|
გამარჯობათ დესპანელებო. ყოფილი ემიგრანტი მოგესალმებით და ყველას ზმასავით გეხუტებით. როგორა ხართ? კარგი იქნება თუ დესპანის ფორუმში ამოვატივტივებთ ლიტერატურულ თემებს. რამოდენიმე ჩემი ჩანახატითა და და ლირიკული ნაწარმოებით გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!
საქართველო ჩემი სამშობლო... როგორ წააგავს კრწანისის ველზე დაცემულ, მომაკვდავ ქართველ მეომარს, რომელსაც თავის წამოწევაც არ შეუძლია და იმ ქვეყნად მხოლოდ მწარე ნოსტალგია და უკიდეგანო სევდა მიყვება! საქართველო უიღბლობა რომ ლანდივით დაგდევს თან, რით გიშველოთ, რით განუგეშოთ... მთელი სამყარო განგიდგა და შვილები ქვეყნიდან გაგექცა შენ, რომელმაც ქარტეხილიდან ქრისტეს ჯვარით გამოაღწიე, შენ რომელმაც ისლამის შუაგულში თვითმყოფადობა შეინარჩუნე და ქართული სული ააღზევე ნიკორწმინდის ჩუქურთმასავით, რამ გაგაშეშა დღეს... ვიცი რადაც დაგიჯდა დღევანდლამდე მოღწევა, არა გაკმარეს ჯვარცმა, რადგან ლაზარესავით აღსდექი, ახლა კი კდეზე მიგაკრეს ამირანივით... ვინ იცის რას ფიქრობ ახლა შენ, ან შენი ხალხი, თავს ისე აჩვენებ თითქოს ცოცხლობ მე ხომ ვიცი რომ პულსიც აღარ გიფეთქავს... არა, შენ უფრო მეტის მომსწრე ხარ, ცოტაც გაუძელი, ცოტაც და... თავისით მოვა ან სიკვდილი ან თავისუფლება! 11 აგვისტო, 2008
მომავალი ადამიანის სული ისეთივე ცარიელია როგორც მიტოვებული,ჩაკეტილი იმერული ოდა სადაც მხოლოდ შემთხვევით თუ შემოაღწევს ქარი ცუდათ აჭედილი ფანჯრიდან, ოდა სადაც ოდნავ შემოკრთის შუქი ფარღალა კედლის ბზარიდან და მაინც ადამიანები ხედავენ ვარსკვლავიერ სიმაღლეებს! მომავალი... რა არის მომავალი? ეგებ ფერადი ცისარტყელას მსგავსი რამ რითაც უაზროდ ტკბებიან მიწაზე გულაღმა დაწოლილი მწყემსები?.. მომავალი... ეგებ ეს არის სადგური უსასასრულო ხაზზე ხალხით გაჭედილ შემდგომ მატარებელს რომ ელოდება?... მომავალი... ეგებ ის ხელფასის დღესა გავს, საწყალი, ჯიბეგაფხეკილი ადამიანები რომ ელოდებიან დიდხანს და ხარბად? ან კიდევ მომავალი იქნებ ამ ხელფასის დღე კი არა შემდგომი ხელფასის დღეა... ანდა ვინ იცის მომავალი იქნებ ჩვენს გვერდით ცხოვრობს, აი-როგორც ეს ერთადერთი ფეხსაცმელი რომელსაც სიცხეშიც ვიცვამ და წვიმაშიც, დღისითაც და ღამითაც... ისე კი მეზობელი 80 წლის რომ შესრულდა ეზოში ხეჭეჭურის ხე დაურგავს... ალბათ სწორედ ესაა მომავალი...
*** მოდი სამუდამოდ გავერთიანდეთ ,გავმთლიანდეთ.. იმათთვის ვინც წასულია, ვინც მარტოდმარტოა, ვისაც ერთმანეთი უყვართ და ერთად არ არიან, ჩვენ გვინდა სხვაგვარი ცხოვრება, რათა შევაერთოდ დაშორებულნი, რათა ეული სული დავუბრუნოთ ადამიანთა დანარჩენ სულებს, ბავშვებს ზღაპრები დავუბრუნოთ, ფუტკარს თაფლი და ერს კი- იმედი. ვეცადოთ ვიქცეთ ანთილ სანთლებად რომ ჩავიღვენთოდ ერთმანეთისთვის, რომ აღარ იყოს დაბრკოლება სარკმელსა და სიყვარულს შორის, სიმღერასა და სიმღერას შორის, ემიგრანტსა და სამშობლოს შორის... ........................... მოდით სამუდამოდ გავერთიანდეთ....
*** ვერ მოვიფიქრე, ვერა, ვერაფრით, მთვარე რად გარბის ცაში კელაპტრით, მეც გავყვე იქნებ , მაგრამ ვერაფრით, ვერ მივატოვე ობლად გელათი.
*** აბა რა გითხრათ დღეს რით მივხვდე რა მოხდა,რატომ, ხანდახან ვფიქრობ გული რად არ იწვება ჩემი, იდუმალი სიზმარიც მტოვებს, გარეთ კი მთვარე იღვენთება- მოციმციმე სევდის კანდელი, ვიღვიძებ მარტოდ და ათასგვარ სევდიან ფიქრით სული მემღვრევა, გასახარები აბა რა მაქვს ახლა სათქმელი, ო, ღმერთო ჩემო; ძველებურად და საყვარლად ატმის ტოტები ყვავიან მხოლოდ.
|