↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თქვენ შემოგევლოთ თქვენი მახო.
რატომ ლექსად არ შემიძლია ამ თქვენს
ლამაზ ურთიერთობას ვუპასუხო,გული მწყდება.
ულექსოდაც კარგად მოგეფერებით,ორივეს ჩაგეხუტუბით.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ დესპანელებო. ყოფილი ემიგრანტი მოგესალმებით და ყველას ზმასავით გეხუტებით. როგორა ხართ? კარგი იქნება თუ დესპანის ფორუმში ამოვატივტივებთ ლიტერატურულ თემებს.
რამოდენიმე ჩემი ჩანახატითა და და ლირიკული ნაწარმოებით გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!

საქართველო
ჩემი სამშობლო... როგორ წააგავს კრწანისის ველზე დაცემულ, მომაკვდავ ქართველ მეომარს, რომელსაც თავის წამოწევაც არ შეუძლია და იმ ქვეყნად მხოლოდ მწარე ნოსტალგია და უკიდეგანო სევდა მიყვება!
საქართველო უიღბლობა რომ ლანდივით დაგდევს თან, რით გიშველოთ, რით განუგეშოთ...
მთელი სამყარო განგიდგა და შვილები ქვეყნიდან გაგექცა შენ, რომელმაც ქარტეხილიდან ქრისტეს ჯვარით გამოაღწიე, შენ რომელმაც ისლამის შუაგულში თვითმყოფადობა შეინარჩუნე და ქართული სული ააღზევე ნიკორწმინდის ჩუქურთმასავით, რამ გაგაშეშა დღეს...
ვიცი რადაც დაგიჯდა დღევანდლამდე მოღწევა, არა გაკმარეს ჯვარცმა, რადგან ლაზარესავით აღსდექი, ახლა კი კდეზე მიგაკრეს ამირანივით...
ვინ იცის რას ფიქრობ ახლა შენ, ან შენი ხალხი, თავს ისე აჩვენებ თითქოს ცოცხლობ მე ხომ ვიცი რომ პულსიც აღარ გიფეთქავს...
არა, შენ უფრო მეტის მომსწრე ხარ, ცოტაც გაუძელი, ცოტაც და... თავისით მოვა ან სიკვდილი ან თავისუფლება!
11 აგვისტო, 2008

მომავალი
ადამიანის სული ისეთივე ცარიელია როგორც მიტოვებული,ჩაკეტილი იმერული ოდა სადაც მხოლოდ შემთხვევით თუ შემოაღწევს ქარი ცუდათ აჭედილი ფანჯრიდან, ოდა სადაც ოდნავ შემოკრთის შუქი ფარღალა კედლის ბზარიდან და მაინც ადამიანები ხედავენ ვარსკვლავიერ სიმაღლეებს!
მომავალი...
რა არის მომავალი?
ეგებ ფერადი ცისარტყელას მსგავსი რამ რითაც უაზროდ ტკბებიან მიწაზე გულაღმა დაწოლილი მწყემსები?..
მომავალი...
ეგებ ეს არის სადგური უსასასრულო ხაზზე ხალხით გაჭედილ შემდგომ მატარებელს რომ ელოდება?...
მომავალი...
ეგებ ის ხელფასის დღესა გავს, საწყალი, ჯიბეგაფხეკილი ადამიანები რომ ელოდებიან დიდხანს და ხარბად? ან კიდევ მომავალი იქნებ ამ ხელფასის დღე კი არა შემდგომი ხელფასის დღეა...
ანდა ვინ იცის მომავალი იქნებ ჩვენს გვერდით ცხოვრობს, აი-როგორც ეს ერთადერთი ფეხსაცმელი რომელსაც სიცხეშიც ვიცვამ და წვიმაშიც, დღისითაც და ღამითაც...
ისე კი მეზობელი 80 წლის რომ შესრულდა ეზოში ხეჭეჭურის ხე დაურგავს...
ალბათ სწორედ ესაა მომავალი...

***
მოდი სამუდამოდ გავერთიანდეთ ,გავმთლიანდეთ..
იმათთვის ვინც წასულია, ვინც მარტოდმარტოა,
ვისაც ერთმანეთი უყვართ და ერთად არ არიან,
ჩვენ გვინდა სხვაგვარი ცხოვრება,
რათა შევაერთოდ დაშორებულნი,
რათა ეული სული დავუბრუნოთ
ადამიანთა დანარჩენ სულებს,
ბავშვებს ზღაპრები დავუბრუნოთ,
ფუტკარს თაფლი და ერს კი- იმედი.
ვეცადოთ ვიქცეთ ანთილ სანთლებად
რომ ჩავიღვენთოდ ერთმანეთისთვის,
რომ აღარ იყოს დაბრკოლება
სარკმელსა და სიყვარულს შორის,
სიმღერასა და სიმღერას შორის,
ემიგრანტსა და სამშობლოს შორის...
...........................
მოდით სამუდამოდ გავერთიანდეთ....

***
ვერ მოვიფიქრე, ვერა,
ვერაფრით,
მთვარე რად გარბის ცაში
კელაპტრით,
მეც გავყვე იქნებ , მაგრამ
ვერაფრით,
ვერ მივატოვე ობლად
გელათი.

***
აბა რა გითხრათ
დღეს რით მივხვდე რა მოხდა,რატომ,
ხანდახან ვფიქრობ
გული რად არ იწვება ჩემი,
იდუმალი სიზმარიც მტოვებს,
გარეთ კი მთვარე იღვენთება-
მოციმციმე სევდის კანდელი,
ვიღვიძებ მარტოდ და ათასგვარ სევდიან ფიქრით
სული მემღვრევა,
გასახარები აბა რა მაქვს ახლა სათქმელი,
ო, ღმერთო ჩემო; ძველებურად და საყვარლად
ატმის ტოტები ყვავიან მხოლოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზვიგენიიიიიიიიიიიიიიიი გამარჯვება, ლხენა ,რწმენა, სითბო ,მშვიდობა ჯანმრთელობა და უკიდეგანო სიხარული არ მოგკლებოდეთ შენ და შენს საყვარელ ადამიანებს
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ზვიგენ, გამარჯობა სიხარულო. რა მაგარი ჩანახატებია...განწყობა როგორი გაქვს? უკვე გვენატრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზვიგენიიიი გაგიმარჯოს ძმაოო.გამეხარდა შენი ნიკი რომ დავინახე ისევ აქ ჩვენთან.ძალიან მგძნობიარე ჩანახატები გაქვს,როგორი გულიანი თვალით გაქვს დანახული და აღქმული ჩვენი ერთადერთი და სათაყვანებელი,ამდენი ჭირ-ვარამით დაღლილი და მაინც ამაყი საქართველო.
გაიხარე და მომავლის იმედი არ მოგიშალოს მამაზეციერმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მართალია ეს ჩემი ლექსი არაა,მაგრამ ცვენს დღევანდელობაზეა და მინდა თქვენც გაეცნოთ.

მე არ ვიცი ეს რა სენი შეგვეყარა,
რომ ნახევარ მთვარესავით ვიცქირებით,
ბედმა ძველი სატკივარი არ გვაკმარა,
ახალ დარდით გაგვითეთრდა თმის ძირები.
აღარ მოგვდევს თითქოს ძალა ფეხზე დგომის,
ვინ რაზე გვსჯის,ასე რისთვის ვიწირებით,
ვერ დავზარდეთ,ვერ დავთვალეთ შემოდგომით
გაზაფხულზე დაჩეკილი წიწილები.
ღმერთმა იცის ,არავისთვის არ გვსურს ავი,
მეგრამ მაინც უხანჯლოდ ვართ აკუწული
და ნაზამთრი მელასავით შეგვრჩა ტყავი,
სანახევროდ გამძვრალი და გაქუცული.
ვინ გვაუწყოს,ბედისაგან რა მოგველის,
ვინ განკურნოს სატკივარი ჩვენი გულის?
კარგად ვიცით განაჩენი მართლის მთქმელის,
მაგრამ სად გვყავს მარად ცხენი შეკაზმული.
მეგობრებო,ნეტავი რა დაგვემართა,
ჩვენს საერთო გზებს რომ ასე შორით ვუვლით?
მივეშველოთ,იქნებ ვუმკურნალოთ მართლა,
მოვაშოროთ ფესვებს დახვეული მუმლი.

ნათელა მაჭარაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ძვიგენიიიიი მიხარია რომ ჩვენტვისაც მოიცალე და შემოხვედი
შენ გაგიმარჯოს შენი საქმიანობითა და ოჯახით.იხარე
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

პოეტებს ჩემგან "ნიზკიი პოკლონ"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეს პრიზები თქვენ ჩემო სიყვარულებო

სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა ქენი ციციკო??? მომჭერი თავი ხომ?? საიდან მოიტანე ეს ბიზანტიური ჭურჭელი???
ვაიმე ციციკოოოო....მეც მინდა ეგეთი რამე-რუმეები...ჩავასხამ შიგ ,,ფანტას,, და ვსვამ დილიდან საღამომდე
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ხო და აირჩიე ერთი შენ გეკუთვნის პრიზია

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ზვიგენ, ძალიან მიხარია რომ გხედავ, მიხარია რომ შენს ბუდეს დაბრუნებულ მერცხლად აღგიქვი დღეს. ძალიან მომეწონა შენი ჩანახატები, მაგრამ ჩვენი სამშობლოსაგან ნუ მოითხოვ ბევრს, ის ხომ ავად არის და მკურნალობას საჭიროებს. აბა შენ იცი, მიგვიხედე საქართველოს ჩვენს ჩამოსვლამდე, მერე კი ჩვენაც დაგიდგებით გვერდში და ........... ყველაფერი კარგად იქნება.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი