავის გარეშე ხართ დიდხანს თაკარა მზეზე, თმა “გამოიწვება”. ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით წყალი (თმაში - 26%) ნაწილობრივ წყალბადის ზეჯანგად გადაიქცევა და თმის გულიდან ბუნებრივ პიგმენტს “ჭამს”, ზედაპირი კი ბრწყინვალებას კარგავს. ასეთი თმა საღებავზე არაადექვტურად რეაგირებს.

• წინა შეღებვა.

• თმის ბუნებრივი ფერი. ბუნებრივი ფერის აღქმა შუქზეა დამოკიდებული და ესეც უნდა გაითვალისწინოთ.
გახსოვდეთ: თმის ნამდვილი ფერი მხოლოდ დღის სინათლეზე ჩანს. სხივები გვაჩვენებენ, რომ თმას განსაზღვრული ელფერი აქვს: წითელი, ყვითელი ან ლურჯი. შუქზე იცვლება ღია ფერის ტონი. როცა მიხვდებით, რომელი სჭარბობს, უფრო მართებულად შეარჩევთ საღებავს.

თმის შეღებვა თითქოსდა მარტივი პროცედურაა, მაგრამ უცნაური სიურპრიზებიც ახასიათებს. მთავარი სირთულე თქვენივე თმისგან მომდინარე მოულოდნელობებია. ამიტომ, როცა დღის წესრიგში კითხვა “როგორი ფერის მინდა ვიყო” მთავარი გახდება, საუკეთესო გამოსავალი ამ საქმის ოსტატთან მისვლაა.

პროფესიონალური მიდგომის სასარგებლოდ რამდენიმე მოსაზრების მოტანა შეიძლება:

• დღესდღეობით თმის შეღებვის სხვადასხვა მეთოდი და ტექნოლოგია არსებობს. ჩნდება ახალ-ახალი საშუალება. მრავალფეროვან არჩევანში ორიენტირება მხოლოდ სპეციალისტს თუ შეუძლია.

• სასურველი ფერის მიღება, მით უფრო თუ ის ბევრად ღია ან მუქია ბუნებრივისგან, არცთუ მარტივია. რამდენიმე საღებავის სწორად შერევა სახლის პირობებში საკმაოდ რთულია.

• სტილისტ ფერთა მდიდარი პალიტრა აქვს (დაახლოებით 70 ტონი). მან იცის ქოლორისტიკის საფუძვლები, ამიტომ ე.წ. მიქს-ტონებით საჭირო ფერის მიღებასაც შეძლებს .

ლურჯი ფერი, მაგალითად, წითლის, ნარინჯისფრისა და ყვითლის დასათრგუნად; ყვითელი — თმის ფერის ინტენსივობის გაზრდა ღია წაბლისფრიდან ქერამდე; წითელი — თმის ფერის ინტენსივობის გაზრდა ყავისფერიდან დაწყებული მუქი ბლონდით დამთავრებული და ა.შ.

• ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, დალაქი-სტილისტი განსაზღვრავს იმ საღებავს, რომელიც თქვენს თმას შეჰფერის და იმასაც, რომელზეც უარის თქმა სჯობს.

=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
პარფიუმერია,ჯამრთელობა,სილამაზე
დესპანი