↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 63 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
დუმილი ფეხზე ამდგარი:( :( :( :(

ეკას ვიცნობდი(ოჯახს):( :( :( :(
:( :( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II მიმართვა ქართველ ერს

გვიახლოვდება 9 აპრილი, დღე, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში აღიბეჭდა, როგორც თავისუფლებისათვის ერის ბრძოლის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. შეიცვალა დრო და, რა თქმა უნდა, პრობლემებიც, მაგრამ საფრთხე როგორც უწინ, ახლაც არსებობს და მის თავიდან ასაცილებლად თვითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.
ოფიციალური განცხადებებით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალადობას გამორიცხავს, რადგან მიაჩნიათ, რომ მშვიდობიან მეთოდებშია მათი ძლიერება. ეს მართლაც ასეა; უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველა პრობლემის გადაჭრას სწორედ მშვიდობით, სიკეთითა და სიყვარულით გვასწავლის. მაგრამ არ არის გამორიცხული პროვოკაციის საფრთხე.
ამიტომაც კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფალთ, - არ დაუშვათ ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
მივმართავ ოპოზიციას, - მაქსიმალურად უზრუნველჰყავით აქციის მშვიდობიანი ფორმები.
მივმართავ სამართალდამცავებს და სამხედრო პირებს, - გახსოვდეთ, თქვენს წინაშე თქვენი მოყვასი, თქვენი სისხლი და ხორცი იდგება.
მივმართავ აქციის თითოეულ მონაწილეს, - გააცნობიერეთ, რომ ყოველგვარი აგრესია, მათ შორის სიტყვიერიც, დაუშვებელია და მისი ნებისმიერი გამოვლინება თქვენ თვითონ უნდა აღკვეთოთ.
მე მინდა მივმართო საქართველოს არაქართულ მოსახლეობასც, - ჩვენ მრავალი ავისმსურველი გვყავს და არ არის გამორიცხული, პროვოკაციული ქმედებები თქვენს მიმართაც განხორციელდეს, რათა დაძაბულობის სხვა კერებიც გაჩნდეს; თქვენ საქართველოს შვილები ხართ და იმედი მაქვს, გამოავლენთ ამ ქვეყნისადმი თქვენ სიყვარულსა და ერთგულებას და საჭიროების შემთხვევაში მის სადარაჯოზე დადგებით.
შეგახსენებთ უფლის ამ სიტყვებსაც: `რომელმან აღიროს მახვილი მახვილით წარწყმდეს”.
მაშ, რამდენად მძიმე და საშინელი იქნება ხვედრი იმ ადამიანისა და მისი მოდგმისა, ვისმა მიზანმიმართულმა ან თუნდაც უგუნურმა ქმედებამ შეიძლება ქვეყნის ბედი სასწორზე შეაგდოს და სისხლისღვრამდე მიგვიყვანოს. ნუ იყოფინ!
ჩვენ ყველამ, - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, ხალხმაც და ეკლესიამაც მხოლოდ ისეთი ღირსეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და გამოადგება.
ნუ ვიქნებით კატეგორიულები და გახსოვდეთ, სამშობლოს კეთილდღეობა აღემატება ჩვენს პირად ბედნიერებასა და კეთილდღეობას.

მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის და იყო და იქნება (გამოცხ. 1, 4).
ამინ!

8 აპრილი, 2009 წელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახო ტირილით წავიკითხე შენი ნაწერი.
რა დღე გამოვიარეთ მაშინ მე
დედა რომ საძებნელად წავიდა შვილისა და
თიტონაც რომ მოიწამლა როგორ არ ვიცი:( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
20 წლის წინ ერის გაერთიანება მოხდა, ეხლა კი გახლეჩილია ორად .. :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს

:( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები

დღე დგება უტყვი და უჩვევი,
მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით...
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.
ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!
ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით.
სიტყვა გამოვნახოთ თბილი, -
ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!
ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები,
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.
ო, სისხლო, რა უცებ წყალდები,
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.
ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ,
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=PEBg2cC8PCA

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლიაკო მადლობაააა=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
მარადიული ხსოვნა !
თქვენ ,ჩვენო გმირებო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
თავი ეგონათ აღლუმზე,
ქუხდა ვაშა და „ურა“, -
თბილისს „ტიფლისი“ უწოდეს,
მტკვარი გვიქციეს „კურად“.

მავანს და მავანს ჰგონია,
ფეხით შეგვდგა და გვწურავს, -
მტრის მტრობას კიდევ გავუძლებთ,
ძმამ თუ არ გვიმტრო ძმურად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
"ცრემლით დანამულ ყვავილებს ვუმზერ"

ცოდვა იარად დააჩნდა გულზე
თბილისს და ყველგან გლოვის ზარია,
ცრემლით დანამულ ყვავილებს ვუმზერ,
ცოცხალი რომ ვარ არ მიხარია.
ანდა სათქმელი როგორ დალაგდეს,
დაღვრილი სისხლი ცამდე ასულა,
მსხვერპლად შეწირულ ლამაზ ზვარაკებს
ამაყი სული ჰქონდათ ასულთა.
ჯალათის მახვილს დაუხვდა მედგრად
წმინდა მანდილი ქართველ ქალისა
ვერ დააჩოქეს,კვლავ ყალყზე შედგა
სიმტკიცე ქართველ ამორძალისა.
საქართველოში ვაზს სჩეხდნენ როცა,
როცა სტკიოდა მამულს ფესვები,
თვით ღვთისმშობელი დგებოდა ლოცვად
და ქვითინებდნენ უხმოდ ფრესკები.
მტერო,მზაკვარო,გულში ნუ ხარობ,
ნუ ფიქრობ ,ერის ხარ შემმუსვრელი,
თუმც სისხლიანი გალეწე კალო,
მაგრამ ვერ გასწყვეტ მოდგმას რუსთველის!!!
:( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
:( :( :( :( მძიმე ლექსია..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
გარიჟრაჟზე თბილისის ცა სისხლის წვიმამ დანისლა,
მოგვაგონა შემოსევა აღა-მაჰმად-ხანისა,
ხმა არ ჰგავდა ცხენის ჭიხვინს,არც ხმლის გაელვარებას,
გაჟლეტილი დედა-წულის სისხლი ჩქეფდა ღვარებად.

ამოგლიჯეს თბილისს გული ვანდალ-საჭურისებმა,
ხალხის თვალი ცრემლის ნაცვლად სისხლის ტბისგან ივსება,
მტერმა ისევ გაუთხარა ქართველს მიწა სამარის,
მოანატრა დავით მეფე,ერეკლე და თამარი.

ისევ გლოვის ხმაზე რეკენ საქართველოს ზარები
და ძაძებში შემოსილან დედები მწუხარებით,
რუსთაველის გამზირს დარჩა გულზე ღია იარა,
მურვან-ყრომ და შაჰ-აბასმა ისევ გადაგვიარა.

წილად გერგო საქართველოვ მკაცრზე მკაცრი გამოცდა,
შენზე ლოცვად დაჩოქილი ქართველობა ამოწყდა.
ქრისტიანის მტერს რა ეცხო? მხეცი იყო ნამდვილი,
მოძმის ხორცის დამგლეჯელი რაღაც უცხო ნადირი.

რა ვიყოთ,თუ არ გამწყდარა ჯაჭვი ამირანისა,
რწმენა მაინც არ გამქრალა,იმედი გვაქვს ხვალისა,
და ცხრა რიცხვი,ცხრათვალა მზე,ცხრამუხა და ცხრაწყარო,
გვრჩება წმინდა სალოცავად რომ მტერი არ ვახაროთ.
გვჯერა,წმინდა საფლავებო,ჩვენს გულებსი გაჭრილო,
ისევ თქვენმა უკვდავებამ უნდა გადაგვარჩინოს.:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
:( :( :( :( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
დღეს უკვე აპრილია, გახსენით ახალი თემა..=fiqri=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 63 posts ] 
დესპანი