|
ბევრჯერ დავაპირე შენთვის მეთქვა ის,რასაც ახლა გწერ,მაგრამ როცა გხედავ,გივი თარგამაძესავით ვლაპარაკობ.ამიტომ ვამჯობინე წერილი მომეწერა,ისე როგორც ბურჯანაძემ-სააკაშვილს. ჩემო სიყვარულის ტრიბუნავ,როცა პირველად დაგინახე,გული ისე შემიტოკდა,როგორც მგალობლიშვილს შეუტოკდა,პრემიერად დანიშვნისას.მას მერე შენზე ფიქრი აღარ მშორდებოდა,-როგორც გუგავა ნათელაშვილს.აქუბარდიასავით სამუდამოდ დარჩი ჩემი სულის "სპექტრში".ყოველ დილით ვუსმენდი შენი ნაბიჯების ხმას,როგორც მერაბიშვილი-ტელეფონებს.ყველა სხვა ოცნება გადამიკარგე ცხრა მთას იქით,როგორც სააკაშვილმა-ბექაური. გახსოვს,ჩემო ოცნების მაპო,როცა პაემანი დაგინიშნე ,შენ ისე მალულად მოდიოდი,როგორც გაჩეჩილაძე მიდიოდა სააკაშვილთან შეხვედრებზე,მე ყვავილები გაჩუქე და შენ ისე გაგიხარდა როგორც ნიკა გილაურს 4,5 მილიარდიანი დახმარება,მერე თეატრში წავედით.გახსოვს,საყვარელო,რა კარგად თამაშობდნენ მსახიობები,როგორც დავითაია და თორთლაძე თამაშობენ ოპოზიციონერობანას,ყველაფერზე ბრავოს ვიძახდით ჩვენი პარლამენტივით.მერე ღამე რუსთაველის პროსპექტს გავუყევით და ჩვენი სიყვარული ისე გვაყვირებდა როგორც მიტინგის დარბევა-ბეგაშვილს.ქუჩის ჩაბნელებულ კუთხეში მიგიმწყვდიე,როგორც ჯინსიანმა სპეცნაზელმა ჯორბენაძე და ტუჩებში დაგეკონე როგორც ლუკაშენკო-ჩავესს.უბედნიერესი დრო იყო ჩემთვის როგორც ვიტალი ხარაბაძისთვის შევარდნაძის დრო. მაგრამ ისე უცებ მოვიდა უბედურება,როგორც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი,ბანკებივით გაკოტრდა ჩემი სიყვარული და გრძნობა ნავთობის ფასივით დაეცა. ერთხელ ვიღაც მამაკაცთან ერთად შეგნიშნე,როგორც ხაინდრავა შენიშნეს "მაესტროსთან" და ისე გავბრაზდი როგორც პუტინი გაბრაზდა აგვისტოში.ისე სწრაფად მოვვარდი შენთან როგორც ბორისოვი გორში.-ვინ არის ეს? დაგეკითხე პაატა დავითავიასავით.მახსოვს თვალები ისე აგიცრემლიანდა როგორც მიშას პენსიონერებთად შეხვედრისას.შენ ჩემი კითხვით გაბრაზებულმა ხელჩანთა მესროლე,როგორც გივიმ ავტოკალამი ეროსის.ის კაცი სარკოზივით იქნევდა ხელებს და მერკელივით ორაზროვნად ლაპარაკობდა,თუმცა მე შენთან ურთიერთობას წერტილი დავუსვი,როგორც საქართველომ რუსეთთან.მას მერე დიდი დრო გავიდა. შენ ისევ მარტო ხარ ჯონდი ბაღათურიასავით,რამდენჯერვე დაააპირე ჩემთან პირდაპირი ურთიერთობის აღდგენა,როგორც იაკობაშვილმა კოკოითთან,მაგრამ არაფერი გამოვიდა გაეროს რეზოლუციასავით.ჩვენი სიყვარულის მომავალი ისეთივე გაურკვეველია,როგორც საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების საკითხი,ამიტომ ორივენი ვსხედვართ და ველოდებით შეუცნობელ მომავალს,ნატოს სამიტზე მიმავალი მიხეილ სააკაშვილივით.
|