↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ისევ სიყვარულზე: დედა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 116 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
შვილისთვის ზენარს მავჰგულავ..
ქვეით ვღაღადებ ღმერთსაო..
შვილისთვის წყალსაც წავუღევ..
სიცილით ვეტყვი ერთსაო..
თქვენ ჩემო თვალის ლალებო..
ჩემნო ირემნო მთისაო..
თქვენი დარდები ჩამეკლას..
გადამთენდების ღვთისაო..
თქვენთვის მელხინოს, მეცოცხლოს,
თქვენს კვალზე მედგას კერაო,
თქვენს მტერს გულსაც კი ავართმევ,
თმაც რომ დაგაკლოდ ღერაო,
თქვენი ნასუნთქით ვიცოცხლებ,
ძილშიც ჩამყვება თანაო ,
თქვენთვის მავკვდები მერემცა
........ვინც გითხრამთ იავნანაო.

1აიკო 30მარტი 2009 წელი...ჩემს შვილიკოებს
და ყველა შვილიკოს ამ ქვეყანაზე...=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
აიკო ერთი ოქრო გაჩუქე უკვე. ძალიან ამიჩუყე გული. მეც მაქვს ჩემი ორი დათუნიას ბელებზე ლექსი დაწერილი.

ჩემი ბუთხუზა დათვები,თქვენს სიყვარულით დავთვრები,
თუ დაგჭირდებათ?- იმ წამსვე,ორ მთას შუა ხიდად გავდგები.

თუ დაგჭირდებათ შვილებო,ალბათ თავზედაც დავდგები,
შევალ მდინარეს და თქვენთვის, ყელამდე წყალში ჩავდგები.

მე, თქვენი ხილვის მსურველსა, ვერ შემაჩერებს ავდრები,
მოვალ და გნახავთ მარადჟამს, რომ გავიქარწყლო დარდები.

როცა დრო მოვა საწუთრო, და შორს, შორს გადავბარგდები,
მაინც თქვენთან ვარ, გჯეროდეთ,ასჯერ რომ მოვკვდე აღვსდგები.

ეს ჩემი სული იქნება, მარადჟამს თქვენი დამცველი,
და მაღალ ღმერთთან შვილებო,მე გეყოლებით თავდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანო მანო მანანოოოოოოოოოო=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობა აიკო, ჩემი ოქრო შენთან :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
დედი,
რაღაც არ მასვენებს, ალბათ ღმერთის წამ წერა.
დედი,
როგორ შემოგკადრო, შენზე ლექსის დაწერა?!
დედი,
დიდმა ღმერთმა იცის ,რაც უნდა ვყოფილიყავ.
დედი, ალბათ ამიტომაც, შენთან ყოფნა დამწერა.
დედი, როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამ ქვეყნად.
დედი,
ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა
უკვდავება რომ დაიწყოს
ღმერთს მოსურდეს აღწერა
არ გეწყინოს ღმერთს ვფიცავარ,
ღმერთს დავტოვებ ნაწყენად,
ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს
მაგრამ ერთის არ მჯერა
სადაც შენ არ მეგულები
იქ არ მინდა დარჩენა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

დეეე

გამიქათქათე ცხვირსახოცი
გამიხამე და გამიუთოვე
რომ მუდამ ვიგრძნო
ხაო შენი შალის ხელების
დეე,
დავიღალე,
აქეთ სულ წვიმს
ისევ სურდო მაქვს,
ხველება.
როცა ნივთების ხმაურს იწყებენ,
სახლის სულები იშენებენ ჩემს სახლში ბუდეს,
აბაზანაში წყალი წვეთავს
სხეულში ხმები
და მარტოობას შიშს პრიალა სარჩულად ვიდებ
ამაოდ ვეძებ დილაობით საკუთარ თვალებს
შუშის ჭიქაში რომ გავუშვი
ოქროს თევზებად
მოჩვენებები მახვედრებენ საწოლთან ყავას
ვსვამ
და ღრუბლებით ტანი მევსება,
როცა ყოველდღე ცაში ვთევზაობ
ბასრ ანტენებზე ბეღურების წამოცმას ვცდილობ
შენ მოიტანე მსუბუქი ტილო
გადამწმინდე
და თუ გინდა, სხვაგან გადამდგი,
საკუთარ ჩრდილში, ან მზეში უფრო...

ჩვენი მსუბუქი ჰამაკების
და მხიარული ზაფხულების
გახამებული მოკლე კაბების
ვარდისფერი სიცხის აბების
რაღაც მარტივი მელოდიების
კარაქიანი პურების
და მანის ფაფების
ვაშლის კომპოტის
საპნის ქაფის
გუდიანების
ფერად ძაფებით დაკემსილი
ატმის ჯემით დათხვრილი სუფრა
გ ა დ ა მ ა ფ ა რ ე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
აპრილის თვეში საოცრად ცხელი ამინდები დაიჭირა, უცებ გაიფოთქა ბაღში
ხეხილი, შენ საწოლში წევხარ დაპატარავებული და საოცრად სევდიანი, მხოლოდ ჩვენ დანახვაზე უღონოდ იღიმები.
ნახე, როგორუცებ აყვავდა ხეები? მანიშნებ ჩვენ პატარა ბაღზე სადაც ყველა ნერგი შენი დარგულია და ნახარებია, გიღიმი და გული ასიამოდ მეკუმშება, მაშინაც ასე გადარევით ყვაოდა , როცა მამა წავიდა ჩვენგან...გეფერები და განუგეშებ დედა, რომ მალე კარგად იქნები, იმედს არ კარგავ დედა, მაგრამ .ესეც ალბათ ჩვენს გასამხნევებლად.ახლა ჩვენ ძველ სავლში ჩემი თვალ ცრემლიანი დაიკო ღა დარჩა,მარტოდ შენს სურათს მიჩერებული ყოველ წუთს გეფერება და გეჩურჩულება.გადიან წლები და ვბერდებით დები.....კვლავ უსაშველოდ, გვაკლიხარ და გვენატრები დედა.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ლურსმანა ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ. ეს შენი დღიურებია? ძალიან მომწონს და ქედს ვიხრი შენი ნიჭის წინაშე და გეფერები. თუ შეგიძლია ერ დღიურები ჩაწერე ტოპიკში "მატარებელი" და მე მერე წიგნად გამოვუშვებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დედავ, მისტიურო ქალო!

გიყურებ ბნელ თვალებში. მეშინია ჩემი წარსულის. შორით მოდიხარ ვით ავესტას მოხუცი მოგვი. წელში მოხრილი როგორც მშვილდი ჩემი ბავშვობის. გინდა ვიტირო, რომ მე ასე ახალგაზრდა ვარ. ასე ახალგაზრდა დედა ვარ. ასე მოხუცი დედა მყოლია. კითხულობ ჩემს ნაწერებს. გული მტკივა: ჩემი არ გესმის.
შენ ხომ გაიგებ, როცა ავად ვარ. ის კი არ გესმის, თუ რა სტკივა ამ ჩემ უკვდავ სულს. იყურებ.გხედავ და შენს თვალებში მელანდება დაღალულ სისხლის ბნელი წარსული. ვინ შეგეხვეწა ნაციებ მინდვრებში გაზრდილი _ სინათლის მწვერვალისაკენ რომ ამისრულე.
დედავ, მისტიურო ქალო!
შენ არ მაწოვე მე სინათლის სქელი ჯიქანი?
ენა მერევა ამ ეთერის ცივ უფსკრულებში. თვალი მეტკინა. ამის მეტი არ შემიძლია. ვირყევი. ვღელავ. და ვტორტმანობ სინათლისა და ჩრდილის უფსკრულებზე გადაკიდული.
მომეცი ხელი. შენ მიწასთან უფრო ახლო ხარ. მაჭამე მიწა.
ნაციები და ნესტიანი.
დედავ, მისტიურო ქალო!
მე ვასაკა ვარ ხეზე გასული. თავის ჭაობში ვერ დატეული და ბნედიანი. მე შენს თვალებში მელანდება ჩემი წარსული და მეშინია, რომ მოხუცი დედის შვილი ვარ.მე ვასაკა ვარ. მეშინია მაღლა ასულმა ვერ გავიგონო მოხუცებულ მშობლის გულის თქმა. მომეცი ხელი და დამაბრუნე.
დედავ, მისტიურო ქალო.
ვინ შეგეხვეწა, სამეგრელოს ბნელ ჭაობებში დაბადებული თავბრუდამსხმელი სინათლისაკენ რომ ამისრულე.
შენ მემაშხლე _ მე მაშხალა ვარ ცივი ეთერის უფსკრულებში ზეატყორცნილი. მივჰქრი სულ ზევით, როგორც გიჟი ავიატორი. ჩემს აღმასრბოლას ვერ ეწევა ორბი ფრთამალი. ძირს დარჩა მიწა მტვერიანი და დაჟანგული.
ვეძგერე ქაოსს ვით თავხედი მაკედონელი.
აჰა, იხსნება მეშვიდე ცის იდუმალება. მივჰქრივარ მაღლა. აღარ ვიცი სად დავეცემი. სად დამიტირებს შენი შავი, ბნელი თვალები. უნდა დავიწვა. უფსკრულები მსურს გავანათო.
უნდა დავიწვა როგორც მაშხალა.
არ გებრალები?
დედავ, მისტიურო ქალო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დედი, გზირის მზერასავით
გდევდა მუდამ ავი ბედი,
სოფლის ბოლოს, ალაგესთან
რა უმწეოდ დამიბერდი.
დედი, ჩვენი სახლის ზემო
ხაკისფერი ღრუბლებია,
შორს მიდიან სამუდამოდ
თუ ჩვენს ეზოს ბრუნდებიან.
მამაშენი სახსრის ტკივილს
ვერ უძლებსო, რა ხანია,
მწერდი, სულს რომ ვერ გაატან,
ისე შავი ზამთარია.
არაფერი აღარ შეგრჩა,
ჯავრი მხოლოდ ჯვარცმულ დღეში
და უძღები შვილის წერილს
ფსალმუნივით იღებ ხელში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
თქვენ ვერ გივიწყებთ
სულ თან დამყვებით,
სხვებს ვერ ვიყვარებ
თქვენ მახსენდებით

თვალებს რომ ვხუჭავ
თქვენ მელანდებით
რა დაგიშავეთ
არ გებრალებით?

აბა ნახეთ გიჟ პოეტამ რა დაწერა.რათა მინდა სხვისი ლექსი,როცა თავად ვრითმავ.როგორ ფიქრობთ ცუდად არის ცემი საქმე?=haa= =haa= =haa= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
შვილებო! მოიცალეთ დედებისთვის, ნუ გადასდებთ მათ ნახვას, სიცოცხლეშივე ეცით პატივი, იზრუნეთ მათი გახარებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის,თორემ თქვენც ჩემსავით გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებთ,თქვენც ჩემსავით გულდათუთქული დარჩებით!...(მეგონა მარად იქნებოდა დედა)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
lursman sakvarelo,vuertdebi shens gulistqmas,menatreba deda,magram...mxolod locvaga shemizlia misi sulisatvis...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
lursman karma shen chemgan Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
lursmana wrote:
ციტატა:
შვილებო! მოიცალეთ დედებისთვის, ნუ გადასდებთ მათ ნახვას, სიცოცხლეშივე ეცით პატივი, იზრუნეთ მათი გახარებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის,თორემ თქვენც ჩემსავით გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებთ,თქვენც ჩემსავით გულდათუთქული დარჩებით!...(მეგონა მარად იქნებოდა დედა)

ლურსმანააა =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ძალიან ახლოს ხარ მაგ ასპექტში ჩემს სულიერ განცდებთან.

მეც დავეკარგე დედას წლების განმავლობაში და ჩემს ნახვის ოცნებაში გაატარა სიცოცხლის ბოლო წუთები.
ღმერთმა არ ქნას, რომ მეც იგივე დამემართოს. მე ხომ ეს მსხვერპლი ჩემი შვილისთვის გავიღე? დიახ რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის და არა ფულისა და ქონების მოსახვეჭად. ცხოვრებამ მაიძულა ორი უსაყვარლესი ადამიანის, დედის და შვილის სიყვარული სასწორზე შემეგდო და მაინც ახალმა სიცოცხლემ, ნორჩმა ყლორტმა გაიმარჯვა ჩემში. სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, თვით დედაც კი არ მაპატივებდა.

ლურსმანა, ყველაფერი კარგად იქნება ჩემო კარგო, არ ინერვიულო ოღონდ. ჩვენ, მშობლები, ყველანი შვილების სკეთილდღეობისთვის ვცოცხლობთ და მათი ბედნიერება და სიჯანსაღე გვანიჭებს ბედნიერებას. შენ, ბედნიერი დედა ხარ ასეთი კარგი შვილებისა და გახარებას და გამრავლებას გისურვებ.აბა შენ იცი, გამოცოცხლდი ძალიან გთხოვ რა.გადააგდე გულიდან ეგ დარდი და ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ თუ არა.

აბა შორიდან გეფერები, მაგრამ მაინც მოგწვდები.=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 116 posts ] 
ისევ სიყვარულზე: დედა
დესპანი