↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
უკვე მერამდენე წელია, ჩემს ქუჩაზე
ხმა ისმის ნაბიჯების – მტოვებენ მეგობრები.
წყვდიადში ფანჯრებს მიღმა ნელი სვლით მშორდებიან,
აჩრდილად ილანდება სარკმელში მოგონება.

დარჩათ ბევრი საქმე, ახლა მათ სახლებში
არ ისმის მუსიკის ხმა, არ ისმის სიმღერები,
მხოლოდ, ძველებურად, დეგას გოგონები
ცისფერი ბუმბულებით მორთულ ყელს იღერებენ.

რაღა გაეწყობა, ნუღარ შეგაშფოთებთ
ასე უმწეოებს შიში ღამეული.
ჩემო მეგობრებო, უფრო გებინდებათ
მზერა, ღალატით და შიშით არეული.

როგორი სასტიკი და მკაცრი ხარ, მარტოობავ!
ცივად გაილევებს ლითონის ფარგალი და
წრეს კრავ, ყველაფერი ახლა ამაოა,
შენთან მუდარა და თხოვნა არ გავიდა.

მაშ, შენს ნებიერას, შენგან მოალერსეს,
ჯილდო მარგუნე და რამით მანუგეშე!
დარდებს გავიქარვებ, მკერდს რომ მოგეყრდნობი,
მერე რა, რომ სუსხი მხვდება შენს უბეში.

ნება მომეცი, რომ უხმოდ, ფეხაკრეფით
შენს ტყეში ვიარო და ხმელი ფოთლები
ნელა მოვაგროვო, სახე ჩავმალო და
როგორც ნეტარება, შევიგრძნო ობლობა.

მიბოძე მდუმარება შენი წიგნთსაცავის,
შენი კონცერტების მკაცრი მოტივები
და მე დავივიწყებ ყველას, ვინც კი მოკვდა,
მათაც, ვინც დღემდეა მათზე მოტირლები.

შევიცნობ სიბრძნესა და სევდა-მწუხარებას,
საგნები გამანდობენ აზრებს, რაც მათშია,
ბუნება, დამეყრდნობა მხრებზე, ხელებს მომხვევს
და გამიზიარებს საკუთარ ხვაშიადს.

და მაშინ – ცრემლებიდან, წარსულის წყვდიადიდან,
რაღაც უეცარი ელდა მოვარდება.
ჩემი მეგობრების ნაკვთები მშვენიერი
ჩნდება და კვლავ ზავდება, როგორც მოლანდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Feb 2008
Posts15
კარმა1
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
დედაჩემის სიმღერა

ამ გაზა...ფხულ-ზე
ქარმონაბერები
მოლ-ზე
იასამფერების
სოლ-სი
ნამღერი ბგერებით
სულ-ზე
მე მოგეფერები!
სულ მზე!
ფერები! ფერები!
ჩვენც ვართ იასამფერები:
ვუხდებით ერთმანეთს და შევეფერებით!

დორადო, მე არ ვიცი რა მიმდინარეობაში წერ,მაგრამ მომწონს შენი სტილი და კარმაც გაჩუქე!=sher=

ისე მართლა, რა მიმდინარეობაა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
aquagirl wrote:
ციტატა:
ვთხოვე -
სანამ სათვალეებს გამიკეთებ, თვალები გამიკეთე,
შიგ ჩამილაგე:
ბოდიში ამდენი წლისთვის,
ბოდიში ამდენი ტყუილისთვის,
ბოდიში ამდენი დაკიდული ტელეფონისთვის,
ბოდიში ამდენი შენი ცრემლისთვის,
ბოდიში ამდენი ჩემი ცრემლისთვის,
ბოდიში ამდენი გადმოდგმული ნაბიჯისთვის,
სივრცე რომ არ შეამცირა...
ჩამილაგე და დამიხუჭე თვალები
ჩაქუჩის და ლურსმნის ხმით...
სათვალეებს, თუ გსურს, ნუღარ გამიკეთებ,
ანგელოზები გამაცილებენ...

რა საინტერესო ადამიანი ხარ,აფექტურ მდგომარეობაში ვარ =oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
როდესაც ვმღერი, ბანს მაძლევს გრემი,
როდესაც ვმღერი ,გუგუნებს მთები,
როდესაც ვმღერი,სულდგმულობს ფერი,
მეორედ ვცოცხლობ ,როდესაც ვმღერი.
როდესაც ვმღერი,თოვლია, მტვერიც,
როდესაც ვმღერი,გრძნობებით ვთვრები,
ჩემია ყველა, სიცოცხლე მთელი,
...არ დაიჯერო სიტყვები ჩემი,
მხოლოდ შენ გელი როდესაც ვმღერი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
aquagirl wrote:
ციტატა:
ვთხოვე -
სანამ სათვალეებს გამიკეთებ, თვალები გამიკეთე,
შიგ ჩამილაგე:
ბოდიში ამდენი წლისთვის,
ბოდიში ამდენი ტყუილისთვის,
ბოდიში ამდენი დაკიდული ტელეფონისთვის,
ბოდიში ამდენი შენი ცრემლისთვის,
ბოდიში ამდენი ჩემი ცრემლისთვის,
ბოდიში ამდენი გადმოდგმული ნაბიჯისთვის,
სივრცე რომ არ შეამცირა...
ჩამილაგე და დამიხუჭე თვალები
ჩაქუჩის და ლურსმნის ხმით...
სათვალეებს, თუ გსურს, ნუღარ გამიკეთებ,
ანგელოზები გამაცილებენ...

რა საინტერესო ადამიანი ხარ,აფექტურ მდგომარეობაში ვარ =oops=

ცუდოოო, მე არ ვწერ ლექსებს,არც ლექსი მწერს თვითონ....მე მხოლოდ მკითხველი ვარ, და ვცდილობ.....გემოვნებიანი=kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
მისმინე, მისმინე!
უცქირე, უცქირე!
ვიკოცნი საკუთარ ხელისგულს და სულს ვუბერავ ხახიდან...
ტუჩების ანაბეჭდმა შენამდე გამხიდა...
ჩამომაყრდნო წამწამების აივნებს --
სიმაღლე მვნებს,
მაგრამ როდესაც წამწამები ირხევა,
შიშიც ნასვამივით იღლება.
მინდა, გახლო ორკაპა ფიქრები,
დავიჯერო, რომ შენს სივრცეში ვქრები...
მინდა, დავიჯერო,რომ
შუშაბანდში არავინ ჩაგისვამს დაპირების მინებს....

მისმინე, მისმინე!
უცქირე, უცქირე!
ვიკოცნი საკუთარ ხელისგულს და სულს ვუბერავ ხახიდან......
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,
ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .
ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები
ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.
ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -
ნიავი მოირგებს ქილიკით:
შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..
წყარომდე მოკლდება ბილიკი...

შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,
ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;
ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,
გაღმა დაქარდება, ქალივით.

ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...
გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,
და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,
მკლავებში მარწიე ტივივით!..

ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში
სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..
ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში
და ხვალაც წითელა გადამდე...

მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,
ნიავმაც მოგართვა კაბა და...
წითელბატონები წყრებიან შინდებზე:
წადითო, გეყოთო ლამბადა!...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
კაია, ანათეკლააა, გემრიელად წავიდა ეგ ლექსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
\"aquagirl wrote:

ვთხოვე -
სანამ სათვალეებს გამიკეთებ, თვალები გამიკეთე,
შიგ ჩამილაგე:
ბოდიში ამდენი წლისთვის,
ბოდიში ამდენი ტყუილისთვის,
ბოდიში ამდენი დაკიდული ტელეფონისთვის,
ბოდიში ამდენი შენი ცრემლისთვის,
ბოდიში ამდენი ჩემი ცრემლისთვის,
ბოდიში ამდენი გადმოდგმული ნაბიჯისთვის,
სივრცე რომ არ შეამცირა...
ჩამილაგე და დამიხუჭე თვალები
ჩაქუჩის და ლურსმნის ხმით...
სათვალეებს, თუ გსურს, ნუღარ გამიკეთებ,
ანგელოზები გამაცილებენ...\"

რა საინტერეს ლექსია ეს და ვინ დაწერა საინტერესოა. მადლობა აკვარიუმის გოგონას:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ღია ცასთან ვარ პატარა ცერცვი,
ვერ დავემსგავსე რა ვქნა არწივებს,
მე ამ ღამეებს ვერ გავექეცი
და მიწას თავი ვერ დავაღწიე.
ყველგან სიჩუმე გამეფებულა,
რომ გითხრა,ალბათ გაიოცებო
ოცნების არეც დადუმებულა
და რაღა დამრა მე საოცნებო?
უბანს როდემდე უნდა ვუარო,
უკვე მოვწყიდი ალბათ ამ ქუჩებს
სადღაც შორს ხე დგას ჩუმად, უქაროდ,
მეც იმ ხესავით უნდა გავჩუყდე.
მართლა ხე გავხდი-ქარს ველოდები,
თითქოს ფოთლები მცვივა მკლავიდან,
რატომ გაისმის ჰანგი გოდების
ამ სიმღერიდან, გულსაკლავიდან?!
ღია ცასთან ვარ პატარა ცერცვი,
ვერ დავემზგავსე რა ვქნა არწივებს,
ან ღამეებს მე ვერ გავექეცი
და მიწას თავი ვერ დავაღწიე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თოვლიან გზას ჩემთან ოცნება მოაქვს,
თოვლის იდუმალ ჩურჩულს -განცდები,
ყოველ სტიქიას თავისი დრო აქვს
და ხორცშესხმული მათ ვერ აცდები.

გარშემორტყმული შავი ბინდებით,
გრძნობებს წაიღებს ცივი ქარები,
მე ხომ სიყვარულს აღარ გპირდები,
გთხოვ დამივიწყე, გემუდარები.

მე აღარ მხიბლავს შენი მშვენება,
შენზე ოცნება მე აღარ მათრობს,
იქეცი ლანდად, ან მოჩვენებად,
გთხოვ ქარს გაჰყევი, დამტოვე მარტო.

დავუბრუნდები ემს ძველ გონებას
ფურცელზე დავწერ უცნაურ რამეს,
და უჩვეულო ჩვენს მოგონებას,
დავუთმობ გრძელ და თოვლიან ღამეს.

ინანე მერე, ასი წლის შემდეგ,
თუ არ იქნება უკვე გვიანი,
რომ შენ უყვარდი და პატივს გცემდა
ნაცნობი შენი ადამიანი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,
შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...
ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო, -
მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები.

უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამზეო,
შენა ხარ ჩემი საუნჯე და საჩრდილობელი.
ყოვლად სრულქმნილო, სრულყოფილო, სულის საგზალო, -
შენ ხარ, მამულო, ჩემი ხატი, - ყოვლისმპყრობელი.

და შენ ჩემში ხარ, სახიერო, - საბედნიეროდ, -
შენი ტაძრებით, მონასტრებით, - ლილისფერებით...
შენა ხარ ჩემი სიყვარული, - საბედისწერო, -
მოლაღურივით ჩუმად ვტირი და გეფერები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ვიცი,
ამაღამ მესტუმრება
თეთრი მხედარი,
თეთრი ვარდებით
სავსე ღამეს
გამატეხინებს,
ვიცი,
ამაღამ მესტუმრება
სული ნათელი და
ლექსს შინდისფერს
დამაწერინებს,
მერე წავა და
რძისფერ ნისლში
დაიკარგება,
და
მალოდინებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
გაყვითლებულ ფოთოლს ქარი
უგზოუკლოდ მიაქანებს,
მიაქანებს და ჩურჩულით
მიწას კრძალვით მიაბარებს.
ანუგეშებს, გაზაფხული ისევ მოვა
ნუ გაქვს შიში,
შენი დედა ტოტებს გაშლის
და ჩაგიკრავს ტკბილად გულში.
ნ. ასათიანი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი