↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პარფიუმერია,ჯამრთელობა,სილამაზე


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ko= ციცი მეგობარო იქნებ ცოტა იაფიანიც მოგეძებნა.ეგ ცოტა დიდი სიამოვნება და ფუფუნება.მოძებნე იაფიანი თორემ ქიშმიQს დაემსგავსა ჩემი სახე=haa= =haa= =zer= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოდური თავსაბურავები 2009 წლის

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

2009 წლის მოდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეხლა მუცელს მოვუაროთ=ko= =ko= =ko= =ko=

ბრტყელი და ლამაზი მუცელი – 10 წუთის საქმეა

წიგნის `ბრტყელი მუცელი დღეში 10 წუთში” ავტორი ლიდი რეზენი თვლის, რომ სულაც არ არის საჭირო დათრგუნო თავი ხანგრძლივი ვარჯიშებითა და მკაცრი დიეტით. იმისთვის, რომ მივიღოთ შესამჩნევი შედეგი. საკმარისია, ცოტათი შევცვალოთ ცხოვრების წესი.
ლიდი რეზენი გვათავაზობს ვარჯიშების კომპლექსს, რომელიც უნდა შესრულდეს ყოველდღიურად ორშაბათიდან პარასკევამდე. ეს არის საკმაოდ უბრალო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია კუნთების ყველა ჯგუფზე და დაგეხმარებათ სასურველი შედეგის ადვილად მიღწევაში.
• დაიჭირეთ ზურგი მუდმივად სწორად. თავს ძალა დაატანეთ, რომ მუცელი ყოველთვის დაჭიმული იყოს და არა - მოშვებული და გამოზნექილი.
• გულმოდგინედ დაღეჭეთ საკვები.
• დალიეთ არანაკლებ 1,5 ლ. წყალი ან უგაზო მინერალური წყალი დღეში.
• ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ღრმად და თანდათანობით. ეს დაგეხმარებათ დღის განმავლობაში ნერვული სტრესებისა და დაძაბულობის ატანაში.

საკუთარი თავის ასეთი მეთოდით ფორმაში მოყვანას ბევრი უდავო უპირატესობა აქვს:
პირველ რიგში ეს დროის აშკარა ეკონომიაა.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მთლიანად დაიცვათ პროგრამა და ამავე დროს შეცვალოთ ესა თუ ის ვარჯიში, ან ამოირჩიოთ ყველაზე ეფექტური.
ვინაიდან ვარჯიშების უმეტესობა ზურგზე წოლით სრულდება, მეთოდის შემუშავებისას გაითვალისწინეს უსაფრთხოების ყველა ზომა. მაშინაც, თუკი გაქვთ პრობლემები ზურგთან დაკავშირებით, თქვენ თამამად შეგიძლიათ პროგრამის გაგრძელება.
თქვენ გჭირდებათ ძალიან მცირე ფართობი. არა უმეტეს 2 მ2.
და ბოლო, მაგრამ ყველაზე მთავარი, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ეს ვარჯიშები ნებისმიერ მომენტში.

ორშაბათი

1. მიიღეთ მწოლიარე მდგომარეობა. ნიკაპი მიიტანეთ მკერდთან. ფეხები მოხარეთ მუხლში ისე, რომ ცერები რაც შეიძლება შორს იყოს დუნდულებისგან. მარცხენა ხელის ბოლოთი შეეცადეთ შეეხოთ მარცხენა ფეხის თითებს. იგივე შეასრულეთ მარჯვენა ხელით. ხელის გულები მივმართოთ ზევით. შეასრულეთ ვარჯიში 6-ჯერ თითოეული ხელისთვის.
ამ ვარჯიშის მეშვეობით ხურდება მუცლის პრესის ყველა კუნთი ტრამვის რისკის გარეშე და თქვენ მზად ხართ შემდეგი ვარჯიშისთვის.
არ ღირს ზედმეტად დინამიური მოძრაობების – მოქნევების – გაკეთება.
სწორი სუნთქვა: ამოისუნთქეთ მაშინ, როცა ხელი ცერებს ეხება.

2. მიიღეთ მწოლიარე მდგომარეობა. აწიეთ ფეხები, ოდნავ მუხლებში მოხარეთ. გადააჯვარედინეთ ტერფები, გადმოხარეთ ფეხები სახისკენ სამი მიმართულებით – მარჯვნივ, ცენტრში და მარცხნივ. წელი უნდა ეხებოდეს იატაკს, ხელები გაშლილი ხელისგულებით იატაკისკენ. გაიმეორეთ ვარჯიში ყოველი მიმართულებით 9-ჯერ.
ეცადეთ ტანი არ მოაშოროთ იატაკს, სახელდობრ, არ მოაშოროთ მხრები იატაკს ფეხების მიზიდვისას.
ამოისუნთქეთ ტანთან ფეხების მიზიდვის მომენტში.

3. მწოლიარე მდგომარეობაში ხელები წაიღეთ თავის უკან და გადააჯვარედინეთ თითები. მოხრით რა ხელებს იდაყვში, ეცადეთ არ აწიოთ ზევით, არამედ დაიჭიროთ იატაკის პარალელურად. მარჯვენა ფეხი მოხარეთ, მარცხენა აწიეთ ვერტიკალურად, მოუხრელად. წამოწიეთ კორპუსი მაქსიმალურად ზევით იატაკის პარალელურად. ამ მდგომარეობაში შეეცადეთ მაქსიმალურად მიუახლოვოთ გაშლილი ფეხი სახეს. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შეასრულეთ მინიმუმ 12-ჯერ თითოეული ფეხით. კარგი ფიზიკური მომზადების შემთხვევაში, შეიძლება გაიმეოროთ 20-ჯერ.
შეეცადეთ შეასრულოთ ვარჯიში მკვეთრი მოძრაობის გარეშე, ზედმეტი ენერგიის დაუხარჯავად, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ნაკლები იქნება.
ამოისუნთქეთ ფეხის სახესთან მიზიდვის მომენტში.

4. მიიღეთ მწოლიარე მდგომარეობა, მოადუნეთ კისერი რამდენიმე წრიული მოძრაობით (ამის აუცილებლობას იგრძნობთ წინა ვარჯიშის შედეგად). გაშლილი ფეხები აწიეთ, ხელები გადააჯვარედინეთ ხელისგულით ქვემოთ. ფეხებით შეასრულეთ წრიული მოძრაობა შემდეგნაირად: ერთი ფეხი მაქსიმალურად დაჭიმულია, და გვიჭირავს სწორად უძრავ მდგომარეობაში, წელი ეხება იატაკს, დუნდულები ოდნავ წამოწეულია. მეორე ფეხი შემოხაზავს “წრეს” პირველი ფეხის გარშემო (წინ და უკან მოძრაობით). გაიმეორეთ მინიმუმ 12 მოძრაობა თითოეული ფეხისთვის (6 წინ და 6 უკან). ეს სავარჯიშო, რომელიც შემუშავებულია საგანგებოდ მუცლის კუნთებისთვის, უბრალოდ საოცარია! ეფექტი მიიღწევა ძალიან სწრაფად. უმჯობესია მისი შესრულება კუნთების წინასწარ იმ ვარჯიშებით გახურების შემდეგ, რომლებიც მიმართულია მუცლის პრესის გასაძლიერებლად.
ნუ შეასრულებთ მოძრაობებს განსაკუთრებული ძალისხმევით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თქვენი მომზადება ამის საშუალებას იძლევა). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ წონასწორობას დაკარგავთ და მოგიწევთ მთელი რიგი ზედმეტი მოძრაობის შესრულება.
ისუნთქეთ ტაქტში ფეხების წრიულ მოძრაობასთან (ფეხები წინ - ჩაისუნთქეთ, ფეხები უკან - ამოისუნთქეთ).

სამშაბათი

ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ და ვკითხულობთ კალორიების შესახებ. მაინც რა არის ეს სინამდვილეში?

კალორია არის ენერგიის ერთეული, რომელსაც შეიცავს თითოეული პროდუქტი. ენერგიის ძირითადი წყარო, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ცხოვრელქმედებისთვის, არის ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები. ბალანსირებული კვებისას ნახშირწყლების ხარჯზე უნდა დაკმაყოფილდეს ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილებების 55-60 %, ცხიმების 25-30 %, ცილების 15 %. იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციები, როგორიცაა: სუნთქვა, გულის მუშაობა, თირკმელების მოქმედება, კუნთოვანი ტონუსი, ორგანიზმი ხარჯავს კალორიებს. ქალებისთვის კალორიების ხარჯვის ნორმაა 1300, მამაკაცებისთვის – 1600. ორგამიზმი კალორიებს იყენებს ნებისმიერი ქმედებისას.

1. მიიღეთ მწოლიარე მდგომარეობა, სხეულის კორპუსი უნდა ეყრდნობოდეს ხელებს, რომელთაც ვხრით იდაყვში და გადავიტანთ უკან. ფეხებს ვხრით მუხლებში, ზურგი უნდა გვეჭიროს სწორად. თავი ოდნავ წამოვწიოთ. ვარჯიში რეკომენდებულია დამწყებთათვის, იმდენად, რამდენადაც იდაყვზე დაყრდნობა საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ მოძრაობა. იმის გარანტი, რომ თქვენ სწორად ასრულებთ სავარჯიშოს, იქნება კუნთის დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში. ამ მდგომარეობაში, რამდენადაც შეძლებთ, გაწიეთ ქუსლები გვერდზე, შემდეგ კი დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შეასრულეთ ვარჯიში მინიმუმ 12-ჯერ. კარგი ფიზიკური მომზადების შემთხვევაში – მინიმუმ 20-ჯერ.
ყურადრება: თუ თქვენ ფეხმძიმედ ხართ, ეს ვარჯიში ფეხმძიმე ქალებს არ შეეფერებათ უფრო მეტად, ვიდრე სხვა დანარჩენი.
შეეცადეთ არ მოაშოროთ ფეხები ზედაპირს.
ამოისუნთქეთ, როცა ფეხები უბრუნდება საწყის მდგომარეობას.

2. მიიღეთ მწოლიარე მდგომარეობა, ხელები მოათავსეთ თავქვეშ, თითები შეართეთ. ფეხები მოხარეთ მუხლებში, ქუსლებით დაეყრდენით იატაკს. მარჯვენა იდაყვით შეეხეთ მარცხენა ფეხის მუხლს, კორპუსის მოძრაობა უნდა მოხდეს ფეხის მოძრაობასთან რიტმში. იმავეს იმეორებთ მარცხენა იდაყვითა და მარჯვენა მუხლით სულ ცოტა 10-ჯერ.
თუ თქვენ არ გაქვთ დრო ყველა ვარჯიშის შესასრულებლად, შეასრულეთ მხოლოდ ეს. ეცადეთ არ გადაიტანოთ კორპუსი გვერდზე იმისთვის, რომ გააადვილოთ ვარჯიშის შესრულება.
ამოისუნთქეთ იდაყვის მუხლთან შეხებისას.

3. მწოლიარე მდგომარეობაში ფეხები მოხარეთ მუხლებში, ოდნავ განზე გაწიეთ, ხელისგულები გადაიტანეთ თავქვეშ და თითები გადააჯვარედინეთ. თავი წამოსწიეთ მაღლა. ერთდროულად წამოწიეთ კორპუსი და გაჭიმული მარცხენა ფეხი მიმართეთ სახისკენ. გაიმეორეთ იგივე მარჯვენა ფეხით. ვარჯიში გააკეთეთ 10-ჯერ თითოეული ფეხისთვის.
ეს ვარჯიში შეასრულეთ ნელა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს აზრს.
ამოისუნთქეთ კორპუსთან ფეხის მიახლოების მომენტში.

4. მწოლიარე მდგომარეობაში აწიეთ ფეხები, იატაკთან მართებულ მდგომარეობაში, გაწიეთ გვერდზე. წელი და ზურგი მჭიდროდ მიაბჯინეთ იატაკს. ხელები გაშალეთ, ხელისგულები მიმართეთ ძირს. შემდეგ გაჭიმული ფეხებით შეასრულეთ წრიული მოძრაობა. ჯერ მარჯვენა ფეხით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, მარცხენათი კი საათის ისრის მიმართულებით., შემდგომ-პირიქით. გაიმეორეთ 10-ჯერ.
შეეცადეთ მოძრაობები ერთდროულად არ შეასრულოთ სხვადასხვა ამპლიტუდით, ამან შეიძლევა წონასწორობა დაგაკარგვინოთ და ზედმეტად დაძაბოს დუნდულების კუნთები.
ამოისუნთქეთ ფეხების სახესთან მაქსიმალური მიახლოებისას.

ოთხშაბათი

დიდი რაოდენობით კალორია იხარჯება მუცლის პრესის შესრულებისას?
მუცლის პრესის ვარჯიშისას თქვენ ხარჯავთ 50 კალორიას. ამ დროს მოძრაობაზე მხოლოდ 10 კალორია იხარჯება. მეცნიერულად თუ გამოვთქვამთ: 10 კალორია იხარჯება დინამიურ ენერგიაზე, ხოლო 40 თერმულზე.

1. ეს ვარჯიში საკმაოდ ადვილია, თქვენ არ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა. მწოლიარე მდგომარეობაში აწიეთ ფეხები, მოხარეთ მუხლებში და მიუახლოვეთ მკერდს. მოიხარეთ რამდენადაც შეძლებთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გაიმეორეთ ვარჯიში 4-5-ჯერ.
ამოისუნთქეთ კუნთების მაქსიმალური დაძაბვის მომენტში.

2. მწოლიარე მდგომარეობაში გაშალეთ ხელები ჯვრისებურად, ხელისგულები მიმართეთ ქვემოთ. გადააჯვარედინეთ ნახევრად მოხრილი და მაღლა წამოწეული ფეხები. ამ მდგომარეობაში წამოწიეთ გავა მაღლა, დაჭიმეთ მუცელი 3-4 წამის განმავლობაში. ხელიგულები ასრულებენ საყრდენის ფუნქციას. არ დაძაბოთ მხრებისა და კისრის კუნთები. გაიმეორეთ ვარჯიში 8-ჯერ.
ეცადეთ ფეხები დაიჭიროთ ვერტიკალურად, არ დახაროთ სახისკენ, ეს არ არის შეცდომა, უბრალოდ, ცვლის ვარჯიშის აზრს.
ამოისუნთქეთ გავის აწევის მომენტში. მოძრაობისას თავი გედოთ მშვიდად, არ დაუშვათ კუნთების ზედმეტი დაძაბულობა.

3. მიიღეთ იგივე საწყისი მდგომარეობა. თავი გიდევთ იატაკზე. მუხლებში ოდნავ მოხრილი გადაჯვარედინებული ფეხები წამოწიეთ მაღლა, ამ მდგომარეობაში წამოწიეთ გავაც და დაიწყეთ ფეხების რხევა მარჯვნივ და მარცხნივ, მორიგეობით. საყრდენი ამ დროს არის ხელის გულები. ხელები დაძაბულია; გაიმეორეთ ვარჯიში მინიმუმ 4-ჯერ თითოეული მიმართულებისთვის. კარგი ფიზიკური მომზადების შემთხვევაში - 10-ჯერ.
შეეცადეთ, ფეხების მოხრისას არ მოაშოროთ მხრები იატაკს.
ამოისუნთქეთ, როდესაც ფეხები არის ვერტიკალურ მდგომარეობაში.

ხუთშაბათი

როგორ ნაწილდება კალორიების ხარჯი ქალებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქის ფარგლებში კლასიკური ცხოვრების წესით (მუშაობენ ოფისში)? შეგვიძლია ვთქვათ, რომ თერმორეგულაციაზე (გარემოს ტემპერატურასთან სხეულის ტემპერატურის ადაპტაცია) სხეული ხარჯავს 200 კალორიამდე. სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციებისთვის (ძირითადად ნივთიერებათა ცვლა) იხარჯება 1300 კალ-მდე. საჭმლის მონელებაზე, გადამუშავებაზე – 150 კალორიამდე, კუნთების მოძრაობისთვის კი ყოველდღიურად - 500-550 კალ. ეს შეესაბამება ყოველდღიურ ხარჯს 2000-დან 2200-მდე.

1. ეს ვარჯიში აბსოლუტურად ყველასთვისაა ცნობილი: დავსხდეთ იატაკზე, ხელები წაიღეთ უკან და ოდნავ გადაიხარეთ. ფეხები ოდნავ მოკეცეთ და მიიზიდეთ კორპუსისკენ, ზურგი დაიჭირეთ სწორად, დაეყრდენით ხელებს. ამ მდგომარეობაში ერთდროულად დააშორეთ ფეხები კორპუსს, შემდეგ კვლავ დააახლოვეთ და ეს ყველაფერი გაიმეორეთ 12-ჯერ.
არ მოჭიმოთ ფეხები კორპუსის მონაწილეობის გარეშე. ასეთი მოძრაობა არ მოგცემთ ეფექტს, მუცლის კუნთები არ ამოქმედდება.
ამოისუნთქეთ, როცა ფეხები უახლოვდება კორპუსს.

2. გადააჯვარედინეთ გაშლილი ფეხები. დაწოლილ მდგომარეობაში აწიეთ იატაკის მართობულად, ხელები გადაწიეთ გვერდზე ხელისგულებით ქვემოთ. თავი მშვიდად დადეთ იატაკზე. ამ მდგომარეობაში გადააჯვარედინეთ და გაშალეთ ფეხები. გაიმეორეთ 20-30-ჯერ თქვენთვის სასურველ რიტმში.
არ შეასრულოთ ვარჯიში ზედმეტად მკვეთრი მოძრაობებით, რომ არ დაკარგოთ წონასწორობა და არ შეიცვალოს სხეულის მდებარეობა.
ამოისუნთქეთ ფეხების გადაჯვარედინების მომენტში.

3. დაჯექით იატაკზე და გადაიწიეთ ოდნავ უკან. დაეყრდენით ხელისგულებს, ხელები იდაყვში ოდნავ მოხარეთ და მუხლებში მოხრილი ფეხები აწიეთ ისე, რომ წვივები იყოს იატაკის პარალელურ მდებარეობაში, ამ მდგომარეობაში მოხარეთ და გაშალეთ ფეხები, თან რიგრიგობით მიმართეთ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ფეხების გაშლის მომენტში კორპუსი გადაწიეთ, ხოლო მოხრისას – ოდნავ წამოწიეთ, დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
არ ამოძრავოთ მხრები ფეხების მოძრაობის შესაბამისად (მარჯვნივ ან მარცხნივ). მხრები უნდა დარჩეს უძრავად.
ამოისუნთქეთ, როდესაც სხეული შეკრულია – ე. ი. კორპუსის და ფეხების დაახლოების მომენტში.

პარასკევი

ბრტყელი მუცელი სულაც არ არის ილუზია. ეს არის შედეგი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ! მას ყოველდღიური შრომით მივაღწევთ. არ გადადოთ, იყავით ბეჯითი, მოქნილი, სასიამოვნო სხეულის ფლობის სურვილით სავსე.

1. დაწოლილ მდგომარეობაში მოხარეთ ხელები იდაყვში და გადააჯვარედინეთ კეფასთან. თავი მოათავსეთ ხელებზე. გაშლილი ფეხები აწიეთ ვერტიკალურად, წვერები მიიზიდეთ. იყურეთ მაღლა. მორიგეობით მიიზიდეთ სახისკენ გაშლილი ფეხები, დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შემდეგ წამოწიეთ კორპუსი. ყველა მოძრაობა შეასრულეთ ნელა. გაიმეორეთ ვარჯიში 5-ჯერ (10-ჯერ-თუ კარგ ფორმაში ხართ).
არ შეასრულოთ მოძრაობები დიდი რხევით.
ამოისუნთქეთ სურვილისამებრ ფეხებისა და ბიუსტის მოძრაობის დროს.

2. დაწოლილ მდგომარეობაში მოხარეთ ფეხები ვერტიკალურად და მიიზიდეთ ფეხის წვერები. ხელები გაშალეთ გვერდზე ხელისგულებით ქვემოთ. ერთი ფეხი შევინარჩუნოთ უძრავ მდგომარეობაში, მეორე კი ვეცადოთ მაქსიმალურად მივუახლოვოთ სახეს, თან ოდნავ მოხარეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შეასრულეთ ვარჯიში მინიმუმ 10-ჯერ თითოეული ფეხისთვის (20-ჯერ თუ კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებით).
არ მოხაროთ აქტიური ფეხი სახესთან მიტანისას.
ამოისუნთქეთ აქტიური ფეხის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას.

3. დაჯექით იატაკზე. დაეყრდენით იდაყვში ოდნავ მოხრილ ხელებს. გადაწიეთ ხელები უკან ისე, რომ ვარჯიშის შესრულებისას დაიჭიროთ წონასწორობა. მხრები გაასწორეთ. გაშლილი ფეხი აწიეთ და მიიტანეთ სახესთან მაქსიმალურად ახლოს, ეცადეთ ფეხით შემოხაზოთ რვიანი. გაიმეორეთ ვარჯიში მინიმუმ 10-ჯერ: ხუთჯერ ერთი მიმართულებით, ხუთჯერ - მეორე მიმართულებით.
არ წამოწიოთ ფეხის აწევისა და რვიანის შემოხაზვის მომენტში.
ამოისუნთქეთ ფეხებით რვიანის შემოხაზვის შემდეგ.

4. დაწოლილ მდგომარეობაში (ხელები გაშლილია, ხელისგულები-ქვემოთაა, თავი იატაკზე, ზურგი ებჯინება იატაკს). ასწიეთ ფეხი ვერტიკალურად. მარცხენა ფეხი აწიეთ და დაიჭირეთ უძრავ მდგომარე� ��ბაში, მარჯვენით შემოხაზეთ პატარა წრეები. ყოველი წრიული მოძრაობის სემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, ვარჯიში აუცილებელია გაიმეოროთ 8-ჯერ თითოეული მიმართულებით (საათის ისრის ან სათის ისრის საწინააღმდეგო).
არ მოხაროთ ფეხები სხვადასხვა სიძლიერით. ასეთი მდგომარეობით ვერ შეძლებთ ვარჯიშის კორექტულად შესრულებას.
ამოისუნთქეთ, როცა ფეხი მაქსიმალურად ახლოსაა სახესთან.

გისურვებთ წარმატებებს, არ იზარმაცოთ... მთელი რიგი თქვენი წარუმატებლობისა სწორედ სიზარმაცით არის გამოწვეული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქალის ფრჩხილები მის ხასიათს ავლენს

საკმარისია შეხედო ქალის თითებს და მაშინვე მიხვდები მის ხასიათს. არ გჯერა? სულ ტყუილად! მე არ ვისაუბრებ იმ პროფესიის ქალბატონებზე რომლებსაც არ შეუძლიათ ატარონ გრძელი ფრჩხილები (ექიმი, მზარეული) ეს სულ სხვა საკითხია, ვერაფერს ვერ შეცვლი.
ძირში დაჭრილი ფრჩხილები გამჭვირვალე ლაქით ან ულაქოდ, პრაგმატული და პრაქტიკული ქალია, მკაცრი მოთხოვნებით, როგორც საკუთარი თავის მიმართ ასევე გარშემომყოფებისადმიც. გარეგნული სიმშვიდის მიღმა ხშირად იმალება გულცივობა, წყენა, და მძიმე ხასიათი. როგორც წესი ასეთ ქალბატონს ჯობია არ აწყენინოთ, ის ყოველთვის იპოვის გამოსავალს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. თქვენ კი გვარიანად დაზარალდებით.
საშუალო ზომის ფრჩხილები, ზედ წასმული ღია ფერის ლაქით: ინტელიგენტი ქალი, კარგი გემოვნებით და დახვეწილი მანერებით. როგორც წესი ასეთი ტიპის ქალი საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას ხმა აიმაღლოს გარშემომყოფებზე და იბნევა როდესაც მას ეჩხუბებიან. მათ არ იზიდავთ ხალხმრავალი ფართები, აფასებენ ოჯახურ სიმყუდროვეს და იციან მიჩვევა საკუთარი ნივთების მიმართ. ასეთ ქალთან მამაკაცისთვის სასიამუვნოა საუბარი ხელოვნებაზე, შეუძლია მასთან ერთად წავიდეს თეატრში, მაგრამ მან შეიძლება მამაკაცის გულახდილი მინიშნება სექსის მიმართ სწორად ვერ აღიქვას. თვითონ ამ ტიპის ქალი არასდროს არ არის ინტიმურ საკითხებში ბოლომდე გულახდილი. მისი მეგობრების რაოდენობაც საკმაოდ შეზღუდულია და წლობით გამოცდილი. სამსახურშიც ნეიტრალურია, ცდილობს ერთნაირად მოექცეს თითოეულ თანამშრომელს და გამოირჩევა იდეალური სიმშვიდით.
საშუალო ზომის ფრჩხილები დაფარული მკვეთრი, ფერადი მანიკურით. ეს არის ქალი პრეტენზიული, აქვს ამბიცია საკუთარ გემოვნებაზე, გამოირჩევა ყოველთვის ორიგინალური და კაშკაშა ფერის სამოსით, ყოველთვის ცდილობს იყოს ყურადღების ცენტრში. მას არავისი არ ესმის საკუთარი თავის გარდა. ყველაზე კარგი ტაქტიკაა ასეთ ქალთან, უსმინო ყურადღებით, მაგრამ მოიქცე ისე როგორც შენ თვლი საჭიროდ. მათი ფეთქებადი ხასიათი გაუფუჭებს გუნებას ნებისმიერ ადამიანს. თუ ესეთი ქალი შენი უფროსია, ჯობია იშვიათად შეეფეთო, ის ყოველთვის იპოვის მიზეზს რომ გაგკიცხოს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ასეთი ქალი ოჯახში საკმაოდ მშვიდი და თბილია, რამდენადაც გარეთ მებრძოლი და დაუნდობელია, ქმართან ან რჩეულ მამაკაცთან მორჩილი და დამთმობია.
გრძელი ფრჩხილები გამჭვირვალე ლაქით ან ულაქოდ, ”ჰაეროვანი” არამიწიერი არსება, ყოველთვის სადღაც დაფრინავს, ძირითადად ცხოვრობს თავის ფანტაზიებში, ისინი ნაზი და დაუცველი გვეჩვენება, რაც მათ ხელს უწყობთ დახლართონ ინტრიგები საკუთარი კონკურენტების წინააღმდეგ. მათგან არავინ არ ელის ცუდ საქციელს, სწორედ ამიტომ ყველაფერი ეპატიებათ ხოლმე. ასე რომ გახსოვდეთ გარეგნობა მაცდურია.
გრძელი ფრჩხილები მუქი, კაშკაშა ლაქით, ამ ქალბატონმა საკუთარი თავის ფასი იცის. მას არ ეშინია სტანდარტების დარღვევის, არ აღელვებს, რომ მის ზურგს უკან ვიღაც მასზე ჭორაობს, ის ამაყად მიაბიჯებს ცხოვრების გზაზე და ხანდახან ვერც კი ამჩნევს ისე გადააბიჯებს (თუმცაღა შეუგნებლად) სხვა ადამიანს. საკმაოდ ამბიციურია, კარგად იცის რა სურს და ცდილობს სხვისი დახმარების გარეშე იცხოვროს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მას სიამუვნებს როდესაც სხვას ეხმარება, ის ყოველთვის გამოგიწვდით ხელს როცა გიჭირთ, მაგრამ ხშირად მხარდაჭერა უნდა თხოვოთ, თორემ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს, რომ ის ვიღაცას სჭირდება. ასეთ ქალთან ურთიერთობაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ კომპლიმენტები, თანაც უფრო მეტად მისი განათლების და ერუდიციის მისამართით, ვიდრე გარეგნიობის. ხანდახან ის ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია მისთვის უცხო ადამიანს გული გადაუშალოს.
ხელოვნურად გაზრდილი ფრჩხილები ღია ფერის ლაქით, ბიზნეს ლედი, მოდური ქალი, ყოველთვის ძვირფასი სუნამო ასხია, აცვია მხოლოდ მაღალი მოდის დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და თვლის რომ საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაში ლომის წილი მას ეკუთვნის. ხშირად ეს ასე არ არის, მაგრამ ასე აწყობს რომ იფიქროს. როგორც წესი მის დასახმარებლად ბევრი ადამიანი იჩენს ინიციატივას და ისიც ამაყად იფერებს ამ ფაქტს. ხშირად იცვლის მამაკაცებს და სიამოვნებით იღებს ძვირფას საჩუქრებს. შეიძლება თქვენს ნათქვამზეც ატაროთ, მარგრამ თუ გონზე მოსვლა მოასწრო მაშინ ისე გაგირთულებთ საქმეს რომ უკან დასახევ გზას არ დაგიტოვებთ.
ხელოვნურად გაზრდილი ფრჩხილები მუქი კაშკაშა ფერის ლაქით, უყვარს ხალხმრავლობა, კომუნიკაბელურია, მაგრამ ხშირად ზედაპირულიც, შეუძლია დაუფიქრებლად აწყენინოს ადამიანს და მერე ვერც მიხვდეს რატომ აღარ სურს იმ პიროვნებას მასთან ურთიერთობა. ამიტომ ესეთი ადამიანის ნათქვამი ან ქმედება გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ, ის ყოველთვის არ ამბობს იმას რასაც ფიქრობს. მისი მონაროში უმეტესად იმპულსური უფროა ვიდრე ბოროტად ნათქვამი. ხშირად ბრაზდება ხუმრობებზე. ერთი შეხედვით ძალიან მეგობრული და მხიარულია ამიტომ ყოველთვის ექცევა ყურადღების ცენტრში. კარგად ერკვევა მოდაში, გულისყურით ადევნებს თვალყურს სიახლეებს და ესწრება მოდის ჩვენებებს.

ფრცხილის ფორმები:
მომრგვალებული: არ არის კონფლიქტური, მშვიდია, მაგრამ ხშირად იდუმალი და საშიში.
წაწვეტებული: მტაცებელი, მესაკუთრე. მისი დევიზია ”მიზანი ყველანაირ მეთოდს ამართლებს”.
მხატვრულად გაფორმებული მანიკური: ხელოვანი, სავსეა სიყვარულით, მას მთელი მსოფლიო უყვარს, ხასიათით ნარცისია და ოპტიმიზმით უყურებს მომავლს.
გაცვეთილი მანიკური, სხვადასხვა ზომის ფრჩხილით: ან ძალიან ზარმაცი და ფეთხუმია, ან არ აქცევს ამას ყურადღებას. თვლის, რომ ის რასაც თვითონ აკეთებს ბე ვრად მნიშვნელობანია, ვიდრე კოსმეტიკა. ფრჩხილებს იკეთებს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის (დაბადების დღე, წვეულება, სპექტაკლი...), ძირითადად მეცნიერის ნატურაა, ესეთი ქალები იკვნეტენ კიდეც ფრჩხილებს.

ეს მოკლე დახასიათებები ხშირად ამართლებს, თუმცაღა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად თუკი ქალს ერთ თითზე ფრჩხილი მოტყდა ის დაიმოკლებს ყველა ფრჩხილს და შეიძლება უფერო მკვებავი ლაქიც გადაისვას, მაშინ როცა ყოველდღიურად, ის ფერად კაშკაშა ლაქებს იყენებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქალის სურნელი

”ფუფუნება თავისუფლებაა, ფუფუნება პროვოკაციაა, შეუზღუდავი და მაქსიმალური ფუფუნება გამოწვეულია აქსესუარისაგან.. აქსესუარისაგან , რომელიც თავს ნამდვილ ქალად გაგრძნობინებთ და ამავდროულად, მოგცემთ საშუალებას იყოთ ისეთი, როგორიც ხართ! ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაული მისი სურნელია.”- ჯონ გალიანო.

გალიანოს აზრს მამაკაცთა უმეტესობა იზიარებდა საუკუნეების წინაც და ასე გრძელდება დღემდე. პოეტები, მწერლები, შემოქმედები და უბრალო ადამიანები, აღფრთოვანებაში მოჰყავდა იმ სურნელს, რომელიც ასე დაუფარავად ამხელდა სუსტი სქესის საიდუმლოს.

დადგენილია, რომ სუნამო ადამიანის “მე”-ს გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. მცენარეებისაგან სურნელოვანი სითხის შექმნა, სააუკუნეებმა ხელოვნების ერთ-ერთ დარგადაც კი ჩამოაყალიბა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ძველმა რომაელებმა, ეგვიპტელებმა, ბერძნებმა.. თანამედროვე ქიმიკოსებმა კი მათ სახელები დაარქვეს და ადამიანთა შინაგან სამყაროს დაუკავშირეს.

ვენესუელადან , კერძოდ კი კარაკასიდან ოჯახთან ერთად ნიუ იორკში გადასახლებულმა კაროლინა ჰერერამ, 1988 წელს თავისი პირველი არომატი შექმნა. ჰერერამ სლოგანით: “განაგრძე შემოქმედება ან შეეწირე მას ” და ჟასმინ-“ტუბეროზას” კომბინაციით, სრულიად ახალი არომატები, “კარაკასის ზაფხულის ღამეები”, შესთავაზა მომხმარებელს. მისმა განსაკუთრებულმა სურნელმა აღაფრთოვანა ნიუ იორკი.

ჰერერას უახლესი ბრენდი, სახელწოდებით “inspiration” შერწყმაა ტრადიციულისა და ინოვაციურის, ფანტაზიისა და რომანტიზმის. ახალი სურნელისათვის კომპანიამ განსაკუთრებული დიზაინიც შეიმუშავა, სადაც ტყავი, მეტალი და ინტენსიური წითელი ფერი დომინირებს. “inspiration” გახლავთ უხილავი აქსესუარი, უკანასკნელი შეხება, ბოლო დეტალი და უბრალოდ, შეუცვლელი სამკაული, რომელიც ქალის განუმეორებლობასა და მის იდუმალებას უსვამს ხაზს.

ახალი სურნელის, “Midnight Poison”, მიმზიდველობის უკეთ გამოსახატავად Dior-მა ზღაპრული პერსონაჟი - კონკია შეარჩია. გმირის ხასიათი თანამედროვეობას შეუსაბამა და მაცდური ქალის იმიჯი შექმნა. ქალისა, რომელიც პრინციპულიცაა და ნაზიც, ერთდროულად. დიზაინიც უჩვეულო, იდუმალ Gღამეს დაუკავშირა და მუქი ლურჯით გააფორმა, რამაც კონკიას თავგადასავლის ილუზია შექმნა. მაშინ, როცა საათის ისრები თორმეტს უახლოვდება, შუა ღამე დგება. სწორედ ამ დროს, ეხდება ფარდა Dior-ის “ზღაპრულ სამყაროს”.

დღეისათვის, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს Dior-ის მიერ წარმოებული ვარდის, ლაბდანუმისა და ტროპიკული პარკოსანი მცენარეების ექსტრაქტზე დამზადებული “PURE POISON “ და “HIPNOTTIC POISON”, რომელთა სურნელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, შესაბამისად არაორდინალური ხელწერით გამოირჩევა.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის “Ja Dore”-ის რეკლამირებისათვის Dior-მა ჰოლივუდის ვარსკვლავი, ყოფილი ბალლერინა,უმშვენიერესი შარლიზ ტერონი გამოიყენა, რომელიც სარეკლამო რგოლში სრულიად შიშვლდება და წარმოთქვამს სიტყვებს: “შეიგრძენი რეალობა”. კრიტიკოსები, ამ სუნამოს წარმატებას სარეკლამო კლიპს მიაწერენ, რადგანაც ნაზმა და ზედმეტად კლასიკურმა სურნელმა მათი იმედები ვერ გაამართლა.

Dior-ის ბრენდებიდან ასევე ყველაზე მოთხოვნადია “Miss Cherie”, რომლის გრილ, გაზაფხულის სურნელს კრიტიკოსებმა “ყვავილოვანი სენსაცია” უწოდეს.

იტალიელმა მარია ნიელიმ, შემდგომ უკვე, Nina Ricci-მ, 1932 წელს საფრანგეთში დააარსა საკუთარი კომპანია. მან ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში შეიცნო ქალის სურნელის ძალა და თავი მიუძღვნა ახალი არომატების შექმნას. რიჩის სუნამოებიდან გამორჩეულია L’Air du Temps Eau de Toilette, რომელიც ჯასმინის ექსტრაქტზეა დამზადებული და ქალური სინაზის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ასევე, აღსანიშნავია NINA-ს “NINA”, რომლის გრილმა სურნელმა და ულამზესმა დიზაინმა თინეიჯერების ყურადღება მიიპყრო და მათივე უსაყვარლესი, შეუცვლელი სუნამო გახდა.

ტელევიზიით, ალბათ ხშირად გინახავთ სარეკლამო კლიპი, რომელიც მოგვითხრობს ერთი სიყვარულის ამბავს. Lancôme-ის ფრანგგულ სიყვარულზე გვესაუბრება კეიტ უინსლეტი, რომელიც კლიპის შინაარსის თანახმად, ასრულებს შეყვარებული ქალის როლს და პარიზის ერთ-ერთ უმშვენიერეს ხიდზე ხვდება საკუთარ რჩეულს, სადაც სმუბუქად, მაგრამ ემოციურად გამოხატავს გრძნობებს სატრფოს მკლავებში. ეს გახლავთ, Lancome-ის ახალი სუნამოს ის სარეკლამო კლიპი. ეს ბრენდი ჰაეროვნებითა და სიმსუბუქით იპყრობს ყურადრებას.
დღეისათვის, Lancome –ის სუნამოებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით Hypnôse სარგებლობს. ისევე როგორც ქალი, Lancome-ის ბრენდებიც დროსთან ერთად იცვლებიან. ეს სუნამო კი ქალურობის ახალ ხანას ამკვიდრებს და უფრო მეტ შარმს, სითამამეს სძენს თანამედროვე ქალბატონს.

როგორც უკვე აღინიშნა, სუნამო პიროვნების რეალიზაციის, ინდივიდუალიზმის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, ყველა ასაკს თავისი სურნელი აქვს. Cacharel-მა თავდაყირა დააყენა კლასიკური პარფიურმერიული სამყარო და შექმნა სრულიად ახალი ბრენდი “Liberte”, რომელიც ახალგაზრდა, თანამედროვე, დამოუკიდებელი, საქმიანი ქალებისთვისაა განკუთვნილი. “Liberte”- ს ფორთოხლის მკვეთრი არომატი ზაფხულის დღის ენერგიასა და მისი ღამის სინაზეს აერთიანებს.

ახალგაზრდებს Cacharel კიდევ ერთ სუნამოს უძღვნის, სახელწოდებით, “Amor-amor”. მგრძნობიარე ვანილისა და ჯასმინის არომატის შეხამება სასიყვარულო განწყობას ქმნის. დაუყოვნებლივ აღძრავს დაუოკებელ სურვილს, გრძნობებსა და უჩვეულო მიზიდულობას. არც ბრენდის სარეკლამო სლოგანი დარჩება მყიდველს ყურადღების მიღმა:” სიყვარული თამაშია.. დაუტოვებ გამოსავალს შანსს? “Amor-amor” –ის ელექსირი საშუალებას გაძლევს ეთამაშო ბედისწერას”.

წელს, ციტრუსების ტროპიკული სურნელი საკმაოდ აქტუალურია. საერთო მისტერიას არც RALPH LAUREN ჩამორჩა. ის გვთავაზობს სუნამოს ორიგინალური სახელწოდებით “Safari”, რომლის მდიდრული შეფუთვა და უჩვეულო სურნელი უდიდეს მოწონებას იმსახურებს.

იმისათვის, რომ გაგვერკვია, რომელი ბრენდებია ყველაზე აქტუალური დღეისათვის საქართველოში, გავესაუბრეთ ვულე-ვუს თანამშრომელს თეა შაიშმელაშვილს. მისგანვე შევიტყვეთ, რომ ქართველი ქალბატონების უმეტესობა ეტანება: - Giorgio Armani-ის- Armani Code Femme, Lancome-ის Hypnose და Dior-ის Midnight Poiso-ს. ხოლო თანამემამულე მამაკაცები კი უპირატესობას შემდეგ სუნამოებს ანიჭებენ: Giorgio Armani-ის Attitude, Lancome-ის Hypnose და Giorgio Armani-ის Code-ს. მან ასევე გაგვიმხილა ვულე-ვუს გეგმები: “2008 წელს მომხმარებელს ვთავაზობთ, ახალ ბრენდს - Diesel-ს, რომელიც შემოვა თავისი ახალი სუნამოთი : Fuel for Life ქალებისა და მამაკაცებისთვის. ასევე, Armani-ის ახალ სუნამოს: Diamonds.Lancome-ის სილამაზის ცენტრს და ბევრ ახალ არომატს... ‘’

ინტერნეტ სივრცის გადაქექვისა და კომპეტენტური ადამიანების გამოკითხვის შედეგად, დიზაინერების საიდუმლო რეცეპტებს წავაწყდით, საიდანაც გავარკვიეთ, თუ რატომ იზიდავს მამაკაცებს ქალის სურნელი და პირიქით. როგორც აღმოვაჩინეთ, ყველა სუნამოში არის ქიმიურად გამოყვანილი ან სულაც ბუნებრივ ექსტრაქტზე დამზადებული დანამატი, რომელიც ქალისა და მამაკაცის იმპულსებზე მოქმედებს და მათ აღგზნებას იწვევს. შესაბამისად, ქალების სუნამოებში მამაკაცების რეცეპტორებზე მოქმედი დანამატებია გამოყენებული, ხოლო მამაკაცების სუნამოებში კი ქალების აღმგზნები.

ამგვარი საიდუმლოებებითა და იდუმალებით მოცულია სუნამო, ისევე, როგორც თვით ქალი. ქალის სურნელზე წერდნენ და დაწერენ მომავალშიც. უძღვნიდნენ ლექსებს, შედევრებს, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ ქალი იარსებებს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
პარფიუმერია,ჯამრთელობა,სილამაზე
დესპანი