lursmana wrote:ციტატა:
მართლაც გამოამჟღავნე "განათლებულობა" და "საღადაოდ" არავინ შემოსულა, ერთპიროვნულად რატომ წყვეტ არის თუ არა აქ ჩემი ადგილი? თუ შენს აზრს სხვებიც დაეთანხმებიან არ გამიკვირდება, თქვენ დიდი ხნის ნაცნობობა გაკავშირებთ, მეკი ვინა ვარ ორი დღის შემოსული. რა ცოტა გვყოფნის ადამიანებს მთელი დღე მომიშხამე. გმადლობ.
ლურსმან-ჯიგარო, არ გეწყინოს და არ დარჩე მარტო.
ამ ხალხმა, ამ საითზე კაი ხანი, ერთად იცხოვრა.
იცნობენ ერთმანეთს.
შენ კიდევ, ჩემო კარგო, ახალი შემოსული ხარ და დამემოწმები, რომ თავიდანვე გულღიად დაგხვდით.
ნუ მიიღებ სერიოზულად, ძალიან გთხოვ.
აქ, შენსავით და ჩემსავით, ჩვენს ქვეყანას მონატრებული ქართველები ვაკითხავთ.
არ გაიფიქრო, არაფერი ზედმეტი ჩემო ძამიკო.
ჩვეულებრივად, სახლში იგრძენი თავი.
არავინ არ გაწყენინებს.
მაგის პირობას, მე გაძლევ.
როცა გაგიხარდება, შემოაღე დესპანის კარები და გამარჯვებისა სთქვი.