lursmana wrote:ციტატა:
შვილებო! მოიცალეთ დედებისთვის, ნუ გადასდებთ მათ ნახვას, სიცოცხლეშივე ეცით პატივი, იზრუნეთ მათი გახარებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის,თორემ თქვენც ჩემსავით გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებთ,თქვენც ჩემსავით გულდათუთქული დარჩებით!...(მეგონა მარად იქნებოდა დედა)
ლურსმანააა

ძალიან ახლოს ხარ მაგ ასპექტში ჩემს სულიერ განცდებთან.
მეც დავეკარგე დედას წლების განმავლობაში და ჩემს ნახვის ოცნებაში გაატარა სიცოცხლის ბოლო წუთები.
ღმერთმა არ ქნას, რომ მეც იგივე დამემართოს. მე ხომ ეს მსხვერპლი ჩემი შვილისთვის გავიღე? დიახ რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის და არა ფულისა და ქონების მოსახვეჭად. ცხოვრებამ მაიძულა ორი უსაყვარლესი ადამიანის, დედის და შვილის სიყვარული სასწორზე შემეგდო და მაინც ახალმა სიცოცხლემ, ნორჩმა ყლორტმა გაიმარჯვა ჩემში. სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, თვით დედაც კი არ მაპატივებდა.
ლურსმანა, ყველაფერი კარგად იქნება ჩემო კარგო, არ ინერვიულო ოღონდ. ჩვენ, მშობლები, ყველანი შვილების სკეთილდღეობისთვის ვცოცხლობთ და მათი ბედნიერება და სიჯანსაღე გვანიჭებს ბედნიერებას. შენ, ბედნიერი დედა ხარ ასეთი კარგი შვილებისა და გახარებას და გამრავლებას გისურვებ.აბა შენ იცი, გამოცოცხლდი ძალიან გთხოვ რა.გადააგდე გულიდან ეგ დარდი და ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ თუ არა.
აბა შორიდან გეფერები, მაგრამ მაინც მოგწვდები.=ko=
