↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პარფიუმერია,ჯამრთელობა,სილამაზე


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სილამაზე და ჯანმრთელობა

6 ვარჯიში ლამაზი მკერდისთვის

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქალის მკერდი ყოველთვის მამაკაცის ყურადღების ობიექტია. მაშინაც კი, თუ ის თქვენი სიარულის რიტმთან შეთანხმებული თეძოების მიხვრა-მოხვრითაა მოჯადოებული, თანდათან თვალი მაინც ზევით-ზევით გაექცევა და ბოლოს მზერა მაცდუნებელ სამკაულზე შეჩერდება.

მაღალი, მკვრივი მკერდი უდავოდ სამკაულია, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ფორმის შენარჩუნება კი არც ისე ადვილია. კუნთის გასამაგრებლად ვარჯიშის დროულად დაწყებაა აუცილებელი. რეკლამებში ნაქები მალამოები და ჟელეები ამ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ. ჩვენ გთავაზობთ საგანგებოდ შემუშავებული ვარჯიშების კომპლექსს, რომელსაც მკერდის წამოწევაც შეუძლია და ფორმის კორექციაც.

ეს 6 ვარჯიში კვირაში 3 მეცადინეობისთვისაა გათვალისწინებული. თითოეული ვარჯიში 2-ჯერ ტარდება. გჭირდებათ ტანვარჯიშის ხალიჩა და 2-3 კგ. წონის განტელი (ან ამავე წონის წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი).

ვარჯიში 1
საწყისი მდგომარეობა: დაწექით გულაღმა. ხელებში ჰანტელები გიჭირავთ.
იდაყვში ოდნავ მოხრილი ხელები თქვენს წინ მოათავსეთ. ჩაისუნთქეთ, იდაყვების გაუსწორებლად დაიწყეთ ხელების ნელი გაშლა, სანამ არ შეეხებით იატაკს და მაშინ კი ამოისუნთქეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გააკეთეთ იგივე 15-20-ჯერ.
მიზანი: ხელის, მხრების და მკერდის კუნთების გამაგრება.

ვარჯიში 2 (მცირე აზიდვა)
აზიდვა - ყველასთვის ნაცნობი ტერმინია, მაგრამ ძალიან ხშირად მას არასწორად აკეთებენ.
საწყისი მდგომარეობა: გულდაღმა დაწექით, შემდეგ წამოიწიეთ და დაეყრდენით ფართოდ იდაყვში მოხრილი ხელის გულებს და მუხლებში მოხრილ ფეხებს (წვივები მთლიანად იატაკზეა). მთელი ტანი ერთ ხაზზე გასწორებული უნდა გეჭიროთ. ამის შემდეგ ვიწყებთ ხელების იდაყვში კიდევ უფრო მოხრას, შემდეგ კი გაშლას. ტანს ჯერ მივზიდავთ იატაკისკენ, შემდეგ ავზიდავთ. და ასე 10-15-ჯერ.

ეცადეთ, თავი არ დახაროთ, მხრები არ შეავიწროვოთ და დაიცვათ ტანის “სწორხაზოვნება”, ასე ვარჯიში არ დაკარგავს ეფექტურობას. და კიდევ - არ დაუშვათ მუცლის მოშვება, რომ დატვირთვა წელზე არ გადავიდეს.

მიზანი: გავამაგროთ არა მარტო მკერდის კუნთები, არამედ მხრების წინა და უკანა ზედაპირი. ასევე პრესი, ზურგი, თეძოს და საჯდომის კუნთები – ისინი აზიდვის დროს სტაბილიზატორების როლს ასრულებენ.

ვარჯიში 3
საწყისი მდგომარეობა: ისეთივე, როგორც აზიდვისას, ოღონდ მარჯვენა ხელში გიჭირავთ განტელი, მარცხენა ფეხი მუხლშია მოხრილი და წვივი იატაკზეა. იდაყვში გაშლილ მარცხენა ხელს ეყრდნობით, თითები გაშლილია და წინ მიმართული, ხელი მხრის სისწორეზეა. მარცხენა ფეხი ამ დროს ისევეა გაშლილი, როგორც აზიდვის დროს.. თქვენი სხეული ამჯერადაც უნდა ქმნიდეს სწორ ხაზს, ამ სისწორეს თეძოებით დაიცავთ.

აწულია განტელიანი ხელი და ვიწყებთ ნელ-ნელა ჩამოწევას. ხელის გული თქვენკენ უნდა იყოს მიმართული. ამ მოძრაობას თითოეულ ხელზე 6-ჯერ ვაკეთებთ.

მიზანი: ზურგის ზედა და შუა ნაწილის, მხრების და მკერდის ზედა ნაწილის კუნთების გამაგრება.

ვარჯიში 4 (გრძელი აზიდვა)

წევხართ მუცელზე, ფეხები გაშლილია და ეყრდნობა ცერებს ისე, რომ წვივის ზედა ნაწილი იატაკსაც ეხება. გაშლილი ხელებით ვეყრდნობით იატაკს, ხელისგულები მხრების სისწორეზეა.

საწყისი მდგომარეობა: ვხრით ხელებს და ვეშვებით შეძლებისდაგვარად ახლოს იატაკთან, იდაყვები ახლოსაა სხეულთან. შემდეგ ნელ-ნელა, რბილად ვიწყებთ სხეულის აზიდვას, წამოვიწევით წინ (კატასავით) და ვჭიმავთ სზეულს. ვუბრუნდებით საწყის მდგომარეობას და იმავეს ვიმეორებთ 8-10-ჯერ.

მიზანი: მკერდის და მხრების წინა ნაწილის კუნთების, ასევე ტრიცეპსის გამაგრება.

ვარჯიში 5 (მოქნილი ძაღლი)
საწყისი მდგომარეობა: დადექით მუხლებზე. ხელები მხრების სისწორეზეა გაშლილი, ხელისგულებით ქვევით, წინ მიმართული თითები – მარაოსავით გაშლილი.
სხეულის ქვედა ნაწილი მოვადუნოთ, ფეხები გავშალოთ. დატვირთვა ძირითადად მხრებზე და ხელებზეა. მოვხრით ხელებს, მხრებს მივმართავთ იატაკისკენ ქვევით და მერე ზევით. თავი ზევით, ხოლო მზერა მიმართულია წინ. ასეთ მდგომარეობას ვინარჩუნებთ 60 წამის განმავლობაში., შემდეგ კი საწყის მდგომარეობას ვუბრუნდებით. ვისვენებთ 20 წამი. ვარჯიშს ვიმეორებთ 3-ჯერ.

ვარჯიში 6 (მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი)
საწყისი მდგომარეობა: დაწექით ზურგზე, ფეხები გასწორებულია, ხელები – გაშლილია თავის უკან. 30 წამის განმავლობაში ვცდილობთ მაქსიმალურად გავჭიმოთ სხეული ასეთ მდგომარეობაში. შემდეგ ფეხებს მუხლებში ვხრით, ხელებს მოვხვევთ მათ და ”გულში ჩავიკრავთ”. თავს და ზურგს ამ დროს იატაკს არ ვაშორებთ. ასე ვჩერდებით 20 წამი. გივე მოძრაობას ვიმეორებთ 5-6-ჯერ. შემდეგ კი უბრალოდ იატაკზე გაწოლილები ვსუნთქვთ ღრმად, ხელის გულები მიმართული გვაქვს ზევითა და უმჯობესია ფიქრი იმაზე, რომ თქვენი მკერდი სწორედ ამ დროს იძენს სიმკვრივეს და სულ უფრო მაცდუნებელი ხდება.

პირველი შესამჩნევი შედეგი დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გამოვლინდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დეზოდორანტებისა და ანტიპრესპირანტების გამოყენების 10 წესი

მრავალრიცხოვან სარეკლამო კლიპში ხშირად არეულია ანტიპრესპირანტისა და დეზოდორანტის გაგება, არადა ამ ორი კოსმეტიკური საშუალების ზემოქმედება არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან.
დეზოდორანტი აშორებს უსიამოვნო სუნს, მაგრამ მის მიზეზს კი არა. მის შემადგენლობაში დეზინფიცერებადი და დეზოდორირებადი კონსერვანტები შედის, რომლებიც ანადგურებენ უსიამოვნო სუნის ხელშემწყობ მიკროორგანიზმებს.

სულ სხვა საქმეა ანტიპრესპირანტი: მის შემადგენლობაში შედის ალუმინის და ცინკის ორგანული მარილები, რომლებიც ჯირკვლებიდან ოფლის გამოყოფას 20-40 %-ით ამცირებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ზემოქმედებენ უშუალოდ საოფლე ჯირკვლებზე და, ფაქტიურად, ორგანიზმში ბუნებრივ პროცესებს არღვევენ. ამ მიზეზით ექიმი-დერმატოლოგები ხშირად და ბევრს დაობენ იმაზე, რამდენად სერიოზულად ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას ანტიპრესპირანტების გამოყენება. საბოოლდ, მათი მოსაზრებები მაინც ერთზე თანხმდება, რომ თავისთავად, განსაზღვრულ ფართობზე სადინარების დახშობა ზიანს ვერ მიაყენებს. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს მხოლოდ მაშინ, თუ ანტიპერსპირანტს მთელ ტანზე წავისვამთ, ეს კი, საეჭვოა, ვინმეს თავში მოუვიდეს.

ანტიპრესპირანტები და დეზოდორანტები ჩვენს შეუცვლელ მეგობრებად იქცევიან, თუ მათი გამოყენებისას დავიცავთ რამდენიმე მარტივ წესს:

1. ანტიპრესპირანტები და დეზოდორანტები უნდა წავისვათ მშრალ და სუფთა კანზე;
2. არ შეიძლება ანტიპრესპირანტებითა და დეზოდორანტებით დაუბანელი და გაღიზიანებული კანის დამუშავება;
3. დღის ბოლოს დაბანა აუცილებელია.
4. რადგანაც ოფლის გამოყოფის ხელოვნურმა დამუხრუჭებამ შეიძლება ორგანიზმის თერმორეგულაციის სერიოზულ დარღვევამდე მიგვიყვანოს, არაა რეკომენდებული ანტიპრესპირანტის გამოყენება დიდი ფიზიკური დატვირთვების წინ.
5. მზის სხივების ზემოქმედებით ზოგიერთი დეზოდორანტი პიგმენტურ ლაქებს წარმოქმნის, ამიტომ პლაჟზე გასვლამდე, სჯობს, დეზოდორანტის გამოყენებისგან თავი შევიკავოთ. Eეს განსაკუთრებით ეხება B10 ვიტამინის, ბერგამოტის ზეთისა და ციტრუსების ზეთის შემცველ საშუალებებს.
6. გაითვალისწინეთ, რომ ანტიპრესპირანტი ოფლის გამოყოფას ეწინააღმდეგება, მაგრამ სრულიად უძლურია მაშინ, როცა ოფლი უკვე გამოიყო. ასე რომ, დღის განმავლობაში მის გამოყენებას აზრი არ აქვს.
7. თუ ოფლის სუნი სერიოზულ პრობლემას გიქმნით, თქვენი დეზოდორანტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ანტიბაქტერიულ დანამატებს.
8. ანტიპრესპირანტებისა და დეზოდორანტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას. რაც უფრო ძველია პროდუქტი, მით მეტ კონსერვანტს შეიცავს ის. გარდა ამისა, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რაშია მოთავსებული კოსმეტიკური საშუალება. კონსერვანტი იქ უფრო ცოტაა, სადაც ჰერმეტული სივრცეა. მაგალითად, მშრალ, ე. წ. “სტიცკ”-ებს ყველაზე მეტ კონსერვანტს უმატებენ. შედარებით ნაკლებია მათი შემცველობა დეო-მალამოებში. აი, აეროზოლებში კი ჰაერი საერთოდ ვერ აღწევს, კონსერვანტსაც ნაკლებს უმატებენ.
9. გაითვალისწინეთ დეზოდორანტების ფორმებიც. აეროზოლები, გელები, ფანქრები, ბურთულიანი და მშრალი დეზოდორანტები – თითოეული მათგანი კანის გარკვეულ ტიპს შეესაბამება. ასე მაგალითად, აეროზოლები კატეგორიულად ეკრძალებათ მას, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს: დიდი ოდენობით სპირტი აღიზიანებს კანს, გამოიწვევს სიწითლეს და ხანდახან გამონაყარსაც. Aასეთ კანს პარფიუმერირებული პუდრი უფრო მოუხდება.
10. სჯობს, მკვეთრი სურნელის დეზოდორანტები არ გამოიყენოთ ისეთ ადგილებში, სადაც ბინადრობენ ფუტკრები და ბზიკები - არომატით თავბრუდახვეული მწერები აუცილებლად მოინდომებენ თქვენს შეწუხებას

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
პარფიუმერია,ჯამრთელობა,სილამაზე
დესპანი